დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1008 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/10/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 45, 21/11/1997 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 26/03/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.330.000.05.001.000.276 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 24 დეკემბრის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1992 წ., №2, მუხ. 100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. კანონის სათაურიდან და ტექსტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „რესპუბლიკის“.
2. პირველი პუნქტის აბზაცები აღინიშნოს ანბანის მიხედვით და ჩაითვალოს ქვეპუნქტებად.
3. კანონიდან ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები:
„3. დაწესდეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებზე ერთდროული ფულადი პრემია:
ა) დავით აღმაშენებლის ორდენზე _ შრომის ანაზღაურების 200 მინიმალური ოდენობით;
ბ) ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენზე _ შრომის ანაზღაურების 100 მინიმალური ოდენობით;
გ) ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენზე _ შრომის ანაზღაურების 50 მინიმალური ოდენობით;
დ) ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენზე _ შრომის ანაზღაურების 30 მინიმალური ოდენობით;
ე) ღირსების ორდენზე _ შრომის ანაზღაურების 30 მინიმალური ოდენობით;
ვ) მედალზე „მხედრული მამაცობისათვის“ _ შრომის ანაზღაურების 20 მინიმალური ოდენობით.
4. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით სიკვდილის შემდეგ დაჯილდოების შემთხვევაში ერთდროული ფულადი პრემია გადაეცემა დაჯილდოებული პირის მემკვიდრეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესით.
5. მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ სამჯერ დაჯილდოებულ პირს გადაეცემა პრეზიდენტის სამახსოვრო საჩუქარი.
6. დავით აღმაშენებლის ორდენით, ვახტანგ გორგასლის I, II და III ხარისხის ორდენებით დაჯილოებული პირი სარგებლობს:
ა) დადგენილი წესით ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივი ტრანსპორტით სახელმწიფოს ხარჯზე მგზავრობის უფლებით;
ბ) კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს ხარჯზე სავალდებულო სამედიცინო დაზღვევით.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1997 წლის 28 ოქტომბერი.
№1008_Iს
დოკუმენტის კომენტარები