დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1319 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 31/03/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 15-16, 30/04/1998 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280.070.110.05.001.000.342 |
საქართველოს კანონი
„სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების
სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს 1996 წლის 16 ოქტომბრის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები:”.
2. თუ მუხლი შედგება რამდენიმე აბზაცისაგან, ისინი დაინომროს თანამიმდევრობით, არაბული ციფრებით, პუნქტებად, ხოლო პუნქტების აბზაცების თანამიმდევრობა აღინიშნოს ანბანის მიხედვით და ჩაითვალოს ქვეპუნქტებად.
II. „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა” ქვეპუნქტის მეორე აბზაცით გათვალისწინებული კატეგორიის მოქალაქეებზე ამ კანონით დაწესებული პენსიების რაოდენობის გაანგარიშება და გაცემა მოხდეს 1998 წლის 1 იანვრის მდგომარეობით.
III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 31 მარტი.
№1319-IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები