დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1754-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/09/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/09/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 010320000.05.001.020606 |
|
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.018717) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს კანონი აწესრიგებს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და სტაჟიორთა რიცხოვნობის განსაზღვრის საკითხებს, ადგენს შესაბამის პირთა ნახევარ განაკვეთზე მუშაობისას, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისას შრომის ანაზღაურების პირობებს და განსაზღვრავს მათთვის დროებით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისთვის შრომის ანაზღაურების გაცემის წესსა და პირობებს.“. 2. 29-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და სტაჟიორთა რიცხოვნობის შეზღუდვა“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა რიცხოვნობას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრავს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი. იგი არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-ს. სტაჟიორთა რიცხოვნობა არ ითვლება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ რიცხოვნობაში.“. მუხლი 2 1. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს სათანადო დადგენილებების ამ კანონთან შესაბამისობა. 2. საჯარო დაწესებულების იმ სტაჟიორთა რიცხოვნობა, რომლებსაც ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გამოცხადებული შესარჩევი კონკურსის საფუძველზე აქვთ სამართლებრივი ურთიერთობა აღნიშნულ საჯარო დაწესებულებასთან, არ ითვლება იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრულ საშტატო რიცხოვნობის 10%-იან ზღვარში. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს 2022 წლის 1 ოქტომბრიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 ნოემბრიდან. |
თბილისი, 8 სექტემბერი 2022 წ. N1754-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები