„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 56
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.022608
56
05/02/2021
ვებგვერდი, 05/02/2021
280120000.10.003.022608
„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №56

2021 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/05/2020, 280120000.10.003.021998) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა“):

1. პირველი მუხლის 42 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„42. ამ პროგრამის მიზნებისთვის, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაქირავებულად არ მიიჩნევა და ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა​2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვს პირს, რომელზეც 2020 წლის იანვრიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ბოლო ხელფასის გაცემა ფიქსირდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ − „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე პირისგან, გარდა იმ დაქირავებული პირისა, რომელიც საარჩევნო პერიოდში დაქირავებული იყო როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი და რომელზეც, ამ პერიოდების მიხედვით, ხელფასის გაცემა დაფიქსირდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ.“.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა​​2) დაქირავებულს (მათ შორის, პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში), თუ ის დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის იანვრიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ნებისმიერ ორ ან მეტ თვეს და ამ პერიოდში იღებდა ხელფასს, რაც დასტურდება დამქირავებლის (გარდა თიზ-ის საწარმოსი, რომელიც არ აკავებს გადასახადს გადახდის წყაროსთან) მიერ სამსახურში 2020 წლის იანვარ − ნოემბრის საანგარიშო თვეების მიხედვით 2021 წლის 1 იანვრამდე წარდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციით (გარდა პირის ორსულობისა, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში ყოფნის შემთხვევისა) და 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ნებისმიერ ერთ ან მეტ თვეს არ იღებს  ხელფასს, რომელიც არ აღემატება 10 ლარს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო);

შენიშვნა:

ა) ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, დამქირავებლის მიერ 2021 წლის 1 იანვრამდე სამსახურში წარდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის დაზუსტების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მიიჩნევა 2021 წლის 1 იანვრამდე წარდგენილად, თუ დაზუსტებას ექვემდებარება მხოლოდ დაქირავებულის პირადი ნომერი, რომელიც არასწორად არის მითითებული და აღნიშნული იწვევს ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა2 ქვეპუნქტის საფუძველზე კომპენსაციის მიღების უფლების დაკარგვას;

ბ) ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, ხელფასად არ განიხილება 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში  იმ  პირისათვის ხელფასის გაცემა, რომელიც საარჩევნო პერიოდში დაქირავებული იყო როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ან საოლქო ან/და საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენელი და ხელფასს იღებდა ამ დაქირავებით შრომის შედეგად;

გ)  საუბნო საარჩევნო კომისიის წევრ დაქირავებულ პირებზე ამ შენიშვნის „ბ“  ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელფასის გაცემის შესახებ ინფორმაციის დამუშავებასა/კონსოლიდაციასა და შემოსავლების სამსახურისთვის მიწოდებას, ხელფასის მიმღები პირების საიდენტიფიკაციო მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), გაცემული ხელფასის ოდენობის, ხელფასის გამცემის საიდენტიფიკაციო მონაცემების (დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი), ხელფასის გაცემის საანგარიშო პერიოდის მითითებით, უზრუნველყოფს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;

დ) საოლქო ან/და საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენლებზე ამ შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელფასის გაცემის შესახებ ინფორმაციის დამუშავებასა/კონსოლიდაციასა და შემოსავლების სამსახურისთვის მიწოდებას, ხელფასის მიმღები პირების საიდენტიფიკაციო მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), გაცემული ხელფასის ოდენობის, ხელფასის გამცემის საიდენტიფიკაციო მონაცემების (დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი), ხელფასის გაცემის საანგარიშო პერიოდის მითითებით, უზრუნველყოფს შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანება (პარტია)/საარჩევნო სუბიექტი.“.

3. მე-3 მუხლის 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„21.  სამსახური უფლებამოსილია, ცალკეულ შემთხვევაში, ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ა2“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებზე კომპენსაციის გაცემის ადმინისტრირება განახორციელოს ამ მუხლით განსაზღვრული პირობებისგან განსხვავებული წესით. კერძოდ, თუ ამ პროგრამის №1.1 დანართით გათვალისწინებული განაცხადის წარდგენისათვის დადგენილ ვადაში №1.1 დანართის წარუდგენლობის მიზეზად ფიქსირდება დამქირავებელი მეწარმე ფიზიკური პირის გარდაცვალება ან/და იურიდიული პირის ლიკვიდაცია, სამსახური უფლებამოსილია, განიხილოს დაქირავებული ფიზიკური პირის განცხადება და ამ ფიზიკური პირის შესახებ  შესაბამისი ინფორმაცია  წარუდგინოს დასაქმების სააგენტოს, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია