„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5790-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 480140000.05.001.016624
  • Word
5790-Iს
13/03/2012
ვებგვერდი, 21/03/2012
480140000.05.001.016624
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 44, 11.11.1997, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ:

1. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. გადაწყვეტილებას სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვისა და მათი ხელმოწერის შესახებ იღებს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულების სახით.“.

2. მე-15 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების უცხოურენოვანი ტექსტების ქართულად თარგმნასა და თარგმანის ოფიციალურ დამოწმებას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიურო (შემდგომ თარგმნის ბიურო).;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

31. თარგმნის ბიუროს მომსახურების სახეები, საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით..

3. 341 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქართულ თარგმანში შესწორების შეტანასა და შესწორებული თარგმანის ოფიციალურ დამოწმებას ახორციელებს თარგმნის ბიურო..

მუხლი 2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ კანონის გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში უზრუნველყოს ამავე კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრძანების გამოცემა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 13 მარტი.

№5790-I