„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 720
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.022442
720
02/12/2020
ვებგვერდი, 02/12/2020
280120000.10.003.022442
„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №720

2020 წლის 2 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/05/2020, 280120000.10.003.021998) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ:

1. №1 დანართში („ახალი კორონავირუსით  (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა“): 

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტის:

ა.ა.ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) დაქირავებულს, თუ ის 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა იმ დამქირავებლის სასარგებლოდ, რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და ამ პერიოდიდან ამავე  დამქირავებლისაგან არ იღებს ხელფასს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო);“;

ა.ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) ინდივიდუალურ მეწარმეებს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებსა და მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს, რომლებიც მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და რომლებიც არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან;“;

ა.ა.გ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) ამ პუნქტის „ა1“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების გარდა, ნებისმიერ ფიზიკურ პირს (თვითდასაქმებული პირი), რომელიც ფაქტობრივად ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება;“;

ა.ა.დ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიზნებისათვის, კომპენსაციის მიმღებ პირთა/ოჯახთა შესახებ ინფორმაციის გენერირება ხდება მომსახურების სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი შესაბამისი ელექტრონული ბაზებიდან  2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ამ პირებს/ოჯახებს კომპენსაციის მიღების უფლება უნარჩუნდებათ ამ პროგრამით გათვალისწინებული მთელი პერიოდის მანძილზე, გარდა ამ პროგრამით განსაზღვრული შემთხვევებისა.“;

ა.ბ) მე-2 პუნქტში:

ა.ბ.ა) „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებზე კომპენსაცია განისაზღვროს 2021 წლის იანვრიდან 6 თვის განმავლობაში:

ბ.ა) ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად, ოჯახის თითოეულ წევრზე 35 ლარის ოდენობით, გარდა ამ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ.ბ) იმ ოჯახებისათვის, რომლებიც შედგება:

ბ.ბ.ა) ერთი წევრისგან – ოჯახზე 70 ლარის ოდენობით;

ბ.ბ.ბ)  ორი წევრისგან  – ოჯახზე 90 ლარის ოდენობით;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებზე კომპენსაცია განისაზღვროს თვეში 100 ლარის ოდენობით, 2021 წლის იანვრიდან 6 თვის განმავლობაში;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე კომპენსაცია განისაზღვროს თვეში 100 ლარის ოდენობით, 2021 წლის იანვრიდან 6 თვის განმავლობაში;“;

ა.ბ.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა1“, „ე1“ და „ვ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე კომპენსაცია განისაზღვროს ერთჯერადად 300 (სამასი) ლარის ოდენობით.“;

ა.გ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. პირს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებთან ერთად აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე1“ ან/და „ვ1“ ქვეპუნქტ(ებ)ით გათვალისწინებულ პირობებსაც, ეძლევა მხოლოდ ერთი კომპენსაცია.“;

ა.დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ა1“, „ე“, „ე1“, „ვ“ და „ვ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი საფუძვლით კომპენსაციის მიღება არ ზღუდავს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ასევე არ იზღუდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კომპენსაციის ერთდროულად მიღების შესაძლებლობა.“;

ა.ე) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ოჯახს არ უწყდება და მთელი ვადით უნარჩუნდება კოპენსაციის მიღების უფლება, თუ ოჯახის რომელიმე წევრ(ებ)ზე 2021 წლის 1 იანვარს და შემდგომ პერიოდში გავრცელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობა, ამასთან, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოჯახს კომპენსაცია წევრთა რაოდენობის მიხედვით გადაუანგარიშდება კომპენსაციის შეჩერების გარეშე, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის დადგომის შემთხვევაში.“;

ბ) მე-3 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე კომპენსაციის გაცემა ხორციელდება შემდეგი პირობებით:

ა) დამქირავებელი,  რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 2020 წლის 3 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე, სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას იმ დაქირავებულთა შესახებ, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. ინფორმაციაში აღინიშნება:

ა.ა) დაქირავებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

ა.ბ) დაქირავებულის საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი);

ა.გ) დაქირავებულის საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშის ნომერი);

ბ) ინფორმაციის წარდგენა ხორციელდება ელექტრონულად – გადასახადის გადამხდელის (დამქირავებლის) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან −  https://eservices.rs.ge;

გ) განაცხადში წარდგენილი ინფორმაციის სისწორესა და არასწორი ინფორმაციის წარდგენით სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება ინფორმაციის წარმდგენ დამქირავებელს. ამასთან, სამსახურისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, რაც გამოიწვევს დაქირავებულისთვის კომპენსაციის უსაფუძვლო გაცემას, დამქირავებელს დაეკისრება პასუხისმგებლობა/დაჯარიმდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 116-ე ნაწილის შესაბამისად;

დ) სამსახური არ არის უფლებამოსილი, უზრუნველყოს წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სისწორისა და ვალიდურობის დადასტურება (გარდა დაქირავებულის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და საბანკო რეკვიზიტებისა);

ე) სამსახური, დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, ამოწმებს  ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და საბანკო რეკვიზიტის სისწორეს და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მითითებით წარუდგენს დასაქმების სააგენტოს, დამქირავებლისგან ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში;

ვ) დამქირავებელი უფლებამოსილია, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში განაცხადის წარუდგენლობის ან/და არასწორად წარდგენის შემთხვევაში, დააზუსტოს/წარადგინოს განაცხადი არაუგვიანეს 2020 წლის 28 დეკემბრისა;

ზ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაკორექტირებულ ნუსხას სამსახური 2 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის დასაქმების სააგენტოს;

თ) კომპენსაცია დასაქმების სააგენტოს მიერ გაიცემა კომპენსაციის მიმღები პირის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით, სამსახურიდან ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.“;

ბ.ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების იდენტიფიცირებას მხოლოდ ამავე საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის ან სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებულ მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით და ამასთან ერთად ითვალისწინებს იმ პირებსაც, რომელთაც კომპენსაციის მიღების მიზნით მიმართეს სააგენტოს 2020 წლის 1 ოქტომბრამდე და მიიღეს ამ საფუძვლით დადგენილი პირებისთვის განკუთვნილი კომპენსაცია;“;

ბ.გ) მე-4, მე-5, მე-6, მე-7, 71 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ  ოჯახი 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ დააკმაყოფილებს ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან/და „გ“  ქვეპუნქტ(ებ)ით დადგენილ მოთხოვნებს, კომპენსაცია ინიშნება სარეიტინგო ქულის მინიჭების მომდევნო თვიდან, ამ პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაციის პერიოდის დარჩენილი თვეების განმავლობაში.

5. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოჯახ(ებ)ისთვის კომპენსაცია ინიშნება 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებულ წევრთა რაოდენობის მიხედვით და ნარჩუნდება ამ პროგრამით განსაზღვრული კომპენსაციის მიღების მთელი ვადით, მიუხედავად ოჯახის წევრთა რაოდენობის ცვლილებისა, გარდა წევრ(ებ)ის გარდაცვალებისა. 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების შემთხვევაში, მოხდება კომპენსაციის ავტომატური გადაანგარიშება ამ წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით და გადაანგარიშებული ოდენობით კომპენსაცია გაიცემა ოჯახის წევრის გარდაცვალების შემდგომი თვიდან, ხოლო ბავშვ(ებ)ის დამატების შემთხვევაში, გადაანგარიშებული ოდენობით კომპენსაცია გაიცემა მომსახურების სააგენტოში მიმართვის მომდევნო თვიდან ახალი სარეიტინგო ქულის გათვალისწინებით. გადაანგარიშების პროცესი არ იწვევს კომპენსაციის შეჩერებას/შეწყვეტას.

6. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებს კომპენსაცია ენიშნებათ და უნარჩუნდებათ მთელი ვადით, თუ ოჯახი 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით აკმაყოფილებს  იმავე  ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობას და ამასთან, კომპენსაციის მიღების შემდგომ პერიოდში, ოჯახში 0-16 წლამდე ბავშვთა რაოდენობის ცვლილება არ იწვევს კომპენსაციის შეწყვეტას/შეჩერებას.

7. 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, ასევე ამ სტატუს(ებ)ით მიმართვის შემთხვევაში, კომპენსაცია გაიცემა პირის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ განცხადებისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერის მომსახურების სააგენტოში წერილობითი ან ელექტრონული ფორმით წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, ამ პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაციის პერიოდის დარჩენილი თვეების განმავლობაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა.

7​1. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარებს დანიშნული აქვთ სახელმწიფო კომპენსაცია ან სოციალური პაკეტი ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლ(ებ)ით, მაგრამ 2021 წლის 1 იანვრის  მდგომარეობით შეჩერებული ჰქონდათ  გასაცემლის მიღება და ამ გასაცემლის განახლების/აღდგენის მიზნით 2021 წლის 1 ივნისამდე მიმართავენ  მომსახურების სააგენტოს, განახლების/აღდგენის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ამ პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაცია გაიცემა განცხადებით მიმართვის თვის მომდევნო თვიდან და ანაზღაურდება 2021 წლის 1 იანვრიდან, ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მთელი პერიოდის განმავლობაში, გარდა ამავე პროგრამით განსაზღვრული შემთხვევებისა.

