დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1553 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 31/07/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 22, 07/08/2009 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 26/03/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.330.000.05.001.003.592 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 1992 წელი, მუხ. 100) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:
1. პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“–„გ3“ ქვეპუნქტები:
„გ1) თამარ მეფის ორდენი;
გ2) ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი;
გ3) წმინდა ნიკოლოზის ორდენი;“.
2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დებულებას საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს დადგენილებით.“.
3. მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები:
„გ1) თამარ მეფის ორდენზე – 4 000 ლარი;
გ2) ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენზე – 4 000 ლარი;“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 31 ივლისი.
№1553–რს
დოკუმენტის კომენტარები