„სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1819
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/12/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 20/12/2002
სარეგისტრაციო კოდი 280.070.110.05.001.001.167
  • Word
1819
03/12/2002
სსმ, 32, 20/12/2002
280.070.110.05.001.001.167
„სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. საპენსიო უზრუნველყოფის განმახორციელებელი ორგანო

ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ პირთა საპენსიო უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი.“.

2. 46-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. 47-ე მუხლის:

ა) პირველ და მე-2 პუნქტებში სიტყვა „საპენსიო“ შეიცვალოს სიტყვით „შესაბამის“;

ბ) პირველ პუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „რომლებიც ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციას და გაანგარიშებას პენსიის დასანიშნად 10 დღის ვადაში წარუდგენენ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს“;

გ) მე-2 პუნქტში სიტყვები „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის“;

დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი პენსიის დანიშვნის საკითხს განიხილავს განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღებიდან 10 დღის ვადაში.“.

4. მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში, მე-15 მუხლის პირველ წინადადებაში, მე-17 მუხლში, მე-20 და 21-ე მუხლების პირველ წინადადებაში, 22-ე მუხლში, 25-ე მუხლის პირველ პუნქტში, 33-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში, მე-40, 45-ე და 47-ე მუხლების პირველ პუნქტში, 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში და მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში, 50-ე მუხლში სიტყვები „პირველი მუხლის „ა“ პუნქტში“ შეიცვალოს სიტყვებით „პირველი მუხლის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებში“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 3 დეკემბერი.

№1819–Iს