საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1825-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010320000.05.001.018717
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1825-რს
22/12/2017
ვებგვერდი, 29/12/2017
010320000.05.001.018717
საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (01/11/2023 - 16/11/2023)

 

საქართველოს კანონი

 

 

საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

თავი I
ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო

1. ეს კანონი აწესრიგებს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და სტაჟიორთა რიცხოვნობის განსაზღვრის საკითხებს, ადგენს შესაბამის პირთა ნახევარ განაკვეთზე მუშაობისას, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისას შრომის ანაზღაურების პირობებს და განსაზღვრავს მათთვის დროებით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისთვის შრომის ანაზღაურების გაცემის წესსა და პირობებს.

[ 1. ეს კანონი აწესრიგებს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა და სტაჟიორთა შრომის ანაზღაურების, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და სტაჟიორთა რიცხოვნობის განსაზღვრის საკითხებს, ადგენს შესაბამის პირთა ნახევარ განაკვეთზე მუშაობისას, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისას შრომის ანაზღაურების პირობებს და განსაზღვრავს მათთვის დროებით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისთვის შრომის ანაზღაურების გაცემის წესსა და პირობებს.  (ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან)]

2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება:

ა) სახელმწიფო მოსამსახურეზე;

ბ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე;

გ) პოლიტიკური თანამდებობის პირზე;

დ) პროფესიულ საჯარო მოხელეზე (შემდგომ – მოხელე);

ე) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე;

ვ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე;

[ ზ) სტაჟიორზე.  (ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან)]

3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრულ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ ყველა სხვა პირზე, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შრომის ანაზღაურება განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით და ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე;

[ ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე;  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]

ბ)  (ამოღებულია - 22.12.2018, №4094); 

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე;

1) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელზე;

2) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე;

3) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე;

დ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეზე;

ე) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე;

[ ე) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე;“; (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]

ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე, საქართველოს თავდაცვის ძალების მოსამსახურეებზე;

ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე;

თ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე;

[ თ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე;  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]

1) ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე;

ი) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრებსა და აპარატების თანამშრომლებზე;

კ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებსა და მოსამსახურეებზე;

ლ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორზე, მის მოადგილეებზე, პრეზიდიუმის წევრზე, აუდიტორსა და ანალიტიკოსზე;

მ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრზე;

ნ) საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეზე;

ო) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრზე;

პ) პროკურორსა და პროკურატურის გამომძიებელზე;

ჟ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – საქართველოს ნოტარიუსთა პალატაზე, გარდა მისი გამგეობის აპარატის მოსამსახურისა;

რ) საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრზე და საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულ პირზე;

ს) წევრობაზე დაფუძნებულ (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა), კულტურულ, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო, სამეცნიერო/სამეცნიერო-კვლევით, სასპორტო და რელიგიურ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და კულტურულ, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო, სამეცნიერო/სამეცნიერო-კვლევით, სასპორტო და რელიგიურ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში დასაქმებულ პირებზე;

ტ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრზე;

[ ტ) საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრზე;  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]

უ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს თანამშრომლებზე.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „გ“ და „გ2“−„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული:

ა) პირის მიერ ამ კანონის ან/და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული ყველა დანამატის, ფულადი ჯილდოს და სხვა დამატებითი ანაზღაურების ოდენობაზე ვრცელდება ამ კანონის 26-ე–28-ე მუხლებით დადგენილი ზღვრული ოდენობები, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული საკლასო დანამატისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ შემთხვევებისა, როდესაც საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ დამატებითი ანაზღაურების მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმები (მათ შორის, ნამსახურები წლები) და დანამატის ოდენობა განსაზღვრულია შესაბამისი ნორმატიული აქტით ან/და „საიდუმლო“ გრიფის მქონე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ბ) პირისთვის სახელფასო დანამატი შეიძლება დამატებით გაიცეს ამ კანონის 28-ე მუხლით დადგენილი ფულადი ჯილდოს ზღვრული ოდენობის ფარგლებში, იმ პირობით, რომ შესაბამისი პირის მიერ მიღებული სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო ჯამურად ამ კანონის 26-ე და 28-ე მუხლებით დადგენილ ზღვრულ ოდენობას არ გადააჭარბებს.

6. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „გ“ და „გ2“−„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირი იკავებს მოხელის თანამდებობას, მას საკლასო დანამატი (მოხელის კლასის არსებობის შემთხვევაში) მიეცემა ამ კანონის მე-10 მუხლის ცხრილის შესაბამისად.

7. ამ კანონით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი შესაძლებელია დადგინდეს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული იმ პირებისთვის, რომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშება დაკავშირებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან/ღირებულებასთან (ნამუშევარი საათების, მომსახურების საფასურის წილის ან/და სხვა მაჩვენებლის მიხედვით). ამ პირთა შრომის ანაზღაურების წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცენტრალურ, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირებისათვის – შესაბამის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ხოლო მუნიციპალიტეტების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირებისათვის –  შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან  შეთანხმებით, სათანადო საჯარო დაწესებულების ზემდგომი უწყების (ასეთი უწყების არსებობის შემთხვევაში) ან თავად საჯარო დაწესებულების (მისი ზემდგომი უწყების არარსებობის შემთხვევაში) წარდგინებით. 

8. ამ კანონით დადგენილი ნორმები არ ვრცელდება საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ იმ პირებზე, რომელთა შრომის ანაზღაურება ფინანსდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფოს მიერ მიღებული გრანტის ან/და საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში.

9. ამ კანონით დადგენილი ნორმები არ ვრცელდება საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ იმ პირზე, რომელიც „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ან/და საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს წარმოადგენს ან/და მივლინებულია ან/და დანიშნულია დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში, გარდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან წარგზავნილი პირისა.

10. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ პირთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.

საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3135 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3291 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3388 – ვებგვერდი, 24.09.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4094 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4270 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4401 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4904 – ვებგვერდი, 28.06.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №4984 – ვებგვერდი, 23.09.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5399 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6733 – ვებგვერდი, 16.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1319 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1574 – ვებგვერდი, 06.06.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 8 სექტემბრის კანონი №1754 – ვებგვერდი, 21.09.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 20 ოქტომბრის კანონი №1928 – ვებგვერდი, 28.10.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2298 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2567 – ვებგვერდი, 27.02.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3522 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3626 – ვებგვერდი, 15.11.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3602 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ კანონში გამოყენებული ტერმინები განიმარტება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საჯარო დაწესებულება – საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაცია;

ბ) შრომის ანაზღაურება (ხელფასი) – თანამდებობრივი სარგო, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამისი სახელფასო დანამატი, საკლასო დანამატი, დიპლომატიური რანგის დანამატი, ფულადი ჯილდო;

[ 1 ) სტაჟიორის შრომის ანაზღაურება – ანაზღაურება, რომელსაც სტაჟიორი შესაბამისი დაწესებულების გადაწყვეტილებით იღებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სტაჟირების გავლის პერიოდში;  (ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან)]

გ) თანამდებობრივი სარგო – საჯარო დაწესებულებაში არსებული თანამდებობისათვის/პოზიციისათვის განსაზღვრული ყოველთვიური ანაზღაურება, რომელიც დამტკიცებულია შესაბამისი საშტატო ნუსხით ან განსაზღვრულია შესაბამისი  ხელშეკრულებით;

დ) სახელფასო დანამატი – საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში  საქმიანობისათვის, განსაზღვრული თანხა;

ე) საკლასო დანამატი – მოხელისათვის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის კლასის შესაბამისი დანამატი;

1) დიპლომატიური რანგის დანამატი − „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დიპლომატიური რანგისთვის დაწესებული დანამატი;

ვ) ფულადი ჯილდო – მოხელისათვის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის შეფასების შედეგების შესაბამისად წახალისების საშუალება; საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის (გარდა მოხელისა) მიერ მისთვის დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და მის მიერ განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის გათვალისწინებული წახალისების საშუალება;

ზ) საბაზო თანამდებობრივი სარგო – ამ კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს საბაზო ოდენობა, რომლის ამ კანონის შესაბამისი დანართის ცხრილით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით მიიღება კონკრეტული თანამდებობის/პოზიციის თანამდებობრივი სარგო;

თ) თანამდებობის/პოზიციის ფუნქციური დატვირთვა – კონკრეტული თანამდებობისათვის/პოზიციისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით განსაზღვრულ ფუნქციათა ერთობლიობის შეფასების შედეგი, რომელიც ეფუძნება ამ თანამდებობისათვის/პოზიციისათვის გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად აუცილებელი პასუხისმგებლობის ხარისხს, მოვალეობათა შესრულების სირთულეს, შესაბამის კომპეტენციას, კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებას.

საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2298 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2385 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3626 – ვებგვერდი, 15.11.2023წ.

მუხლი 3. შრომის ანაზღაურების სისტემის ძირითადი პრინციპები

შრომის ანაზღაურების სისტემა ემყარება თანასწორობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს, რომლებიც გულისხმობს თანამდებობის/პოზიციის ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით თანაბარი სამუშაოს შესრულებისათვის წინასწარ დადგენილი წესების დაცვით თანაბარი ანაზღაურების მიღებას.

მუხლი 4. შრომის ანაზღაურების ზოგადი წესი

1. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს თანამდებობრივი სარგოს შემცირების საფუძველი.

[ 1. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა და სტაჟიორთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს თანამდებობრივი სარგოს და სტაჟიორის შრომის ანაზღაურების შემცირების საფუძველი.  (ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან)]

2. შრომის ანაზღაურება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3626 – ვებგვერდი, 15.11.2023წ.

მუხლი 5. შრომის ანაზღაურების განსაზღვრის სამართლებრივი საფუძვლები და პრინციპები

1. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება ამ კანონით დადგენილი წესით.

[ 1 1 . სტაჟიორს სტაჟირების გავლის პერიოდში მიეცემა შრომის ანაზღაურება ამ კანონით დადგენილი წესით.  (ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან)]

2. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) თანამდებობრივი სარგოები აისახება საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში.

3. თანამდებობრივი სარგოს დასადგენად უფლებამოსილი თანამდებობის პირი ახორციელებს კოეფიციენტის შერჩევას საჯარო დაწესებულებაში არსებული კონკრეტული თანამდებობის/პოზიციის ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ამ კანონის შესაბამისი დანართის ცხრილის მიხედვით.

4. საჯარო დაწესებულებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით, ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ვრცელდება საქართველოს შრომის კანონმდებლობა, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

[ 4 1 . სტაჟიორის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით, ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში.  (ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან)]

5. ამ კანონით გათვალისწინებული სახელფასო დანამატი გაიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე,  რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს და რომელშიც მითითებული უნდა იყოს შესაბამისი სახელფასო დანამატის გაცემის საფუძველი და ოდენობა.

6. ამ კანონით გათვალისწინებული საკლასო დანამატი გაიცემა მოხელის კლასის მინიჭების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

61. ამ კანონით გათვალისწინებული დიპლომატიური რანგის დანამატის ოდენობა და გაცემის წესი განისაზღვრება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

7. ამ კანონით გათვალისწინებული ფულადი ჯილდო გაიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე,  რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს და რომელშიც მითითებული უნდა იყოს ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძველი და ოდენობა.

საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2298 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3626 – ვებგვერდი, 15.11.2023წ.

მუხლი 6. საჯარო დაწესებულების სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება 

1. საჯარო დაწესებულების სტრუქტურა და საშტატო ნუსხა მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საქართველოს მინისტრებმა და სახელმწიფო მინისტრებმა უნდა უზრუნველყონ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების სტრუქტურებისა და საშტატო ნუსხების დამტკიცება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, „საქართველოს მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრების მიერ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხების, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესის“ შესაბამისად.

მუხლი 7. საბაზო თანამდებობრივი სარგოს დანიშნულება და ოდენობა

1. ამ კანონით განსაზღვრულ საჯარო დაწესებულებაში არსებული თანამდებობების/პოზიციების თანამდებობრივი სარგოების გამოთვლის მიზნისთვის საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განისაზღვრება საბაზო თანამდებობრივი სარგო ნომინალურ გამოხატულებაში, რომლის ამ კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით მიიღება კონკრეტული თანამდებობის/პოზიციის თანამდებობრივი სარგო კონკრეტული საბიუჯეტო წლისთვის.

[ 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში საბაზო თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება, როგორც საქართველოს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული საბაზო თანამდებობრივი სარგო, გაზრდილი არანაკლებ ბოლო 4 კვარტალში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში „დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საკუთრების ფორმების მიხედვით“ არასახელმწიფო სექტორში დაფიქსირებული ნომინალური ხელფასის წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის საშუალო პროცენტული მაჩვენებლით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული საბაზო თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პრინციპები:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში „დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საკუთრების ფორმების მიხედვით“ სახელმწიფო სექტორში არსებული საშუალო ხელფასი არ უნდა იყოს არასახელმწიფო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის არანაკლებ 80%-ზე ნაკლები და 90%-ზე მეტი;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ზღვრების ფაქტობრივი მაჩვენებლების მიხედვით დარღვევის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს საქართველოს მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტთან ერთად წარუდგენს აღნიშნულ ზღვრებში დაბრუნების გეგმას, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 საბიუჯეტო წელს;

გ) ამ მუხლით განსაზღვრული პრინციპების საფუძველზე გაზრდილი შრომის ანაზღაურების ხარჯი უნდა დაფინანსდეს შესაბამისი ბიუჯეტიდან.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საბაზო თანამდებობრივი სარგოს ზრდა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე დარღვეულია იმავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ზღვრული პარამეტრები.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ზღვრულ პარამეტრებში დაბრუნების წლის შემდგომი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონთან ერთად წარუდგენს არაუმეტეს 3-წლიან გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის მაჩვენებლის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტთან შესაბამისობას. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან)]

6. დაუშვებელია საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული საბაზო თანამდებობრივი სარგოს შემცირება საქართველოს წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრულ საბაზო თანამდებობრივ სარგოსთან შედარებით.

საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2385 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

თავი II
მოხელის შრომის ანაზღაურება

მუხლი 8. მოხელის თანამდებობრივი სარგო

1. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლისადმი დაქვემდებარებული/მის მიერ დაფუძნებული საჯარო დაწესებულების, აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და მის მიერ დაფუძნებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულების  მოხელეთა თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული თანამდებობებისათვის თანამდებობრივი სარგოები დგინდება თანამდებობის/პოზიციის ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით და აისახება საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ან/და მათ მიერ დაფუძნებული/მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულებების მოხელეთა თანამდებობებისათვის თანამდებობრივი სარგოები დგინდება თანამდებობის/პოზიციის ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის №2 დანართის №2 ცხრილით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით და აისახება საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში.

მუხლი 9. მოხელის სახელფასო დანამატი

1. მოხელეს ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის, ეძლევა სახელფასო დანამატი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. მოხელეს სახელფასო დანამატი ეძლევა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ზემდგომი თანამდებობის პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგინების საფუძველზე, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის და  შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.

მუხლი 10. მოხელის საკლასო დანამატი და მისი ოდენობა

მოხელეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის კლასის შესაბამისი დანამატი მიეცემა თანამდებობრივი სარგოს პროცენტული ოდენობით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

მოხელის კლასი

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

საკლასო დანამატის განაკვეთი

1%

2%

3%

4%

5%

6%

7%

8%

9%

10%

12%

15%

 

მუხლი 11. ფულადი ჯილდო

მოხელეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფულადი ჯილდო ეძლევა საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მოხელის შეფასების შედეგების გათვალისწინებით, ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.

თავი III
ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის შრომის ანაზღაურება

მუხლი 12. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგოს ზღვრული ოდენობა

1. საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრების აპარატებში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №2 დანართის №2 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს.

21. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №2 დანართის №2 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს.

3. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს გამოანგარიშების წესისაგან განსხვავებული, საგამონაკლისო წესი  შესაძლებელია დადგინდეს საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის დასაბუთებული შუამდგომლობით, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს გამოანგარიშების წესისაგან განსხვავებული, საგამონაკლისო წესი – საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის დასაბუთებული შუამდგომლობით, შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით. ამ პუნქტით დადგენილი შეთანხმების ვალდებულება არ ვრცელდება საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებსა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე.

საქართველოს 2020 წლის 18 თებერვლის კანონი №5718 – ვებგვერდი, 24.02.2020წ.

მუხლი 13. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურის სახელფასო დანამატი

1. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის, შეიძლება მიეცეს სახელფასო დანამატი.

2. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს  სახელფასო დანამატი ეძლევა ზემდგომი თანამდებობის პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგინების საფუძველზე, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის შესაბამისი გადაწყვეტილებით, ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის და შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.

მუხლი 14. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურის ფულადი ჯილდო

ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს მისთვის დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და მის მიერ განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის შესაბამისი გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის და  შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.

თავი IV
საჯარო დაწესებულებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის შრომის ანაზღაურება

მუხლი 15. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული  პირის თანამდებობრივი სარგოს ზღვრული ოდენობა

1. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ან/და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლისადმი დაქვემდებარებულ/მის მიერ დაფუძნებულ საჯარო დაწესებულებაში, აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ან/და მის მიერ დაფუძნებულ/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საჯარო დაწესებულებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფ ან მათ მიერ დაფუძნებულ/მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საჯარო დაწესებულებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №2 დანართის №2 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს.

3. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს გამოანგარიშების წესისაგან განსხვავებული, საგამონაკლისო წესი შესაძლებელია დადგინდეს  საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის დასაბუთებული შუამდგომლობით, შესაბამის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს გამოანგარიშების წესისაგან განსხვავებული, საგამონაკლისო წესი – საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის დასაბუთებული შუამდგომლობით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შემთხვევაში –  შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით, ხოლო მუნიციპალიტეტების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) შემთხვევაში – შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით. ამ პუნქტით დადგენილი შეთანხმების ვალდებულება არ ვრცელდება საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებსა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე.

მუხლი 16. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სახელფასო დანამატი

1. საჯარო დაწესებულებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის, შეიძლება მიეცეს სახელფასო დანამატი.

2. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის სახელფასო დანამატის მიცემის უფლებამოსილება გამომდინარეობს ხელშეკრულების პირობებიდან და ხორციელდება ზემდგომი თანამდებობის პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგინების საფუძველზე, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის შესაბამისი გადაწყვეტილებით, ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.

მუხლი 17. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ფულადი ჯილდო

საჯარო დაწესებულებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს მისთვის დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და მის მიერ განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის ზემდგომი თანამდებობის პირის წარდგინების საფუძველზე, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის შესაბამისი გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.

[თავი IV 1

სტაჟიორის შრომის ანაზღაურება

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3626 – ვებგვერდი, 15.11.2023წ.

მუხლი 17 1 . სტაჟიორის შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობა

1. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლისადმი დაქვემდებარებული/მის მიერ დაფუძნებული საჯარო დაწესებულების, აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და მის მიერ დაფუძნებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულების სტაჟიორს მიეცემა შრომის ანაზღაურება არაუმეტეს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობისთვის დადგენილი პირველი სახელფასო კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ან/და მათ მიერ დაფუძნებული/მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულებების სტაჟიორებს მიეცემათ შრომის ანაზღაურება არაუმეტეს ამ კანონის №2 დანართის №2 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობისთვის დადგენილი მესამე სახელფასო კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს იმ პროფესიათა/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხა და შესაბამისი სტაჟიორებისთვის შრომის ანაზღაურების მიცემის წესი, რომელთათვისაც მოითხოვება ისეთი პროფესიული უნარ-ჩვევები და კვალიფიკაცია, რომლებიც შრომის ბაზარზე იშვიათი და დეფიციტურია, ან/და რომელთა შესაბამისი შრომის ანაზღაურება კერძო სექტორში მნიშვნელოვნად აღემატება საჯარო სამსახურში არსებულ შრომის ანაზღაურებას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ სტაჟიორს მიეცემა შრომის ანაზღაურება არაუმეტეს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობისთვის დადგენილი მეორე სახელფასო კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3626 – ვებგვერდი, 15.11.2023წ.

მუხლი 17 2 . სტაჟიორის სახელფასო დანამატი

სტაჟიორს სახელფასო დანამატი არ ეძლევა.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3626 – ვებგვერდი, 15.11.2023წ.

მუხლი 17 3 . სტაჟიორის ფულადი ჯილდო

სტაჟიორს ფულადი ჯილდო არ ეძლევა.  (ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან)]

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3626 – ვებგვერდი, 15.11.2023წ.

თავი V
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის შრომის ანაზღაურება

მუხლი 18. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის თანამდებობრივი სარგო

1. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის (გარდა საქართველოს პარლამენტის წევრისა) თანამდებობრივი სარგო დგინდება ამ კანონის №3 დანართის №3 ცხრილის მიხედვით დადგენილი შესაბამისი ზედა ზღვრის კოეფიციენტის ფარგლებში განსაზღვრული კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით და აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში.

2. საქართველოს პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგო დგინდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, ამ კანონის №3 დანართის №3 ცხრილის მიხედვით დადგენილი შესაბამისი ზედა ზღვრის კოეფიციენტის ფარგლებში.

საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3891 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.

მუხლი 19. პოლიტიკური თანამდებობის პირის თანამდებობრივი სარგო

პოლიტიკური თანამდებობის პირის თანამდებობრივი სარგო დგინდება ამ კანონის №4 დანართის შესაბამისი ცხრილის მიხედვით დადგენილი შესაბამისი ზედა ზღვრის კოეფიციენტის ფარგლებში განსაზღვრული კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით და აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში.

მუხლი 20. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის სახელფასო დანამატი

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს და პოლიტიკური თანამდებობის პირს სახელფასო დანამატი არ ეძლევათ.

მუხლი 21. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის ფულადი ჯილდო

 სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირსა და პოლიტიკური თანამდებობის პირს ფულადი ჯილდო არ ეძლევათ.

