დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3223 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 31/12/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 31/12/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280.070.110.05.001.001.432 |
საქართველოს კანონი
„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996) დაემატოს შემდეგი შინაარსის მერვე თავი:
„თავი მერვე
გარდამავალი დებულება
მუხლი 63. გარდამავალი დებულება
ამ კანონის მე-17 მუხლი, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 22-ე მუხლი, 25-ე მუხლის პირველი პუნქტი, 34-ე და 36-ე მუხლები, 48-ე მუხლის მე-4 პუნქტი, 50-ე და მე-60 მუხლები ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
ნინო ბურჯანაძე
თბილისი,
2003 წლის 31 დეკემბერი.
№3223–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები