„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 372
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.022085
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
372
16/06/2020
ვებგვერდი, 16/06/2020
280120000.10.003.022085
„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №372

2020 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/05/2020, 280120000.10.003.021998) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეპიდემიის/პანდემიის გავრცელების პერიოდში შემოსავლების მიუღებლობით გამოწვეული პრობლემების დაძლევისა და კრიზისის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით, დამტკიცდეს „ახალი კორონავირუსით  (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის  (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს პროგრამა განსაზღვრავს ახალი კორონავირუსით გამოწვეული  ეპიდემიის/პანდემიის გავრცელების  პერიოდში მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით სახელმწიფო დახმარების გაცემის წესს, კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილ პირებსა და კომპენსაციის ოდენობას.“;

ბ) მე-2 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტის:

ბ.ა.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ კორონავირუსის ეპიდემიის/პანდემიის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ, ამ პუნქტით განსაზღვრულ პირებს/ოჯახებს:“;

ბ.ა.ბ) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დაქირავებულს (მათ შორის პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში), თუ ის დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2019 წლის ივლის-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ უწყვეტ სამ თვეს ან/და 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც და ამ პერიოდში იღებდა ხელფასს, რაც დასტურდება დამქირავებლის (გარდა, თიზ-ის საწარმოს, რომელიც არ აკავებს გადასახადს გადახდის წყაროსთან) მიერ სამსახურში საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე წარდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციით (გარდა, პირის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში ყოფნის შემთხვევისა) და 2020 წლის 1 ივლისამდე  დამქირავებლისაგან არ იღებს ხელფასს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო);“;

ბ.ა.გ) „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, დამქირავებლის მიერ საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე  სამსახურში წარდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის დაზუსტების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მიიჩნევა საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე წარდგენილად, თუ დაზუსტებას ექვემდებარება მხოლოდ დაქირავებულის პირადი ნომერი, რომელიც არასწორად არის მითითებული და აღნიშნული იწვევს ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპენსაციის მიღების უფლების დაკარგვას;“;

ბ.ა.დ)  „ვ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, კომპენსაციის მიღების უფლების მქონე  ფიზიკურ პირებად ასევე ითვლებიან  ინდივიდუალური მეწარმეები, მცირე და მიკრობიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპენსაციის მიღების პირობებს;“;

ბ.ა.ე) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ წარმოეშობათ, თუ მათზე 2020 წელს ფიქსირდება ხელფასის გაცემა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირზე შესაბამის თვეში ხელფასის გაცემა დაფიქსირდა არაუმეტეს 10 ლარისა), დამქირავებლის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი ინფორმაციით (თიზ-ის საწარმოს შემთხვევაში, რომელიც არ ასრულებს საგადასახადო აგენტის ფუნქციას და არ ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება – მხოლოდ ამ პროგრამის დანართით გათვალისწინებული განაცხადის ფორმით სამსახურისთვის წარდგენილი ინფორმაციით);“;

.) მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედქციით:

„ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე კომპენსაცია გაიცემა ამ პროგრამის ამოქმედებიდან, თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1200 ლარისა ერთ პირზე;“;

ბ.გ) მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირის შემთხვევში, თუ 2020 წლის ივნისის ან შემდგომ თვე(ებ)ში პირზე დაფიქსირდა 10 ლარზე მეტი ხელფასის გაცემა, დამქირავებლის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი ინფორმაციით (თიზ-ის საწარმოს შემთხვევაში, რომელიც არ ასრულებს საგადასახადო აგენტის ფუნქციას და არ ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება – მხოლოდ ამ პროგრამის დანართით გათვალისწინებული განაცხადის ფორმით სამსახურისთვის წარდგენილი ინფორმაციით).“;

გ) მე-3 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ინფორმაციის წარდგენა ხორციელდება ელექტრონულად – გადასახადის გადამხდელის (დამქირავებლის) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან https://eservices.rs.ge. თუ დამქირავებელი არ წარადგენს მომდევნო თვეში ინფორმაციას, სამსახური იყენებს წინა განაცხად(ებ)ს. ამ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ დამქირავებელმა წარადგინა განაცხადი დადგენილ ვადებში. ამასთან, დამქირავებელს განაცხადის წარდგენის ვალდებულება წარმოეშობა, თუ დაზუსტების მიზანია დაქირავებული პირის კომპენსაციის მიმღებ პირთა რეესტრში დამატება. დამქირავებელი ინფორმაციას წარადგენს მხოლოდ ამ პირზე, ხოლო დანარჩენ დაქირავებულებთან მიმართებით სამსახური იყენებს დამქირავებლის მიერ სამსახურში წარდგენილ წინა განაცხად(ებ)ს;“;

გ.ბ) მე-20 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-ე პუნქტი:

 „21. სამსახური უფლებამოსილია, ცალკეულ შემთხვევაში, ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე კომპენსაციის გაცემის ადმინისტრირება განახორციელოს ამ მუხლით განსაზღვრული პირობებისგან განსხვავებული წესით. კერძოდ, თუ ამ პროგრამის დანართით გათვალისწინებული განაცხადის წარდგენისათვის დადგენილ ვადაში დანართის წარუდგენლობის მიზეზად ფიქსირდება დამქირავებელი მეწარმე ფიზიკური პირის გარდაცვალება, სამსახური უფლებამოსილია, განიხილოს დაქირავებული ფიზიკური პირის განცხადება და ამ ფიზიკური პირის შესახებ  შესაბამისი ინფორმაცია  წარუდგინოს დასაქმების სააგენტოს, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.“;

დ) დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 5 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 აგვისტოს დადგენილება №517 – ვებგვერდი, 19.08.2020წ.


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



დანართი
 

ინფორმაცია


დაქირავებული პირების შესახებ, რომლებსაც აქვთ კომპენსაციის მიღების უფლება:

 

1. ინფორმაცია დამქირავებლის შესახებ:

 

დასახელება/სახელი, გვარი ________________________________________ 

პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი _____________________________________

 

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო            

(მონიშნეთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წარმოადგენთ თიზ-ის საწარმოს)

 

2. ინფორმაცია იმ დაქირავებული პირების შესახებ, რომლებსაც აქვთ კომპენსაციის მიღების უფლება:

 

პირადი ნომერი

სახელი, გვარი

მისამართი

ტელეფონი

საბანკო ანგარიშის ნომერი

საანგარიშო თვეში გაცემული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101- მუხლის მე-2 ნაწილისქვეპუნქტით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის ოდენობა

მოინიშნება იმ შემთხვევაში, თუ პირი ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

.“.