თავი VI
სახელმწიფო მოსამსახურის შრომის ანაზღაურება

მუხლი 22. სახელმწიფო მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო

1. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ან/და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლისადმი დაქვემდებარებულ/მის მიერ დაფუძნებულ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული სახელმწიფო მოსამსახურის (გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და მოხელისა) თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის №3 დანართის №3 ცხრილის მიხედვით საქართველოს მინისტრის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტზე  ნამრავლს.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში დასაქმებული სახელმწიფო მოსამსახურის (გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და მოხელისა) თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის №3 დანართის №3 ცხრილის მიხედვით შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტზე ნამრავლს.

მუხლი 23. სახელმწიფო მოსამსახურის სახელფასო დანამატი

1. სახელმწიფო მოსამსახურეს ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის, შეიძლება მიეცეს სახელფასო დანამატი.

2. სახელმწიფო მოსამსახურეს სახელფასო დანამატი ეძლევა ზემდგომი თანამდებობის პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგინების საფუძველზე, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი გადაწყვეტილებით, ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.

3. იმ სახელმწიფო მოსამსახურისთვის სახელფასო დანამატის განსაზღვრის უფლებამოსილება, რომელიც იმავდროულად  საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელია, ხორციელდება ზემდგომი თანამდებობის პირის/ორგანოს გადაწყვეტილებით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – თავად სახელმწიფო მოსამსახურის გადაწყვეტილებით.

მუხლი 24. სახელმწიფო მოსამსახურის ფულადი ჯილდო

1. სახელმწიფო მოსამსახურეს მისთვის დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და მის მიერ განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის ზემდგომი თანამდებობის პირის წარდგინების საფუძველზე, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.

 2. იმ სახელმწიფო მოსამსახურისთვის ფულადი ჯილდოს განსაზღვრის უფლებამოსილება, რომელიც იმავდროულად საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელია,   ხორციელდება ზემდგომი თანამდებობის პირის/ორგანოს გადაწყვეტილებით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – თავად სახელმწიფო მოსამსახურის გადაწყვეტილებით.

თავი VII
საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პირების შრომის ანაზღაურება

მუხლი 25. საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პირების შრომის ანაზღაურება

1. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ან/და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლისადმი დაქვემდებარებულ/მის მიერ დაფუძნებულ საჯარო დაწესებულებაში, აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ან/და მის მიერ დაფუძნებულ/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული იმ პირების თანამდებობრივი სარგოები, რომლებიც არ რეგულირდება ამ კანონის სხვა მუხლებით და რომლებიც არ არიან ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-4–მე-9 პუნქტებით განსაზღვრული პირები, დგინდება საჯარო დაწესებულების მოხელეთა თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული თანამდებობების ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით და აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. 

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფ ან/და მათ მიერ დაფუძნებულ/მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საჯარო დაწესებულებაში  დასაქმებული იმ პირების თანამდებობრივი სარგოები, რომლებიც არ რეგულირდება ამ კანონის სხვა მუხლებით და რომლებიც არ არიან ამ კანონის პირველი მუხლის მე-2, მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული პირები, დგინდება საჯარო დაწესებულების მოხელეთა თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული თანამდებობების ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის №2 დანართის №2 ცხრილის მიხედვით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით და აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. 

3. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო, რომელიც არ დგინდება არც ამ კანონის შესაბამისი მუხლებით და არც სპეციალური კანონმდებლობით, განისაზღვრება შემდეგი წესით:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაფუძნებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის №3 დანართის №3 ცხრილის მიხედვით საქართველოს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტზე ნამრავლს;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და ავტონომიური რესპუბლიკის მიერ დაფუძნებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის №3 დანართის №3 ცხრილის მიხედვით შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტზე ნამრავლს;

გ) მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) დაფინანსებაზე მყოფი ან/და მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) მიერ დაფუძნებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №2 დანართის №2 ცხრილის მიხედვით  მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს;

დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და მის მიერ დაფუძნებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით განსაზღვრული საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს;

ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 1561 მუხლით დადგენილი წესით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით განსაზღვრული საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობრივ სარგოს.

5. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებს სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო ეძლევათ შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით და ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო ეძლევა ზემდგომი თანამდებობის პირის/ორგანოს გადაწყვეტილებით, ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით და ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული იმ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელსაც ზემდგომი თანამდებობის პირი/ორგანო არ ჰყავს, სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო ეძლევა ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით და ზღვრული ოდენობის ფარგლებში, თავად საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.

8. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულებების თანამდებობების/პოზიციების მოხელეთა თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული თანამდებობების ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრის წესი.

საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5996 – ვებგვერდი, 10.06.2020წ.

თავი VIII
შრომის ანაზღაურებასთან და დასაქმებულ პირთა რიცხოვნობასთან დაკავშირებული ზოგიერთი შეზღუდვა

მუხლი 26. სახელფასო დანამატის საერთო ოდენობა

ამ კანონით გათვალისწინებული სახელფასო დანამატის ერთდროული ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი თანამდებობისათვის/პოზიციისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს 1 თვის ოდენობას, ხოლო წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი სახელფასო დანამატის ოდენობა – თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 20%-ს.

