სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ

  • Word
სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 430
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/10/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 27-28/4, 21/11/1996
სარეგისტრაციო კოდი 280.070.110.05.001.000.172
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
430
16/10/1996
პარლამენტის უწყებანი, 27-28/4, 21/11/1996
280.070.110.05.001.000.172
სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (13/07/2000 - 13/12/2000)

� საქართველოს კანონი

სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ

თავი პირველი

ზოგადი დებულებები

��� მუხლი 1. საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირები

ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები:

ა) ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტმენტში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში;

ბ) ოფიცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სამხედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო-სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ-სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახის წევრები � თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით;

გ) რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებსა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით);

დ) პარტიზანები, მოხალისეები, პარტიზანული და მოხალისეთა რაზმების მეთაურები, რომელთა თანამდებობები შეესაბამებოდა ოფიცერთა თანამდებობებს;

ე) მეორე მსოფლიო ომში და სხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში დაღუპულ (უგზო-უკვლოდ დაკარგულ) ან იქ მიღებული ჭრილობის, დასახიჩრების, კონტუზიისა და სხვა დაავადების შედეგად გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრები;

ვ) გარდაცვლილ სამხედრო პენსიონერთა ოჯახის წევრები;

ზ) სხვა სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების მუშაკები და მათი ოჯახის წევრები საქართველოსა და ამ სახელმწიფოთა შორის დადებული ხელშეკრულების (შეთანხმების) საფუძველზე;

თ) სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ვადიანი სამხედრო სამსახურის მოსამსახურეები, თადარიგიდან სამხედრო ან სპეციალურ შეკრებებზე გაწვეული პირები (გარდა ოფიცრებისა) და მათი ოჯახის წევრები მარჩენალის დაკარგვის შემთხვევაში;

ი) მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საკონცენტრაციო ბანაკებსა და გეტოებში იძულებით პატიმრობაში მყოფი მეომრები და სხვა პირები, რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ დამტყვევებელი მხარის სასარგებლოდ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში;

კ) მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საკონცენტრაციო ბანაკებსა და გეტოებში იძულებით პატიმრობაში მყოფი ყოფილი არასრულწლოვანი პატიმრები.

საქართველოს 1998 წლის 31 მარტის კანონი №1319-პარლამენტის უწყებანი, №15-16, 30.04.1998წ., გვ.11

საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1851-სსმI, №12(19), 06.04.1999წ., მუხ.43

��� მუხლი 2. საპენსიო უზრუნველყოფის სახეობანი

1. სამხედრო მოსამსახურეებს, თუ მათ აქვთ სამხედრო სამსახურში ამ კანონით დადგენილი წელთა ნამსახურობა, უფლება აქვთ მიიღონ პენსია წელთა ნამსახურობისათვის.

2. სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დაინვალიდდნენ ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლება აქვთ მიიღონ პენსია ინვალიდობის გამო.

3. სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის ან გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებს უფლება აქვთ მიიღონ პენსია მარჩენალის დაკარგვის გამო.

4. მეორე მსოფლიო ომისა და სხვა შეიარაღებული კონფლიქტების პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობილ პირთა ოჯახს უფლება აქვს მიიღოს პენსია მარჩენალის დაკარგვის გამო.

��� მუხლი 3. პენსიის დანიშვნის უფლების რეალიზაცია

1. სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც ამ კანონის თანახმად საპენსიო უზრუნველყოფის უფლება აქვთ, პენსია მიეცემათ სამსახურიდან თადარიგში გასვლის ან სამსახურიდან გადადგომის შემდეგ.

2. სამხედრო მოსამსახურეებს ინვალიდობის, ხოლო მათი ოჯახების წევრებს მარჩენალის დაკარგვის გამო პენსია დაენიშნებათ სამსახურის ხანგრძლივობის მიუხედავად.

3. გარდაცვლილ პენსიონერთა და შეიარაღებული კონფლიქტების პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობილ პირთა ოჯახის წევრებს უფლება აქვთ მიიღონ პენსია მარჩენალის დაკარგვის გამო იმავე საფუძველზე, რომელიც დადგენილია სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისათვის.

4. პენსიები არ დაენიშნებათ სასამართლო წესით სამხედრო ან სპეციალურ წოდებაჩამორთმეულ პირებს და მათი ოჯახის წევრებს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ისინი გამართლებული ან რეაბილიტირებული არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით.

��� მუხლი 4. პენსიის სახეობის არჩევის უფლება

1. სამხედრო მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს, რომელთაც ერთდროულად რამდენიმე სახეობის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება აქვთ, მათი სურვილის შესაბამისად ენიშნებათ ერთი სახეობის პენსია.

2. მეორე მსოფლიო ომსა და სხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში დაღუპული (უგზო-უკვლოდ დაკარგული) სამხედრო მოსამსახურეების მშობლებისათვის, მეუღლისა (თუ მეორედ არ დაქორწინებულა) და არასრულწლოვანი ბავშვებისათვის ამ კანონით დადგენილია პენსიის დანიშვნის სხვა პირობები.

��� მუხლი 5. იმ პირების საპენსიო უზრუნველყოფა, რომლებმაც განიცადეს რადიაციული ზემოქმედება

სამხედრო მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებაც ბირთვული იარაღის აფეთქების და გამოცდის ან სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციის და მათი შედეგების ლიკვიდაციისას განიცადეს რადიაციული ზემოქმედება, პენსიების დანიშვნის დროს ეძლევათ დამატებითი შეღავათები, პენსიის დანამატი და კომპენსაციები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.

��� მუხლი 6. ერთდროული ფულადი დახმარება

სამხედრო მოსამსახურეებს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნისას, სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს მარჩენალის დაკარგვის გამო და გარდაცვლილ სამხედრო პენსიონერთა ოჯახის წევრებს ეძლევათ ერთდროული ფულადი დახმარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.

��� მუხლი 7. პენსიონერთა სოციალური დახმარება

აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების, ქალაქების მერიების და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ადგილობრივ ბიუჯეტებში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სამხედრო პენსიონერებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დახმარება დამატებითი მატერიალური უზრუნველყოფისა და/ან შეღავათების დაწესების სახით.

��� მუხლი 8. სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფა

სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფა ხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

��� მუხლი 9. საპენსიო უზრუნველყოფის ორგანოები

1. სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფას ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს სახელმწიფო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს უშიშროების სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მეშვეობით.

2. სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს, სასწავლო ან სპეციალურ შეკრებებზე გაწვეულ პირებს (გარდა ოფიცრებისა) და მათი ოჯახის წევრებს მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიით უზრუნველყოფს სახელმწიფო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოების მეშვეობით.

საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1851-სსმI, №12(19), 06.04.1999წ., მუხ.43

��� მუხლი 10. პენსიის გაანგარიშება

1. პენსიის გაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღისათვის არსებული თანამდებობრივი, სამხედრო ან სპეციალური წოდების, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატის და სასურსათო ულუფის ღირებულების ფულადი სარგოები ინდექსაციის გათვალისწინებით.

2. პენსიის გაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება დანამატი ფულად სარგოზე, რომელიც გათვალისწინებულია მაღალმთიან და სხვა განსაკუთრებულ პირობებში სამხედრო სამსახურის გავლისას.

საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91-სსმI, №52(59), 31.12.1999წ., მუხ.253

თავი მეორე

წელთა ნამსახურობის პენსია

��� მუხლი 11. წელთა ნამსახურობის პენსიის უფლების განმსაზღვრელი პირობები

წელთა ნამსახურობის გამო პენსია ენიშნებათ:

ა) ამ კანონის პირველი მუხლის �ა� პუნქტში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და მეტი კალენდარული წელი;

ბ) იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო საჭიროების გამო გაწვეულ იქნენ სამხედრო სამსახურში, საპენსიო ასაკის მიღწევის დღისთვის იმყოფებიან სამხედრო სამსახურში და აქვთ სამხედრო ძალებში წელთა ნამსახურობის 10 წელი;

გ) ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯარების, სხვა კანონიერი სამხედრო ფორმირებების სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პენსიონერებს, რომლებიც შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალების კადრის სამხედრო სამსახურში.

��� მუხლი 12. პენსიის ოდენობა

პენსია დაენიშნებათ:

ა) ამ კანონის მე-11 მუხლის �ა� პუნქტში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს 20 წლის ნამსახურობისათვის, ხოლო ამ კანონის მე-11 მუხლის �ბ� პუნქტში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს 10 წლის ნამსახურობისათვის, ყოველთვიური თანამდებობრივი, სამხედრო ან სპეციალური წოდების, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატის და სასურსათო ულუფის ღირებულების ფულადი სარგოს 50 პროცენტი, ხოლო ავადმყოფობით ან ასაკით, ან 1956 წელს ქართულ სამხედრო შენაერთში (დივიზიაში) სამხედრო სამსახურიდან იძულებით დათხოვნის შემთხვევაში, რომლებსაც აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და მეტი კალენდარული წელი � 55 პროცენტი;

ბ) 20 წელზე მეტი ნამსახურობის ყოველ წელიწადზე პენსიას დაემატება აღნიშნული ფულადი სარგოს 3 პროცენტი, იმ გაანგარიშებით, რომ პენსიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ ფულადი სარგოს � 85 პროცენტს;

გ) მე-11 მუხლის �ბ� პუნქტში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს საერთო შრომითი სტაჟისათვის ყოველთვიური თანამდებობრივი, სამხედრო ან სპეციალური წოდების, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატის და სასურსათო ულუფის ღირებულების ფულადი სარგოს 50 პროცენტი. 20 წელზე ზემოთ მუშაობის ყოველ წელიწადზე პენსიას დაემატება აღნიშნული ფულადი სარგოს 1 პროცენტი იმ გაანგარიშებით, რომ პენსიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ ფულადი სარგოს 85 პროცენტს;

დ) მე-11 მუხლის �გ� პუნქტში დასახელებულ პირებს, თუ ისინი უარს განაცხადებენ მათთვის ადრე დანიშნული პენსიის მიღებაზე, პენსია დაენიშნებათ ამ მუხლის �ა� და �ბ� პუნქტებით დადგენილი წესითა და ოდენობით. ამავე დროს ნამსახურობის წლებში მათ ჩაეთვლებათ როგორც ადრინდელი, ასევე საქართველოს სამხედრო ძალებში ნამსახური წლები.

��� მუხლი 13. პენსიის მინიმალური ოდენობა

წელთა ნამსახურობის გამო პენსიის ოდენობა შეიძლება იყოს მეტი, მაგრამ არ უნდა იყოს ნაკლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ასაკის გამო მინიმალური პენსიის ოდენობაზე.

��� მუხლი 14. წელთა ნამსახურობის პენსიის მომატება ინვალიდებისათვის, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ჭრილობის, კონტუზიის ან დაავადების შედეგად მიიღეს ტრავმა (სამხედრო ტრავმა)

1. წელთა ნამსახურობის გამო პენსიის მომატება ინვალიდებისათვის, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ჭრილობის, კონტუზიის ან დაავადების შედეგად მიიღეს ტრავმა (სამხედრო ტრავმა), რომლის გამოც დაინვალიდდნენ, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ასაკის გამო მინიმალური პენსიის ოდენობით:

ა) I და II ჯგუფის ინვალიდებისათვის � 300 პროცენტი

ბ) III ჯგუფის ინვალიდებისათვის � 150 პროცენტი

გ) სამხედრო სამსახურისას დაავადებული I და II ჯგუფის ინვალიდებისათვის � 130 პროცენტი, ხოლო III ჯგუფის ინვალიდებისათვის � 100 პროცენტი.

2. აღნიშნული პენსიონერების მიმართ შეიძლება გავრცელდეს ამ კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებული პენსიონერთა ზოგიერთი კატეგორიისათვის დადგენილი პენსიის მომატება.

��� მუხლი 15. წელთა ნამსახურობის პენსიის დანამატი

ამ კანონის პირველი მუხლის �ა� პუნქტში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს წელთა ნამსახურობის პენსიაზე, მათ შორის, მინიმალური ოდენობის პენსიაზე, დაერიცხებათ შემდეგი დანამატი:

ა) პენსიონერებს, რომლებიც არიან I ჯგუფის ინვალიდები ან მიაღწიეს 75 წლის ასაკს, აგრეთვე პენსიონერებს, რომლებიც სამკურნალო დაწესებულებების დასკვნის საფუძველზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებენ სხვა პირთაგან მუდმივ მოვლას (დახმარებას, ზედამხედველობას) პენსიონერის მოვლა-პატრონობისათვის საქართველოში დადგენილი ასაკის გამო მინიმალური პენსიის 2/3 ოდენობით;

ბ) უმუშევარ პენსიონერებს, რომლებმაც მიაღწიეს კანონით დადგენილ საპენსიო ასაკს და ინვალიდ პენსიონერებს, რომელთა კმაყოფაზე იმყოფებიან არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო წევრები � ოჯახის თითოეულ წევრზე საქართველოში დადგენილი ასაკის გამო მინიმალური პენსიის 2/3 ოდენობით. ამ შემთხვევაში დანამატი დაერიცხებათ ოჯახის შრომისუუნარო იმ წევრებს, რომლებიც არ ღებულობენ შრომის ან სოციალურ პენსიას. თუ ერთდროულად არსებობს სოციალურ პენსიასა და წელთა ნამსახურობის პენსიაზე ოჯახის შრომისუუნარო წევრისათვის დანამატის დანიშვნის საფუძველი, მაშინ პენსიონერის სურვილის შესაბამისად ოჯახის წევრს დაენიშნება სოციალური პენსია ან პენსიონერის პენსიას �დანამატი ოჯახის ამ წევრზე.

��� მუხლი 16. წელთა ნამსახურობის გაანგარიშება

1.    წელთა ნამსახურობაში პენსიის დანიშვნისათვის ჩაითვლება:

ა) სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი � სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოებში;� დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში �და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურეები, რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები უსაფუძვლოდ იყვნენ მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებულნი.

2. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოამსახურეებს წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოთ სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და უშიშროების სამსახურის ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. 6 წლის ზემოთ სწავლის ერთი წელი ჩაეთვლებათ 6 თვედ.

3. წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.

4. წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.

5. ამ კანონის პირველი მუხლის �ბ� პუნქტში ჩამოთვლილ პირთათვის პენსიის დასანიშნად წელთა ნამსახურობის გამოანგარიშების წესს განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1851-სსმI, №12(19), 06.04.1999წ., მუხ.43

თავი მესამე

ინვალიდობის პენსია

��� მუხლი 17. ინვალიდობის პენსიის დანიშვნის პირობები

ამ კანონის პირველი მუხლის �ა� პუნქტში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს ინვალიდობის პენსია დაენიშნებათ, თუ ისინი დაინვალიდდნენ სამხედრო ან ოპერატიული სამსახურის პერიოდში არა უგვიანეს სამი თვისა სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ, ან თუ დაინვალიდდნენ ამ ვადაზე უფრო გვიან, მაგრამ სამსახურის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების გამო.

��� მუხლი 18. ინვალიდობის დადგენა

1. ინვალიდობის ჯგუფებს, მათ გამომწვევ მიზეზებს, დაინვალიდების დროსა და გადამოწმების ვადას განსაზღვრავენ შესაბამისი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიები.

2. ინვალიდობისდა მიხედვით დგინდება ინვალიდობის სამი ჯგუფი I, II და III.

��� მუხლი 19. ინვალიდობის კატეგორიები

1. ინვალიდობის მიზეზების გათვალისწინებით ინვალიდები იყოფიან შემდეგ კატეგორიებად:

ა) ომის ინვალიდებად, ინვალიდებად სამხედრო ტრავმის შედეგად, თუ ინვალიდობა უკავშირდება საქართველოს და ყოფილი სსრ კავშირის ინტერესების, მათი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას ან სხვა სამხედრო ან ოპერატიულ მოვალეობათა შესრულებას, აგრეთვე სხვა ქვეყნების ლოკალურ ომებში მიღებულ ჭრილობას, დასახიჩრებას, კონტუზიას ან დაავადებას.

ბ) ომის ინვალიდებს მიეკუთვნებიან არასრულწლოვანი აღსაზრდელები, რომლებიც იმყოფებოდნენ მოქმედ არმიაში, ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც მიიღეს ტრავმა ან დაავადება ტყვეობის პერიოდში, თუ დატყვევება არ იყო ნებაყოფლობითი და ტყვემ არ ჩაიდინა სამშობლოს წინაშე სისხლის სამართლის დანაშაული;

) ინვალიდებად, თუ ჭრილობა, დასახიჩრება, კონტუზია ან დაავადება არ არის დაკავშირებული სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულებასთან.

��� მუხლი 20. ინვალიდობის პენსიის ოდენობა

ამ კანონის პირველი მუხლის �ა� პუნქტში ჩამოთვლილ პირთათვის დადგენილია ინვალიდობის პენსიის შემდეგი ოდენობა:

ა) სამხედრო ტრავმის შედეგად დაინვალიდებულ I და II ჯგუფის ინვალიდებისათვის � 85 პროცენტი, III ჯგუფის ინვალიდებისათვის � 50 პროცენტი იმ ფულადი სარგოდან, რომელიც დადგენილია ამ კანონის მე-10 მუხლით;

ბ) სამხედრო სამსახურის გავლისას დაინვალიდებული I და II ჯგუფის ინვალიდებისათვის � 75 პროცენტი, III ჯგუფის ინვალიდებისათვის � 40 პროცენტი იმ ფულადი სარგოდან, რომელიც დადგენილია ამ კანონის მე-10 მუხლით;

��� მუხლი 21. ინვალიდობის მინიმალური პენსიის ოდენობა

ამ კანონის პირველი მუხლის �ა� პუნქტში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს ინვალიდობის მინიმალური პენსია განესაზღვრებათ საქართველოში დადგენილი ასაკის გამო მინიმალური პენსიის შემდეგი ოდენობით:

ა) სამხედრო ტრავმის შედეგად დაინვალიდებულ I და II ჯგუფის ინვალიდებს � 300 პროცენტი, III ჯგუფის ინვალიდებს � 100 პროცენტი.

��� მუხლი 22. დანამატი ინვალიდობის პენსიაზე

ამ კანონის პირველი მუხლის �ა� პუნქტში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს ინვალიდობის პენსიაზე დანამატი დაერიცხებათ იმ ოდენობით, რომელიც განსაზღვრულია ამ კანონის მე-15 მუხლით.

��� მუხლი 23. ინვალიდობის პენსიის დასანიშნი პერიოდი

1. სამხედრო მოსამსახურეებს ინვალიდობის პენსია დაენიშნებათ შესაბამისი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიის მიერ დადგენილი ინვალიდობის მთელი ვადით � მამაკაცებს 65 წლის და ქალებს 60 წლის ასაკს ზემოთ � მუდმივად. ამ კანონის მე-19 მუხლის ა� პუნქტში გათვალისწინებულ პირებს (ომის ინვალიდებს) ინვალიდობის პენსია მუდმივად დაენიშნებათ � მამაკაცებს 55 წლის და ქალებს 50 წლის ასაკის შესრულების შემდეგ. მუდმივად დანიშნული პენსიების მქონე პენსიონერთა ხელახალი შემოწმება შეიძლება მხოლოდ მათი განცხადების საფუძველზე.

2. თუ ინვალიდი პენსიონერი, რომელსაც არა აქვს საპენსიო ასაკი, შრომისუნარიანად ჩაითვლება, მაშინ პენსია მას მიეცემა იმ თვის ბოლომდე, რომელშიც იგი შრომისუნარიანად იქნა მიჩნეული, შემდგომ მას პენსიის მიცემა შეუწყდება.

��� მუხლი 24. პენსიის ოდენობის გაანგარიშება ინვალიდობის ჯგუფის შეცვლისას

ინვალიდობის ჯგუფის შეცვლა იწვევს პენსიის ოდენობის შეცვლას. ამასთან, თუ ინვალიდს სამხედრო ტრავმის შედეგად ჯანმრთელობის მდგომარეობა უუარესდება საერთო დაავადების, შრომითი დასახიჩრების ან პროფესიული დაავადების გამო, მაშინ პენსიის გაანგარიშება ხდება ინვალიდობის ახალი ჯგუფის მიხედვით, ინვალიდობის გამომწვევი პირველადი მიზეზების შენარჩუნებით.

თავი მეოთხე

პენსია მარჩენალის დაკარგვის გამო

��� მუხლი 25. პენსიის დანიშვნის პირობები

1. ამ კანონის პირველი მუხლის ა� პუნქტში აღნიშნულ სამხედრო მოსამსახურთა ოჯახის წევრებს მარჩენალის დაკარგვის გამო პენსია ენიშნებათ, თუ მარჩენალი დაიღუპა ან გარდაიცვალა სამხედრო სამსახურის დროს ან არა უმეტეს სამი თვისა სამხედრო სამსახურიდან გასვლის შემდეგ, ან ამ ვადაზე გვიან სხვა დაავადებით, რომელიც სამხედრო მოსამსახურემ მიიღო სამხედრო სამსახურის ან ოპერატიული მუშაობის დროს, აგრეთვე თუ მარჩენალი გარდაიცვალა პენსიის მიღების პერიოდში ან პენსიის შეწყვეტის შემდეგ არა უგვიანეს 5 წლისა. ამ უფლებით სარგებლობენ ყოფილი სამხედრო ტყვეების ოჯახის წევრები, რომლებიც ნებაყოფლობით არ ჩაბარდნენ ტყვედ და ტყვეობაში ყოფნის დროს არ ჩაიდინეს სამშობლოს წინააღმდეგ მიმართული ქმედობა.

2. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე საომარი მოქმედების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი უთანაბრდება ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახს.

��� მუხლი 26. მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიის მიღების უფლების მქონე ოჯახის წევრები

1. მარჩენალის დაკარგვის შემთხვევაში პენსიის მიღების უფლება აქვთ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი დაღუპული (გარდაცვლილი) მარჩენალის ოჯახის წევრებს, რომლებიც მის კმაყოფაზე იმყოფებოდნენ.

2. კმაყოფაზე ყოფნის მიუხედავად პენსია ენიშნებათ შრომისუუნარო შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, თუ მათ მარჩენალის დაკარგვის შემდეგ არ გააჩნიათ საარსებო წყარო, ამ კანონის მე-19 მუხლის ა� პუნქტში აღნიშნული მიზეზებით გარდაცვლილ პირთა შრომისუუნარო მშობლებსა და მეუღლეს, ამ მუხლის �ბ� პუნქტში აღნიშნულ ერთ-ერთ მშობელს ან ოჯახის სხვა წევრს.

3. ოჯახის შრომისუუნარო წევრებად ითვლებიან:

ა) შვილები, დები და ძმები, რომლებსაც არ მიუღწევიათ 18 წლის ასაკისათვის, ან ამ ასაკს ზევით, თუ ისინი დაინვალიდდნენ 18 წლის მიღწევამდე, ამასთან დები, ძმები და შვილიშვილები � იმ პირობით, თუ მათ არ ჰყავთ შრომისუნარიანი მშობლები ;

ბ) დედა, მამა, ცოლი, ქმარი, თუ მათ შეუსრულდათ საპენსიო ასაკი : ქალებს � 60 წელი, მამაკაცებს � 65 წელი ან არიან ინვალიდები ;

გ) ერთ-ერთი მშობელი ან მეუღლე, ან ბებია, პაპა, ძმა, და ან მეურვე, ასაკისა და შრომისუუნარობის მიუხედავად, თუ იგი უვლის გარდაცვლილი მარჩენალის შვილებს, დებს, ძმებს, რომლებსაც არ შესრულებიათ 14 წელი და არ მუშაობენ ;

დ) ბებია და პაპა � თუ არა ჰყავთ კანონიერი მარჩენალი.

4. საშუალო სპეციალური, უმაღლესი და სხვა სასწავლებლების მოსწავლეებს, სწავლის ფორმის მიუხედავად, მარჩენალის დაკარგვის შემთხვევაში პენსიის მიღების უფლება აქვთ სასწავლებლის დამთავრებამდე, მაგრამ მხოლოდ 23 წლის ასაკის შესრულებამდე.

5. მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიის დანიშვნის წესი შესაბამისად ვრცელდება აგრეთვე უგზო-უკვლოდ დაკარგულის ოჯახის წევრებზე, თუ მარჩენალის დაკარგვა დადასტურებულია დადგენილი წესით.

��� მუხლი 27. მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიის მიღების შეღავათიანი პირობები

1. ამ კანონის მე-19 მუხლის ა� პუნქტში ჩამოთვლილი მიზეზების შედეგად გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებს მარჩენალის დაკარგვის გამო 14 წლის ასაკამდე შვილების მოვლისათვის პენსიის მიღების უფლება აქვთ ასაკის, შრომისუნარიანობის და მუშაობის მიუხედავად.

2. ამ კანონის მე-19 მუხლის ა� პნქტში აღნიშნული მიზეზების შედეგად გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის დედას, მეუღლეს (თუ მეორედ არ დაქორწინებულა) მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიის მიღების უფლება აქვთ 50 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ.

��� მუხლი 28. დაღუპულთა (გარდაცვლილთა) კმაყოფაზე მყოფი ოჯახის წევრები

1. დაღუპულთა (გარდაცვლილთა) კმაყოფაზე მყოფ ოჯახის წევრებად ითვლებიან პირები, რომლებიც იმყოფებოდნენ მათ კმაყოფაზე ან მათგან ღებულობდნენ დახმარებას, რაც წარმოადგენდა მუდმივ და ძირითად საარსებო წყაროს.

2. დაღუპულთა (გარდაცვლილთა) ოჯახის წევრებს, რომელთათვისაც დახმარება წარმოადგენდა მუდმივ და ძირითად საარსებო წყაროს და თვითონაც იღებდნენ რომელიმე სახეობის პენსიას, შეიძლება დაენიშნოთ პენსია მარჩენალის დაკარგვის გამო.

��� მუხლი 29. სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი ბავშვებისათვის პენსიის დანიშვნა მარჩენალის დაკარგვის გამო

სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფ დედ-მამით ობოლ ბავშვებს პენსია ეძლევათ სრული ოდენობით, ხოლო სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფ სხვა ბავშვებს � დანიშნული პენსიის 50 პროცენტი.

��� მუხლი 30. მშვილებელთა და ნაშვილებთა საპენსიო უზრუნველყოფა

1. მშვილებელთა მშობლებს თანაბრად აქვთ მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიის მიღების უფლება, ხოლო ნაშვილებს � ღვიძლი შვილების თანაბრად.

2. არასრულწლოვანებს, რომელთაც აქვთ მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიის მიღების უფლება, ეს უფლება უნარჩუნდებათ შვილად აყვანის შემთხვევაშიც.

��� მუხლი 31. დედინაცვლის, მამინაცვლისა და გერის უფლება პენსიაზე

დედინაცვალს და მამინაცვალს დედისა და მამის, ხოლო გერს შვილის თანაბრად აქვთ მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიის მიღების უფლება.

��� მუხლი 32. მეორე მსოფლიო ომსა და სხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში დაღუპულთა (გარდაცვლილთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა) მშობლებისა და მეუღლის პენსიები

თუ მეორე მსოფლიო ომსა და სხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში, რომლებიც მიმდინარეობდა საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, დაღუპულთა (გარდაცვლილთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა) შრომისუუნარო მშობლებს და მეუღლეს აქვთ სხვადასხვა ორგანოებიდან ორი სახის პენსიის მიღების უფლება, დაენიშნებათ ორივე.

��� მუხლი 33. მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიის ოდენობა

1.    მარჩენალის დაკარგვის გამო დადგენილია შემდეგი ოდენობის პენსია:

ა) ამ კანონის მე-19 მუხლის ა� პუნქტში აღნიშნული მიზეზების შედეგად დაღუპულ (გარდაცვლილ) პირველი მუხლის ა� პუნქტში და 26 -ე მუხლში ჩამოთვლილ პირთა ოჯახის ყოველ შრომისუუნარო წევრზე � 50 პროცენტი ფულადი სარგოსი, რომელიც დადგენილია კანონის მე-10 მუხლით ამავე ოდენობით მიეცემათ პენსია დედ-მამით ობოლ ბავშვებს.

ბ) ამ კანონის მე-19 მუხლის გ� პუნქტში აღნიშნული მიზეზების შედეგად დაღუპულთა (გარდაცვლილთა) პირველი მუხლის ა� პუნქტში და 26-ე მუხლში ჩამოთვლილ პირთა ოჯახის ყოველ შრომისუუნარო წევრზე � 40 პროცენტი ფულადი სარგოსი, რომელიც დადგენილია კანონის მე-10 მუხლით.

��� მუხლი 34. პენსიის მინიმალური ოდენობა

მარჩენალის დაკარგვის გამო ამ კანონით დადგენილი მინიმალური პენსიის ოდენობა შრომისუუნარო ოჯახის ყოველ წევრზე არ უნდა იყოს:

ა) ამ კანონის 26-ე მუხლის ა� პუნქტში ჩამოთვლილ პირთათვის საქართველოში დადგენილი ასაკის გამო მინიმალური პენსიის 200 პროცენტზე და 26-ე მუხლის გ� პუნქტში ჩათვლილ პირთათვის �100 პროცენტზე ნაკლები.

��� მუხლი 35. მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიის დანამატი

პენსიის დანამატი მარჩენალის დაკარგვის გამო ვრცელდება იმ ნორმებითა და პირობებით, რომლებიც დადგენილია ამ კანონის მე-15 მუხლის �ა� პუნქტით.

��� მუხლი 36. პენსიის დანიშვნის პერიოდი

ამ კანონის 26-ე მუხლში ჩამოთვლილი დაღუპულის (გარდაცვლილის, უგზო-უკვლოდ დაკარგულის) ოჯახის წევრებს პენსია მარჩენალის დაკარგვის გამო დაენიშნებათ შრომისუუნარობის მთელ პერიოდში, ხოლო 65 წლის მამაკაცებს და 60 წლის ქალებს � მუდმივად.

��� მუხლი 37. პენსიის წილის გამოყოფა

1. ოჯახის რომელიმე წევრის მოთხოვნით მას შეიძლება გამოეყოს პენსიის კუთვნილი წილი და იგი მას დაერიცხება ცალკე, იმ ოდენობით, რომელიც დადგენილია ამ კანონით.

2. პენსიის წილის გამოყოფა ხდება პენსიის გამოყოფის თაობაზე განცხადების შეტანის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

��� მუხლი 38. პენსიის გადაანგარიშება ან გადახდის შეწყვეტა

1. თუ ოჯახის წევრთა შემადგენლობაში, რომელთაც დაენიშნებათ პენსია მარჩენალის დაკარგვის გამო, ცვლილება მოხდა, რის შედეგადაც ოჯახმა მთლიანად ან ოჯახის ცალკეულმა წევრებმა დაკარგეს პენსიის მიღების უფლება, მაშინ პენსიის გადაანგარიშება ან მისი გადახდის შეწყვეტა ხდება პენსიის გაცემის შეწყვეტის გამომწვევი მიზეზების წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

2. პენსიის ასეთი გადაანგარიშება ხდება მაშინაც, როცა ოჯახის ერთ-ერთი წევრისათვის პენსიის გაცემა წყდება ან ახლდება შეჩერების გამომწვევ გარემოებათა გასვლის შემდეგ.

��� მუხლი 39. ოჯახის წევრებისათვის ინვალიდობის დადგენის ვადები და წესები

ოჯახის წევრების ინვალიდობის დადგენის წესები და ვადები განისაზღვრება ამ კანონის მე-18 23-ე და 24-ე მუხლებით.

თავი მეხუთე

პენსიების გადაანგარიშების ძირითადი წესები

��� მუხლი 40. პენსიის გამოანგარიშება პენსიონერთა ოჯახისათვის

1. ამ კანონის პირველი მუხლის ა� პუნქტში ჩამოთვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისათვის მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიის გამოანგარიშება ხდება იმ ფულადი სარგოდან, რომლიდანაც მარჩენალს გამოანგარიშებული (გადაანგარიშებული) ჰქონდა პენსია ან რომელიც უნდა გამოანგარიშებულიყო (გადაანგარიშებულიყო).

2. ვადიანი სამსახურის სამხედრო მომსახურეების ოჯახის წევრებისათვის მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიის გამოანგარიშება ხდება ამ კანონის 34-ე და 36-ე მუხლების შესაბამისად.

��� მუხლი 41. პენსიონერთა ზოგიერთი კატეგორიისათვის პენსიის მომატება

ამ კანონის შესაბამისად დანიშნული პენსიები (მათ შორის , მინიმალური პენსიები) გაუდიდდებათ პენსიონერთა შემდეგ კატეგორიებს:

ა) დავით აღმაშენებლის ორდენით დაჯილდოებულ პირებს, ვახტანგ გორგასლის სამივე ხარისხის ორდენით დაჯილდოებულ პირებს, სსრ კავშირის გმირებს, იტალიისა და იუგოსლავიის სახელმწიფოთა ეროვნულ გმირებს, სამივე ხარისხის დიდების ორდენით დაჯილდოებულ პირებს � პენსიის ოდენობის 50 პროცენტით, მაგრამ არანაკლებ საქართველოში დადგენილი ასაკის გამო მინიმალური პენსიის 100 პროცენტისა ;

ბ) სსრ კავშირის სოციალისტური შრომის გმირებს, საქართველოს სხვა ორდენებით დაჯილდოებულ პირებს � პენსიის ოდენობის 25 პროცენტით, მაგრამ არანაკლებ საქართველოში დადგენილი ასაკის გამო მინიმალური პენსიის 50 პროცენტისა ;

გ) სამივე ხარისხის შრომის დიდების და სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალებში სამშობლოს სამსახურისათვის� სამივე ხარისხის ორდენებით დაჯილდოებულ პირებს � პენსიის ოდენობის 15 პროცენტით ;

დ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს და სხვა საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამშობლოს ინტერესების დამცველ პირებს სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვიდან, რომლებიც მსახურობდნენ მოქმედ არმიასა და სამხედრო ფორმირებებში, მეორე მსოფლიო ომის პარტიზანებს და მონაწილეებს ნებით დაქირავებულ პირთა რიცხვიდან, მოქმედი არმიისა და სამხედრო ფორმირებების აღსაზრდელებს და იუნგებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვარგარეთის ქვეყნებში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირებს � საქართველოში დადგენილი ასაკის გამო მინიმალური პენსიის 100 პროცენტის ოდენობით;

ე) სამხედრო მოსამსახურეებს, მათ შორის , სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილებს (გადამდგარებს), რომლებიც 1941 წლის 22 ივნისიდან 1945 წლის სექტემბრამდე 6 თვის განმავლობაში მაინც მსახურობდნენ იმ სამხედრო ნაწილებში, დაწესებულებებსა და სამხედრო სასწავლებლებში, რომლებიც არ შედიოდნენ მოქმედი არმიის შემადგენლობაში და დაჯილდოებული არიან მედლით 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვებისათვის ან მედლით იაპონიაზე გამარჯვებისათვის; აგრეთვე პირებს, რომლებიც ქალაქ ლენინგრადის ბლოკადის პერიოდში 1941 წლის 8 სექტემბრიდან 1944 წლის 27 იანვრამდე 6 თვის განმავლობაში მაინც მუშაობდნენ მის საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში და დაჯილდოებული არიან მედლით ლენინგრადის დაცვისათვის ან ნიშნით ლენინგრადის ბლოკადის მცხოვრები საქართველოში დადგენილი მინიმალური პენსიის 50 პროცენტის ოდენობით;

ვ) მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საკონცენტრაციო ბანაკებსა და გეტოებში იძულებით პატიმრობაში მყოფ მეომრებს და სხვა პირებს, რომლებიც დამტყვევებელი მხარის სასარგებლოდ წარმოებულ ოპერაციებში არ მონაწილეობდნენ და არასრულწლოვან პატიმრებს საქართველოში დადგენილი ასაკის გამო მინიმალური პენსიის 100 პროცენტის ოდენობით;

ზ) საქართველოს სამხედრო ძალების რიგებიდან, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებიდან, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტიდან. აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან ასაკის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საპენსიოდ დათხოვნილ პირებს, ყოფილი საბჭოთა კავშირისა და საზღვარგარეთის ქვეყნების შეიარაღებული ძალებიდან აღნიშნული მიზეზებით დათხოვნილ პირებს, რომლებმაც სამხედრო ძალებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში იმსახურეს 20 და მეტი კალენდარული წელი � საქართველოში დადგენილი ასაკის გამო მინიმალური პენსიის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1851-სსმI, №12(19), 06.04.1999წ., მუხ.43

��� მუხლი 42. პენსიის მინიმალური ოდენობის გამოყენების, პენსიის დანამატის დარიცხვისა და პენსიის მომატების წესი

1. პენსიის მინიმალური ოდენობა, პენსიის დანამატი და პენსიის მომატება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ასაკის გამო პენსიის მინიმალური ოდენობიდან გამომდინარე სრული პენსიის დანიშვნისათვის საჭირო შრომის სტაჟის ზემოთ მისი მომატების გარეშე.

2. პენსიის მინიმალური ოდენობა ყველა სახის დანამატით განისაზღვრება ამ კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად.

3. პენსია ამ კანონით დადგენილი დანამატითა და მომატებით გაიცემა სრულად, შეუზღუდავად.

4. თუ ოჯახში იმყოფება ორი და მეტი შრომისუუნარო პენსიონერი, მათ საერთო კმაყოფაზე მყოფი ყოველი შრომისუუნარო ოჯახის წევრის პენსიას დაერიცხება დანამატი, მაგრამ მათი არჩევითვე ერთ-ერთი პენსიონერის პენსიას.

5. ამ კანონის 41-ე მუხლის ა�, ბ� და გ� პუნქტებით დადგენილი მომატება პენსიას ერიცხება ყოველგვარი დანამატისა და სხვა მომატების გარეშე. მარჩენალის დაკარგვის გამო ოჯახის შრომისუუნარო რამდენიმე წევრისათვის, რომელთაც აქვთ პენსიის მომატების უფლება, პენსიის დანიშვნისას აღნიშნული მომატება დაერიცხება ოჯახის ყოველი წევრის კუთვნილ პენსიას.

��� მუხლი 43. მინიმალური პენსიის, დანამატის და ფულადი კმაყოფის (სარგოს) ზღვრული ოდენობის მომატება

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ასაკის გამო მინიმალური პენსიის ოდენობა, რომელიც განსაზღვრავს ყველა სახეობის პენსიათა მინიმალურ ოდენობას, პენსიის დანამატსა და პენსიის მომატებას, აგრეთვე სრული პენსიის გამოსაანგარიშებელი ფულადი კმაყოფის (სარგოს) ზღვრული ოდენობა, რომელიც განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობით, მოიმატებს ასაკის გამო პენსიის მინიმალური ოდენობისა და შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობით მომატებასთან დაკავშირებით დადგენილი წესის შესაბამისად.

��� მუხლი 44. კოეფიციენტის გამოყენება პენსიის ოდენობის დასადგენად

საქართველოს იმ რაიონებში, სადაც მუშა-მოსამსახურეთა ფულად სარგოზე დადგენილია შესაბამისი კოეფიციენტები, ამ კანონის პირველი მუხლის ა� პუნქტში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრების პენსიებს დაერიცხებათ პენსიებზე რაიონული კოეფიციენტების შესაბამისი დანამატი და მომატება, მათი ასეთ რაიონებში ცხოვრების მთელ პერიოდში.

��� მუხლი 45. პენსიების გადასინჯვა ცხოვრების დონისა და შრომის ანაზღაურების ცვლილებასთან დაკავშირებით

1. ამ კანონის პირველი მუხლის ა� პუნქტში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეთა პენსიები გადაისინჯება შემდეგ შემთხვევებში:

ა) ცხოვრების დონისა და შრომის ანაზღაურების ცვლილებებთან დაკავშირებით � საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოსახლეობის დანაზოგისა და ფულადი შემოსავლების ინდექსაციის გათვალისწინებით;

ბ) სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების, შინაგან საქმეთა ორგანოების კადრის რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირთათვის ფულადი კმაყოფის (სარგოს) მომატებისას � სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფის მომატების გათვალისწინებით.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოიშობა პენსიების გადასინჯვის ორივე საფუძველი, პენსიათა გადასინჯვა შეიძლება მოხდეს მხოლოდ ერთ-ერთი საფუძვლის გათვალისწინებით. აღნიშნული საფუძვლით პენსიათა გადასინჯვა ხდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

თავი მეექვსე

პენსიის დანიშვნა და გაცემა

��� მუხლი 46. საპენსიო უზრუნველყოფის სამუშაოთა ორგანიზება

ამ კანონის პირველი მუხლის ა� პუნქტში აღნიშნულ სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის სამუშაოთა ორგანიზებას ახორციელებენ საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საპენსიო ორგანოები, ხოლო ამ კანონის პირველი მუხლის ბ� პუნქტში აღნიშნული პირების და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის სამუშაოთა ორგანიზებას � საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საპენსიო ორგანოები ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1851-სსმI, №12(19), 06.04.1999წ., მუხ.43

��� მუხლი 47. პენსიის დასანიშნად მიმართვა

1. ამ კანონის პირველი მუხლის ა� პუნქტში ჩამოთვლილი სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები პენსიის დასანიშნად განცხადებით და შესაბამისი დოკუმენტებით მიმართავენ საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის საპენსიო ორგანოებს.

2. ვადიანი სამხედრო სამსახურის გავლისას, სამხედრო და სპეციალურ შეკრებებზე დაინვალიდებული პირები, გარდა ოფიცრებისა, და მათი ოჯახის წევრები პენსიის დასანიშნად განცხადებით და შესაბამისი დოკუმენტებით მიმართავენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საპენსიო ორგანოებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. პენსიის დამნიშვნელი ორგანო დოკუმენტებს პენსიის დანიშვნის შესახებ განიხილავს მათი მიღებიდან ათი დღის ვადაში.

საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1851-სსმI, №12(19), 06.04.1999წ., მუხ.43

��� მუხლი 48. პენსიების დანიშვნის ვადები

1.    ამ კანონის შესაბამისად პენსიები დაენიშნებათ:

ა) პირველი მუხლის ა� პუნქტში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს სამსახურიდან დათხოვნის დღიდან, მაგრამ არა უადრეს იმ დღისა, რომელ დღემდეც მათ გადაეხადათ ფულადი სარგოები სამსახურიდან დათხოვნისას.

2.    დაგვიანებით პენსიები შეიძლება დაინიშნოს შემდეგ შემთხვევებში:

ა) ინვალიდობის დადგენისას � სამსახურიდან დათხოვნის დღიდან სამი თვის გასვლის შემდეგ ან სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ უბედური შემთხვევის ან დაავადების შედეგების მიხედვით ინვალიდობის დადგენისას � ინვალიდობის დადგენის დღიდან;

ბ) სამსახურიდან დათხოვნისას თავისუფლების აღკვეთის მისჯასთან დაკავშირებით � თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან განთავისუფლების შემდეგ პენსიის დანიშვნის შესახებ მიმართვის დღიდან;

გ) პირველი მუხლის ა� პუნქტში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს, მათ შორის პენსიონერებს � მარჩენალის დაკარგვის დღიდან, მაგრამ არა უადრეს იმ დღისა, რომელ დღემდეც მათ დათხოვნისას გადაეხადათ ფულადი სარგოები ან პენსია. ოჯახის წევრებს პენსია დაგვიანებული ვადებით დაენიშნებათ იმ შემთხვევებში, როდესაც:

დ) მარჩენალის გარდაცვალების შემდეგ მოიპოვეს პენსიის უფლება საპენსიო ასაკის მიღწევასთან ან ინვალიდობის დადგენასთან დაკავშირებით � საპენსიო ასაკის მიღწევის ან ინვალიდობის დადგენის დღიდან;

ე) მშობლებს ან მეუღლეს, რომლებმაც არსებობის წყაროს დაკარგვასთან დაკავშირებით მოიპოვეს პენსიის უფლება � პენსიის დანიშვნის შესახებ მიმართვის დღიდან.

3. პენსიის დასანიშნად დაგვიანებით მიმართვის შემთხვევაში პენსია დაინიშნება მასზე უფლების წარმოქმნის დღიდან და გაიცემა არა უმეტეს გასული 12 თვისა, რომელიც წინ უსწრებს პენსიის დანიშვნის საკითხზე მიმართვის დღეს.

საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91-სსმI, №52(59), 31.12.1999წ., მუხ.253

��� მუხლი 49. პენსიის დასანიშნად მიმართვის დღე

1. პენსიის დასანიშნად მიმართვის დღედ ითვლება საპენსიო ორგანოში განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების შეტანის დღე , ხოლო აღნიშნული დოკუმენტების ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში მათი გაგზავნის დღე.

2. თუ განცხადებას თანდართული არა აქვს პენსიის დანიშვნისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი, განმცხადებელს განემარტება , თუ რა დოკუმენტები უნდა წარადგინოს დამატებით. ამ დოკუმენტების მიღების დღიდან სამი თვის გასვლამდე პენსიის დასანიშნად მიმართვის დღედ ჩაითვლება განცხადების შეტანის დღე ან ფოსტით მისი გაგზავნის თარიღი, რაც განსაზღვრულია ამ მუხლის პირველი ნაწილით.

��� მუხლი 50. პენსიების გადაანგარიშების ვადა

ამ კანონის პირველი მუხლის ა� პუნქტში ჩამოთვლილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა პენსიების ოდენობაში ცვლილებების შეტანის ვითარების წარმოქმნისას გადაანგარიშება წარმოებს მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. თუ პენსიონერმა მიიღო პენსიის მომატების უფლება და დროულად არ მიმართა სათანადო ორგანოებს პენსიის მისაღებად, მაშინ მას ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობა შეიძლება გადაუხადონ წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უძღოდა პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვის დღეს.

��� მუხლი 51. პენსიების გაცემა

1. ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს პენსიებს აძლევს სახელმწიფო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა �და შესაბამისი ბანკების მეშვეობით, პენსიონერთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პენსიების ანაბრებზე ჩარიცხვით ან კავშირგაბმულობის დაწესებულებათა მეშვეობით საცხოვრებელ ბინაზე მიტანით. პენსიების გადაგზავნა ფოსტით და მათი მიტანა ბინაზე ხდება სახელმწიფოს ხარჯზე. პენსიების გაცემა წარმოებს მიმდინარე თვის იმ ვადებში, რომლებსაც განსაზღვრავენ საპენსიო ორგანოები შესაბამის საბანკო დაწესებულებებსა და კავშირგაბმულობის დაწესებულებებთან შეთანხმებით.

2. პენსიების მიცემა იმ პენსიონერებისათვის, რომელთა დაფინანსება სხვა სახელმწიფოთა ხარჯზე ხდება, რეგულირდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

3. პენსიები გაიცემა სრულად, ხელფასის ან სხვა შემოსავლის მიუხედავად.

��� მუხლი 52. პენსიონერისათვის დროულად გაუცემელი პენსიის გაცემა

1. თუ პენსიონერმა დროულად არ მოითხოვა მისთვის დარიცხული პენსიის თანხის მიღება, მაშინ მას მიეცემა სრული დროის პენსია, მაგრამ არა უმეტეს სამი წლისა მისი მიღების შესახებ მიმართვამდე.

2. თუ პენსიონერმა საპენსიო ორგანოს მიზეზით დროულად არ მიიღო პენსიის თანხა, მაშინ მას პენსიის მთლიან თანხას შეუზღუდავად მისცემენ.

��� მუხლი 53. პენსიის გაცემის შეჩერება ან შეწყვეტა

პენსიონერს შეიძლება შეუჩერდეს ან შეუწყდეს პენსიის გადახდა:

ა) პენსიის გადახდა შეჩერდება შემდეგ შემთხვევებში:

ა.ა) თუ ინვალიდმა პენსიონერმა გამოტოვა სამედიცინო-სპეციალური ექსპერტიზის კომისიის მორიგი შემოწმების ვადა � იმ დღიდან, როდემდეც მას ინვალიდობის ვადა ჰქონდა დადგენილი, ხოლო პენსიის გაცემა აღუდგება ინვალიდობის ხელმეორედ დადგენის დღიდან. სამედიცინო შემოწმების ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის და ინვალიდობის გასული დროის ხელახლა დადგენის შემთხვევაში პენსია გაიცემა მისი შეჩერების დღიდან. შემოწმების შემდეგ ინვალიდობის ჯგუფის შეცვლისას გასული დროის პენსია გაიცემა შემოწმებამდე არსებული ინვალიდობის ჯგუფის მიხედვით ;

ბ) პენსიის გაცემა შეწყდება შემდეგ შემთხვევებში:

ბ.ა) თუ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე პენსიონერს ჩამოერთვა მინიჭებული სამხედრო (სპეციალური) წოდება ;

ბ.ბ) მარჩენალის გარდაცვალების გამო დანიშნული პენსია, თუკი სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირი დაბრუნდება.

��� მუხლი 54. პენსიიდან დაკავება

თუ პენსიონერის განზრახ არამართლზომიერი ქმედების შედეგად საპენსიო თანხა ზედმეტად არის გაცემული, საპენსიო ან სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებით მას ეს თანხა დაექვითება ან გადაეხდევინება, მაგრამ არა უმეტეს პენსიის ოდენობის 50 პროცენტისა.

��� მუხლი 55. პენსიისა და დახმარების გაცემა პენსიონერის გარდაცვალების შემთხვევაში

1. საპენსიო თანხა, რომელიც ეკუთვნოდა პენსიონერს ან მისი ოჯახის წევრებს და პენსიონერის გარდაცვალების გამო არ ჰქონდათ მიღებული, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება მემკვიდრეობით გადაცემას.

2. პენსიონერის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებს დახმარების სახით მიეცემათ გარდაცვლილი პენსიონერისათვის დადგენილი პენსია ხუთმაგი ოდენობით.

��� მუხლი 56. პენსიის გაცემა სხვა სახელმწიფოში წასულ პირთათვის

საზღვარგარეთ მუდმივად საცხოვრებლად წასულ პენსიონერებს პენსიების გაცემა შეუწყდებათ საქართველოდან წასვლის დღიდან, თუ მათი საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის გადაწყვეტილი საქართველოსა და სხვა სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით), ხოლო საზღვარგარეთ სამსახურებრივი მივლინებით ან დროებით სამუშაოდ გასულ პირებს პენსიები მიეცემათ ამ კანონის საფუძველზე.

��� მუხლი 57. დავის გადაწყვეტა საპენსიო საკითხებზე

საპენსიო საკითხებზე დავის გადაწყვეტას აწარმოებენ საქართველოს სათანადო უწყებრივი საპენსიო ორგანოები მათი დაქვემდებარების გათვალისწინებით ან საქართველოს სასამართლო ორგანოები.

