საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 934
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
სარეგისტრაციო კოდი 480.140.000.05.001.000.252
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
934
16/10/1997
პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
480.140.000.05.001.000.252
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (30/11/2018 - 06/12/2018)

საქართველოს კანონი

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის ამოცანები

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დადების, შესრულებისა და მოქმედების შეწყვეტის წესს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება იდება, სრულდება და წყდება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ამ კანონის შესაბამისად.

    მუხლი 2. კანონის გამოყენების სფერო

1. ეს კანონი გამოიყენება საქართველოს ყველა საერთაშორისო (სახელმწიფოთაშორისი, მთავრობათაშორისი და უწყებათაშორისი ხასიათის) ხელშეკრულების მიმართ, რომელიც რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით, მიუხედავად მისი სახისა და სახელწოდებისა (ხელშეკრულება, შეთანხმება, კონვენცია, პაქტი, ოქმი, წერილების გაცვლა, სხვა სახისა და სახელწოდების საერთაშორისო ხელშეკრულება).

2. ამ კანონის დებულებები აგრეთვე ვრცელდება ყოფილი სსრკ-ის იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებზე, რომელთა მიმართ საქართველომ თავი უფლებამონაცვლედ აღიარა.

    მუხლი 3.  ტერმინების განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საერთაშორისო ხელშეკრულება – საქართველოს მიერ უცხო სახელმწიფოსთან (სახელმწიფოებთან) ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ორგანიზაციებთან) წერილობითი ფორმით დადებული შეთანხმება, რომელიც რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით, განურჩევლად იმისა, წარმოდგენილია იგი ერთი თუ რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებული დოკუმენტით და მიუხედავად მისი კონკრეტული სახელწოდებისა;

ბ) ხელშემკვრელი მხარე – სახელმწიფო, რომელმაც გამოთქვა თანხმობა საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე, ხელშეკრულების ძალაში შესვლის მიუხედავად;

გ) მონაწილე – სახელმწიფო, რომელმაც გამოთქვა თანხმობა საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე და რომლისთვისაც ხელშეკრულება ძალაშია შესული;

დ) ხელშეკრულების დადება – ყველა მოქმედება, რომელსაც საქართველო ხელშეკრულების მიმართ ახორციელებს საერთაშორისო დონეზე, მოლაპარაკებათა გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და მისი სავალდებულოდ აღიარების ჩათვლით;

ე) ხელმოწერა – ხელშეკრულების დადების სტადია ან საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე საქართველოს თანხმობის გამოხატვის ფორმა;

ვ) რატიფიცირება, დამტკიცება, შეერთება – საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების მისთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობის გამოხატვის ფორმა;  

ზ) უფლებამოსილება – საქართველოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლის მეშვეობითაც ერთი ან რამდენიმე პირი ინიშნება საქართველოს მხარის წარმომადგენლად მოლაპარაკებათა გამართვის, ხელშეკრულების ტექსტის მიღების ან მისი აუთენტურობის დადგენის, ან ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა აქტის განხორციელების მიზნით;

თ) დათქმა – ხელშეკრულების ხელმოწერის, რატიფიცირების, დამტკიცების ან მასთან შეერთების დროს გაკეთებული ცალმხრივი განცხადება, რომელიც გამოხატავს საქართველოს მიმართ ხელშეკრულების გარკვეულ დებულებათა სამართლებრივი მოქმედების გამორიცხვის ან შეცვლის სურვილს;  

ი) საერთაშორისო ორგანიზაცია – საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისი ან მთავრობათაშორისი ორგანიზაცია; 

კ) დეპოზიტარი – სახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაცია ან მისი მთავარი აღმასრულებელი თანამდებობის პირი, რომელიც ინახავს საერთაშორისო ხელშეკრულების დედანს და ასრულებს ამასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სამართლის ნორმებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს;

ლ) დენონსაცია – საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის ფორმა, რომელიც ნიშნავს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად;

მ) გაუქმება (ანულირება) – საერთაშორისო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ფორმა, რომელიც ნიშნავს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას მეორე მონაწილე მხარის მიერ მისი არსებით ად დარღვევის შემთხვევაში ან საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმების შესაბამისად ;

ნ) კორექტირება – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ოფიციალურად დამოწმებული ქართული თარგმანის მის უცხოენოვან აუთენტურ ტექსტთან შეუსაბამობის შემთხვევაში ქართული თარგმანის შესწორება.

საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2886 - სსმ I, №10, 28.04.2006 წ., მუხ.73

საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3379 – ვებგვერდი, 21.09.2018წ.

    მუხლი 4. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება

1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება უცხო სახელმწიფოსთან და საერთაშორისო ორგანიზაციასთან იდება:

ა) საქართველოს სახელით – სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება;

ბ) საქართველოს მთავრობის სახელით − მთავრობათაშორისი ხელშეკრულება;

გ)  საქართველოს სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს პროკურატურის ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) სახელით − უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება.

2. საქართველოს სახელით იდება საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც მხარეთა შეთანხმებით ენიჭება სახელმწიფოთაშორისი ხასიათი, აგრეთვე ხელშეკრულება რომელიც ეხება:

ა) ტერიტორიულ და ზავის საკითხებს;

ბ) ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს;

გ) მოქალაქეობას;

დ) საქართველოს მონაწილეობას სახელმწიფოთაშორის კავშირებსა და სხვა საერთაშორისო გაერთიანებებში (ორგანიზაციებში);

ე) (ამოღებულია);

ვ) საქართველოს ტერიტორიისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენებას;

ზ) სახელმწიფოს მიერ სესხის აღებასა და გაცემას, სახელმწიფო გარანტიის გაცემას;

2 1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. საქართველოს სახელით სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებებს დებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში. საქართველოს მთავრობა წარმართავს ყველა მოქმედებას, რომლებსაც საქართველო საერთაშორისო დონეზე ახორციელებს სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების მიმართ, მოლაპარაკებათა გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერის და მისი სავალდებულოდ აღიარების ჩათვლით. საქართველოს მთავრობის თანხმობით, აღნიშნული მოქმედებები ან მათი ნაწილი შეიძლება განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტმა.  

3. საქართველოს მთავრობის სახელით იდება ყველა საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლებიც არ ეხება ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ საკითხებს ან რომელთაც მხარეთა შეთანხმებით ენიჭება მთავრობათაშორისი ხასიათი. 

4. საქართველოს სამინისტროს სახელით იდება უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება იმ საკითხებზე, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება. 

5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით დებს უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებებს სასაზღვრო სფეროში.

6. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით იდება უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება იმ საკითხებზე, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება.

7. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელით იდება უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება იმ საკითხებზე, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება.

8. საქართველოს პროკურატურის სახელით იდება უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება იმ საკითხებზე, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება.“.

საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4141 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.376 

საქართველოს 2010 წლის 7დეკემბრის კანონი №3879 - სსმ I, №69,15.12.2010 წ., მუხ.420

საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 16 დეკემბრის კანონი №4645 - ვებგვერდი, 28.12.2015წ.

საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2620 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3379 – ვებგვერდი, 21.09.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3810 - ვებგვერდი, 13.12.2018წ.

    მუხლი 5. საქართველოს ტერიტორიული ერთეულების კომპეტენცია

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების კომპეტენცია საერთაშორისო ხელშეკრულებებთან მიმართებით განისაზღვრება საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის დადგენის შემდეგ.

    მუხლი 6. საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობაში

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობის განუყოფელი ნაწილია.

2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ კანონსა და კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

3. ოფიციალურად გამოქვეყნებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დებულებები, რომლებიც ადგენენ კონკრეტული ხასიათის უფლებებსა და მოვალეობებს და არ საჭიროებენ დამაზუსტებელი შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიღებას, საქართველოში მოქმედებენ უშუალოდ.

საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1221 - სსმ I, №12, 29.06.2009 წ., მუხ.56

    მუხლი 7. საქართველოს თანხმობა საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე

1. საქართველოს თანხმობა საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე შეიძლება გამოიხატოს:

ა) ხელშეკრულების ხელმოწერით;

ბ) ხელშეკრულების შემადგენელი დოკუმენტების (ნოტების) გაცვლით;

გ) ხელშეკრულების რატიფიცირებით;  

დ) ხელშეკრულების დამტკიცებით; 

ე) ხელშეკრულებასთან შეერთებით;

ვ) ხელშეკრულებაზე თანხმობის ნებისმიერი სხვა ურთიერთშეთანხმებული საშუალების გამოყენებით.

2. საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით დადგენილი კომპეტენციის შესაბამისად.

საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3379 – ვებგვერდი, 21.09.2018წ.

