„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3891-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010320000.05.001.019290
3891-რს
06/12/2018
ვებგვერდი, 14/12/2018
010320000.05.001.019290
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.018717) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 18. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის თანამდებობრივი სარგო

1. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის (გარდა საქართველოს პარლამენტის წევრისა) თანამდებობრივი სარგო დგინდება ამ კანონის №3 დანართის №3 ცხრილის მიხედვით დადგენილი შესაბამისი ზედა ზღვრის კოეფიციენტის ფარგლებში განსაზღვრული კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით და აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში.

2. საქართველოს პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგო დგინდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, ამ კანონის №3 დანართის №3 ცხრილის მიხედვით დადგენილი შესაბამისი ზედა ზღვრის კოეფიციენტის ფარგლებში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

6 დეკემბერი 2018 წ.

N3891-რს