დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 311 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 18/05/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/05/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.022023 |
|
„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/05/2020, 280120000.10.003.021998) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ მე-3 მუხლის:
1. მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) კომპენსაციის ჩარიცხვას სოციალურ პაკეტთან/სახელმწიფო კომპენსაციასთან ან/და საარსებო შემწეობასთან ან სხვა გასაცემელთან ერთად.“. 2. მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. 2020 წლის 1 მაისის შემდეგ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, ასევე ამ სტატუს(ებ)ით მიმართვის შემთხვევაში, კომპენსაცია გაიცემა პირის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ განცხადებისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერის მომსახურების სააგენტოში წერილობითი ან ელექტრონული ფორმით წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, ამ პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაციის პერიოდის დარჩენილი თვეების განმავლობაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები