დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 388 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 26/06/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.022102 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/05/2020, 280120000.10.003.021998) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ამ პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების გარდა ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირისგან (გარდა არასამეწარმეო ფიზიკური პირებისა) წარმოადგენს იმის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდა შემოსავალი. ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვითდასაქმებულები იყვნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ, რის გამოც 2019 წელს უფიქსირდებათ საზღვრის კვეთა არანაკლებ 60-ჯერ ან/და 2019 წლის მარტის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში უფიქსირდებათ საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნა 30-იდან 120 კალენდარული დღის ჩათვლით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის (საზღვრის კვეთა) საფუძველზე ეძლევათ შესაძლებლობა, სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირდნენ კომპენსაციის მიმღებ პირებად. შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, კომპენსაციის მიღების უფლების მქონე ფიზიკურ პირებად ასევე ითვლებიან ინდივიდუალური მეწარმეები, მცირე და მიკრობიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპენსაციის მიღების პირობებს;“.
2. მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირი ვალდებულია, სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირდეს განმცხადებლად და შეავსოს ელექტრონული განაცხადის ფორმა არა უგვიანეს 2020 წლის 1 ივლისისა და დასაქმების სააგენტოს მიერ შეტყობინების საფუძველზე სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირებულ პირებს მიეცეთ არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაციის განახლების საშუალება არა უგვიანეს 2020 წლის 15 ივლისისა. ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვითდასაქმებულები იყვნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ, რის გამოც 2019 წელს უფიქსირდებათ საზღვრის კვეთა არანაკლებ 60-ჯერ ან/და 2019 წლის მარტის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში უფიქსირდებათ საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნა 30-იდან 120 კალენდარული დღის ჩათვლით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის (საზღვრის კვეთა) საფუძველზე ეძლევათ შესაძლებლობა, სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირდნენ განმცხადებლებად არა უგვიანეს 2020 წლის 15 ივლისისა.“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები