დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1056 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/12/1992 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 2, 24/12/1992 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 26/03/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.330.000.05.001.000.060 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
(ძალადაკარგულია - 14.12.2017, №1742)
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დაწესდეს საქართველოს შემდეგი სახელმწიფო ჯილდოები – ორდენები და მედლები:
ა) ეროვნული გმირის ორდენი;
ბ) წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი;
გ) დავით აღმაშენებლის ორდენი;
გ1) თამარ მეფის ორდენი;
გ2) ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი;
გ3) წმინდა ნიკოლოზის ორდენი;
დ) ოქროს საწმისის ორდენი;
ე) ვახტანგ გორგასლის ორდენი – I, II, III ხარისხისა;
ვ) ღირსების ორდენი;
ვ1) მედალი „სამოქალაქო თავდადებისათვის“;
ზ) მედალი „მხედრული მამაცობისათვის“;
თ) მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“;
ი) ღირსების მედალი.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნის ის კანონი № 1499 - პარლამენტის უწყებანი № 25-26 , 15 . 07 . 1998 წ., გვ . 34
საქართველოს 2004 წლის 24 ივნის ის კანონი №217 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.81
საქართველოს 200 9 წლის 31 ივლის ის კანონი № 1553 - სსმ I, № 2 2, 07 . 08 .200 9 წ., მუხ. 128
საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3110 - სსმ I, №30, 29.06.2010 წ., მუხ.191
2. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დებულებას საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს დადგენილებით.
საქართველოს 200 9 წლის 31 ივლის ის კანონი № 1553 - სსმ I, № 2 2, 07 . 08 .200 9 წ., მუხ. 128
3. დაწესდეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებზე ერთდროული ფულადი პრემია:
ა) ეროვნული გმირის ორდენზე – 10 000 ლარი;
ბ) წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე – 6 000 ლარი;
გ) დავით აღმაშენებლის ორდენზე – 4 000 ლარი;
დ) თამარ მეფის ორდენზე – 1 000 ლარი;
ე) ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენზე – 1 000 ლარი;
ვ) ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენზე – 2 000 ლარი;
ზ) ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენზე – 1 000 ლარი;
თ) ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენზე – 600 ლარი;
ი) ღირსების ორდენზე – 600 ლარი;
კ) მედალზე „სამოქალაქო თავდადებისათვის“ – 1 000 ლარი;
ლ) მედალზე „მხედრული მამაცობისათვის“ – 400 ლარი.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1008 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 31
საქართველოს 2004 წლის 24 ივნის ის კანონი №217 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.81
საქართველოს 200 9 წლის 31 ივლის ის კანონი № 1553 - სსმ I, № 2 2, 07 . 08 .200 9 წ., მუხ. 128
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილ ის კანონი № 3026 - სსმ I, № 24 , 10 . 05 .20 10 წ., მუხ. 162
საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3110 - სსმ I, №30, 29.06.2010 წ., მუხ.191
31. ამ კანონის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებზე დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიები გაიცემა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე.
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილ ის კანონი № 3026 - სსმ I, № 24 , 10 . 05 .20 10 წ., მუხ. 162
4. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით სიკვდილის შემდეგ დაჯილდოების შემთხვევაში ერთდროული ფულადი პრემია გადაეცემა დაჯილდოებული პირის მემკვიდრეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესით.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1008 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 31
5. მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ სამჯერ დაჯილდოებულ პირს გადაეცემა პრეზიდენტის სამახსოვრო საჩუქარი.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1008 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 31
6. დავით აღმაშენებლის ორდენით, ვახტანგ გორგასლის I, II და III ხარისხის ორდენებით დაჯილოებული პირი სარგებლობს:
ა) დადგენილი წესით ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივი ტრანსპორტით სახელმწიფოს ხარჯზე მგზავრობის უფლებით;
ბ) კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს ხარჯზე სავალდებულო სამედიცინო დაზღვევით.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1008 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 31
7. ამ კანონის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებზე დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიები გაიცეს იმ პირებზე, რომლებიც:
ა) დაჯილდოვდებიან 2003 წლის 1 იანვრიდან;
ბ) მონაწილეობდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის – აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში და დაჯილდოვდნენ საბრძოლო მოქმედებებში გამოჩენილი მამაცობისა და გმირობისათვის;
გ) დაჯილდოვდნენ სიკვდილის შემდეგ.
საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრ ის კანონი № 91 - სსმ I, № 52(59) , 31 . 12 . 1999 წ., მუხ. 253
საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრ ის კანონი №691 - სსმ I, № 5 0, 27. 12 .2000 წ., მუხ.147
საქართველოს 2002 წლის 15 თებერვლ ის კანონი № 1292 - სსმ I, № 4 , 05 . 03 .200 2 წ., მუხ. 22
საქართველოს 2003 წლის 29 იანვრ ის კანონი № 1951 - სსმ I, № 5 , 19 . 02 .200 3 წ., მუხ. 29
საქართველოს 2005 წლის 20 აპრილ ის კანონი № 1339 - სსმ I, № 2 2, 18 . 05 .200 5 წ., მუხ. 149
8. ამ კანონის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე დაწესებული ერთდროული ფულადი პრემია იმ პირებზე, რომლებიც მითითებულნი არ არიან ამ კანონის მე-7 პუნქტში, გაიცეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს 2003 წლის 29 იანვრ ის კანონი № 1951 - სსმ I, № 5 , 19 . 02 .200 3 წ., მუხ. 29
საქართველოს 2003 წლის 31 დეკემბრ ის კანონი №3227 - სსმ I, №33, 31.12.200 3 წ., მუხ.255
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრ ის კანონი №855 - სსმ I, №42, 31.12.2004 წ., მუხ.226
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური
ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე
თბილისი,
1992 წლის 24 დეკემბერი.
№1056-Iს
დოკუმენტის კომენტარები