დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3700-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/11/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/12/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 010320000.05.001.102011 |
|
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.018717) პირველი მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე;“. მუხლი 2 1. საქართველოს მთავრობამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში ცვლილების შეტანა, რომლითაც განისაზღვრება ამ სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა სოციალური დაცვის საკითხები. 2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცება. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 16 ნოემბერი 2023 წ. N3700-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები