ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 286
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.021998
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
286
04/05/2020
ვებგვერდი, 04/05/2020
280120000.10.003.021998
ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (19/05/2020 - 16/06/2020)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №286

2020 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

 

ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პანდემიის გამო შემოსავლების დაკარგვით გამოწვეული პრობლემების დაძლევისა და კრიზისის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით, დამტკიცდეს „ახალი კორონავირუსით  (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის  (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა“.
მუხლი 2
დადგენილებით გათვალისწინებული „ახალი კორონავირუსით  (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის  (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა“ განხორციელდება „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდის  „27 02 06 – ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო მოსახლეობის სოციალური დახმარების“ ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



ახალი კორონავირუსით  (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის 

(COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს პროგრამა განსაზღვრავს ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გავრცელების შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით სახელმწიფო დახმარების გაცემის წესს, კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილ პირებს და კომპენსაციის ოდენობას.

2. ეს პროგრამა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე ფიზიკურ პირებზე და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის ქვეშ მყოფი დროებითი ბინადრობის მოწმობის მქონე  ფიზიკურ პირებზე.

3. ამ პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დაქირავებით მუშაობა – საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული დაქირავებით მუშაობა;

ბ) დაქირავებული – დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი;

გ) დამქირავებელი – პირი, რომელიც ანაზღაურებს დაქირავებულის შესრულებულ სამუშაოს;

დ) ხელფასი – დაქირავებულის მიერ შესრულებული სამუშაოსათვის დამქირავებლისგან მიღებული ანაზღაურება (გარდა დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიისა ან სხვა თანხისა);

ე) კომპენსაცია – ამ პროგრამის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება;

ვ) სამსახური – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური;

ზ) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

თ) დასაქმების სააგენტო – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო;

ი) მომსახურების სააგენტო –  სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო.

4. ამ პროგრამის მიზნებისთვის, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაქირავებულად არ მიიჩნევა და ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც 2020 წლის პირველ კვარტალში ფიქსირდება სახელფასო განაცემი:

ა) საბიუჯეტო ორგანიზაციიდან;

ბ) საქართველოს ეროვნული ბანკიდან;

გ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან;

დ) საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი;

ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს დაფუძნებული/შვილობილი საწარმოდან, რომლის 50%-ზე მეტ წილს ფლობს ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმო.

5. ამ პროგრამის განხორციელების მიზნით:

ა) დასაქმების სააგენტო და მომსახურების სააგენტო უფლებამოსილნი არიან, გამოიყენონ მათ მიერ ადმინისტრირებადი პროგრამების ფარგლებში არსებული საინფორმაციო სისტემები და მონაცემთა ბაზები, ასევე მიიღონ/დაამუშაონ პირის პერსონალური, სოციალური,  ეკონომიკური  და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემი;  

ბ) სამინისტრო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტ(ებ)ი.  

6. პროგრამის განმახორციელებელია დასაქმების სააგენტო და მომსახურების სააგენტო.

 

მუხლი 2. კომპენსაციის მიღების უფლება და მისი ოდენობა

1. კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულ, ამ პუნქტით განსაზღვრულ პირებს/ოჯახებს:

ა) დაქირავებულს (მათ შორის პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში), თუ ის დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც (რაც დასტურდება დამქირავებლის მიერ სამსახურში საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე წარდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციით), იღებდა ხელფასს (გარდა, პირის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში ყოფნის შემთხვევისა) და 2020 წლის 1 ივნისამდე შეუწყდა/შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან ან/და დამქირავებლისგან არ იღებს ხელფასს;

ბ) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით გათვალისწინებულ „სოციალურად  დაუცველი ოჯახების   მონაცემთა  ერთიან  ბაზაში“ (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 65000-ზე და ნაკლებია 100001-ზე (ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად);

გ) მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 3 ან 3-ზე მეტი 0-დან 16 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვი;

დ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს (შემდგომში – შშმ პირი);

ე) ინდივიდუალურ მეწარმეებს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებსა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებს, რომელთაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უფიქსირდებათ ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავლები ეკონომიკური საქმიანობიდან, ასევე მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს, რომლებსაც მიკრობიზნესის სტატუსი მიენიჭათ 2020 წლის 1 აპრილამდე და რომლებიც არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან.

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, ეკონომიკურ აქტივობად ჩაითვლება პირის მიერ სამსახურში წარდგენილი საგადასახადო/საბაჟო დეკლარაცია/გაანგარიშება, საკონტროლო-სალარო აპარატის/ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გამოყენება, გამოწერილი სასაქონლო ზედნადები/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა/საგადასახადო დოკუმენტი ან/და ბიუჯეტში გადასახადის/სამსახურის მიერ ადმინისტრირებადი მოსაკრებლის გადახდა;

ვ) ამ პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების გარდა ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირისგან (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირებისა) წარადგენს იმის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდა შემოსავალი;

ზ) ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ წარმოეშობათ, თუ მათზე 2020 წელს ფიქსირდება ხელფასის გაცემა, დამქირავებლის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი ინფორმაციით;

თ) ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიზნებისათვის, კომპენსაციის მიმღებ პირთა/ოჯახთა შესახებ ინფორმაციის გენერირება ხდება მომსახურების სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი შესაბამისი ელექტრონული ბაზებიდან  2020 წლის 1 მაისის მდგომარეობით და ამ პირებს/ოჯახებს კომპენსაციის მიღების უფლება უნარჩუნდებათ ამ პროგრამით გათვალისწინებული მთელი პერიოდის მანძილზე, გარდა ამ პროგრამით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე/ოჯახებზე განისაზღვროს კომპენსაციები შემდეგი ოდენობითა და პირობებით:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე კომპენსაცია განისაზღვრება თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ამ პროგრამის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებზე კომპენსაცია განისაზღვროს 2020 წლის მაისიდან 6 თვის განმავლობაში:

ბ.ა) ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად, ოჯახის თითოეულ წევრზე 35 ლარის ოდენობით, გარდა ამ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ.ბ) იმ ოჯახებისათვის, რომლებიც შედგება:

ბ.ბ.ა) ერთი წევრისგან – ოჯახზე 70 ლარის ოდენობით;

ბ.ბ.ბ)  ორი წევრისგან  – ოჯახზე 90 ლარის ოდენობით;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებზე კომპენსაცია განისაზღვროს თვეში 100 ლარის ოდენობით  2020 წლის მაისიდან 6 თვის განმავლობაში;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე კომპენსაცია განისაზღვროს თვეში 100 ლარის ოდენობით 2020 წლის მაისიდან 6 თვის განმავლობაში;

ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე კომპენსაცია განისაზღვროს ერთჯერადად 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

3. პირს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებთან ერთად აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ან/და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირობებსაც, ეძლევა მხოლოდ ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაცია.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი საფუძვლით კომპენსაციის მიღება არ ზღუდავს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ასევე არ იზღუდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კომპენსაციის ერთდროულად მიღების შესაძლებლობა.

5. კომპენსაციის გაცემა წყდება:

ა) პირის  განცხადებით;

ბ) საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში, პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში;

გ) პირის გარდაცვალების შემთხვევაში;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირის შემთხვევში, თუ 2020 წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდში პირზე დაფიქსირდა ხელფასის გაცემა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი ინფორმაციით.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომპენსაციის გაცემა წყდება შესაბამისი საფუძვლის წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით კომპენსაციის შეწყვეტის მიზნით გამოიყენება  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებული მონაცემთა ბაზა.

8. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ოჯახს არ უწყდება და მთელი ვადით უნარჩუნდება კოპენსაციის მიღების უფლება, თუ ოჯახის რომელიმე წევრ(ებ)ზე 2020 წლის 1 მაისს და შემდგომ პერიოდში გავრცელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობა, ამასთან, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოჯახს კომპენსაცია წევრთა რაოდენობის მიხედვით გადაუანგარიშდება კომპენსაციის შეჩერების გარეშე, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული პირობის დადგომის შემთხვევაში.

9. კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვალებამდე მიუღებელი კომპენსაციის თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მათ მიუღებელი თანხისათვის შესაბამის ორგანოს განცხადებით მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არაუგვიანეს ერთი წლისა, იმ პირობით, რომ გაცემული თანხა სამკვიდროს გაყოფამდე ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს.

10. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის კომპენსაციის დანიშვნა არ იწვევს ამ პროგრამის ამოქმედებამდე კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლებით დანიშნული სხვა ფულადი და არაფულადი სოციალური დახმარებ(ებ)ის (სოციალური დახმარებ(ებ)ის) მიღების შეწყვეტას ან/და ამ საფუძვლებით სოციალური დახმარებ(ებ)ის მიღების უფლების წარმოშობის შემთხვევაში, მათი დანიშვნის უფლების შეზღუდვას.

11. ამ პროგრამით განსაზღვრული კომპენსაცია არ გაითვალისწინება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით განსაზღვრული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ ადმინისტრირებისას ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა/შეფასებისას და სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 მაისის დადგენილება №295 – ვებგვერდი, 08.05.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 მაისის დადგენილება №314 – ვებგვერდი, 19.05.2020წ.

 

მუხლი 3. კომპენსაციების გაცემის ადმინისტრირება

1. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე კომპენსაციის გაცემა ხორციელდება შემდეგი პირობებით:

ა) დამქირავებელი, ყოველთვიურად, არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე,  რომელშიც  პირმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ამ პროგრამის დანართით გათვალისწინებული განაცხადის ფორმით,  სამსახურს  წარუდგენს ინფორმაციას იმ დაქირავებულთა შესახებ, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. ინფორმაციაში აღინიშნება:

ა.ა) დაქირავებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

ა.ბ) დაქირავებულის საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი);

ა.გ) დაქირავებულის საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშის ნომერი);

ბ) ინფორმაციის წარდგენა ხორციელდება ელექტრონულად – გადასახადის გადამხდელის (დამქირავებლის) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან https://eservices.rs.ge/;

გ) სამსახური, დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მითითებით წარუდგენს დასაქმების სააგენტოს არაუგვიანეს კომპენსაციის გაცემის თვის 20  რიცხვისა, ხოლო მაისში – დამატებით 30 რიცხვის ჩათვლით;

დ) დამქირავებელი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში განაცხადის წარუდგენლობის ან/და არასწორად წარდგენის შემთხვევაში, დააზუსტოს/წარადგინოს განაცხადი შესაბამისი თვის 20 რიცხვის ჩათვლით, ხოლო მაისში – დამატებით 30 რიცხვის ჩათვლით;

ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაკორექტირებულ ნუსხას შემოსავლების სამსახური 2 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის დასაქმების სააგენტოს;

ვ) კომპენსაცია დასაქმების სააგენტოს მიერ გაიცემა საბანკო დაწესებულე­ბის მეშვეობით, დანართში მითითებულ პირის საბანკო ანგარიშზე არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც  პირმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 30 რიცხვისა. ამასთან, მაისის 21-დან 30 რიცხვის ჩათვლით წარდგენილი ინფორმაციების მიხედვით, კომპენსაცია გაიცემა არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა.

2. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე/ოჯახებზე კომპენსაციის გაცემის ადმინისტრირების მიზნით, მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს:

ა) ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოჯახების/პირების იდენტიფიცირებას, მის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით;

ბ) ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების იდენტიფიცირებას მხოლოდ ამავე საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის ან სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით;

გ) კომპენსაციის ჩარიცხვას მომსახურების სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი პროგრამებით მოსარგებლე ოჯახების/პირების უკვე არსებულ ან ახლად გახსნილ საბანკო ანგარიშებზე, სს „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;

დ) კომპენსაციის ჩარიცხვას სოციალურ პაკეტთან/სახელმწიფო კომპენსაციასთან ან/და საარსებო შემწეობასთან ან სხვა გასაცემელთან ერთად.

3. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ოჯახებზე ამ პროგრამის შესაბამისად დანიშნული კომპენსაციის გაცემა არ წყდება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესით, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესითა და ყველა სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტ(ებ)ით გათვალისწინებული ადმინისტრირების პირობების მიუხედავად.

4. თუ  ოჯახი 2020 წლის 1 მაისის შემდეგ დააკმაყოფილებს ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან/და „გ“  ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, კომპენსაცია ინიშნება სარეიტინგო ქულის მინიჭების მომდევნო თვიდან, ამ პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაციის პერიოდის დარჩენილი თვეების განმავლობაში.

5. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოჯახ(ებ)ისთვის კომპენსაცია ინიშნება 2020 წლის 1 მაისის მდგომარეობით არსებულ წევრთა რაოდენობის მიხედვით და ნარჩუნდება ამ პროგრამით განსაზღვრული კომპენსაციის მიღების მთელი ვადით, მიუხედავად ოჯახის წევრთა რაოდენობის ცვლილებისა, გარდა წევრ(ებ)ის გარდაცვალებისა. 2020 წლის 1 მაისის შემდგომ ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების შემთხვევაში, მოხდება კომპენსაციის ავტომატური გადაანგარიშება ამ წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით და გადაანგარიშებული ოდენობით კომპენსაცია გაიცემა ოჯახის წევრის გარდაცვალების შემდგომი თვიდან, ხოლო ბავშვ(ებ)ის დამატების შემთხვევაში, გადაანგარიშებული ოდენობით კომპენსაცია გაიცემა მომსახურების სააგენტოში მიმართვის მომდევნო თვიდან ახალი სარეიტინგო ქულის გათვალისწინებით. გადაანგარიშების პროცესი არ იწვევს კომპენსაციის შეჩერებას/შეწყვეტას.

6. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებს კომპენსაცია ენიშნებათ და უნარჩუნდებათ მთელი ვადით, თუ ოჯახი 2020 წლის 1 მაისის მდგომარეობით აკმაყოფილებს  იმავე  ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობას და ამასთან, კომპენსაციის მიღების შემდგომ პერიოდში ოჯახში 0-16 წლამდე ბავშვთა რაოდენობის ცვლილება არ იწვევს კომპენსაციის შეწყვეტას/შეჩერებას.

7. 2020 წლის 1 მაისის შემდეგ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, ასევე ამ სტატუს(ებ)ით მიმართვის შემთხვევაში, კომპენსაცია გაიცემა პირის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ განცხადებისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერის მომსახურების სააგენტოში წერილობითი ან ელექტრონული ფორმით წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, ამ პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაციის პერიოდის დარჩენილი თვეების განმავლობაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა.

8. იმ შემთხვევაში, თუ  2020 წლის 1 მაისის შემდეგ ოჯახი მოიპოვებს კომპენსაციის მიღების უფლებას  ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან/და „გ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით და  ოჯახში ფიქსირდება წევრ(ებ)ი, რომლებიც უკვე იღებენ ამავე საფუძვლით განსაზღვრულ კომპენსაციას, ოჯახს კომპენსაციის თანხა დაუნგარიშდება ამ წევრ(ებ)ის გამოკლებით.

9. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე კომპენსაციის გაცემა ხორციელდება შემდეგი პირობებით:

ა) სამსახური, არაუგვიანეს 2020 წლის 20 მაისისა უზრუნველყოფს აღნიშნული პირების იდენტიფიცირებას და ინფორმაციას (სახელი, გვარი/პირადი ნომერი) აწვდის  დასაქმების სააგენტოს. აღნიშნული პირები, კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაზე შეტყობინებას მიიღებენ გადასახადის გადამხდელის  ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე  – https://eservices.rs.ge/;

ბ) დასაქმების სააგენტო მის ელექტრონულ პორტალზე არაუგვიანეს 15 მაისისა ამზადებს ელექტრონული განაცხადის ფორმას (განაცხადს), სადაც კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირი (განმცხადებელი) ავსებს შემდეგ მონაცემებს:

ბ.ა) სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

ბ.ბ) საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);

ბ.გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

10. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე კომპენსაციის გაცემის ადმინისტრირებას ახორციელებს დასაქმების სააგენტო შემდეგი პირობებით:

ა) დასაქმების სააგენტო მის ელექტრონულ პორტალზე არაუგვიანეს  15 მაისისა ამზადებს ელექტრონული განაცხადის ფორმას (განაცხადს), სადაც კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირი (განცმხადებელი) ავსებს შემდეგ მონაცემებს:

ა.ა) სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

ა.ბ) საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);

ა.გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ა.დ) ინფორმაცია 2020 წლის პირველ კვარტალში მისი შემოსავლის წყაროს შესახებ;

ა.ე) საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) პირის მიერ გაცემული შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი (მათ შორის, საბანკო ამონაწერი, მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის ნებართვა/ლიცენზია და სხვა).

11. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირი ვალდებულია, სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირდეს განმცხადებლად და შეავსოს ელექტრონული განაცხადის ფორმა არაუგვიანეს 2020 წლის 1 ივლისისა.

12. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები, დასაქმების სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე შევსებული განაცხადით, ადასტურებენ, რომ თანახმა არიან, მათ მიერ შევსებულ განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამაში ჩართვის მიზნით.

13. განაცხადში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე და არასწორი ინფორმაციის წარდგენით სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.

14. დასაქმების სააგენტო არ არის უფლებამოსილი, უზრუნველყოს წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორისა და ვალიდურობის დადასტურება.

15. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად იქმნება უწყებათაშორისი კომისია და სამუშაო ჯგუფი, რომელთა პერსონალური შემადგენლობა და საქმიანობის წესი მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

16. კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განაცხადების ატვირთვიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში დასაქმების სააგენტო სამუშაო ჯგუფთან ერთად განიხილავს განაცხადებს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარუდგენს უწყებათაშორის კომისიას.

17. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის შემადგენლობაში შედიან სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების წარმომადგენლები მინისტრის მოადგილეების ან/და დეპარტამენტების უფროსების დონეზე, ასევე დასაქმების სააგენტოსა და მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირები.

18. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე კომპენსაცია გაიცემა განმცხადებლის მიერ განაცხადის წარდგენიდან 10 სამუშო დღის ვადაში, ხოლო ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე კომპენსაცია გაიცემა  კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან  არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.  

19. დასაქმების სააგენტო უფლებამოსილია, გააფორმოს მემორანდუმი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან, ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების დადგენის მიზნით.

20.  ამ პროგრამაში ჩართული ადმინისტრაციული ორგანოები, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით, უზრუნველყოფენ მათ ხელთ არსებული ინფორმაციის/მონაცემების ურთიერთგაცვლას, ამავე პროგრამით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 მაისის დადგენილება №311 – ვებგვერდი, 18.05.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 მაისის დადგენილება №314 – ვებგვერდი, 19.05.2020წ.

დანართი

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 მაისის დადგენილება №295 – ვებგვერდი, 08.05.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 მაისის დადგენილება №314 – ვებგვერდი, 19.05.2020წ.
 
 
ინფორმაცია

 

დაქირავებული პირების შესახებ, რომლებსაც აქვთ კომპენსაციის მიღების უფლება:

 

1. ინფორმაცია დამქირავებლის შესახებ:

 

დასახელება/სახელი, გვარი     ______________________________________________________

 

პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი _____________________________________________

 

2. ინფორმაცია იმ დაქირავებული პირების შესახებ, რომლებსაც აქვთ კომპენსაციის მიღების უფლება:

 

პირადი ნომერი

სახელი, გვარი

მისამართი

ტელეფონი

საბანკო ანგარიშის ნომერი

საანგარიშო თვეში გაცემული საქართველოს საგადასახადო

კოდექსის 101-ე მუხლის

მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის ან

სხვა თანხის ოდენობა

მოინიშნება იმ შემთხვევაში,

თუ პირი ორსულობის,

მშობიარობისა და

ბავშვის მოვლის, ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


18. 06/10/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 489 - ვებგვერდი, 06/10/2021 17. 05/02/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 56 - ვებგვერდი, 05/02/2021 16. 31/12/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 829 - ვებგვერდი, 31/12/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 15. 18/12/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 759 - ვებგვერდი, 18/12/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 02/12/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 720 - ვებგვერდი, 02/12/2020 13. 13/10/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 623 - ვებგვერდი, 13/10/2020 12. 01/10/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 609 - ვებგვერდი, 01/10/2020 11. 10/09/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 569 - ვებგვერდი, 10/09/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 27/08/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 536 - ვებგვერდი, 27/08/2020 9. 21/08/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 522 - ვებგვერდი, 21/08/2020 8. 14/08/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 505 - ვებგვერდი, 14/08/2020 7. 23/07/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 466 - ვებგვერდი, 24/07/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 10/07/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 429 - ვებგვერდი, 10/07/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 26/06/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 388 - ვებგვერდი, 26/06/2020 4. 16/06/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 372 - ვებგვერდი, 16/06/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 3. 19/05/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 314 - ვებგვერდი, 19/05/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 18/05/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 311 - ვებგვერდი, 18/05/2020 1. 08/05/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 295 - ვებგვერდი, 08/05/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას