დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4084-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 07/03/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 010320000.05.001.102241 |
|
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.018717) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის თანამდებობრივი სარგო 1. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის (გარდა საქართველოს პარლამენტის წევრისა) თანამდებობრივი სარგო დგინდება ამ კანონის №3 დანართის №3 ცხრილით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით და აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. 2. საქართველოს პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები დგინდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. საქართველოს პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტის ზედა ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №3 დანართის №3 ცხრილით გათვალისწინებულ თანამდებობრივი სარგოს უმაღლეს კოეფიციენტს.“. 2. კანონის №3 დანართის №3 ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ცხრილი №3
“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 7 მარტი 2024 წ. N4084-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები