„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3522-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 010320000.05.001.021047
3522-XIIIმს-Xმპ
21/09/2023
ვებგვერდი, 12/10/2023
010320000.05.001.021047
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.018717) პირველი მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე;“;

გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

21 სექტემბერი 2023 წ.

N3522-XIIIმს-Xმპ