დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1056 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/12/1992 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 2, 24/12/1992 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 26/03/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.330.000.05.001.000.060 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (27/04/2010 - 18/06/2010)
საქართველოს კანონი
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დაწესდეს საქართველოს შემდეგი სახელმწიფო ჯილდოები – ორდენები და მედლები:
ა) ეროვნული გმირის ორდენი;
ბ) წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი;
გ) დავით აღმაშენებლის ორდენი;
გ1) თამარ მეფის ორდენი;
გ2) ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი;
გ3) წმინდა ნიკოლოზის ორდენი;
დ) ოქროს საწმისის ორდენი;
ე) ვახტანგ გორგასლის ორდენი – I, II, III ხარისხისა;
ვ) ღირსების ორდენი;
ზ) მედალი „მხედრული მამაცობისათვის“;
თ) მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“;
ი) ღირსების მედალი.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნის ის კანონი № 1499 - პარლამენტის უწყებანი № 25-26 , 15 . 07 . 1998 წ., გვ . 34
საქართველოს 2004 წლის 24 ივნის ის კანონი №217 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.81
საქართველოს 200 9 წლის 31 ივლის ის კანონი № 1553 - სსმ I, № 2 2, 07 . 08 .200 9 წ., მუხ. 128
2. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დებულებას საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს დადგენილებით.
საქართველოს 200 9 წლის 31 ივლის ის კანონი № 1553 - სსმ I, № 2 2, 07 . 08 .200 9 წ., მუხ. 128
3. დაწესდეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებზე ერთდროული ფულადი პრემია:
ა) ეროვნული გმირის ორდენზე – შრომის ანაზღაურების 500 მინიმალური ოდენობით;
ბ) წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე – შრომის ანაზღაურების 300 მინიმალური ოდენობით;
გ) დავით აღმაშენებლის ორდენზე – შრომის ანაზღაურების 200 მინიმალური ოდენობით;
გ1) თამარ მეფის ორდენზე – 4 000 ლარი;
გ2) ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენზე – 1 000 ლარი;
დ) ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენზე – შრომის ანაზღაურების 100 მინიმალური ოდენობით;
ე) ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენზე – შრომის ანაზღაურების 50 მინიმალური ოდენობით;
ვ) ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენზე – შრომის ანაზღაურების 30 მინიმალური ოდენობით;
ზ) ღირსების ორდენზე – შრომის ანაზღაურების 30 მინიმალური ოდენობით;
თ) მედალზე „მხედრული მამაცობისათვის“ – შრომის ანაზღაურების 20 მინიმალური ოდენობით.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1008 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 31
საქართველოს 2004 წლის 24 ივნის ის კანონი №217 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.81
საქართველოს 200 9 წლის 31 ივლის ის კანონი № 1553 - სსმ I, № 2 2, 07 . 08 .200 9 წ., მუხ. 128
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილ ის კანონი № 3026 - სსმ I, № 24 , 10 . 05 .20 10 წ., მუხ. 162
31. ამ კანონის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებზე დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიები გაიცემა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე.
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილ ის კანონი № 3026 - სსმ I, № 24 , 10 . 05 .20 10 წ., მუხ. 162
4. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით სიკვდილის შემდეგ დაჯილდოების შემთხვევაში ერთდროული ფულადი პრემია გადაეცემა დაჯილდოებული პირის მემკვიდრეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესით.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1008 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 31
5. მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ სამჯერ დაჯილდოებულ პირს გადაეცემა პრეზიდენტის სამახსოვრო საჩუქარი.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1008 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 31
6. დავით აღმაშენებლის ორდენით, ვახტანგ გორგასლის I, II და III ხარისხის ორდენებით დაჯილოებული პირი სარგებლობს:
ა) დადგენილი წესით ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივი ტრანსპორტით სახელმწიფოს ხარჯზე მგზავრობის უფლებით;
ბ) კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს ხარჯზე სავალდებულო სამედიცინო დაზღვევით.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1008 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 31
7. ამ კანონის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებზე დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიები გაიცეს იმ პირებზე, რომლებიც:
ა) დაჯილდოვდებიან 2003 წლის 1 იანვრიდან;
ბ) მონაწილეობდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის – აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში და დაჯილდოვდნენ საბრძოლო მოქმედებებში გამოჩენილი მამაცობისა და გმირობისათვის;
გ) დაჯილდოვდნენ სიკვდილის შემდეგ.
საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრ ის კანონი № 91 - სსმ I, № 52(59) , 31 . 12 . 1999 წ., მუხ. 253
საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრ ის კანონი №691 - სსმ I, № 5 0, 27. 12 .2000 წ., მუხ.147
საქართველოს 2002 წლის 15 თებერვლ ის კანონი № 1292 - სსმ I, № 4 , 05 . 03 .200 2 წ., მუხ. 22
საქართველოს 2003 წლის 29 იანვრ ის კანონი № 1951 - სსმ I, № 5 , 19 . 02 .200 3 წ., მუხ. 29
საქართველოს 2005 წლის 20 აპრილ ის კანონი № 1339 - სსმ I, № 2 2, 18 . 05 .200 5 წ., მუხ. 149
8. ამ კანონის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე დაწესებული ერთდროული ფულადი პრემია იმ პირებზე, რომლებიც მითითებულნი არ არიან ამ კანონის მე-7 პუნქტში, გაიცეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს 2003 წლის 29 იანვრ ის კანონი № 1951 - სსმ I, № 5 , 19 . 02 .200 3 წ., მუხ. 29
საქართველოს 2003 წლის 31 დეკემბრ ის კანონი №3227 - სსმ I, №33, 31.12.200 3 წ., მუხ.255
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრ ის კანონი №855 - სსმ I, №42, 31.12.2004 წ., მუხ.226
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური
ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე
თბილისი,
1992 წლის 24 დეკემბერი.
№1056-Iს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1008 - პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997 წ., გვ.31
2. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1499 - პარლამენტის უწყებანი №25-26, 15.07.1998 წ., გვ.34
3. საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 - სსმ I, №52(59), 31.12.1999 წ., მუხ.253
4. საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრის კანონი №691 - სსმ I, №50, 27.12.2000 წ., მუხ.147
5. საქართველოს 2002 წლის 15 თებერვლის კანონი №1292 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.22
6. საქართველოს 2003 წლის 29 იანვრის კანონი №1951 - სსმ I, №5, 19.02.2003 წ., მუხ.29
7. საქართველოს 2003 წლის 31 დეკემბრის კანონი №3227 - სსმ I, №33, 31.12.2003 წ., მუხ.255
8. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №217 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.81
9. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №855 - სსმ I, №42, 31.12.2004 წ., მუხ.226
10. საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1339 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.149
11. საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1553 - სსმ I, №22, 07.08.2009 წ., მუხ.128
12. საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3026 - სსმ I, №24, 10.05.2010 წ., მუხ.162
დოკუმენტის კომენტარები