8. იმ შემთხვევაში, თუ  2021 წლის 1 იანვრის შემდეგ ოჯახი მოიპოვებს კომპენსაციის მიღების უფლებას ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან/და „გ“  ქვეპუნქტ(ებ)ით გათვალისწინებული საფუძვლით და  ოჯახში ფიქსირდება წევრ(ებ)ი, რომლებიც უკვე იღებენ ამავე საფუძვლით განსაზღვრულ კომპენსაციას, ოჯახს კომპენსაციის თანხა დაუანგარიშდება ამ წევრ(ებ)ის გამოკლებით.“;

ბ.დ)  მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის მინიჭება განხორციელდება გასული პერიოდით (უკანდახევით) და ამ პერიოდში ოჯახს ჰქონდა კომპენსაციის მიღების უფლება, ოჯახს აუნაზღაურდება კომპენსაციის თანხა პროგრამით განსაზღვრული ოდენობისა და ვადის შესაბამისად.“;

ბ.ე) მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. კომპენსაციის თანხის მიმღების გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახს ეძლევა ორთვიანი ვადა თანხის მიღებაზე უფლებამოსილი პირის წარდგენის თაობაზე. აღნიშნულ ვადაში ინფორმაციის სააგენტოსათვის მიწოდების შემთხვევაში, განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის კომპენსაციის თანხის ჩარიცხვა და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა.“;

ბ.ვ) მე-9 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე კომპენსაციის გაცემა ხორციელდება შემდეგი პირობებით:

ა) ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები, 2020 წლის 3 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან − https://eservices.rs.ge  ავსებენ განაცხადის ფორმას (განცხადებას), სადაც კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირი (განმცხადებელი) ავსებს შემდეგ მონაცემებს:

ა.ა) სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

ა.ბ) საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);

ა.გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ბ) განაცხადში წარდგენილი ინფორმაციის სისწორესა და არასწორი ინფორმაციის წარდგენით სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ინფორმაციის წარმდგენ პირებს. ამასთან, სამსახურისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, რაც გამოიწვევს განმცხადებლისათვის კომპენსაციის უსაფუძვლო გაცემას, ინფორმაციის წარმდგენს/განმცხადებელს დაეკისრება სანქციები,  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) სამსახური არ არის უფლებამოსილი, უზრუნველყოს წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სისწორისა და ვალიდურობის დადასტურება;

დ) ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ, არასრული/დაუზუსტებელი ინფორმაცია დააზუსტონ  არაუგვიანეს 2020 წლის 28 დეკემბრისა;

ე) სამსახური, განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, ამოწმებს განმცხადებელი ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და საბანკო რეკვიზიტის სისწორეს და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მითითებით წარუდგენს დასაქმების სააგენტოს, განმცხადებლისგან ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში;

ვ) ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე დასაქმების სააგენტოს მიერ კომპენსაცია გაიცემა სამსახურიდან ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში;

ზ) ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან − https://eservices.rs.ge შევსებული განაცხადით ადასტურებენ, რომ თანახმა არიან, მათ მიერ შევსებულ განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამაში ჩართვის მიზნით.“;

ბ.ზ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე კომპენსაციის გაცემა ხორციელდება შემდეგი პირობებით:

ა) საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული დამქირავებელი/ობიექტის მფლობელი (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა),  რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 2020 წლის 3 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე, სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას იმ პირთა შესახებ, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ1“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. ინფორმაციაში აღინიშნება:

ა.ა) კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

ა.ბ) კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი);

ა.გ) კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშის ნომერი);

ბ) ინფორმაციის წარდგენა ხორციელდება ელექტრონულად – გადასახადის გადამხდელის (დამქირავებლის) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან −  https://eservices.rs.ge;

გ) განაცხადში წარდგენილი ინფორმაციის სისწორესა და არასწორი ინფორმაციის წარდგენით სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება ინფორმაციის წარმდგენ დამქირავებელს/ობიექტის მფლობელს. ამასთან, სამსახურისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, რაც გამოიწვევს შესაბამისი პირისთვის კომპენსაციის უსაფუძვლო გაცემას, დამქირავებელს/ობიექტის მფლობელს დაეკისრება სანქციები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) სამსახური არ არის უფლებამოსილი, უზრუნველყოს წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სისწორისა და ვალიდურობის დადასტურება (გარდა კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და საბანკო რეკვიზიტებისა);

ე) სამსახური, დამქირავებლის/ობიექტის მფლობელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, ამოწმებს ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და საბანკო რეკვიზიტის სისწორეს და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მითითებით წარუდგენს დასაქმების სააგენტოს, დამქირავებლის/ობიექტის მფლობელის მიერ ინფორმაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში;

ვ) დამქირავებელი უფლებამოსილია, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში განაცხადის წარუდგენლობის ან/და არასწორად წარდგენის შემთხვევაში, დააზუსტოს/წარადგინოს განაცხადი არაუგვიანეს 2020 წლის 28 დეკემბრისა;

ზ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაკორექტირებულ ნუსხას სამსახური არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის დასაქმების სააგენტოს;

თ) კომპენსაცია დასაქმების სააგენტოს მიერ გაიცემა სამსახურიდან ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.“.

2. №2 დანართის („18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის წესი და პირობები“) მე-3 მუხლში:  

ა) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბავშვის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, ბავშვის დაბადების მოწმობას ან სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემულ „არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათს.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11.  ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული ბავშვის ერთ-ერთ მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, ელექტრონული განაცხადის კორექტირება (მათ შორის, სააგენტოს საზღვრის კვეთის გამო მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის საფუძველზე) განახორციელოს 2020 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია