„სამხედრო და შინაგანი ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„სამხედრო და შინაგანი ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1851
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/03/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 12(19), 06/04/1999
სარეგისტრაციო კოდი 280.070.110.05.001.000.504
  • Word
1851
19/03/1999
სსმ, 12(19), 06/04/1999
280.070.110.05.001.000.504
„სამხედრო და შინაგანი ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. პირველი მუხლის „ა” ქვეპუნქტში სიტყვების „სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში” შემდეგ დაემატოს სიტყვები „დაზვერვის სახელმწიფო დეპარტმენტში.”

2. მე-9 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვების „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის” შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის”.

3. მე-16 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვების „სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური;” შემდეგ დაემატოს სიტყვები „დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში სამსახური;”, სიტყვების „სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოებში” შემდეგ დაემატოს სიტყვები „დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში”, ხოლო მე-2 პუნქტში სიტყვების „და უშიშროების სამსახურის ორგანოებში” შემდეგ დაემატოს სიტყვები „დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში.”

4. 41-ე მუხლის „ზ” ქვეპუნქტში სიტყვების „და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებიდან“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტიდან”.

5. 46-ე მუხლში სიტყვების „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების” შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის“.

6. 47-ე მუხლის პირველი პუნქტში სიტყვების „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა” შემდეგ დაემატოს სიტყვები „დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტისა”.

7. 58-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 58. სამხედრო, შინაგან, სახელმწიფო უშიშროებისა და დაზვერვის ორგანოებში ხელმეორედ განწესებულ პირთათვის პენსიების გაუქმება და დანიშვნა”.

8. 58-ე მუხლის პირველ, 59-ე მუხლის მე-2 პუნქტებში და 62-ე მუხლში სიტყვების „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 19 მარტი.

№1851-IIს