„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4082-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 480140000.05.001.019324
4082-რს
22/12/2018
ვებგვერდი, 28/12/2018
480140000.05.001.019324
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ან საქართველოს პროკურატურის სახელით − უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით დებს უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებებს იმ საკითხებზე, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება.“;

გ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-9 მუხლის მე-4−მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს სამინისტრო/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური/საქართველოს პროკურატურა საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე თავის წინადადებას წარუდგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

5. საქართველოს სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის/საქართველოს პროკურატურის წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე უნდა შეიცავდეს: საერთაშორისო ხელშეკრულების ავთენტურ ტექსტს ქართულ ენაზე და შესაბამის უცხოურ ენაზე, საერთაშორისო ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის, მისი პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური, ფინანსური და სხვა შესაძლო შედეგების დასაბუთებას. საჭიროების შემთხვევაში წინადადებას უნდა დაერთოს პროექტი საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ, აგრეთვე უნდა განისაზღვროს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებისათვის პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო და სხვა ღონისძიებათა განხორციელების აუცილებლობა.

6. ამ მუხლით გათვალისწინებულ წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს − საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ დასკვნისათვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს – საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ დასკვნისათვის, აგრეთვე საქართველოს შესაბამის სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს/საქართველოს პროკურატურას − დასკვნისათვის.

7. საქართველოს სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის/საქართველოს პროკურატურის წინადადებას სახელმწიფოთაშორისი ან მთავრობათაშორისი საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე და ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნულ დასკვნებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის დასკვნასთან ერთად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

8. საქართველოს მთავრობისათვის წარდგენილი წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე უნდა შეიცავდეს: საერთაშორისო ხელშეკრულების პროექტს (ქართულ ენაზე), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის/საქართველოს პროკურატურის დასკვნას და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში წინადადებას უნდა დაერთოს პროექტი საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ.“.

3. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საერთაშორისო ხელშეკრულება რატიფიცირებისათვის (ან მასთან შეერთებისათვის) წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე (უცხოურენოვანი ავთენტური ტექსტის არსებობისას იგი წარდგენილი უნდა იქნეს ოფიციალურად დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად). საერთაშორისო ხელშეკრულებას უნდა ახლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნა საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნა საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის/საქართველოს პროკურატურის დასკვნა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნა საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ.“.

4. 32-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს სამინისტრო/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური/საქართველოს პროკურატურა, რომლის კომპეტენციასაც განეკუთვნება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული საკითხები, უზრუნველყოფს საქართველოს მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, თვალყურს ადევნებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქართველოს უფლებების დაცვასა და ხელშეკრულების სხვა მხარეთა მიერ თავიანთი ვალდებულებების შესრულებას.

3. საქართველოს სამინისტრო/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური/საქართველოს პროკურატურა ვალდებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებას ეხება.“.

5. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 34. ღონისძიებები, რომლებიც ხორციელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების სხვა მონაწილის მიერ ამ ხელშეკრულების დარღვევისას

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების სხვა მონაწილის მიერ თავისი ვალდებულებების დარღვევისას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ან საქართველოს სხვა სამინისტრო/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური/საქართველოს პროკურატურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებას აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე, საერთაშორისო სამართლისა და თავად საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ნორმების შესაბამისად.“.

6. 341 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ოფიციალურად დამოწმებული ქართული თარგმანის მის უცხოურენოვან ავთენტურ ტექსტთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში საქართველოს სამინისტრო/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური/საქართველოს პროკურატურა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ თავის წინადადებას წარუდგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.“.

7. 344 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 344. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების  თარგმანის  კორექტირების შესახებ შეტყობინება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ ატყობინებს საქართველოს მთავრობას, საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებისათვის პასუხისმგებელ საქართველოს სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს/საქართველოს პროკურატურას.“.

8. 35-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სამინისტრო/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური/საქართველოს პროკურატურა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე თავის დასაბუთებულ წინადადებას წარუდგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. წინადადება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე უნდა შეიცავდეს: საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დედნის დამოწმებულ ასლს (ქართულ ენაზე), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნას მისი მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის/საქართველოს პროკურატურის დასკვნას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

ქუთაისი,

22 დეკემბერი 2018 წ.

N4082-რს