„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1574-VIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/05/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 010320000.05.001.020576
1574-VIIIმს-Xმპ
24/05/2022
ვებგვერდი, 06/06/2022
010320000.05.001.020576
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.018717) პირველი მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ1) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელზე;“;

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „გ“ და „გ2“−„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული:

ა) პირის მიერ ამ კანონის ან/და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული ყველა დანამატის, ფულადი ჯილდოს და სხვა დამატებითი ანაზღაურების ოდენობაზე ვრცელდება ამ კანონის 26-ე–28-ე მუხლებით დადგენილი ზღვრული ოდენობები, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული საკლასო დანამატისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ შემთხვევებისა, როდესაც საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ დამატებითი ანაზღაურების მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმები (მათ შორის, ნამსახურები წლები) და დანამატის ოდენობა განსაზღვრულია შესაბამისი ნორმატიული აქტით ან/და „საიდუმლო“ გრიფის მქონე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ბ) პირისთვის სახელფასო დანამატი შეიძლება დამატებით გაიცეს ამ კანონის 28-ე მუხლით დადგენილი ფულადი ჯილდოს ზღვრული ოდენობის ფარგლებში, იმ პირობით, რომ შესაბამისი პირის მიერ მიღებული სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო ჯამურად ამ კანონის 26-ე და 28-ე მუხლებით დადგენილ ზღვრულ ოდენობას არ გადააჭარბებს.

6. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „გ“ და „გ2“−„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირი იკავებს მოხელის თანამდებობას, მას საკლასო დანამატი (მოხელის კლასის არსებობის შემთხვევაში) მიეცემა ამ კანონის მე-10 მუხლის ცხრილის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

24 მაისი 2022 წ.

N1574-VIIIმს-Xმპ