მუხლი 27. საჯარო დაწესებულებაში შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს და ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს ან ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის ანაზღაურება

საჯარო დაწესებულებაში შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო და ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს ან ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობა ანაზღაურდება ნამუშევარი საათებისა და თანამდებობრივი სარგოს მიხედვით, შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით, ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

მუხლი 28. ფულადი ჯილდოს საერთო ოდენობა

1. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ წლის განმავლობაში მიღებული ფულადი ჯილდოს საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ პირის მიერ დაკავებული თანამდებობის/პოზიციის თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 10%-ს.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული განსაკუთრებული შემთხვევისთვის, ერთჯერადად მიეცეს ფულადი ჯილდო ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის გაუთვალისწინებლად.

მუხლი 29.  საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და სტაჟიორთა რიცხოვნობის შეზღუდვა

1. საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-ს. ამ შეზღუდვიდან გამონაკლისი დაიშვება საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს რეკომენდაციების გათვალისწინებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოებში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე.

3. საჯარო დაწესებულებაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით მიღებულ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 5%-ს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების წესი, აგრეთვე საჯარო დაწესებულებაში არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნით მიღებულ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ზღვრული რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

5. საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა რიცხოვნობას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრავს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი. იგი არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-ს. სტაჟიორთა რიცხოვნობა არ ითვლება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ რიცხოვნობაში.

[ 5. საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა რიცხოვნობას განსაზღვრავს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი. სტაჟიორთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-ს.  (ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან)]

საქართველოს 2022 წლის 8 სექტემბრის კანონი №1754 – ვებგვერდი, 21.09.2022წ.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3626 – ვებგვერდი, 15.11.2023წ.

მუხლი 30. დროებითი ფუნქციების შესრულებისათვის ანაზღაურების წესი და პირობები და ნახევარ განაკვეთზე მუშაობის ანაზღაურება

1. პირს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის ფუნქციებს და თავისუფლდება თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან (სხვა ფუნქციების შესრულება), ეძლევა არმყოფი პირის თანამდებობრივი სარგო, თუ იგი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის თანამდებობრივი სარგო მისი შემცვლელი პირის თანამდებობრივ სარგოზე ნაკლებია, შემცვლელ პირს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო. პირს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის ფუნქციებს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან განთავისუფლების გარეშე (დამატებითი ფუნქციების შესრულება), თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ეძლევა სახელფასო დანამატი ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

2. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჯარო დაწესებულების ინტერესებიდან გამომდინარე, მოხელის მიერ საჯარო სამსახურის სისტემაში სხვა ფუნქციების შესრულებას ამ კანონით დადგენილი წესით ანაზღაურებს მოხელის მიმღები საჯარო დაწესებულება, ხოლო, საჯარო დაწესებულების ინტერესებიდან გამომდინარე, მოხელის მიერ საზღვარგარეთ სხვა ფუნქციების შესრულება ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, აგრეთვე მოხელეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, 1 წლამდე ასაკის ბავშვის აღზრდისათვის, აგრეთვე ორსულობის პერიოდში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის უფლების მინიჭების შემთხვევაში ეძლევა შესაბამისი თანამდებობის/პოზიციის თანამდებობრივი სარგო ნამუშევარი საათების პროპორციულად.

მუხლი 31. თანამდებობრივი სარგოს დაკავება

თანამდებობრივი სარგოს დაკავების საფუძველი შეიძლება გახდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება.

მუხლი 32. მიღებული სარგებლის უკან მოთხოვნის უფლება

შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებული შრომის ანაზღაურება ექვემდებარება დაბრუნებას საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმის საფუძველზე.

მუხლი 33. კერძო სექტორთან კონკურენციის დაძლევის შესაძლებლობა

1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს იმ პროფესიათა/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხა და შესაბამისი შრომის ანაზღაურების წესი, რომელთათვისაც მოითხოვება ისეთი პროფესიული უნარ-ჩვევები და კვალიფიკაცია, რომლებიც შრომის ბაზარზე იშვიათი და დეფიციტურია, ან/და რომელთა შესაბამისი შრომის ანაზღაურება კერძო სექტორში მნიშვნელოვნად აღემატება საჯარო სამსახურში არსებულ შრომის ანაზღაურებას.

2. საჯარო დაწესებულების მიმართვის საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო სამსახურის ბიურო ადგენს კონკრეტული თანამდებობისათვის/პოზიციისათვის განსაზღვრულ ფუნქციათა ერთობლიობის შინაარსის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ნუსხასთან შესაბამისობას.

თავი IX
გარდამავალი დებულებანი

მუხლი 34. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ვალდებულებები

1. საჯარო დაწესებულებებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2018 წლის 20 იანვრამდე უზრუნველყონ საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით  გათვალისწინებული საბაზო თანამდებობრივი სარგოს მიხედვით დამტკიცება, ამ კანონიდან გამომდინარე სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება და მათი 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედება.

2. ამ კანონის ამოქმედებიდან გამომდინარე, დაუშვებელია 2018–2020 საბიუჯეტო წლებში საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ფონდის გაზრდა 2018 წლის შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში განსაზღვრულ ჯამურ მაჩვენებელთან შედარებით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. 2019-2020 წლებში ამ კანონით დადგენილი წესით საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ფონდი 2018 წელთან შედარებით შეიძლება გაიზარდოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, მხოლოდ შესაბამისი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის პროცესში.

4. 2018 წლის განმავლობაში ამ კანონის №1 და №2 დანართების ცხრილების მიხედვით თანამდებობრივი სარგოების დადგენისას:

ა) დაუშვებელია დასაქმებული პირის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის/პოზიციისათვის ამ კანონის ამოქმედებამდე განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს შემცირება;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უფრო დაბალი თანამდებობისათვის/პოზიციისათვის განსაზღვრული კოეფიციენტი.