 

თავი II. საერთაშორისო ხელშეკრულების დადება

    მუხლი 8. რეკომენდაციები საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე

1. საქართველოს პარლამენტი თავის რეკომენდაციებს საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

2. რეკომენდაციების წარდგენა მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შეუძლიათ აგრეთვე საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და სახალხო დამცველს. 

3. რეკომენდაციები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე უნდა შეიცავდეს ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის დასაბუთებას.

4. საქართველოს მთავრობის მიერ რეკომენდაციების მოწონების შემთხვევაში იგი მათი წარდგენიდან 2 თვის ვადაში ავალებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოამზადოს წინადადება აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე.

5. (ამოღებულია - 05.09.2018, №3379).

საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3379 – ვებგვერდი, 21.09.2018წ.

    მუხლი 9. წინადადებები საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე

1. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წარედგინება საქართველოს მთავრობას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 6 თვისა.

2. (ამოღებულია - 05.09.2018, №3379).  

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წარუდგენს საქართველოს მთავრობას ამ მუხლით დადგენილი წესით.

4.  საქართველოს სამინისტრო/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური/საქართველოს პროკურატურა/საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე თავის წინადადებას წარუდგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

5. საქართველოს სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის/საქართველოს პროკურატურის/საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე უნდა შეიცავდეს: საერთაშორისო ხელშეკრულების ავთენტურ ტექსტს ქართულ ენაზე და შესაბამის უცხოურ ენაზე, საერთაშორისო ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის, მისი პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური, ფინანსური და სხვა შესაძლო შედეგების დასაბუთებას. საჭიროების შემთხვევაში წინადადებას უნდა დაერთოს პროექტი საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ, აგრეთვე უნდა განისაზღვროს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებისათვის პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო და სხვა ღონისძიებათა განხორციელების აუცილებლობა.

6. ამ მუხლით გათვალისწინებულ წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს – საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ დასკვნისათვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს – ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ დასკვნისათვის, აგრეთვე საქართველოს შესაბამის სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს/საქართველოს პროკურატურას/საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს − დასკვნისათვის.

7. საქართველოს სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის/საქართველოს პროკურატურის/საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წინადადებას სახელმწიფოთაშორისი ან მთავრობათაშორისი საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე და ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნულ დასკვნებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის დასკვნასთან ერთად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

8. საქართველოს მთავრობისათვის წარდგენილი წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე უნდა შეიცავდეს: ხელშეკრულების პროექტს (ქართულ ენაზე), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის/საქართველოს პროკურატურის/საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დასკვნას და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების დადების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში წინადადებას უნდა დაერთოს პროექტი საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ.

9. წინადადებას იმ უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე, რომელიც მოითხოვს საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

10. უცხო სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შეთავაზებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წინადადების სახით, ამ მუხლით დადგენილი წესით წარუდგენს საქართველოს მთავრობას.  

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 - ვებგვერდი, 22.06.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 16 დეკემბრის კანონი №4645 - ვებგვერდი, 28.12.2015წ.

საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2620 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3379 – ვებგვერდი, 21.09.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3810 - ვებგვერდი, 13.12.2018წ.

    მუხლი 10. განზრახვა საერთაშორისო ხელშეკრულებაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ

1. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებაში საქართველოს მონაწილეობა საჭიროებს საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის წინასწარ თანხმობას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობას ამ კანონის მე-9 მუხლით დადგენილი წესით წარუდგენს წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულებაში საქართველოს მონაწილეობის განზრახვის შესახებ.

2. საერთაშორისო ხელშეკრულებაში საქართველოს მონაწილეობის განზრახვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა განკარგულებით. 

3. საერთაშორისო ხელშეკრულებაში საქართველოს მონაწილეობის განზრახვის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ატყობინებს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების დეპოზიტარს ან სხვა მონაწილე სახელმწიფოს.

საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3379 – ვებგვერდი, 21.09.2018წ.

    მუხლი 11. გადაწყვეტილება მოლაპარაკების გამართვისა და საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ

1. სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების ან მთავრობათაშორისი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკების გამართვისა და მისი ხელმოწერის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა განკარგულების სახით.  

2. გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკების გამართვისა და მისი ხელმოწერის შესახებ, შესაბამის უწყებასთან შეთანხმებით, იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრძანების სახით. 

საქართველოს 2012 წლის 13 მარტის კანონი №5790 - ვებგვერდი, 21.03.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3379 – ვებგვერდი, 21.09.2018წ.

    მუხლი 12. საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელება უფლებამოსილების წარდგენის გარეშე

1. საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს უფლება აქვთ, განახორციელონ საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული ყველა სახის მოქმედება უფლებამოსილების წარდგენის გარეშე.

2. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურსა და საქართველოს წარმომადგენლებს საერთაშორისო ორგანიზაციებში და კონფერენციებზე, აგრეთვე მათ ორგანოებში, უფლება აქვთ, საერთაშორისო ხელშეკრულების ტექსტის მიღების მიზნით უფლებამოსილების წარდგენის გარეშე აწარმოონ მოლაპარაკება ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან ან მოცემული საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ კონფერენციის ფარგლებში. 

საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1221 - სსმ I, №12, 29.06.2009 წ., მუხ.56

საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

    მუხლი 13. უფლებამოსილება საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელებაზე

1. უფლებამოსილება უნდა განსაზღვრავდეს მოლაპარაკებების ობიექტსა და პირის კომპეტენციის ფარგლებს.

2. უფლებამოსილებას სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების ან მთავრობათაშორისი ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით გასცემს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრძანებით. უფლებამოსილებას აფორმებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

3. უფლებამოსილებას უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრძანებით და აფორმებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3379 – ვებგვერდი, 21.09.2018წ.

    მუხლი 14. საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობას გამოხატავს საქართველოს პარლამენტი

1. საქართველოს პარლამენტი გამოხატავს თანხმობას საქართველოსთვის საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე რატიფიცირების (ან მასთან შეერთების) გზით.

2. იმ საერთაშორისო ხელშეკრულების გარდა, რომელიც ითვალისწინებს რატიფიცირებას, სავალდებულოა აგრეთვე ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება (ან მასთან შეერთება), რომელიც:

ა) ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციაში ან სახელმწიფოთაშორის კავშირში საქართველოს შესვლას;

ბ) სამხედრო ხასიათისაა;

გ) ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლას;

დ) დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ სესხის აღებასთან ან გაცემასთან;

ე) მოითხოვს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შეცვლას, ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი კანონების მიღებას;

ვ) რატიფიცირებას საჭიროებს საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტის თანახმად. 

საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3572 – ვებგვერდი, 20.11.2018წ.

    მუხლი 15. საერთაშორისო ხელშეკრულების საქართველოს პარლამენტში წარდგენა

1. საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომლის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობას საქართველოს პარლამენტი გამოხატავს, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის (ან მასთან შეერთებისათვის) წარუდგენს საქართველოს მთავრობა. 

2.  საერთაშორისო ხელშეკრულება რატიფიცირებისათვის (ან მასთან შეერთებისათვის) წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე (უცხოურენოვანი ავთენტური ტექსტის არსებობისას იგი წარდგენილი უნდა იქნეს ოფიციალურად დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად). ხელშეკრულებას უნდა ახლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნა საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნა ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის/საქართველოს პროკურატურის/საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დასკვნა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნა ხელშეკრულების დადების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ.

3. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების უცხოურ ენოვანი ტექსტების ქართულად თარგმნასა და თარგმანის ოფიციალურ დამოწმებას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიურო (შემდგომ თარგმნის ბიურო).

31 . თარგმნის ბიუროს მომსახურების სახეები, საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

4. საქართველოს მთავრობა რატიფიცირებისათვის (ან შეერთებისათვის) წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს საქართველოს შესაბამის საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ. 

საქართველოს 2000 წლის 16 მაისის კანონი №301 - სსმ I, №21, 01.06.2000 წ., მუხ.55 

საქართველოს 2012 წლის 13 მარტის კანონი № 5790 - ვებგვერდი, 21. 03.2012 წ.

საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 16 დეკემბრის კანონი №4645 - ვებგვერდი, 28.12.2015წ.

საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2620 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3572 – ვებგვერდი, 20.11.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3810 - ვებგვერდი, 13.12.2018წ.

    მუხლი 16. რატიფიცირებისათვის წარდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულების წინასწარ განხილვა

საქართველოს პარლამენტისთვის რატიფიცირებისათვის წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას, აგრეთვე ამ კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ კანონპროექტს წინასწარ განიხილავს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, საჭიროების შემთხვევაში – საქართველოს პარლამენტის სხვა კომიტეტებთან ერთად, და გამოაქვს შესაბამისი დასკვნა. 

საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3572 – ვებგვერდი, 20.11.2018წ.

 

მუხლი 17. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების (ან მასთან შეერთების) შესახებ გადაწყვეტილების მიღება 

1. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის (ან შეერთებისათვის) წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას, გარდა ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულებისა, განიხილავს საქართველოს პარლამენტი და სრული შემადგენლობის უმრავლესობით, დადგენილებით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

2. საქართველოს პარლამენტი ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებას (ან მასთან შეერთებას) ახორციელებს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედის უმრავლესობით.

3. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების (ან მასთან შეერთების) შესახებ დადგენილების საფუძველზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს სარატიფიკაციო სიგელს, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ადასტურებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 

საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3572 – ვებგვერდი, 20.11.2018წ.

საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

    მუხლი 18. საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების დამტკიცება ან მასთან შეერთება, რომელიც რატიფიცირებას არ ექვემდებარება 

საქართველოს მთავრობა დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას იმ საერთაშორისო ხელშეკრულების დამტკიცების ან მასთან შეერთების შესახებ, რომელიც არ ექვემდებარება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებას ან მასთან შეერთებას და ძალაში შესვლის მიზნით საჭიროებს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელებას. 

საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3379 – ვებგვერდი, 21.09.2018წ.

    მუხლი 19. საქართველოს ნორმატიულ აქტებში საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

1. საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარების საკითხის გადაწყვეტამდე, საჭიროების შემთხვევაში, იხილავს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.

2. საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარების საკითხის გადაწყვეტამდე, საჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში იხილავს და იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.

    მუხლი 20. საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებისდროებით გამოყენება

თუ საერთაშორისო ხელშეკრულება ითვალისწინებს მთლიანად ხელშეკრულების ან მისი ზოგიერთი დებულების დროებით გამოყენებას, ან ამის შესახებ მხარეებს შორის მიღწეულია შეთანხმება, საქართველო იყენებს ასეთ ხელშეკრულებას მისი ძალაში შესვლის მომენტიდან.

    მუხლი 21. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან

1. საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებამდე, უფლებამოსილი სუბიექტის მიერ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო ხელშეკრულების კონსტიტუციურობის შესახებ.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შემთხვევაში დაუშვებელია შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარების საკითხის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების კონსტიტუციასთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ამ ხელშეკრულების საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარება დასაშვებია მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონსტიტუციაში, დადგენილი წესით, შეტანილი იქნება შესაბამისი ცვლილებები.

    მუხლი 22. დათქმა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებაზე

1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერის, რატიფიცირების, დამტკიცების ან მასთან შეერთების დროს შესაძლებელია დათქმის გაკეთება ხელშეკრულების პირობების დაცვით და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად. დაუშვებელია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებაზე დათქმის გაკეთება იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ხელშეკრულება კრძალავს ამგვარ მოქმედებას და თუ ეს ეწინააღმდეგება ხელშეკრულების ობიექტსა და მიზნებს.

2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერის, რატიფიცირების, დამტკიცების ან ხელშეკრულებასთან შეერთების დროს გაკეთებული დათქმა ფორმდება წერილობით და ამის შესახებ ეცნობება დეპოზიტარს ან სხვა ხელშემკვრელ მხარეს.

3. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს მიერ გაკეთებულ დათქმაზე უარის თქმა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, იმავე წესით, რა წესითაც გაკეთდა დათქმა.

4. სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებაზე გაკეთებული დათქმის აღიარებას ან მასზე პროტესტის გამოთქმას, საერთაშორისო ხელშეკრულების პირობების დაცვითა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, ახორციელებს ის სახელმწიფო ორგანო, რომელიც წყვეტს საქართველოსათვის საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარების საკითხს.

    მუხლი 23. შეტყობინება საერთაშორისო ხელშეკრულების საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ან მისი დავალებით – საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, ან საქართველოს წარმომადგენლობა საერთაშორისო ორგანიზაციაში ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარების შესახებ ხელშემკვრელი მხარის ან დეპოზიტარისათვის შეტყობინების მიზნით.

    მუხლი 24. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ძალაში შესვლა

1. საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოსათვის ძალაში შედის იმ წესითა და ვადაში, რომლებიც გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებაში ან შეთანხმებულია მხარეებს შორის, და ამ კანონის შესაბამისად.

2. თუ საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის მოითხოვს რომელიმე შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესრულებას, ასეთი ხელშეკრულება საქართველოსათვის ძალაში შევა მხოლოდ სათანადო პროცედურის შესრულების შემდეგ.

მუხლი 25. საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის ინფორმირება საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დადების, აგრეთვე მისი მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ.

საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

 

თავი III. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების რეგისტრაცია, ტექსტის შენახვა და ოფიციალური გამოქვეყნება

    მუხლი 26. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების რეგისტრაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების აღრიცხვასა და რეგისტრაციას.

2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ტექსტი ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში გადაეცემა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად.

საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1882 - სსმ I, №33, 09.11.2009 წ., მუხ.204

    მუხლი 27. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების რეგისტრაცია საერთაშორისო ორგანიზაციებში

საქართველოსთვის ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების რეგისტრაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ორგანოებში უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

    მუხლი 28. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ტექსტის შენახვა

1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დედანი (დამოწმებული ასლი, ოფიციალური თარგმანი) შესანახად გადაეცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმოწერის დღიდან 15 დღის ვადაში.

2. ხელშეკრულების დედანს თან უნდა ერთვოდეს ინფორმაცია ხელმომწერ პირთა შესახებ და, საჭიროების შემთხვევაში, მათი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები.

    მუხლი 29. დეპოზიტარის ფუნქციის განხორციელება და სხვა დეპოზიტარებთან ურთიერთობა

1. თუ საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს დაეკისრება დეპოზიტარის ფუნქცია, ამ ფუნქციას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს მიმოწერას უცხო სახელმწიფოების ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ან მათ უმაღლეს თანამდებობის პირებთან, რომლებიც ასრულებენ დეპოზიტარის ფუნქციებს მრავალმხრივი ხელშეკრულებების მიმართ.

    მუხლი 30. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ოფიციალური გამოქვეყნება

1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა საქართველოს პარლამენტმა, ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა საქართველოს პრეზიდენტმა, ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და „საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებულში“.

3. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარება არ საჭიროებს საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ თანხმობის გამოხატვას, ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

4. საქართველოს ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების გამოქვეყნება სავალდებულო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა კრებულში.

5. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ერთ-ერთი აუთენტური ტექსტი შედგენილია ქართულ ენაზე, ხელშეკრულება ქვეყნდება ქართულ ენაზე.

6. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის აუთენტური ტექსტები შედგენილია მხოლოდ უცხო ენებზე, ქვეყნდება ამ ენათაგან ერთ-ერთზე, ოფიციალური ქართული თარგმანის თანდართვით.

საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2886 - სსმ I, №10, 28.04.2006 წ., მუხ.73

საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1882 - სსმ I, №33, 09.11.2009 წ., მუხ.204

 

თავი IV. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულება

    მუხლი 31. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულება

1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება ექვემდებარება კეთილსინდისიერად შესრულებას თვით ამ ხელშეკრულების პირობების, საერთაშორისო სამართლის ნორმების, საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. საქართველო მისთვის საერთაშორისო ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისი ნორმების გათვალისწინებით, თავს იკავებს ქმედებებისაგან, რომლებიც მოსპობდა ხელშეკრულების ობიექტსა და მიზნებს.

3. საქართველო ასრულებს საერთაშორისო ხელშეკრულებას საქართველოსათვის მისი ძალაში შესვლის მომენტიდან.

    მუხლი 32. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა

1. საქართველოს მთავრობა, საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტი იღებენ ზომებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად.

2.  საქართველოს სამინისტრო/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური/საქართველოს პროკურატურა/საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომლის კომპეტენციასაც განეკუთვნება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული საკითხები, უზრუნველყოფს საქართველოს მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, თვალყურს ადევნებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქართველოს უფლებების დაცვასა და ხელშეკრულების სხვა მხარეთა მიერ თავიანთი ვალდებულებების შესრულებას.

3. საქართველოს სამინისტრო/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური/საქართველოს პროკურატურა/საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ვალდებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებას ეხება.

საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 16 დეკემბრის კანონი №4645 - ვებგვერდი, 28.12.2015წ.

საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2620 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3810 - ვებგვერდი, 13.12.2018წ.

    მუხლი 33. ზედამხედველობა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებაზე

1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებაზე საერთო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოები ვალდებულნი არიან მიაწოდონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სრული ინფორმაცია საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულების შესახებ.

3. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების სხვა მხარეების მიერ თავიანთი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულნი არიან, ასეთი ფაქტების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. 

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების სხვა მონაწილის მიერ თავისი ვალდებულებების დარღვევისას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ან საქართველოს სხვა სამინისტრო/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური/საქართველოს პროკურატურა/საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებას აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე, საერთაშორისო სამართლისა და თავად საერთაშორისო ხელშეკრულების ნორმების შესაბამისად.

საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 16 დეკემბრის კანონი №4645 - ვებგვერდი, 28.12.2015წ.

საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2620 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3379 – ვებგვერდი, 21.09.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3810 - ვებგვერდი, 13.12.2018წ.

 

თავი IV1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირება

საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2886 - სსმ I, №10, 28.04.2006 წ., მუხ.73

    მუხლი 341. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადება

1.  საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ოფიციალურად დამოწმებული ქართული თარგმანის მის უცხოურენოვან ავთენტურ ტექსტთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში საქართველოს სამინისტრო/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური/საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური/საქართველოს პროკურატურა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ თავის წინადადებას წარუდგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქართულ თარგმანში შესწორების შეტანასა და შესწორებული თარგმანის ოფიციალურ დამოწმებას ახორციელებს თარგმნის ბიურო.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადებას, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა საქართველოს მთავრობამ გამოხატა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

4. საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადებას, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა საქართველოს პარლამენტმა გამოხატა, საქართველოს მთავრობა წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. 

5. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადებას უნდა დაერთოს საერთაშორისო ხელშეკრულების უცხოენოვანი აუთენტური ტექსტი და მისი შესწორებული, ოფიციალურად დამოწმებული ქართული თარგმანი.

საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2886 - სსმ I, №10, 28.04.2006 წ., მუხ.73

საქართველოს 2012 წლის 13 მარტის კანონი №5790 - ვებგვერდი, 21.03.2012 წ.

საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 16 დეკემბრის კანონი №4645 - ვებგვერდი, 28.12.2015წ.

საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2620 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3379 – ვებგვერდი, 21.09.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3810 - ვებგვერდი, 13.12.2018წ.

    მუხლი 342. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ გადაწყვეტილება

1. საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულების შემთხვევაში − სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედის უმრავლესობით, დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა მან გამოხატა.

2. საქართველოს მთავრობა დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა მან გამოხატა. 

3. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრძანებით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარებაზე მან გამოხატა თანხმობა. 

საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2886 - სსმ I, №10, 28.04.2006 წ., მუხ.73

საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3379 – ვებგვერდი, 21.09.2018წ.

    მუხლი 343. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შედეგები

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირება გავლენას არ ახდენს საქართველოს იმ უფლება-მოვალეობებზე, რომლებიც გამომდინარეობს ამ საერთაშორისო ხელშეკრულებიდან.

საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2886 - სსმ I, №10, 28.04.2006 წ., მუხ.73 

    მუხლი 344. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ შეტყობინება  

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ ატყობინებს საქართველოს მთავრობას, საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებისათვის პასუხისმგებელ საქართველოს სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს/ საქართველოს პროკურატურას/საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს.

საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2886 - სსმ I, №10, 28.04.2006 წ., მუხ.73 

საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 16 დეკემბრის კანონი №4645 - ვებგვერდი, 28.12.2015წ.

საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2620 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3810 - ვებგვერდი, 13.12.2018წ.

    მუხლი 345. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირებული ტექსტის რეგისტრაცია და გამოქვეყნება

1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირებულ ტექსტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ კანონის 26-ე მუხლის თანახმად გამოსაქვეყნებლად გადასცემს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირებული ტექსტი ოფიციალურად ქვეყნდება ამ კანონის 30-ე მუხლით დადგენილი წესით.

საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2886 - სსმ I, №10, 28.04.2006 წ., მუხ.73

საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1882 - სსმ I, №33, 09.11.2009 წ., მუხ.204

 

თავი V. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა ან შეჩერება

    მუხლი 35. წინადადებები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე

1.  საქართველოს სამინისტრო/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური/საქართველოს პროკურატურა/საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე თავის დასაბუთებულ წინადადებას წარუდგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ წინადადებას იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა საქართველოს პარლამენტმა ან საქართველოს მთავრობამ გამოხატა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას.

3. უცხო სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შეთავაზებას საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წინადადების სახით, ამ მუხლით დადგენილი წესით წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

4. წინადადებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა საქართველოს პარლამენტმა გამოხატა, საქართველოს მთავრობა წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. 

5.  წინადადება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე უნდა შეიცავდეს: ხელშეკრულების დედნის დამოწმებულ ასლს (ქართულ ენაზე), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნას მისი მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის/საქართველოს პროკურატურის/საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დასკვნას.

საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 16 დეკემბრის კანონი №4645 - ვებგვერდი, 28.12.2015წ.

საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2620 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3379 – ვებგვერდი, 21.09.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3810 - ვებგვერდი, 13.12.2018წ.

    მუხლი 36. მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების მიზნით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებათა წინასწარი განხილვა

საქართველოს პარლამენტში მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების მიზნით წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას წინასწარ განიხილავს საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი, საჭიროების შემთხვევაში – საქართველოს პარლამენტის სხვა კომიტეტებთან ერთად, და გამოაქვს შესაბამისი დასკვნა.

    მუხლი 37. გადაწყვეტილება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ

1. საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულების შემთხვევაში − სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედის უმრავლესობით, დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა მან გამოხატა.

2. საქართველოს მთავრობა განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა მან გამოხატა. 

3. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრძანების სახით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა მან გამოხატა.

საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3379 – ვებგვერდი, 21.09.2018წ.

    მუხლი 38. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შედეგები

საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ან არ არის მიღწეული რაიმე სხვაგვარი შეთანხმება ხელშეკრულების მხარეთა შორის, ათავისუფლებს საქართველოს ნებისმიერი ვალდებულებისაგან – შემდგომში შეასრულოს ხელშეკრულება, და არ ახდენს გავლენას საქართველოს უფლება-მოვალეობებსა და იურიდიულ მდგომარეობაზე, რომელიც წარმოიქმნა ხელშეკრულების შესრულების შედეგად მისი მოქმედების შეწყვეტამდე.

    მუხლი 39. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეჩერების შედეგები

1. საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეჩერება, თუ ხელშეკრულებით ან მხარეებს შორის სხვაგვარი შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მოქმედების შეჩერების პერიოდში ათავისუფლებს საქართველოს ხელშეკრულების შესრულების ვალდებულებისაგან იმ მონაწილე მხარეებთან ურთიერთობაში, რომელთა მიმართაც შეჩერებულია ხელშეკრულების მოქმედება და არ მოქმედებს იმ სამართლებრივ ურთიერთობებზე, რომელნიც ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოსა და სხვა მონაწილე მხარეებს შორის.

2. საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეჩერების პერიოდში საქართველო თავს იკავებს ქმედებებისაგან, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ხელშეკრულების მოქმედების განახლებას.

    მუხლი 40. ოფიციალური შეტყობინება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე

1. გადაწყვეტილება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე ქვეყნდება 30-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად აცნობებს ხელშეკრულების მონაწილე მხარეს ან დეპოზიტარს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე.

 

თავი VI. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 41. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის ამოქმედების მომენტიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 11 თებერვლის კანონი „საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, რატიფიკაციის, შესრულებისა და დენონსაციის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., №4, მუხ. 22).

საქართველოს პრეზიდენტი      ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 16 ოქტომბერი

№934–ს

17. 18/10/2022 - საქართველოს კანონი - 1923-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/10/2022 16. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4082-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 15. 06/12/2018 - საქართველოს კანონი - 3899-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 14. 30/11/2018 - საქართველოს კანონი - 3810-Iს - ვებგვერდი, 13/12/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 13. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3572-Iს - ვებგვერდი, 20/11/2018 12. 05/09/2018 - საქართველოს კანონი - 3379-Iს - ვებგვერდი, 21/09/2018 11. 27/06/2018 - საქართველოს კანონი - 2620-IIს - ვებგვერდი, 06/07/2018 10. 16/12/2015 - საქართველოს კანონი - 4645-რს - ვებგვერდი, 28/12/2015 9. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1053-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 12/06/2012 - საქართველოს კანონი - 6439-რს - ვებგვერდი, 22/06/2012 7. 13/03/2012 - საქართველოს კანონი - 5790-Iს - ვებგვერდი, 21/03/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 07/12/2010 - საქართველოს კანონი - 3879-IIს - სსმ, 69, 15/12/2010 5. 22/10/2009 - საქართველოს კანონი - 1882 - სსმ, 33, 09/11/2009 4. 12/06/2009 - საქართველოს კანონი - 1221 - სსმ, 12, 29/06/2009 3. 27/12/2006 - საქართველოს კანონი - 4141 - სსმ, 4141, 29/12/2006 2. 14/04/2006 - საქართველოს კანონი - 2886 - სსმ, 10, 28/04/2006 1. 16/05/2000 - საქართველოს კანონი - 301 - სსმ, 21, 01/06/2000