„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3899-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 480140000.05.001.019271
3899-რს
06/12/2018
ვებგვერდი, 14/12/2018
480140000.05.001.019271
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. რატიფიცირებისათვის წარდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულების წინასწარ განხილვა

საქართველოს პარლამენტისათვის რატიფიცირებისათვის წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას, აგრეთვე ამ კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ კანონპროექტს წინასწარ განიხილავს საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.“.

2. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 36. მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების მიზნით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებათა განხილვა

საქართველოს პარლამენტში მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების მიზნით წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას განიხილავს საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების დღის მომდევნო დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

6 დეკემბერი 2018 წ.

N3899-რს