5. დაევალოს საქართველოს მთავრობას, 2018 წლის 5 იანვრამდე:

ა) მიიღოს დადგენილება „საქართველოს მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრების მიერ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხების, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესის“ დამტკიცების შესახებ“;

ბ) მიიღოს დადგენილება ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულებების თანამდებობების/პოზიციების მოხელეთა თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული თანამდებობების ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრის წესის შესახებ.

6. 2018–2020 წლებში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების (გარდა ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირებისა) თანამდებობრივი სარგოები განისაზღვროს შესაბამისი საშტატო ნუსხით და დადგინდეს არაუმეტეს ამ თანამდებობის პირებისათვის 2017 წელს გაცემული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების მიხედვით. განსხვავებული წესით თანამდებობრივი სარგო შეიძლება დადგინდეს მხოლოდ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის პროცესში.

61. 2018–2020 წლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგო დგინდება არაუმეტეს 4.0 კოეფიციენტის ფარგლებში განსაზღვრული კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით, ხოლო მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგო დგინდება არაუმეტეს 2.5 კოეფიციენტის ფარგლებში განსაზღვრული კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით და აისახება შესაბამის საშტატო ნუსხაში.

7. 2018–2020 წლებში საქართველოს მთავრობის წევრის მოადგილეს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრთა მოადგილეებს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესა და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს მიეცემათ ამ კანონით გათვალისწინებული სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო, რომელთა ოდენობებს ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობების ფარგლებში განსაზღვრავს ზემდგომი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი/პოლიტიკური თანამდებობის პირი/ორგანო.

8. მოხელეს, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის შესაბამისად მინიჭებული ჰქონდა საჯარო მოხელის საკლასო ჩინი, მიუხედავად იმისა, იღებდა თუ არა იგი საკლასო ჩინის დანამატს, და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონის საფუძველზე მიენიჭა პროფესიული საჯარო მოხელის შესაბამისი კლასი, მიეცემა საკლასო დანამატი ამ კანონის მე-10 მუხლის ცხრილის შესაბამისად.

საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2639 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3454 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.

მუხლი 341. საბაზო თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები

1. 2023 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე საბიუჯეტო წლებისთვის საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში საბაზო თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება, როგორც საქართველოს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული საბაზო თანამდებობრივი სარგო, გაზრდილი არანაკლებ ბოლო 4 კვარტალში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში „დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საკუთრების ფორმების მიხედვით“ არასახელმწიფო სექტორში დაფიქსირებული ნომინალური ხელფასის წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის საშუალო პროცენტული მაჩვენებლის ნახევრით.

2. ამ მუხლის საფუძველზე გაზრდილი შრომის ანაზღაურების ხარჯი უნდა დაფინანსდეს შესაბამისი ბიუჯეტიდან.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული საბაზო თანამდებობრივი სარგოს ზრდა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე დარღვეულია იმავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ზღვრული პარამეტრები.

საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2385 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

თავი X

დასკვნითი დებულებანი

მუხლი 35. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგული სამართლებრივი აქტები 

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოს პრეზიდენტის შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 25 მარტის №1202-Iს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13, 12.04.2005, მუხ. 89);

ბ) „საქართველოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 25 მარტის №1212-Iს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13, 12.04.2005, მუხ. 90).

3. ამ კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი მოქმედებს 2030 წლის 1 იანვრამდე.“.

მუხლი 36. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-18 და მე-19 მუხლებისა, ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის მე-18 და მე-19 მუხლები ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი მოქმედებს 2030 წლის 1 იანვრამდე.

საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5996 – ვებგვერდი, 10.06.2020წ.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

22 დეკემბერი 2017 წ.

N1825-რს





დანართი №1

ცხრილი №1

 

თანამდებობის იერარქიული რანგი
თანამდებობათა იერარქია
თანამდებობის დასახელება
სახელფასო კოეფიციენტების კატეგორიები თანამდებობრივი სარგოებისათვის
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
1
1
საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელის თანამდებობა
2.00
2.20
2.50
2.80
3.30
3.80
4.40
5.00
5.60
6.00
2
2
საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა
1.60
1.80
2.00
2.20
2.50
2.80
3.20
3.60
4.00
4.50
2
3
საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა
1.40
1.60
1.80
2.00
2.20
2.50
2.80
3.10
3.50
4.00
3
4
საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა
1.30
1.50
1.70
1.90
2.10
2.30
2.40
2.50
2.60
2.80
3
5
საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა
0.90
1.00
1.10
1.20
1.30
1.40
1.60
1.80
2.00
2.20
3
6
საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა
0.75
0.80
0.85
0.90
0.95
1.00
1.20
1.40
1.60
1.80
4
7
საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის  თანამდებობა
0.65
0.70
0.75
0.80
0.85
0.90
1.00
1.15
1.30
1.50
4
8
საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა
0.55
0.60
0.65
0.70
0.75
0.80
0.85
0.90
1.00
1.20
4
9
საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა
0.45
0.50
0.55
0.60
0.65
0.70
0.75
0.80
0.90
1.00
 

 

დანართი №2

ცხრილი №2

 

თანამდებობის იერარქიული რანგი

თანამდებობათა იერარქია

თანამდებობის დასახელება

სახელფასო კოეფიციენტების კატეგორიები

თანამდებობრივი სარგოებისათვის

 

 

 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

1

1

საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელის თანამდებობა

1.00

1.30

1.50

1.70

2.00

2.30

2.60

2.90

3.20

3.50

2

2

საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა

0.90

1.20

1.40

1.60

1.80

2.00

2.20

2.50

2.70

2.90

2

3

საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა

0.80

1.00

1.20

1.40

1.60

1.80

2.00

2.30

2.50

2.80

3

4

საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა

0.70

0.80

0.90

1.00

1.10

1.30

1.50

1.70

1.90

2.00

3

5

საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა

0.40

0.50

0.60

0.70

0.80

1.00

1.20

1.40

1.60

1.80

3

6

საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა

0.40

0.50

0.60

0.70

0.80

0.90

1.10

1.30

1.50

1.60

4

7

საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა

0.30

0.40

0.45

0.50

0.70

0.80

0.90

1.00

1.20

1.40

4

8

საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა

0.20

0.30

0.40

0.45

0.55

0.65

0.75

0.85

0.90

1.00

4

9

საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა

0.10

0.20

0.30

0.35

0.45

0.50

0.55

0.65

0.75

0.80

 

დანართი №3

საქართველოს 2020 წლის 1 ივლისის კანონი №6706 – ვებგვერდი, 07.07.2020წ.

ცხრილი №3

 

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები

თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტი

საქართველოს პრეზიდენტი

10.00

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

10.00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

10.00

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე

9.20

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე

9.00

საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე

8.60

საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე

8.50

საქართველოს მინისტრი/სახელმწიფო მინისტრი

8.50

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

8.50

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

8.50

საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე

8.30

საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე

8.30

საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

8.20

საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე

8.10

საქართველოს პარლამენტის წევრი

8.00

საქართველოს მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე

7.50

საქართველოს მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

7.25

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

6.50

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის/ფრაქციის თავმჯდომარე

6.00

ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი

6.00

ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე

5.25

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის/ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე

5.00

ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილე

5.00

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი

5.00

 

დანართი №4

საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2639 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3454 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.

ცხრილი №4.1

 

პოლიტიკური თანამდებობის პირები

თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი

8.50

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

8.50

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე

7.5

სახელმწიფო რწმუნებული

7.25

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე

7.25

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

6.5

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

6.00

სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე

5.50

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე

5.00

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის/ფრაქციის თავმჯდომარე

5.00

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე

4.00

 

ცხრილი №4.2

 

მუნიციპალიტეტების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) პოლიტიკური თანამდებობის პირები

თანამდებობრივი სარგოს
ზედა ზღვრის კოეფიციენტი

აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი

6.0

საკრებულოს თავმჯდომარე

6.0

აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის პირველი მოადგილე

5.0

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

5.0

აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილე

4.5

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

4.5

საკრებულოს კომისიის/ფრაქციის თავმჯდომარე

4.5

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე

 2.5

 


33. 05/09/2024 - საქართველოს კანონი - 4412-XVIმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/09/2024 32. 27/06/2024 - საქართველოს კანონი - 4322-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/07/2024 31. 30/05/2024 - საქართველოს კანონი - 4239-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/06/2024 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 30. 07/03/2024 - საქართველოს კანონი - 4084-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 14/03/2024 29. 13/12/2023 - საქართველოს კანონი - 3895-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 25/12/2023 28. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3886-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/12/2023 27. 16/11/2023 - საქართველოს კანონი - 3700-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 05/12/2023 26. 01/11/2023 - საქართველოს კანონი - 3602-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 20/11/2023 25. 01/11/2023 - საქართველოს კანონი - 3626-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/11/2023 24. 21/09/2023 - საქართველოს კანონი - 3522-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 23. 09/02/2023 - საქართველოს კანონი - 2567-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/02/2023 22. 15/12/2022 - საქართველოს კანონი - 2385-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/12/2022 21. 14/12/2022 - საქართველოს კანონი - 2298-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/12/2022 20. 20/10/2022 - საქართველოს კანონი - 1928-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 28/10/2022 19. 08/09/2022 - საქართველოს კანონი - 1754-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 21/09/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 18. 24/05/2022 - საქართველოს კანონი - 1574-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 06/06/2022 17. 30/12/2021 - საქართველოს კანონი - 1319-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 13/01/2022 16. 02/07/2020 - საქართველოს კანონი - 6733-რს - ვებგვერდი, 16/07/2020 15. 01/07/2020 - საქართველოს კანონი - 6706-რს - ვებგვერდი, 07/07/2020 14. 29/05/2020 - საქართველოს კანონი - 5996-IIს - ვებგვერდი, 10/06/2020 13. 18/02/2020 - საქართველოს კანონი - 5718-IIს - ვებგვერდი, 24/02/2020 12. 29/11/2019 - საქართველოს კანონი - 5399-Iს - ვებგვერდი, 10/12/2019 11. 20/09/2019 - საქართველოს კანონი - 4984-Iს - ვებგვერდი, 23/09/2019 10. 28/06/2019 - საქართველოს კანონი - 4904-IIს - ვებგვერდი, 28/06/2019 9. 02/04/2019 - საქართველოს კანონი - 4401-IIს - ვებგვერდი, 08/04/2019 8. 27/12/2018 - საქართველოს კანონი - 4270-რს - ვებგვერდი, 29/12/2018 7. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4094-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 6. 06/12/2018 - საქართველოს კანონი - 3891-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 5. 20/09/2018 - საქართველოს კანონი - 3454-Iს - ვებგვერდი, 09/10/2018 4. 05/09/2018 - საქართველოს კანონი - 3388-Iს - ვებგვერდი, 24/09/2018 3. 21/07/2018 - საქართველოს კანონი - 3291-რს - ვებგვერდი, 09/08/2018 2. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3135-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 1. 27/06/2018 - საქართველოს კანონი - 2639-IIს - ვებგვერდი, 06/07/2018