მუხლი 58. სამხედრო, შინაგან, სახელმწიფო უშიშროებისა და დაზვერვის ორგანოებში ხელმეორედ განწესებულ პირთათვის პენსიების გაუქმება და დანიშვნა

1. ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯარებისა და სხვა კანონიერი სამხედრო ფორმირებების სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ (სამსახურიდან გადამდგარ) პენსიონერებს, რომლებიც ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის ან სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის კადრის სამხედრო სამსახურში, თავიანთი სურვილის მიხედვით უფლება აქვთ უარი განაცხადონ მათთვის ადრე დანიშნული პენსიის მიღებაზე. ასეთ შემთხვევაში მათი ყოველთვიური ფულადი სარგო განისაზღვრება ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი ფულადი სარგოს ოდენობით და მათ ადრინდელი წელთა ნამსახურობა, ისევე როგორც საქართველოს სამხედრო ძალებში, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური, ჩაეთვლებათ საერთო წელთა ნამსახურობისათვის პროცენტული დანამატის გამოანგარიშებაში. თუ ისინი სამხედრო სამსახურის დროს განაგრძობენ ადრე დანიშნული პენსიის მიღებას, მაშინ მათი ფულადი სარგო განისაზღვრება სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღისათვის არსებული ყოველთვიური თანამდებობრივი, სამხედრო ან სპეციალური წოდების და სასურსათო ულუფის ღირებულების ფულადი სარგოს ოდენობით, რასაც დაემატება საქართველოს სამხედრო ძალებში, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ან სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი.

2. აღნიშნული კატეგორიის პირებს სამხედრო სამსახურიდან ხელახალი დათხოვნისას სურვილის მიხედვით უფლება აქვთ განაგრძონ ადრე დანიშნული პენსიის მიღება ან მოითხოვონ ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებით და წესებით, წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, ადრე დანიშნული პენსიის გადაანგარიშება.

3. ასეთივე უფლებებით სარგებლობენ შინაგან საქმეთა ორგანოების რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები.

4. ვეტერან პენსიონერებს, თუ პენსიაზე გასვლის შემდეგ განაგრძობენ შრომით საქმიანობას, გარდა ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებული შემთხვევებისა, ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად პენსია და ხელფასი დაკავებული თანამდებობის (გამომუშავების) მიხედვით ეძლევათ სრული ოდენობით.

საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1851-სსმI, №12(19), 06.04.1999წ., მუხ.43

��� მუხლი 59. სამსახურიდან დათხოვნისას პენსიების დასანიშნად ზოგიერთი კატეგორიის პირთათვის წელთა ნამსახურობის ჩათვლა

1. სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების ოფიცრებს ადრინდელი წელთა ნამსახურობა შეიარაღებულ ძალებსა და სამართალდამცავ ორგანოებში ჩაეთვლებათ საერთო წელთა ნამსახურობაში. სამსახურიდან დათხოვნისას თავიანთი სტატუსით ისინი უთანაბრდებიან სამხედრო მოსამსახურე ოფიცრებს. პენსიები მათ და მათი ოჯახის წევრებს დაენიშნებათ ამ კანონით დადგენილი პირობების, ნორმებისა და წესების მიხედვით.

2. ასეთივე უფლებებით სარგებლობენ საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტიდან საპენსიოდ დათხოვნილი ოფიცრები, ზევადიანი და სახელშეკრულებო (კონტრაქტით) სამსახურგავლილი პირები, თუ ისინი გადაყვანილ იქნენ ზემოთ ჩამოთვლილი ერთი უწყებიდან მეორეში.

საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1851-სსმI, №12(19), 06.04.1999წ., მუხ.43

თავი მეშვიდე

საქართველოს ომის ვეტერანთათვის, მათთან გათანაბრებულ პირთათვის და სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისათვის მარჩენალის დაკარგვის გამო დანიშნული პენსიების რეგულირება

��� მუხლი 60. ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებისათვის ორი სახეობის პენსიის დანიშვნის უფლება

ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 75 წელი და , ან არიან I და II ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსიის � ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება. ამასთან მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნებათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით.

��� მუხლი 61. ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომში დაღუპულთა (უგზო-უკვლოდ დაკარგულთა) ქვრივებისათვის ორი სახეობის პენსიის დანიშვნის უფლება

ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომში დაღუპულ (უგზო-უკვლოდ დაკარგულ) სამხედრო მოსამსახურეთა ქვრივებს, რომლებიც ხელმეორედ აღარ დაქორწინებულან და აქვთ უფლება მიიღონ სახელმწიფო პენსია, უფლება ეძლევათ ერთდროულად მიიღონ ორი სახეობის პენსია � მარჩენალის დაკარგვისა და მოხუცებულობის გამო შრომის წელთა ნამსახურობისათვის.

��� მუხლი 62. პენსიონერებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა

საქართველოს სამხედრო ძალების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალების, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების სამსახურებიდან დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო დაცვის უზრუნველყოფა ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს.

საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1851-სსმI, №12(19), 06.04.1999წ., მუხ.43

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1996 წლის 16 ოქტომბერი.

№430�Iს

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს 1998 წლის 31 მარტის კანონი №1319-პარლამენტის უწყებანი, №15-16, 30.04.1998წ., გვ.11

2.საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1851-სსმI, №12(19), 06.04.1999წ., მუხ.43

3.საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63, სსმI, №47(54), 09.12.1999წ., მუხ.239

4.საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91-სსმI, №52(59), 31.12.1999წ., მუხ.253

5.საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487-სსმI, №28, 24.07.2000წ., მუხ.88

31. 03/04/2024 - საქართველოს კანონი - 4099-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/04/2024 30. 16/11/2023 - საქართველოს კანონი - 3702-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 05/12/2023 29. 21/09/2023 - საქართველოს კანონი - 3519-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 28. 07/09/2022 - საქართველოს კანონი - 1728-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 21/09/2022 27. 09/06/2021 - საქართველოს კანონი - 612-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 14/06/2021 26. 02/04/2019 - საქართველოს კანონი - 4398-IIს - ვებგვერდი, 08/04/2019 25. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4098-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 24. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3617-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 23. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3124-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 22. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1711-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 21. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3957-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 20. 01/05/2015 - საქართველოს კანონი - 3526-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 19. 02/05/2014 - საქართველოს კანონი - 2358-IIს - ვებგვერდი, 16/05/2014 18. 23/12/2005 - საქართველოს კანონი - 2459 - სსმ, 56, 28/12/2005 17. 28/10/2005 - საქართველოს კანონი - 2002 - სსმ, 47, 21/11/2005 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 16. 17/06/2005 - საქართველოს კანონი - 1680 - სსმ, 35, 04/07/2005 15. 17/06/2005 - საქართველოს კანონი - 1671 - სსმ, 35, 04/07/2005 14. 20/04/2008 - საქართველოს კანონი - 1336 - სსმ, 22, 18/05/2005 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 13. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 853 - სსმ, 42, 31/12/2004 12. 24/12/2004 - საქართველოს კანონი - 810 - სსმ, 39, 25/12/2004 11. 31/12/2003 - საქართველოს კანონი - 3223 - სსმ, 33, 31/12/2003 10. 23/07/2003 - საქართველოს კანონი - 2561 - სსმ, 24, 20/08/2003 9. 25/12/2002 - საქართველოს კანონი - 1887 - სსმ, 3, 17/01/2003 8. 03/12/2002 - საქართველოს კანონი - 1819 - სსმ, 32, 20/12/2002 7. 21/06/2002 - საქართველოს კანონი - 1539 - სსმ, 21, 12/07/2002 6. 13/12/2000 - საქართველოს კანონი - 691 - სსმ, 50, 27/12/2000 5. 13/07/2000 - საქართველოს კანონი - 487 - სსმ, 28, 24/07/2000 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 24/12/1999 - საქართველოს კანონი - 91 - სსმ, 52(59), 31/12/1999 3. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 63 - სსმ, 47(54), 09/12/1999 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 19/03/1999 - საქართველოს კანონი - 1851 - სსმ, 12(19), 06/04/1999 1. 31/03/1998 - საქართველოს კანონი - 1319 - პარლამენტის უწყებანი, 15-16, 30/04/1998 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას