„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2298-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010320000.05.001.020729
2298-IXმს-Xმპ
14/12/2022
ვებგვერდი, 23/12/2022
010320000.05.001.020729
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.018717) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ კანონით დადგენილი ნორმები არ ვრცელდება საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ იმ პირზე, რომელიც „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ან/და საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს წარმოადგენს ან/და მივლინებულია ან/და დანიშნულია დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში, გარდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან წარგზავნილი პირისა.“;

ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ პირთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.“. 

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შრომის ანაზღაურება (ხელფასი) – თანამდებობრივი სარგო, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამისი სახელფასო დანამატი, საკლასო დანამატი, დიპლომატიური რანგის დანამატი, ფულადი ჯილდო;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) დიპლომატიური რანგის დანამატი − „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დიპლომატიური რანგისთვის დაწესებული დანამატი;“.

3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. ამ კანონით გათვალისწინებული დიპლომატიური რანგის დანამატის ოდენობა და გაცემის წესი განისაზღვრება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

14 დეკემბერი 2022 წ.

N2298-IXმს-Xმპ