„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3379-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/09/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 480140000.05.001.019131
3379-Iს
05/09/2018
ვებგვერდი, 21/09/2018
480140000.05.001.019131
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) რატიფიცირება, დამტკიცება, შეერთება – საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების მისთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობის გამოხატვის ფორმა;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) დათქმა – ხელშეკრულების ხელმოწერის, რატიფიცირების, დამტკიცების ან მასთან შეერთების დროს გაკეთებული ცალმხრივი განცხადება, რომელიც გამოხატავს საქართველოს მიმართ ხელშეკრულების გარკვეულ დებულებათა სამართლებრივი მოქმედების გამორიცხვის ან შეცვლის სურვილს;“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. საქართველოს სახელით სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებებს დებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში. საქართველოს მთავრობა წარმართავს ყველა მოქმედებას, რომლებსაც საქართველო საერთაშორისო დონეზე ახორციელებს სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების მიმართ, მოლაპარაკებათა გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერის და მისი სავალდებულოდ აღიარების ჩათვლით. საქართველოს მთავრობის თანხმობით, აღნიშნული მოქმედებები ან მათი ნაწილი შეიძლება განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტმა.“.

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ხელშეკრულების რატიფიცირებით;“.

4. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პარლამენტი თავის რეკომენდაციებს საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წარუდგენს საქართველოს მთავრობას.“;

ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-9 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. უცხო სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შეთავაზებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წინადადების სახით, ამ მუხლით დადგენილი წესით წარუდგენს საქართველოს მთავრობას.“.

6. მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებაში საქართველოს მონაწილეობა საჭიროებს საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის წინასწარ თანხმობას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობას ამ კანონის მე-9 მუხლით დადგენილი წესით წარუდგენს წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულებაში საქართველოს მონაწილეობის განზრახვის შესახებ.

2. საერთაშორისო ხელშეკრულებაში საქართველოს მონაწილეობის განზრახვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა განკარგულებით.“.

7. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების ან მთავრობათაშორისი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკების გამართვისა და მისი ხელმოწერის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა განკარგულების სახით.“.

8. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უფლებამოსილებას სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების ან მთავრობათაშორისი ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით გასცემს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრძანებით. უფლებამოსილებას აფორმებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.“.

9. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების დამტკიცება ან მასთან შეერთება, რომელიც რატიფიცირებას არ ექვემდებარება

საქართველოს მთავრობა დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას იმ საერთაშორისო ხელშეკრულების დამტკიცების ან მასთან შეერთების შესახებ, რომელიც არ ექვემდებარება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებას ან მასთან შეერთებას და ძალაში შესვლის მიზნით საჭიროებს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელებას.“.

10. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 34. ღონისძიებები, რომლებიც ხორციელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების სხვა მონაწილის მიერ ამ ხელშეკრულების დარღვევისას

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების სხვა მონაწილის მიერ თავისი ვალდებულებების დარღვევისას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ან საქართველოს სხვა სამინისტრო/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური/საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებას აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე, საერთაშორისო სამართლისა და თავად საერთაშორისო ხელშეკრულების ნორმების შესაბამისად.“.

11. 341 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლით გათვალისწინებული საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადებას, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა საქართველოს მთავრობამ გამოხატა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

4. საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადებას, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა საქართველოს პარლამენტმა გამოხატა, საქართველოს მთავრობა წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.“.

12. 342 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულების შემთხვევაში − სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედის უმრავლესობით, დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა მან გამოხატა.

2. საქართველოს მთავრობა დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა მან გამოხატა.“.

13. 35-ე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლით გათვალისწინებულ წინადადებას იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა საქართველოს პარლამენტმა ან საქართველოს მთავრობამ გამოხატა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას.

3. უცხო სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შეთავაზებას საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წინადადების სახით,  ამ მუხლით დადგენილი წესით წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

4. წინადადებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა საქართველოს პარლამენტმა გამოხატა, საქართველოს მთავრობა წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.“.

14. 37-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულების შემთხვევაში − სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედის უმრავლესობით, დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა მან გამოხატა.

2. საქართველოს მთავრობა განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა მან გამოხატა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 სექტემბერი 2018 წ.

N3379-Iს