„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1053-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 480140000.05.001.017054
1053-Iს
06/09/2013
ვებგვერდი, 23/09/2013
480140000.05.001.017054
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს მთავრობის სახელით − მთავრობათაშორისი ხელშეკრულება;

გ) საქართველოს სამინისტროს სახელით − უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება.“;

ბ) მე-3−მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს მთავრობის სახელით იდება ყველა საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლებიც არ ეხება ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ საკითხებს ან რომელთაც მხარეთა შეთანხმებით ენიჭება მთავრობათაშორისი ხასიათი.

4. საქართველოს სამინისტროს სახელით იდება უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება იმ საკითხებზე, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება.

5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით დებს უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებებს სასაზღვრო სფეროში.“.

2. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პარლამენტი თავის რეკომენდაციებს საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წარუდგენს საქართველოს მთავრობას, ხოლო თუ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება − საქართველოს პრეზიდენტს.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „4. საქართველოს მთავრობის მიერ რეკომენდაციების მოწონების შემთხვევაში იგი მათი წარდგენიდან 2 თვის ვადაში ავალებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოამზადოს წინადადება აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. თუ რეკომენდაციები წარედგინა საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც მოიწონა ისინი და ამ რეკომენდაციების მხარდაჭერის თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას, რომელმაც ასევე მოიწონა ეს რეკომენდაციები, მოქმედებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესი.“.

3. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 9. წინადადებები საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე

1. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წარედგინება საქართველოს მთავრობას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 6 თვისა.

2. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე უგზავნის საქართველოს პრეზიდენტს.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წარუდგენს საქართველოს მთავრობას ამ მუხლით დადგენილი წესით.

4. საქართველოს სამინისტროები თავიანთ წინადადებებს საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წარუდგენენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

5. საქართველოს სამინისტროების წინადადებები საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე უნდა შეიცავდეს: საერთაშორისო ხელშეკრულების ავთენტურ ტექსტს ქართულ ენაზე და შესაბამის უცხოურ ენაზე, საერთაშორისო ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის, მისი პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური, ფინანსური და სხვა შესაძლო შედეგების დასაბუთებას. საჭიროების შემთხვევაში წინადადებას უნდა დაერთოს პროექტი საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ, აგრეთვე უნდა განისაზღვროს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებისათვის პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო და სხვა ღონისძიებათა განხორციელების აუცილებლობა.

6. ამ მუხლით გათვალისწინებულ წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს − საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ დასკვნისათვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს – ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ დასკვნისათვის, აგრეთვე საქართველოს შესაბამის სამინისტროს − დასკვნისათვის.

7. საქართველოს სამინისტროების წინადადებებს სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების თაობაზე და ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნულ დასკვნებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის დასკვნასთან ერთად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

8. საქართველოს მთავრობისთვის წარდგენილი წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე უნდა შეიცავდეს: ხელშეკრულების პროექტს (ქართულ ენაზე), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, საქართველოს  შესაბამისი სამინისტროს დასკვნას და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების დადების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში წინადადებას უნდა დაერთოს პროექტი საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

9. წინადადებას იმ უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე, რომელიც მოითხოვს საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

10. უცხო სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შეთავაზებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წინადადების სახით, ამ მუხლით დადგენილი წესით წარუდგენს საქართველოს მთავრობას. თუ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება, საქართველოს მთავრობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ წინადადებას გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს.“.

4. მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონაწილეობა საჭიროებს ხელშეკრულების მონაწილე სხვა სახელმწიფოს (საერთაშორისო ორგანიზაციის) წინასწარ თანხმობას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობას ამ კანონის მე-9 მუხლით დადგენილი წესით წარუდგენს წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონაწილეობის განზრახვის შესახებ. თუ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება, საქართველოს მთავრობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ წინადადებას გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს.

2. საერთაშორისო ხელშეკრულებაში საქართველოს მონაწილეობის განზრახვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა განკარგულების სახით, ხოლო თუ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება − საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ბრძანებულების სახით, რომელიც საჭიროებს საქართველოს  პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას.“.

5. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვისა და მათი ხელმოწერის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა განკარგულების სახით, ხოლო თუ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება − საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ბრძანებულების სახით, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას.“.

6. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს უფლება აქვთ, განახორციელონ საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული ყველა სახის მოქმედება უფლებამოსილების წარდგენის გარეშე.“.

7. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. უფლებამოსილებას სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებით გასცემს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრძანებით, ხოლო თუ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება − საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს საქართველოს     პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას. უფლებამოსილებას აფორმებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.“.

8. მე-15 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომლის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობას საქართველოს პარლამენტი გამოხატავს, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის (ან მასთან შეერთებისათვის) წარუდგენს საქართველოს მთავრობა, ხოლო თუ საერთაშორისო ხელშეკრულება დადებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ან, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება − საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, რაც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას.

2. საერთაშორისო ხელშეკრულება რატიფიცირებისათვის (ან მასთან შეერთებისათვის) წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე (უცხოურენოვანი ავთენტური ტექსტის არსებობისას იგი წარდგენილი უნდა იქნეს ოფიციალურად დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად). ხელშეკრულებას უნდა ახლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნა საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნა ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, საქართველოს შესაბამისი სამინისტროს დასკვნა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნა ხელშეკრულების დადების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს მთავრობა, ხოლო თუ საერთაშორისო ხელშეკრულება დადებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ან, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება − საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით რატიფიცირებისათვის (ან შეერთებისათვის) წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს საქართველოს შესაბამის საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ.“.

9. მე-17 და მე-18 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების (ან მასთან შეერთების) შესახებ გადაწყვეტილების მიღება

1. საქართველოს მთავრობის მიერ, ხოლო თუ საერთაშორისო ხელშეკრულება დადებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ან, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება − საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით რატიფიცირებისათვის (ან მასთან შეერთებისათვის) წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას განიხილავს საქართველოს პარლამენტი და სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას დადგენილების სახით.

2. საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების (ან მასთან შეერთების) შესახებ მიღებული საქართველოს პარლამენტის დადგენილების საფუძველზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს სარატიფიკაციო სიგელს, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო თუ საერთაშორისო ხელშეკრულება დადებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ან, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება − საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, და ადასტურებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

მუხლი 18. საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების დამტკიცება (ან მასთან შეერთება), რომელიც რატიფიცირებას არ ექვემდებარება

საქართველოს მთავრობა დადგენილებით, ხოლო თუ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება − საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას, იღებს გადაწყვეტილებას იმ საერთაშორისო ხელშეკრულების დამტკიცების (ან მასთან შეერთების) შესახებ, რომელიც არ ექვემდებარება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებას (ან მასთან შეერთებას) და ძალაში შესვლისათვის საჭიროებს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელებას.“.

10. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 25. საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის ინფორმირება საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დადების, აგრეთვე მისი მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ.“.

11. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 32. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა

1. საქართველოს მთავრობა, საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტი იღებენ ზომებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად.

2. საქართველოს სამინისტროები, რომელთა კომპეტენციას განეკუთვნება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული საკითხები, უზრუნველყოფენ საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, თვალყურს ადევნებენ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქართველოს უფლებების დაცვას და ხელშეკრულების სხვა მხარეთა მიერ თავიანთი ვალდებულებების შესრულებას.

3. საქართველოს სამინისტროები ვალდებული არიან, მიაწოდონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია, რომელიც ეხება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებას.“.

12. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 34. ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება სხვა მონაწილეთა მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევისას

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების სხვა მონაწილეთა მიერ თავიანთი ვალდებულებების დარღვევისას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ან საქართველოს სხვა სამინისტრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით წარუდგენს საქართველოს მთავრობას წინადადებებს აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე, საერთაშორისო სამართლისა და თავად ხელშეკრულების ნორმების შესაბამისად. თუ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება, საქართველოს მთავრობა საქართველოს სამინისტროებისგან მიღებულ წინადადებებს გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს.“.

13. 341 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლით გათვალისწინებულ საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადებას, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა საქართველოს მთავრობამ ან საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პრეზიდენტს.

4. საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადებას, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა საქართველოს პარლამენტმა გამოხატა, საქართველოს მთავრობა, ხოლო თუ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება − საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.“.

14. 342 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს მთავრობა დადგენილებით ან საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას, იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა შესაბამისად საქართველოს მთავრობამ ან საქართველოს პრეზიდენტმა.“.

15. 344 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 344. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ შეტყობინება

  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ ატყობინებს საქართველოს მთავრობას, საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებაზე პასუხისმგებელ საქართველოს სამინისტროს.“.

16. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 35. წინადადებები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე

  1. საქართველოს სამინისტროები თავიანთ დასაბუთებულ წინადადებებს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე წარუდგენენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ წინადადებას იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა საქართველოს პარლამენტმა ან  საქართველოს მთავრობამ,  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას. თუ თანხმობა გამოხატა საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე საქართველოს მთავრობა გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს.

3. უცხო სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შეთავაზებას საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე წინადადების სახით საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მუხლით დადგენილი წესით. თუ საერთაშორისო ხელშეკრულება დადო საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, საქართველოს მთავრობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ წინადადებას გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს.

4. წინადადებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა საქართველოს პარლამენტმა გამოხატა, საქართველოს მთავრობა, ხოლო თუ საერთაშორისო ხელშეკრულება დადებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ − საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რაც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას.

5. წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე უნდა შეიცავდეს: ხელშეკრულების დედნის დამოწმებულ ასლს (ქართულ ენაზე), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნას მისი მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი სამინისტროს დასკვნას.“.

17. 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს მთავრობა განკარგულებით ან საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას, იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა შესაბამისად საქართველოს მთავრობამ ან საქართველოს პრეზიდენტმა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

6 სექტემბერი 2013 წ.

N1053-Iს