„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 429
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.022144
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
429
10/07/2020
ვებგვერდი, 10/07/2020
280120000.10.003.022144
„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/07/2020 - 19/08/2020)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №429

2020 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/05/2020, 280120000.10.003.021998) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ პროგრამის მიზნებისთვის, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაქირავებულად არ მიიჩნევა და ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც 2019 წლის ივლის-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ თვეს ან/და 2020 წლის პირველ კვარტალში ფიქსირდება სახელფასო განაცემი:

ა) საბიუჯეტო ორგანიზაციიდან;

ბ) საქართველოს ეროვნული ბანკიდან;

გ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან;

დ) საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი;

ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს დაფუძნებული/შვილობილი საწარმოდან, რომლის 50%-ზე მეტ წილს ფლობს ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმო.

შენიშვნა: მიუხედავად ამ პუნქტის დებულებებისა, ამ პროგრამის მიზნებისთვის,  ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაქირავებულად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელსაც 2019 წლის ივლის-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ თვეს ან/და 2020 წლის პირველ კვარტალში უფიქსირდება ბოლო ხელფასის მიღება იმ პირისგან, რომელიც არ წარმოადგენს ამ პუნქტის „ა“ – „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირს.“.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის  შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, კომპენსაციის მიღების უფლების მქონე  ფიზიკურ პირებად ასევე ითვლებიან  ინდივიდუალური მეწარმეები, მცირე და მიკრობიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპენსაციის მიღების პირობებს ან/და სამსახურის მიერ ვერ მოხდა მათი ინდენტიფიცირება ამავე პროგრამის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“.

3. მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ე) საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) პირის მიერ გაცემული შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი (მათ შორის, საბანკო ამონაწერი, მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის ნებართვა/ლიცენზია და სხვა) ან განმცხადებელის მიერ სამსახურში წარდგენილი 2019 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია, რომელშიც ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.