დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1056 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/12/1992 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 2, 24/12/1992 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 26/03/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.330.000.05.001.000.060 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (26/06/1998 - 24/12/1999)
საქართველოს კანონი
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დაწესდეს საქართველოს შემდეგი სახელმწიფო ჯილდოები _ ორდენები და მედლები:
ა) დავით აღმაშენებლის ორდენი;
ბ) ოქროს საწმისის ორდენი;
გ) ვახტანგ გორგასლის ორდენი;
დ) ღირსების ორდენი;
ე) მედალი „მხედრული მამაცობისათვის“ ;
ვ) მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“ ;
ზ) ღირსების მედალი.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნის ის კანონი № 1499 - პარლამენტის უწყებანი № 25-26 , 15 . 07 . 1998 წ., გვ . 34
2. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების _ ორდენებისა და მედლების დებულება.
3. დაწესდეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებზე ერთდროული ფულადი პრემია:
ა) დავით აღმაშენებლის ორდენზე _ შრომის ანაზღაურების 200 მინიმალური ოდენობით;
ბ) ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენზე _ შრომის ანაზღაურების 100 მინიმალური ოდენობით;
გ) ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენზე _ შრომის ანაზღაურების 50 მინიმალური ოდენობით;
დ) ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენზე _ შრომის ანაზღაურების 30 მინიმალური ოდენობით;
ე) ღირსების ორდენზე _ შრომის ანაზღაურების 30 მინიმალური ოდენობით;
ვ) მედალზე „მხედრული მამაცობისათვის“ _ შრომის ანაზღაურების 20 მინიმალური ოდენობით.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1008 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 31
4. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით სიკვდილის შემდეგ დაჯილდოების შემთხვევაში ერთდროული ფულადი პრემია გადაეცემა დაჯილდოებული პირის მემკვიდრეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესით.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1008 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 31
5. მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ სამჯერ დაჯილდოებულ პირს გადაეცემა პრეზიდენტის სამახსოვრო საჩუქარი.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1008 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 31
6. დავით აღმაშენებლის ორდენით, ვახტანგ გორგასლის I, II და III ხარისხის ორდენებით დაჯილოებული პირი სარგებლობს:
ა) დადგენილი წესით ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივი ტრანსპორტით სახელმწიფოს ხარჯზე მგზავრობის უფლებით;
ბ) კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს ხარჯზე სავალდებულო სამედიცინო დაზღვევით.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1008 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 31
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური
ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე
თბილისი,
1992 წლის 24 დეკემბერი.
№1056-Iს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1008 - პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997 წ., გვ.31
2. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1499 - პარლამენტის უწყებანი №25-26, 15.07.1998 წ., გვ.34
დოკუმენტის კომენტარები