ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 286
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.021998
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
286
04/05/2020
ვებგვერდი, 04/05/2020
280120000.10.003.021998
ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №286

2020 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

 

ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეპიდემიის/პანდემიის გავრცელების პერიოდში შემოსავლების მიუღებლობით გამოწვეული პრობლემების დაძლევისა და კრიზისის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით, დამტკიცდეს „ახალი კორონავირუსით  (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის  (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 ივნისის დადგენილება №372 – ვებგვერდი, 16.06.2020წ.

მუხლი 11
1. ამ დადგენილებით, 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარებისთვის გათვალისწინებული ღონისძიების შეუფერხებელი და სრულფასოვანი ადმინისტრირების მიზნებისათვის, დაევალოთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შემოსავლების სამსახურს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, უზრუნველყონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების და/ან საჭირო ინფორმაციის მიწოდება და/ან ადმინისტრირების ხელშეწყობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის.

2. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, აღმოუჩინონ დახმარება ფიზიკურ პირებს 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარების მისაღებად ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

3. დაევალოთ ყადაღისგან გათავისუფლებაზე უფლებამოსილ/ პასუხისმგებელ სუბიექტებს (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − აღსრულების ეროვნული ბიურო და კერძო აღმასრულებელი) ამ დადგენილებით გათვალისწინებული გასაცემლების (კომპენსაცია/სოციალური დახმარება (ერთჯერადი ფულადი გასაცემელი)) მიმართ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობის  უზრუნველყოფა.

4. დაევალოს სსიპ − შემოსავლების სამსახურს, კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული გასაცემლების (კომპენსაცია/სოციალური დახმარება (ერთჯერადი ფულადი გასაცემელი)) ფარგლებში არ გაავრცელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე საინკასო დავალება/ყადაღა).

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №505 – ვებგვერდი, 14.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №522 – ვებგვერდი, 21.08.2020წ.
მუხლი 2
დადგენილებით გათვალისწინებული „ახალი კორონავირუსით  (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის  (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა“ განხორციელდება „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდის  „27 02 06 – ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო მოსახლეობის სოციალური დახმარების“ ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 21
„საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების − „56 17 − StopCoV ფონდი“ ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან სახსრების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გამოყოფა, ამ დადგენილების მე-2 დანართით დამტკიცებული სოციალური დახმარების დასაფინანსებლად.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №505 – ვებგვერდი, 14.08.2020წ.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



დანართი №1
ახალი კორონავირუსით  (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს პროგრამა განსაზღვრავს ახალი კორონავირუსით გამოწვეული  ეპიდემიის/პანდემიის გავრცელების პერიოდში მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით სახელმწიფო დახმარების გაცემის წესს, კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილ პირებსა და კომპენსაციის/დახმარების ოდენობას.

2. ეს პროგრამა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე ფიზიკურ პირებზე და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის ქვეშ მყოფი დროებითი ბინადრობის მოწმობის მქონე  ფიზიკურ პირებზე.

21. პროგრამა ითვალისწინებს:

ა) კორონავირუსის ეპიდემიის/პანდემიის გავრცელების პერიოდში დაზარალებული ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირებისთვის/ოჯახებისთვის კომპენსაციის გაცემას, ამავე დანართის შესაბამისად (შემდგომში − პროგრამა);

ბ) 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის კომპონენტის განხორციელებას, რომლის წესი და პირობები განისაზღვრება №2 დანართის შესაბამისად;

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის კომპონენტის განხორციელებას, რომლის წესი და პირობები განისაზღვრება №3 დანართის შესაბამისად.

3. ამ პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დაქირავებით მუშაობა – საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული დაქირავებით მუშაობა;

ბ) დაქირავებული – დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი;

გ) დამქირავებელი – პირი, რომელიც ანაზღაურებს დაქირავებულის შესრულებულ სამუშაოს;

დ) ხელფასი – დაქირავებულის მიერ შესრულებული სამუშაოსათვის დამქირავებლისგან მიღებული ანაზღაურება (გარდა დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიისა ან სხვა თანხისა);

ე) კომპენსაცია – ამ პროგრამის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება;

ვ) სამსახური – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური;

ზ) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

თ) დასაქმების სააგენტო – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო;

ი) მომსახურების სააგენტო –  სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო.

4. ამ პროგრამის მიზნებისთვის, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაქირავებულად არ მიიჩნევა და ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც 2019 წლის ივლის-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ თვეს ან/და 2020 წლის პირველ კვარტალში ფიქსირდება სახელფასო განაცემი:

ა) საბიუჯეტო ორგანიზაციიდან;

ბ) საქართველოს ეროვნული ბანკიდან;

გ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან;

დ) საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი;

ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს დაფუძნებული/შვილობილი საწარმოდან, რომლის 50%-ზე მეტ წილს ფლობს ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმო.

შენიშვნა: მიუხედავად ამ პუნქტის დებულებებისა, ამ პროგრამის მიზნებისთვის,  ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაქირავებულად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელსაც 2019 წლის ივლის-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ თვეს ან/და 2020 წლის პირველ კვარტალში უფიქსირდება ბოლო ხელფასის მიღება იმ პირისგან, რომელიც არ წარმოადგენს ამ პუნქტის „ა“ – „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირს.

41. ამ პროგრამის მიზნებისთვის, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაქირავებულად არ მიიჩნევა და ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვს პირს, რომელზეც 2020 წლის 5 დეკემბრამდე ბოლო ხელფასის გაცემა ფიქსირდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ − „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე პირისგან.

42. ამ პროგრამის მიზნებისთვის, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაქირავებულად არ მიიჩნევა და ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა​2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვს პირს, რომელზეც 2020 წლის იანვრიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ბოლო ხელფასის გაცემა ფიქსირდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ − „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე პირისგან, გარდა იმ დაქირავებული პირისა, რომელიც საარჩევნო პერიოდში დაქირავებული იყო როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი და რომელზეც, ამ პერიოდების მიხედვით, ხელფასის გაცემა დაფიქსირდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ.

5. ამ პროგრამის განხორციელების მიზნით:

ა) დასაქმების სააგენტო და მომსახურების სააგენტო უფლებამოსილნი არიან, გამოიყენონ მათ მიერ ადმინისტრირებადი პროგრამების ფარგლებში არსებული საინფორმაციო სისტემები და მონაცემთა ბაზები, ასევე მიიღონ/დაამუშაონ პირის პერსონალური, სოციალური,  ეკონომიკური  და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემი;  

ბ) სამინისტრო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტ(ებ)ი.  

6. პროგრამის განმახორციელებელია დასაქმების სააგენტო და მომსახურების სააგენტო.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 ივნისის დადგენილება №372 – ვებგვერდი, 16.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის დადგენილება №429 – ვებგვერდი, 10.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №505 – ვებგვერდი, 14.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №536 - ვებგვერდი, 27.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №759 – ვებგვერდი, 18.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №829 – ვებგვერდი, 31.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 თებერვლის დადგენილება №56 – ვებგვერდი, 05.02.2021წ.

მუხლი 2. კომპენსაციის მიღების უფლება და მისი ოდენობა

1. კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ კორონავირუსის ეპიდემიის/პანდემიის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ, ამ პუნქტით განსაზღვრულ პირებს/ოჯახებს:

ა) დაქირავებულს (მათ შორის პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში), თუ ის დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2019 წლის ივლის-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ უწყვეტ სამ თვეს ან/და 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც და ამ პერიოდში იღებდა ხელფასს, რაც დასტურდება დამქირავებლის (გარდა, თიზ-ის საწარმოს, რომელიც არ აკავებს გადასახადს გადახდის წყაროსთან) მიერ სამსახურში საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე წარდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციით (გარდა, პირის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში ყოფნის შემთხვევისა) და 2020 წლის 1 ივლისამდე  დამქირავებლისაგან არ იღებს ხელფასს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო);

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, დამქირავებლის მიერ საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე  სამსახურში წარდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის დაზუსტების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მიიჩნევა საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე წარდგენილად, თუ დაზუსტებას ექვემდებარება მხოლოდ დაქირავებულის პირადი ნომერი, რომელიც არასწორად არის მითითებული და აღნიშნული იწვევს ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპენსაციის მიღების უფლების დაკარგვას;

ა​1) დაქირავებულს, თუ ის 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა იმ დამქირავებლის სასარგებლოდ, რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და 2020 წლის 5 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში ამავე  დამქირავებლისაგან არ იღებს ხელფასს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო);

ა​​2) დაქირავებულს (მათ შორის, პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში), თუ ის დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის იანვრიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ნებისმიერ ორ ან მეტ თვეს და ამ პერიოდში იღებდა ხელფასს, რაც დასტურდება დამქირავებლის (გარდა თიზ-ის საწარმოსი, რომელიც არ აკავებს გადასახადს გადახდის წყაროსთან) მიერ სამსახურში 2020 წლის იანვარ − ნოემბრის საანგარიშო თვეების მიხედვით 2021 წლის 1 იანვრამდე წარდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციით (გარდა პირის ორსულობისა, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში ყოფნის შემთხვევისა) და 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ნებისმიერ ერთ ან მეტ თვეს არ იღებს  ხელფასს, რომელიც არ აღემატება 10 ლარს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო);

შენიშვნა:

ა) ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, დამქირავებლის მიერ 2021 წლის 1 იანვრამდე სამსახურში წარდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის დაზუსტების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მიიჩნევა 2021 წლის 1 იანვრამდე წარდგენილად, თუ დაზუსტებას ექვემდებარება მხოლოდ დაქირავებულის პირადი ნომერი, რომელიც არასწორად არის მითითებული და აღნიშნული იწვევს ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა2 ქვეპუნქტის საფუძველზე კომპენსაციის მიღების უფლების დაკარგვას;

ბ) ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, ხელფასად არ განიხილება 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში  იმ  პირისათვის ხელფასის გაცემა, რომელიც საარჩევნო პერიოდში დაქირავებული იყო როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ან საოლქო ან/და საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენელი და ხელფასს იღებდა ამ დაქირავებით შრომის შედეგად;

გ)  საუბნო საარჩევნო კომისიის წევრ დაქირავებულ პირებზე ამ შენიშვნის „ბ“  ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელფასის გაცემის შესახებ ინფორმაციის დამუშავებასა/კონსოლიდაციასა და შემოსავლების სამსახურისთვის მიწოდებას, ხელფასის მიმღები პირების საიდენტიფიკაციო მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), გაცემული ხელფასის ოდენობის, ხელფასის გამცემის საიდენტიფიკაციო მონაცემების (დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი), ხელფასის გაცემის საანგარიშო პერიოდის მითითებით, უზრუნველყოფს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;

დ) საოლქო ან/და საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენლებზე ამ შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელფასის გაცემის შესახებ ინფორმაციის დამუშავებასა/კონსოლიდაციასა და შემოსავლების სამსახურისთვის მიწოდებას, ხელფასის მიმღები პირების საიდენტიფიკაციო მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), გაცემული ხელფასის ოდენობის, ხელფასის გამცემის საიდენტიფიკაციო მონაცემების (დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი), ხელფასის გაცემის საანგარიშო პერიოდის მითითებით, უზრუნველყოფს შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანება (პარტია)/საარჩევნო სუბიექტი.

ბ) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით გათვალისწინებულ „სოციალურად  დაუცველი ოჯახების   მონაცემთა  ერთიან  ბაზაში“ (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 65000-ზე და ნაკლებია 100001-ზე (ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად);

გ) მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 3 ან 3-ზე მეტი 0-დან 16 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვი;

დ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს (შემდგომში – შშმ პირი);

ე) ინდივიდუალურ მეწარმეებს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებსა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებს, რომელთაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უფიქსირდებათ ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავლები ეკონომიკური საქმიანობიდან, ასევე მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს, რომლებსაც მიკრობიზნესის სტატუსი მიენიჭათ 2020 წლის 1 აპრილამდე და რომლებიც არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან.

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, ეკონომიკურ აქტივობად ჩაითვლება პირის მიერ სამსახურში წარდგენილი საგადასახადო/საბაჟო დეკლარაცია/გაანგარიშება, საკონტროლო-სალარო აპარატის/ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გამოყენება, გამოწერილი სასაქონლო ზედნადები/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა/საგადასახადო დოკუმენტი ან/და ბიუჯეტში გადასახადის/სამსახურის მიერ ადმინისტრირებადი მოსაკრებლის გადახდა;

1) ინდივიდუალურ მეწარმეებს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებსა და მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს, რომლებიც მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და რომლებიც არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან;

ვ) ამ პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების გარდა, ნებისმიერ ფიზიკურ პირს:

ვ.ა) რომელიც საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირისგან (გარდა არასამეწარმეო ფიზიკური პირებისა) წარადგენს იმის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდა შემოსავალი ან/და აღნიშნული ქვეპუნქტის მიზნებისთვის სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირდა განმცხადებლად და შეავსო ელექტრონული განაცხადის ფორმა 2020 წლის 1 აგვისტომდე, 2020 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური საქმიანობის ან/და შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მიუხედავად;

ვ.ბ) საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვითდასაქმებულები იყვნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ, რის გამოც 2019 წელს უფიქსირდებათ საზღვრის კვეთა არანაკლებ 60-ჯერ ან/და 2019 წლის მარტის  თვიდან  ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში უფიქსირდებათ საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნა 30-დან 120 კალენდარული დღის ჩათვლით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის (საზღვრის კვეთა) საფუძველზე ეძლევათ შესაძლებლობა, სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირდნენ კომპენსაციის მიმღებ პირებად.

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, კომპენსაციის მიღების უფლების მქონე  ფიზიკურ პირებად ასევე ითვლებიან  ინდივიდუალური მეწარმეები, მცირე და მიკრობიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპენსაციის მიღების პირობებს ან/და სამსახურის მიერ ვერ მოხდა მათი იდენტიფიცირება ამავე პროგრამის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

1) ამ პუნქტის „ა1“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების გარდა, ნებისმიერ ფიზიკურ პირს (თვითდასაქმებული პირი), რომელიც ფაქტობრივად ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება;

ზ) ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ წარმოეშობათ, თუ მათზე 2020 წელს ფიქსირდება ხელფასის გაცემა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირზე შესაბამის თვეში ხელფასის გაცემა დაფიქსირდა არაუმეტეს 10 ლარისა), დამქირავებლის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი ინფორმაციით (თიზ-ის საწარმოს შემთხვევაში, რომელიც არ ასრულებს საგადასახადო აგენტის ფუნქციას და არ ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება – მხოლოდ ამ პროგრამის დანართით გათვალისწინებული განაცხადის ფორმით სამსახურისთვის წარდგენილი ინფორმაციით);

თ) ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიზნებისათვის, კომპენსაციის მიმღებ პირთა/ოჯახთა შესახებ ინფორმაციის გენერირება ხდება მომსახურების სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი შესაბამისი ელექტრონული ბაზებიდან  2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ამ პირებს/ოჯახებს კომპენსაციის მიღების უფლება უნარჩუნდებათ ამ პროგრამით გათვალისწინებული მთელი პერიოდის მანძილზე, გარდა ამ პროგრამით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე/ოჯახებზე განისაზღვროს კომპენსაციები შემდეგი ოდენობითა და პირობებით:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე კომპენსაცია გაიცემა ამ პროგრამის ამოქმედებიდან, თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1200 ლარისა ერთ პირზე;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებზე კომპენსაცია განისაზღვროს 2021 წლის იანვრიდან 6 თვის განმავლობაში:

ბ.ა) ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად, ოჯახის თითოეულ წევრზე 35 ლარის ოდენობით, გარდა ამ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ.ბ) იმ ოჯახებისათვის, რომლებიც შედგება:

ბ.ბ.ა) ერთი წევრისგან – ოჯახზე 70 ლარის ოდენობით;

ბ.ბ.ბ)  ორი წევრისგან  – ოჯახზე 90 ლარის ოდენობით;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებზე კომპენსაცია განისაზღვროს თვეში 100 ლარის ოდენობით, 2021 წლის იანვრიდან 6 თვის განმავლობაში;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე კომპენსაცია განისაზღვროს თვეში 100 ლარის ოდენობით, 2021 წლის იანვრიდან 6 თვის განმავლობაში;

ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე კომპენსაცია განისაზღვროს ერთჯერადად 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა1“, „ე1“ და „ვ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე კომპენსაცია განისაზღვროს ერთჯერადად 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე კომპენსაცია გაიცემა 2021 წლის იანვრიდან, თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1200 ლარისა ერთ პირზე.

3. პირს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებთან ერთად აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ან/და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირობებსაც, ეძლევა მხოლოდ ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაცია.

31. პირს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებთან ერთად აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე1“ ან/და „ვ1“ ქვეპუნქტ(ებ)ით გათვალისწინებულ პირობებსაც, ეძლევა მხოლოდ ერთი კომპენსაცია.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ა1​“, „ა​2“, „ე“, „ე​1“, „ვ“ და „ვ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი საფუძვლით კომპენსაციის მიღება არ ზღუდავს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ასევე არ იზღუდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კომპენსაციის ერთდროულად მიღების შესაძლებლობა.

5. კომპენსაციის გაცემა წყდება:

ა) პირის  განცხადებით;

ბ) საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში, პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში;

გ) პირის გარდაცვალების შემთხვევაში;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირის შემთხვევაში, თუ 2020 წლის ივნისის ან შემდგომ თვე(ებ)ში პირზე დაფიქსირდა 10 ლარზე მეტი ხელფასის გაცემა, დამქირავებლის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი ინფორმაციით (თიზ-ის საწარმოს შემთხვევაში, რომელიც არ ასრულებს საგადასახადო აგენტის ფუნქციას და არ ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება – მხოლოდ ამ პროგრამის №1.1 დანართით გათვალისწინებული განაცხადის ფორმით სამსახურისთვის წარდგენილი ინფორმაციით);

1) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა2“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირის შემთხვევაში, თუ 2021 წლის მარტის ან შემდგომ თვე(ებ)ში პირზე დაფიქსირდა 10 ლარზე მეტი ხელფასის გაცემა, დამქირავებლის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი ინფორმაციით (თიზ-ის საწარმოს შემთხვევაში, რომელიც არ ასრულებს საგადასახადო აგენტის ფუნქციას და არ ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება – მხოლოდ ამ პროგრამის №1.1 დანართით გათვალისწინებული განაცხადის ფორმით სამსახურისთვის წარდგენილი ინფორმაციით);

შენიშვნა:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირის შემთხვევაში, კომპენსაციის გაცემა არ შეწყდება, თუ:

ა.ა) ამ პირზე, როგორც საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისთვის დაქირავებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრზე, დაფიქსირდა ხელფასის გაცემა;

ა.ბ)  ამ პირზე, როგორც საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისთვის საოლქო ან/და საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენელზე, დაფიქსირდა ხელფასის გაცემა;

ბ) ამ შენიშვნის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელფასის გაცემის შესახებ ინფორმაციის დამუშავებას/კონსოლიდაციასა და შემოსავლების სამსახურისთვის მიწოდებას, ხელფასის მიმღები პირების საიდენტიფიკაციო მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), გაცემული ხელფასის ოდენობის, ხელფასის გამცემის საიდენტიფიკაციო მონაცემების (დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი), ხელფასის გაცემის საანგარიშო პერიოდის მითითებით, უზრუნველყოფს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამ შენიშვნის „ა.ა“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ პირებზე ხელფასის გაცემის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის არაუგვიანეს 20 რიცხვისა, ელექტრონული ფორმით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე განაცხადის შევსების გზით;

გ) ამ შენიშვნის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელფასის გაცემის შესახებ ინფორმაციის დამუშავებას/კონსოლიდაციასა და შემოსავლების სამსახურისთვის მიწოდებას, ხელფასის მიმღები პირების საიდენტიფიკაციო მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), გაცემული ხელფასის ოდენობის, ხელფასის გამცემის საიდენტიფიკაციო მონაცემების (დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი), ხელფასის გაცემის საანგარიშო პერიოდის მითითებით, უზრუნველყოფს შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანება (პარტია)/საარჩევნო სუბიექტი, ამ შენიშვნის „ა.ბ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ პირებზე ხელფასის გაცემის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის არაუგვიანეს 20 რიცხვისა, ელექტრონული ფორმით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე განაცხადის შევსების გზით;

დ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისის მიერ ამ შენიშვნის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის (საოლქო ან/და საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენლები) გადასახდელი ხელფასის/დაფინანსების თანხის შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის)/საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე გადარიცხვიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს აღნიშნული ინცორმაციის შემოსავლების სამსახურისთვის მიწოდებას ელექტრონული ფორმით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე განაცხადის შევსების გზით, დაფინანსების თანხის მიმღები პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის)/საარჩევნო სუბიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების (დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი),  გაცემული დაფინანსების ოდენობის, დაფინანსების გაცემის საანგარიშო პერიოდის მითითებით;

ე) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანება (პარტია)/საარჩევნო სუბიექტი უფლებამოსილნი არიან, 2020 წლის 25 დეკემბრამდე დააზუსტონ ამ შენიშვნის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაცია, თუ ამ ინფორმაციაში მონაცემები არასწორად/შეცდომით არის მითითებული და აღნიშნული იწვევს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირისთვის  კომპენსაციის გაცემის შეწყვეტას.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომპენსაციის გაცემა წყდება შესაბამისი საფუძვლის წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით კომპენსაციის შეწყვეტის მიზნით გამოიყენება  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებული მონაცემთა ბაზა.

8. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ოჯახს არ უწყდება და მთელი ვადით უნარჩუნდება კოპენსაციის მიღების უფლება, თუ ოჯახის რომელიმე წევრ(ებ)ზე 2021 წლის 1 იანვარს და შემდგომ პერიოდში გავრცელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობა, ამასთან, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოჯახს კომპენსაცია წევრთა რაოდენობის მიხედვით გადაუანგარიშდება კომპენსაციის შეჩერების გარეშე, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის დადგომის შემთხვევაში.

9. კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვალებამდე მიუღებელი კომპენსაციის თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მათ მიუღებელი თანხისათვის შესაბამის ორგანოს განცხადებით მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არაუგვიანეს ერთი წლისა, იმ პირობით, რომ გაცემული თანხა სამკვიდროს გაყოფამდე ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს.

10. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის კომპენსაციის დანიშვნა არ იწვევს ამ პროგრამის ამოქმედებამდე კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლებით დანიშნული სხვა ფულადი და არაფულადი სოციალური დახმარებ(ებ)ის (სოციალური დახმარებ(ებ)ის) მიღების შეწყვეტას ან/და ამ საფუძვლებით სოციალური დახმარებ(ებ)ის მიღების უფლების წარმოშობის შემთხვევაში, მათი დანიშვნის უფლების შეზღუდვას.

11. ამ პროგრამით განსაზღვრული კომპენსაცია არ გაითვალისწინება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით განსაზღვრული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ ადმინისტრირებისას ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა/შეფასებისას და სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას.

12. პირებს, რომელთაც პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაციის უფლება ჰქონდათ ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ „ა1“, „ა2“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, მაგრამ ვერ მოხერხდა მათთვის კომპენსაციის გადარიცხვა, რადგან გადარიცხვის პერიოდში ვერ აკმაყოფილებდნენ ამ პროგრამის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიღების წინაპირობას, მიუღებელი კომპენსაცია გადაერიცხოთ არა უგვიანეს 2021 წლის 30 ოქტომბრისა, იმ შემთხვევაში, თუ დააკმაყოფილებენ ამავე პროგრამის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიღების წინაპირობებს.

13. პირებმა, რომელთაც პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაციის უფლება ჰქონდათ ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ „ა1“, „ა2“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად და ამავე დროს აკმაყოფილებდნენ ამავე პროგრამის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიღების წინაპირობას, მაგრამ ვერ მოხერხდა მათთვის კომპენსაციის გადარიცხვა არასწორად წარდგენილი პირადი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების გამო, კომპენსაციის მიღების მიზნით განახლებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები დასაქმების სააგენტოში უნდა წარადგინონ 2021 წლის 15 ოქტომბრამდე. აღნიშნულ პირებზე კომპენსაციის გადარიცხვა განახლებულ პირად საბანკო ანგარიშებზე უნდა განხორციელდეს 2021 წლის 30 ოქტომბრამდე. ვადების დარღვევით წარდგენილი განცხადებები განახლებული საბანკო ანგარიშების თაობაზე განხილვას არ ექვემდებარება.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 მაისის დადგენილება №295 – ვებგვერდი, 08.05.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 მაისის დადგენილება №314 – ვებგვერდი, 19.05.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 ივნისის დადგენილება №372 – ვებგვერდი, 16.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ივნისის დადგენილება №388 – ვებგვერდი, 26.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის დადგენილება №429 – ვებგვერდი, 10.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №505 – ვებგვერდი, 14.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №623 – ვებგვერდი, 13.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 დეკემბრის დადგენილება №720 – ვებგვერდი, 02.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №759 – ვებგვერდი, 18.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №829 – ვებგვერდი, 31.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 თებერვლის დადგენილება №56 – ვებგვერდი, 05.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №489 – ვებგვერდი, 06.10.2021წ.

მუხლი 3. კომპენსაციების გაცემის ადმინისტრირება

1. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე კომპენსაციის გაცემა ხორციელდება შემდეგი პირობებით:

ა) დამქირავებელი ყოველთვიურად, არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც პირმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ამ პროგრამის №1.1 დანართით გათვალისწინებული განაცხადის ფორმით სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას იმ დაქირავებულთა შესახებ, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. ინფორმაციაში აღინიშნება:

ა.ა) დაქირავებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

ა.ბ) დაქირავებულის საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი);

ა.გ) დაქირავებულის საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშის ნომერი);

ბ) ინფორმაციის წარდგენა ხორციელდება ელექტრონულად – გადასახადის გადამხდელის (დამქირავებლის) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან https://eservices.rs.ge. თუ დამქირავებელი არ წარადგენს მომდევნო თვეში ინფორმაციას, სამსახური იყენებს წინა განაცხად(ებ)ს. ამ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ დამქირავებელმა წარადგინა განაცხადი დადგენილ ვადებში. ამასთან, დამქირავებელს განაცხადის წარდგენის ვალდებულება წარმოეშობა, თუ დაზუსტების მიზანია დაქირავებული პირის კომპენსაციის მიმღებ პირთა რეესტრში დამატება. დამქირავებელი ინფორმაციას წარადგენს მხოლოდ ამ პირზე, ხოლო დანარჩენ დაქირავებულებთან მიმართებით სამსახური იყენებს დამქირავებლის მიერ სამსახურში წარდგენილ წინა განაცხად(ებ)ს;

გ) სამსახური, დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მითითებით წარუდგენს დასაქმების სააგენტოს არაუგვიანეს კომპენსაციის გაცემის თვის 20  რიცხვისა, ხოლო მაისში – დამატებით 30 რიცხვის ჩათვლით;

დ) დამქირავებელი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში განაცხადის წარუდგენლობის ან/და არასწორად წარდგენის შემთხვევაში, დააზუსტოს/წარადგინოს განაცხადი შესაბამისი თვის 20 რიცხვის ჩათვლით, ხოლო მაისში – დამატებით 30 რიცხვის ჩათვლით;

ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაკორექტირებულ ნუსხას შემოსავლების სამსახური 2 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის დასაქმების სააგენტოს;

ვ) კომპენსაცია დასაქმების სააგენტოს მიერ გაიცემა საბანკო დაწესებულე­ბის მეშვეობით №1.1 დანართში მითითებულ პირის საბანკო ანგარიშზე, არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც  პირმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 30 რიცხვისა. ამასთან, მაისის 21-დან 30 რიცხვის ჩათვლით წარდგენილი ინფორმაციების მიხედვით, კომპენსაცია გაიცემა არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა.

11. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე კომპენსაციის გაცემა ხორციელდება შემდეგი პირობებით:

ა) დამქირავებელი,  რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 2020 წლის 3 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე, სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას იმ დაქირავებულთა შესახებ, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. ინფორმაციაში აღინიშნება:

ა.ა) დაქირავებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

ა.ბ) დაქირავებულის საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი);

ა.გ) დაქირავებულის საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშის ნომერი);

ბ) ინფორმაციის წარდგენა ხორციელდება ელექტრონულად – გადასახადის გადამხდელის (დამქირავებლის) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან −  https://eservices.rs.ge;

გ) განაცხადში წარდგენილი ინფორმაციის სისწორესა და არასწორი ინფორმაციის წარდგენით სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება ინფორმაციის წარმდგენ დამქირავებელს. ამასთან, სამსახურისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, რაც გამოიწვევს დაქირავებულისთვის კომპენსაციის უსაფუძვლო გაცემას, დამქირავებელს დაეკისრება პასუხისმგებლობა/დაჯარიმდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 116-ე ნაწილის შესაბამისად;

დ) სამსახური არ არის უფლებამოსილი, უზრუნველყოს წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სისწორისა და ვალიდურობის დადასტურება (გარდა დაქირავებულის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და საბანკო რეკვიზიტებისა);

ე) სამსახური, დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, ამოწმებს  ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და საბანკო რეკვიზიტის სისწორეს და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მითითებით წარუდგენს დასაქმების სააგენტოს, დამქირავებლისგან ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში;

ვ) დამქირავებელი უფლებამოსილია, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში განაცხადის წარუდგენლობის ან/და არასწორად წარდგენის შემთხვევაში, დააზუსტოს/წარადგინოს განაცხადი არაუგვიანეს 2020 წლის 28 დეკემბრისა;

ზ) (ამოღებულია - 18.12.2020, №759);

თ) კომპენსაცია დასაქმების სააგენტოს მიერ გაიცემა კომპენსაციის მიმღები პირის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით, სამსახურიდან ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.

12. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა2“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე კომპენსაციის გაცემა ხორციელდება შემდეგი პირობებით:

ა) დამქირავებელი ყოველთვიურად, არა უგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც პირმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ პროგრამის №1.1 დანართით გათვალისწინებული განაცხადის ფორმით სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას იმ დაქირავებულთა შესახებ, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა2“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. ინფორმაციაში აღინიშნება:

ა.ა) დაქირავებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

ა.ბ) დაქირავებულის საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი);

ა.გ) დაქირავებულის საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშის ნომერი);

ბ) ინფორმაციის წარდგენა ხორციელდება ელექტრონულად – გადასახადის გადამხდელის (დამქირავებლის) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან − https://eservices.rs.ge. თუ დამქირავებელი არ წარადგენს მომდევნო თვეში ინფორმაციას, სამსახური იყენებს წინა განაცხად(ებ)ს. ამ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ დამქირავებელმა წარადგინა განაცხადი დადგენილ ვადებში. ამასთან, დამქირავებელს განაცხადის წარდგენის ვალდებულება წარმოეშობა, თუ დაზუსტების მიზანია დაქირავებული პირის კომპენსაციის მიმღებ პირთა რეესტრში დამატება. დამქირავებელი ინფორმაციას წარადგენს მხოლოდ ამ პირზე, ხოლო დანარჩენ დაქირავებულებთან მიმართებით სამსახური იყენებს დამქირავებლის მიერ სამსახურში წარდგენილ წინა განაცხად(ებ)ს;

გ) სამსახური, დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მითითებით წარუდგენს დასაქმების სააგენტოს არა უგვიანეს კომპენსაციის გაცემის თვის 25  რიცხვისა;

დ) კომპენსაცია დასაქმების სააგენტოს მიერ გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით №1.1 დანართში მითითებულ პირის საბანკო ანგარიშზე, სამსახურის მიერ ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

2. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე/ოჯახებზე კომპენსაციის გაცემის ადმინისტრირების მიზნით, მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს:

ა) ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოჯახების/პირების იდენტიფიცირებას, მის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით;

ბ) ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების იდენტიფიცირებას მხოლოდ ამავე საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის ან სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებულ მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით და ამასთან ერთად ითვალისწინებს იმ პირებსაც, რომელთაც კომპენსაციის მიღების მიზნით მიმართეს სააგენტოს 2020 წლის 1 ოქტომბრამდე და მიიღეს ამ საფუძვლით დადგენილი პირებისთვის განკუთვნილი კომპენსაცია;

გ) კომპენსაციის ჩარიცხვას მომსახურების სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი პროგრამებით მოსარგებლე ოჯახების/პირების უკვე არსებულ ან ახლად გახსნილ საბანკო ანგარიშებზე, სს „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;

დ) კომპენსაციის ჩარიცხვას სოციალურ პაკეტთან/სახელმწიფო კომპენსაციასთან ან/და საარსებო შემწეობასთან ან სხვა გასაცემელთან ერთად.

3. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ოჯახებზე ამ პროგრამის შესაბამისად დანიშნული კომპენსაციის გაცემა არ წყდება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესით, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესითა და ყველა სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტ(ებ)ით გათვალისწინებული ადმინისტრირების პირობების მიუხედავად.

4. თუ  ოჯახი 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ დააკმაყოფილებს ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან/და „გ“  ქვეპუნქტ(ებ)ით დადგენილ მოთხოვნებს, კომპენსაცია ინიშნება სარეიტინგო ქულის მინიჭების მომდევნო თვიდან, ამ პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაციის პერიოდის დარჩენილი თვეების განმავლობაში.

41. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის მინიჭება განხორციელდება გასული პერიოდით (უკანდახევით) და ამ პერიოდში ოჯახს ჰქონდა კომპენსაციის მიღების უფლება, ოჯახს აუნაზღაურდება კომპენსაციის თანხა პროგრამით განსაზღვრული ოდენობისა და ვადის შესაბამისად.

5. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოჯახ(ებ)ისთვის კომპენსაცია ინიშნება 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებულ წევრთა რაოდენობის მიხედვით და ნარჩუნდება ამ პროგრამით განსაზღვრული კომპენსაციის მიღების მთელი ვადით, მიუხედავად ოჯახის წევრთა რაოდენობის ცვლილებისა, გარდა წევრ(ებ)ის გარდაცვალებისა. 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების შემთხვევაში, მოხდება კომპენსაციის ავტომატური გადაანგარიშება ამ წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით და გადაანგარიშებული ოდენობით კომპენსაცია გაიცემა ოჯახის წევრის გარდაცვალების შემდგომი თვიდან, ხოლო ბავშვ(ებ)ის დამატების შემთხვევაში, გადაანგარიშებული ოდენობით კომპენსაცია გაიცემა მომსახურების სააგენტოში მიმართვის მომდევნო თვიდან ახალი სარეიტინგო ქულის გათვალისწინებით. გადაანგარიშების პროცესი არ იწვევს კომპენსაციის შეჩერებას/შეწყვეტას.

51. კომპენსაციის თანხის მიმღების გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახს ეძლევა ორთვიანი ვადა თანხის მიღებაზე უფლებამოსილი პირის წარდგენის თაობაზე. აღნიშნულ ვადაში ინფორმაციის სააგენტოსათვის მიწოდების შემთხვევაში, განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის კომპენსაციის თანხის ჩარიცხვა და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა.

6. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებს კომპენსაცია ენიშნებათ და უნარჩუნდებათ მთელი ვადით, თუ ოჯახი 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით აკმაყოფილებს  იმავე  ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობას და ამასთან, კომპენსაციის მიღების შემდგომ პერიოდში, ოჯახში 0-16 წლამდე ბავშვთა რაოდენობის ცვლილება არ იწვევს კომპენსაციის შეწყვეტას/შეჩერებას.

7. 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, ასევე ამ სტატუს(ებ)ით მიმართვის შემთხვევაში, კომპენსაცია გაიცემა პირის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ განცხადებისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერის მომსახურების სააგენტოში წერილობითი ან ელექტრონული ფორმით წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, ამ პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაციის პერიოდის დარჩენილი თვეების განმავლობაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა.

7​1. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარებს დანიშნული აქვთ სახელმწიფო კომპენსაცია ან სოციალური პაკეტი ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლ(ებ)ით, მაგრამ 2021 წლის 1 იანვრის  მდგომარეობით შეჩერებული ჰქონდათ  გასაცემლის მიღება და ამ გასაცემლის განახლების/აღდგენის მიზნით 2021 წლის 1 ივნისამდე მიმართავენ  მომსახურების სააგენტოს, განახლების/აღდგენის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ამ პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაცია გაიცემა განცხადებით მიმართვის თვის მომდევნო თვიდან და ანაზღაურდება 2021 წლის 1 იანვრიდან, ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მთელი პერიოდის განმავლობაში, გარდა ამავე პროგრამით განსაზღვრული შემთხვევებისა.

8. იმ შემთხვევაში, თუ  2021 წლის 1 იანვრის შემდეგ ოჯახი მოიპოვებს კომპენსაციის მიღების უფლებას ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან/და „გ“  ქვეპუნქტ(ებ)ით გათვალისწინებული საფუძვლით და  ოჯახში ფიქსირდება წევრ(ებ)ი, რომლებიც უკვე იღებენ ამავე საფუძვლით განსაზღვრულ კომპენსაციას, ოჯახს კომპენსაციის თანხა დაუანგარიშდება ამ წევრ(ებ)ის გამოკლებით.

9. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე კომპენსაციის გაცემა ხორციელდება შემდეგი პირობებით:

ა) სამსახური, არაუგვიანეს 2020 წლის 20 მაისისა უზრუნველყოფს აღნიშნული პირების იდენტიფიცირებას და ინფორმაციას (სახელი, გვარი/პირადი ნომერი) აწვდის  დასაქმების სააგენტოს. აღნიშნული პირები, კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაზე შეტყობინებას მიიღებენ გადასახადის გადამხდელის  ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე  – https://eservices.rs.ge/;

ბ) დასაქმების სააგენტო მის ელექტრონულ პორტალზე არაუგვიანეს 15 მაისისა ამზადებს ელექტრონული განაცხადის ფორმას (განაცხადს), სადაც კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირი (განმცხადებელი) ავსებს შემდეგ მონაცემებს:

ბ.ა) სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

ბ.ბ) საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);

ბ.გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

91. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე კომპენსაციის გაცემა ხორციელდება შემდეგი პირობებით:

ა) ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები, 2020 წლის 3 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან − https://eservices.rs.ge  ავსებენ განაცხადის ფორმას (განცხადებას), სადაც კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირი (განმცხადებელი) ავსებს შემდეგ მონაცემებს:

ა.ა) სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

ა.ბ) საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);

ა.გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ბ) განაცხადში წარდგენილი ინფორმაციის სისწორესა და არასწორი ინფორმაციის წარდგენით სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ინფორმაციის წარმდგენ პირებს. ამასთან, სამსახურისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, რაც გამოიწვევს განმცხადებლისათვის კომპენსაციის უსაფუძვლო გაცემას, ინფორმაციის წარმდგენს/განმცხადებელს დაეკისრება სანქციები,  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) სამსახური არ არის უფლებამოსილი, უზრუნველყოს წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სისწორისა და ვალიდურობის დადასტურება;

დ) ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე​1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში განაცხადის წარუდგენლობის ან/და არასწორად წარდგენის შემთხვევაში, დააზუსტონ/წარადგინონ განაცხადი არა უგვიანეს 2020 წლის 28 დეკემბრისა;

ე) სამსახური, განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, ამოწმებს განმცხადებელი ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და საბანკო რეკვიზიტის სისწორეს და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მითითებით წარუდგენს დასაქმების სააგენტოს, განმცხადებლისგან ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში;

ვ) ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე დასაქმების სააგენტოს მიერ კომპენსაცია გაიცემა სამსახურიდან ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში;

ზ) ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან − https://eservices.rs.ge შევსებული განაცხადით ადასტურებენ, რომ თანახმა არიან, მათ მიერ შევსებულ განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამაში ჩართვის მიზნით.

10. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე კომპენსაციის გაცემის ადმინისტრირებას ახორციელებს დასაქმების სააგენტო შემდეგი პირობებით:

ა) დასაქმების სააგენტო მის ელექტრონულ პორტალზე არაუგვიანეს  15 მაისისა ამზადებს ელექტრონული განაცხადის ფორმას (განაცხადს), სადაც კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირი (განცმხადებელი) ავსებს შემდეგ მონაცემებს:

ა.ა) სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

ა.ბ) საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);

ა.გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ა.დ) ინფორმაცია 2020 წლის პირველ კვარტალში მისი შემოსავლის წყაროს შესახებ;

ა.ე) საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) პირის მიერ გაცემული შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი (მათ შორის, საბანკო ამონაწერი, მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის ნებართვა/ლიცენზია და სხვა) ან განმცხადებელის მიერ სამსახურში წარდგენილი 2019 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია, რომელშიც ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია.

101. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე კომპენსაციის გაცემა ხორციელდება შემდეგი პირობებით:

ა) საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული დამქირავებელი/ობიექტის მფლობელი (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა),  რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 2020 წლის 3 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე, სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას იმ პირთა შესახებ, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ1“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. ინფორმაციაში აღინიშნება:

ა.ა) კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

ა.ბ) კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი);

ა.გ) კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშის ნომერი);

ბ) ინფორმაციის წარდგენა ხორციელდება ელექტრონულად – გადასახადის გადამხდელის (დამქირავებლის) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან −  https://eservices.rs.ge;

გ) განაცხადში წარდგენილი ინფორმაციის სისწორესა და არასწორი ინფორმაციის წარდგენით სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება ინფორმაციის წარმდგენ დამქირავებელს/ობიექტის მფლობელს. ამასთან, სამსახურისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, რაც გამოიწვევს შესაბამისი პირისთვის კომპენსაციის უსაფუძვლო გაცემას, დამქირავებელს/ობიექტის მფლობელს დაეკისრება სანქციები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) სამსახური არ არის უფლებამოსილი, უზრუნველყოს წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სისწორისა და ვალიდურობის დადასტურება (გარდა კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და საბანკო რეკვიზიტებისა);

ე) სამსახური, დამქირავებლის/ობიექტის მფლობელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, ამოწმებს ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და საბანკო რეკვიზიტის სისწორეს და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მითითებით წარუდგენს დასაქმების სააგენტოს, დამქირავებლის/ობიექტის მფლობელის მიერ ინფორმაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში;

ვ) დამქირავებელი უფლებამოსილია, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში განაცხადის წარუდგენლობის ან/და არასწორად წარდგენის შემთხვევაში, დააზუსტოს/წარადგინოს განაცხადი არაუგვიანეს 2020 წლის 28 დეკემბრისა;

ზ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაკორექტირებულ ნუსხას სამსახური არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის დასაქმების სააგენტოს;

თ) კომპენსაცია დასაქმების სააგენტოს მიერ გაიცემა სამსახურიდან ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.

11. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირი ვალდებულია, სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირდეს განმცხადებლად და შეავსოს ელექტრონული განაცხადის ფორმა 2020 წლის 1 აგვისტომდე. ასევე, დასაქმების სააგენტოს მიერ შეტყობინების საფუძველზე, სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირებულ პირებს მიეცეთ არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაციის განახლების  საშუალება  2020 წლის 1 აგვისტომდე.

12. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები, დასაქმების სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე შევსებული განაცხადით, ადასტურებენ, რომ თანახმა არიან, მათ მიერ შევსებულ განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამაში ჩართვის მიზნით.

13. განაცხადში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე და არასწორი ინფორმაციის წარდგენით სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.

14. დასაქმების სააგენტო არ არის უფლებამოსილი, უზრუნველყოს წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორისა და ვალიდურობის დადასტურება.

15. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად იქმნება უწყებათაშორისი კომისია და სამუშაო ჯგუფი, რომელთა პერსონალური შემადგენლობა და საქმიანობის წესი მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.  უწყებათაშორისი კომისია ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და წარუდგენს  მას საბოლოო ანგარიშს.

16. კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განაცხადების ატვირთვიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში დასაქმების სააგენტო სამუშაო ჯგუფთან ერთად განიხილავს განაცხადებს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარუდგენს უწყებათაშორის კომისიას.

17. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის შემადგენლობაში შედიან სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების წარმომადგენლები მინისტრის მოადგილეების ან/და დეპარტამენტების უფროსების დონეზე, ასევე დასაქმების სააგენტოსა და მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირები.

18. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე კომპენსაცია გაიცემა განმცხადებლის მიერ განაცხადის წარდგენიდან 10 სამუშო დღის ვადაში, ხოლო ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე კომპენსაცია გაიცემა  კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან  არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.  

19. დასაქმების სააგენტო უფლებამოსილია, გააფორმოს მემორანდუმი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან, ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების დადგენის მიზნით.

20.  ამ პროგრამაში ჩართული ადმინისტრაციული ორგანოები, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით, უზრუნველყოფენ მათ ხელთ არსებული ინფორმაციის/მონაცემების ურთიერთგაცვლას, ამავე პროგრამით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.

21.  სამსახური უფლებამოსილია, ცალკეულ შემთხვევაში, ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ა2“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებზე კომპენსაციის გაცემის ადმინისტრირება განახორციელოს ამ მუხლით განსაზღვრული პირობებისგან განსხვავებული წესით. კერძოდ, თუ ამ პროგრამის №1.1 დანართით გათვალისწინებული განაცხადის წარდგენისათვის დადგენილ ვადაში №1.1 დანართის წარუდგენლობის მიზეზად ფიქსირდება დამქირავებელი მეწარმე ფიზიკური პირის გარდაცვალება ან/და იურიდიული პირის ლიკვიდაცია, სამსახური უფლებამოსილია, განიხილოს დაქირავებული ფიზიკური პირის განცხადება და ამ ფიზიკური პირის შესახებ  შესაბამისი ინფორმაცია  წარუდგინოს დასაქმების სააგენტოს, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.

22. ამ პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაცია არ ექვემდებარება ყადაღას („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად) და  საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს (საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე საინკასო დავალებას/ყადაღას), რისთვისაც დასაქმების სააგენტო უფლებამოსილია, უზრუნველყოს კომპეტენტური/უფლებამოსილი ორგანოსთვის/ პირისათვის სოციალური დახმარების მიმღებ პირთა შესახებ მონაცემის/ინფორმაციის მიწოდება/წვდომა.

23. პროგრამით განსაზღვრული კომპენსაციის გაცემის საბოლოო ვადა არის 2021 წლის 30 ნოემბერი. ვადების ამოწურვის შემდეგ კომპენსაციის მიმღები პირის მიერ წარდგენილი განცხადება, ასევე დამსაქმებლის მიერ წარდგენილი დაზუსტებული ინფორმაცია განხილვას არ ექვემდებარება.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 მაისის დადგენილება №311 – ვებგვერდი, 18.05.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 მაისის დადგენილება №314 – ვებგვერდი, 19.05.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 ივნისის დადგენილება №372 – ვებგვერდი, 16.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ივნისის დადგენილება №388 – ვებგვერდი, 26.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის დადგენილება №429 – ვებგვერდი, 10.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის დადგენილება №466 – ვებგვერდი, 24.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №505 – ვებგვერდი, 14.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №522 – ვებგვერდი, 21.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 დეკემბრის დადგენილება №720 – ვებგვერდი, 02.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №759 – ვებგვერდი, 18.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №829 – ვებგვერდი, 31.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 თებერვლის დადგენილება №56 – ვებგვერდი, 05.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №489 – ვებგვერდი, 06.10.2021წ.

მუხლი 4. გაცემული კომპენსაციის ლეგალიზაცია

1. ახალი კორონავირუსით  (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში გაცემული კომპენსაცია, რომელთა გადარიცხვის შემდგომ დაზუსტდა კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა შესახებ ინფორმაცია და დაზუსტების შედეგად დადგინდა, რომ ვეღარ აკმაყოფილებენ კომპენსაციის მიღებისთვის დადგენილ წინაპირობებს, ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება.

2. არ დაიწყოს ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები საქმეებზე ამ მუხლის პირველი პუნქტით ლეგალიზებული კომპენსაციის დაბრუნების თაობაზე.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები არ ვრცელდება დანაშაულებრივი გზით კომპენსაციის მიღების დადგენის შემთხვევებზე.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №489 – ვებგვერდი, 06.10.2021წ.

დანართი №1.1

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 მაისის დადგენილება №295 – ვებგვერდი, 08.05.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 მაისის დადგენილება №314 – ვებგვერდი, 19.05.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 ივნისის დადგენილება №372 – ვებგვერდი, 16.06.2020წ.
 
 
ინფორმაცია

დაქირავებული პირების შესახებ, რომლებსაც აქვთ კომპენსაციის მიღების უფლება:

 

1. ინფორმაცია დამქირავებლის შესახებ:

 

დასახელება/სახელი, გვარი ________________________________________ 

პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი _____________________________________

 

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო            

(მონიშნეთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წარმოადგენთ თიზ-ის საწარმოს)

 

2. ინფორმაცია იმ დაქირავებული პირების შესახებ, რომლებსაც აქვთ კომპენსაციის მიღების უფლება:

 

პირადი ნომერი

სახელი, გვარი

მისამართი

ტელეფონი

საბანკო ანგარიშის ნომერი

საანგარიშო თვეში გაცემული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101- მუხლის მე-2 ნაწილისქვეპუნქტით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის ოდენობა

მოინიშნება იმ შემთხვევაში, თუ პირი ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


დანართი №2
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №505 – ვებგვერდი, 14.08.2020წ.

 

18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის წესი და პირობები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის წესი და პირობები (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს ერთჯერადი სოციალური დახმარების მიღების უფლების მქონე სუბიექტებს, დახმარების ადმინისტრირების პირობებს, დაფინანსების წყაროსა და დახმარების გაცემის ორგანიზაციულ ციკლს.

2. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სოციალური დახმარება – ამ წესით გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი გასაცემელი;

ბ) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

გ) სააგენტო –  სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო;

დ) ზრუნვის სააგენტო  –  სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო;

ე) შემოსავლების სამსახური – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური;

ვ) სერვისების განვითარების სააგენტო – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;

ზ) ბავშვი − 18 წლამდე ასაკის, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქე ან მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე ან სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, ან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი.

3. სოციალური დახმარების გაცემის მიზნით:

ა) სააგენტო უფლებამოსილია, გამოიყენოს როგორც მისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში უკვე არსებული/დამუშავებული მონაცემთა ბაზები/საინფორმაციო სისტემები, ასევე მიიღოს/დაამუშაოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ  წარმოებულ მონაცემთა ბაზებში არსებული პერსონალური მონაცემები;  

ბ) სამინისტრო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ი.  

4. სოციალური დახმარების გაცემასა და ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებს უზრუნველყოფს სააგენტო.

მუხლი 2. სოციალური დახმარების ოდენობა

სოციალური დახმარების ოდენობა შეადგენს ერთ ბავშვზე 200 ლარს.

მუხლი 3. სოციალური დახმარების გაცემის ადმინისტრირება

1. სოციალური დახმარების მისაღებად საჭიროა ბავშვის შესაბამის ელექტრონულ პორტალზე დარეგისტრირება, გარდა სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების შემთხვევისა.

2. ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია ხორციელდება 2020 წლის 15 აგვისტოდან 2020 წლის 1 დეკემბრამდე.

3. ბავშვის ელექტრონულ პორტალზე დასარეგისტრირებლად ბავშვის ერთ-ერთი მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი პორტალზე ავსებს ელექტრონულ განცხადებას.

4. ელექტრონული განაცხადი მოიცავს:

ა) ბავშვის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, ბავშვის დაბადების მოწმობას ან სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემულ „არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათს.

ბ) მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სახელს, გვარს, პირად ნომერს (მშობლის გარდა სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ შევსების შემთხვევაში დამატებით ატვირთული უნდა იქნეს კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი);

გ)  მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სახელზე (გარდა სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებთან მიმართებით) კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს;

დ) საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომერს, რომელზეც მოხდება სოციალური დახმარების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.

5.  ელექტრონულ პორტალზე ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სრულყოფილად შეყვანითა და ელექტრონულ პორტალზე არსებული შესაბამისი ველების მონიშვნით მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ასრულებს ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციას.

6. ელექტრონულ პორტალზე შევსებული განაცხადით, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადასტურებს  შევსებული მონაცემების სისწორეს და უფლებას აძლევს სააგენტოს სოციალური დახმარების მიღებისათვის საჭირო მისი და ბავშვის პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, ასევე მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიღებას.

7. სოციალური დახმარების გაცემის მიზნით ელექტრონულ პორტალზე დარეგისტრირებული მონაცემების დამუშავება მოიცავს:

ა) რეგისტრაციის დასრულების მომენტისთვის, ბავშვისა და მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს და ბავშვს შორის ურთიერთკავშირი, მოქალაქეობრივი სტატუსი, ბინადრობის სტატუსი, გარდაცვალება) შედარებას სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზასთან;

ბ) ბავშვის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა) ფაქტის შედარებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზასთან, რეგისტრაციის დასრულების მომენტისთვის;

გ) შემოსავლების სამსახურის მეშვეობით მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ მითითებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების სისწორის (მათ შორის, საბანკო ანგარიშის კუთვნილება მშობელთან/კანონიერ წარმომადგენლთან, გარდა სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებთან მიმართებით)  შედარებას.

8. სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებთან დაკავშირებით ზრუნვის სააგენტო ვალდებულია:

ა)  სააგენტოს მიაწოდოს სია (რეესტრი), ბავშვების პირადი მონაცემებით;

ბ) საბანკო ანგარიშის ნომრები;

გ)  აქტიურად ითანამშრომლოს სააგენტოსთან სოციალური დახმარების გაცემისათვის, მათ შორის, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების მიმართულებით.

9. სოციალური დახმარება გაიცემა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის დასრულებისა და მონაცემთა დამუშავების შემდგომ, შესაბამისი კომერციული საბანკო დაწესებულებისათვის სოციალური დახმარების თანხის ჩარიცხვით, სააგენტოსა და კომერციულ საბანკო დაწესებულებას შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.

10. სოციალური დახმარება გაიცემა იმ ბავშვზე, რომელსაც რეგისტრაციის დასრულების მომენტისთვის (სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვებისათვის სააგენტოსათვის ერთიანი სიის მოწოდების დღეს) არ მიუღწევია 18 წლის ასაკისთვის, იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, არის საქართველოს მოქალაქე, ან არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ აქვს მუდმივი ბინადრობის მოწმობა, ან არის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი. სოციალური დახმარება გაიცემა მიუხედავად ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შემდგომ ამ პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებისა (მათ შორის, ბავშვის გარდაცვალება).

11.  ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული ბავშვის ერთ-ერთ მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, ელექტრონული განაცხადის კორექტირება (მათ შორის, სააგენტოს საზღვრის კვეთის გამო მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის საფუძველზე) განახორციელოს 2020 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №569 – ვებგვერდი, 10.09.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 დეკემბრის დადგენილება №720 – ვებგვერდი, 02.12.2020წ.

მუხლი 4. სხვა პირობები

1. ამ წესით განსაზღვრული სოციალური დახმარება არ გაითვალისწინება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით განსაზღვრული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ ადმინისტრირებისას ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლისას/შეფასებისას და სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას.

2. სოციალური დახმარების უკან დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაცემის შემდგომ დადგინდა, რომ ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის დასრულების მომენტში ბავშვი არ განეკუთვნებოდა სოციალური დახმარების მიღებაზე უფლებამოსილ პირს. სხვა შემთხვევაში გაცემული სოციალური დახმარება უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

3. სააგენტომ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა შესაბამისმა სამსახურებმა, საკუთარი ტერიტორიული ერთეულების  (ფილიალები/ცენტრები და სხვა) მეშვეობით, აღმოუჩინონ დახმარება ფიზიკურ პირებს ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

4. ამ წესით გათვალისწინებული სოციალური დახმარება (ერთჯერადი ფულადი გასაცემელი) არ ექვემდებარება ყადაღას („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად) და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს (საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე საინკასო დავალებას/ყადაღას), რისთვისაც სააგენტო უფლებამოსილია, უზრუნველყოს კომპეტენტური/უფლებამოსილი ორგანოსათვის/პირისათვის სოციალური დახმარების მიმღებ პირთა შესახებ მონაცემის/ინფორმაციის მიწოდება/წვდომა.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №522 – ვებგვერდი, 21.08.2020წ.

 



დანართი №3

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №536 - ვებგვერდი, 27.08.2020წ.

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის წესი და პირობები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის წესი და პირობები (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს სასწავლო მიზნებისათვის განკუთვნილ სოციალური დახმარების მიღების უფლების მქონე სუბიექტებს, დახმარების ადმინისტრირების პირობებს, დახმარების გაცემის ორგანიზაციულ ციკლსა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სოციალური დახმარება – ამ წესით გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი გასაცემელი, რომელიც განკუთვნილია ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტისათვის სწავლის საფასურის დასაფინანსებლად;

ბ) სამინისტრ – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;

გ) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო;

დ) მართვის სისტემა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა;

ე) სტუდენტი – პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე;

ვ) სოციალურად დაუცველი სტუდენტი – სტუდენტი:

ვ.ა) რომელიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული სარეიტინგო ქულა 2020 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე;

ვ.ბ) რომლის ერთ-ერთი მშობელი (მამა ან დედა) რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული სარეიტინგო ქულა 2020 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება №609 – ვებგვერდი, 01.10.2020წ.

მუხლი 2. სოციალური დახმარების ოდენობა, გაცემისა და უკან დაბრუნების პირობები

1. სოციალური დახმარების ოდენობა შეადგენს ერთი სემესტრის სწავლის ღირებულებას, მაგრამ არა უმეტეს 1125 ლარისა. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი სწავლობს ერთზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, დაფინანსებას მოიპოვებს მხოლოდ ერთ პროგრამაზე, მისი არჩევანის შესაბამისად.

2. გასაცემი სოციალური დახმარების ოდენობა გაანგარიშდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სოციალური დახმარების ოდენობას გამოკლებული სახელმწიფოს მიერ გაცემული სახელმწიფო სასწავლო/სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობა ან სხვა სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების ფარგლებში მოპოვებული საგრანტო/პროგრამული დაფინანსება.

3. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარება არ გამორიცხავს ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიღებას.

4. ამ პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარება გაიცემა:

ა) 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ანაზღაურების მიზნით;

ბ) 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების დაფარვის მიზნით.

5. ამ წესით გათვალისწინებული სოციალური დახმარების სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.

6. საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ჩარიცხული სოციალური დახმარება ექვემდებარება უკან დაბრუნებას:

ა) თუ სოციალურად დაუცველი სტუდენტი უარს განაცხადებს ასეთი სოციალური დახმარების მიღებაზე;

ბ) თუ საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებული წესების შესაბამისად, სოციალური დახმარების გამოყენებას ვერ ახორციელებს მიმღები საგანმანათლებლო დაწესებულება;

გ) თუ დახმარების მიღების მიუხედავად, სტუდენტი ვერ ახერხებს სწავლის გაგრძელებას 2020- 2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში; 

დ) თუ თანხა ზედმეტად ან არასწორად გაცემულია ტექნიკური ან დამუშავებისას დაშვებული შეცდომის გამო.

7.  საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გადასარიცხი თანხის გაანგარიშების, ასევე გადარიცხული თანხის (სოციალური დახმარების) უკან დაბრუნების წესი და პირობები რეგულირდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 3. სოციალური დახმარების ადმინისტრირება

1. ამ პროგრამით გათვალისწინებული სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის სოციალური დახმარების ადმინისტრირებას კომპეტენციის შესაბამისად ახორციელებენ სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სააგენტო და მართვის სისტემა.

2. სოციალური დახმარების მისაღებად მართვის სისტემა სააგენტოს წარუდგენს სტუდენტთა მონაცემებს, რომელიც უზრუნველყოფს მიწოდებული სიის დადარებას „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზასთან“ და სოციალურად დაუცველი სტუდენტების იდენტიფიცირებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სია უბრუნდება  მართვის სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს მიღებული მონაცემების დამუშავებას,  მისი კომპეტენციის ფარგლებში.

31. სოციალური დახმარების მისაღებად ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ვ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტუდენტის მშობელი არაუგვიანეს 2020 წლის 1 ნოემბრისა რეგისტრირდება შესაბამის ელექტრონულ პორტალზე, სადაც მიუთითებს:

ა) საკუთარ სახელს, გვარსა და პირად ნომერს;

ბ) სტუდენტი შვილის სახელს, გვარს, პირად ნომერს და, საჭიროების შემთხვევაში, ატვირთავს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და დაბადების მოწმობის ასლებს (დოკუმენტების ატვირთვის საჭიროება დგება, თუ სააგენტოს მიერ სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი მონაცემების დადარებისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებული ბაზებით ვერ დგინდება (არ ჩანს) ნათესაური კავშირი მშობელსა და შვილს შორის. ამ დანართით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემისათვის მშობელსა და შვილს შორის ნათესაური კავშირი მიიჩნევა დადასტურებულად, თუ დაბადების მოწმობაში მითითებული მშობლისა და შვილის მხოლოდ სახელები და გვარები შეესაბამება შეყვანილ/მიღებულ მონაცემებსა და ატვირთულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებულ ჩანაწერს).

32. ამ მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად ელექტრონულ პორტალზე დარეგისტრირებული მონაცემების დამუშავების შემდეგ სააგენტო ადარებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიწოდებულ სტუდენტთა სიას და დამთხვევის შემთხვევაში, შესაბამის მონაცემებს უგზავნის მართვის სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს მიღებული მონაცემების დამუშავებას,  მისი კომპეტენციის ფარგლებში.

33. ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციით განმცხადებელი მშობელი ადასტურებს  შევსებული მონაცემების სისწორეს და აღიარებს, რომ მოცემული მოთხოვნა წარმოადგენს მასსა და შვილს შორის ურთიერთშეთანხმებულ მოთხოვნას დახმარების მოცემული წესებით მიღების თაობაზე. პასუხისმგებლობა მოცემული მოთხოვნის შესაბამისობაზე ეკისრება განმცხადებელს.

34. სააგენტო უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მიღებისათვის საჭირო პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ასევე განაცხადში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას.

4. უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, საკუთარი პასუხისმგებლობით, უზრუნველყონ სტუდენტებისთვის 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის, ასევე 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების შესახებ ინფორმაციის  წარდგენა,  მართვის სისტემის მოთხოვნის საფუძველზე. პასუხისმგებლობა წარდგენილ ინფორმაციაზე ეკისრებათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5. მართვის სისტემა უზრუნველყოფს ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გადარიცხული თანხების ოდენობების გათვალისწინებით, 2020 წლის 1 ნოემბრისა და 15 ნოემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო სასწავლო/სასწავლო სამაგისტრო გრანტების გაანგარიშებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაანგარიშებას 2020 წლის 1 აპრილის მდგომარეობით გაცემული სახელმწიფო სასწავლო/სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობებისა და ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით.

6. სამინისტრო, მართვის სისტემიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ანგარიშსწორების განსახორციელებლად სააგენტოს აწვდის შემდეგ ინფორმაციას:

ა) საგანმანათლებლო დაწესებულებების დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებების ანგარიშის ნომერი;

გ) საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გადასარიცხი თანხის ოდენობა.

7. სააგენტო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე მისთვის მიწოდებული მონაცემების სისწორის შემოწმება.

8. სოციალური დახმარების გაცემის მიზნით:

ა) სააგენტო:

ა.ა)  უფლებამოსილია, გამოიყენოს, როგორც მისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში უკვე არსებული/დამუშავებული მონაცემთა ბაზები/საინფორმაციო სისტემები, ასევე მიიღოს/დაამუშაოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ  წარმოებულ მონაცემთა ბაზებში არსებული პერსონალური მონაცემები; 

ა.ბ) ახორციელებს სოციალურად დაუცველი სტუდენტების იდენტიფიცირებას;

ა.გ) ახორციელებს სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის განკუთვნილი სოციალური დახმარების გადარიცხვას მართვის სისტემის მიერ წარდგენილი მონაცემების შესაბამისად;

ბ) სამინისტრო, მართვის სისტემა და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილნი არიან, გამოიყენონ, როგორც მათი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში უკვე არსებული/დამუშავებული მონაცემთა ბაზები/საინფორმაციო სისტემები, ასევე მიიღონ/დაამუშაონ სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ  წარმოებულ მონაცემთა ბაზებში არსებული პერსონალური მონაცემები;  

გ) სამინისტრო უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ, გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ი, სტუდენტების სტატუსის, ოდენობის გაანგარიშებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ამ პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების დაზუსტების მიზნით.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება №609 – ვებგვერდი, 01.10.2020წ.

მუხლი 4. უარი სოციალურ დახმარებაზე

სოციალურად დაუცველი სტუდენტი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს ამ დანართით გათვალისწინებული სოციალური დახმარების მიღებაზე.

მუხლი 5. სხვა პირობები

1. ამ დანართით განსაზღვრული სოციალური დახმარება არ გაითვალისწინება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით განსაზღვრული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ ადმინისტრირებისას ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლისას/შეფასებისას და სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას.

2. სოციალურად დაუცველ სტუდენტს, რომელსაც ამ წესის საფუძველზე დაუფინანსდება 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასური, სახელმწიფო სასწავლო/სასწავლო სამაგისტრო გრანტის ან სხვა სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების ფარგლებში მოპოვებული საგრანტო/პროგრამული დაფინანსება 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩაეთვლება გამოყენებულად, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ამ წესის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ერთობლივი აქტით განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის ეტაპები, ვადები და მასთან დაკავშირებული პროცედურები.

 

18. 06/10/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 489 - ვებგვერდი, 06/10/2021 17. 05/02/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 56 - ვებგვერდი, 05/02/2021 16. 31/12/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 829 - ვებგვერდი, 31/12/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 15. 18/12/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 759 - ვებგვერდი, 18/12/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 02/12/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 720 - ვებგვერდი, 02/12/2020 13. 13/10/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 623 - ვებგვერდი, 13/10/2020 12. 01/10/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 609 - ვებგვერდი, 01/10/2020 11. 10/09/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 569 - ვებგვერდი, 10/09/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 27/08/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 536 - ვებგვერდი, 27/08/2020 9. 21/08/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 522 - ვებგვერდი, 21/08/2020 8. 14/08/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 505 - ვებგვერდი, 14/08/2020 7. 23/07/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 466 - ვებგვერდი, 24/07/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 10/07/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 429 - ვებგვერდი, 10/07/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 26/06/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 388 - ვებგვერდი, 26/06/2020 4. 16/06/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 372 - ვებგვერდი, 16/06/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 3. 19/05/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 314 - ვებგვერდი, 19/05/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 18/05/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 311 - ვებგვერდი, 18/05/2020 1. 08/05/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 295 - ვებგვერდი, 08/05/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას