დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3110 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 18/06/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 30, 29/06/2010 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 26/03/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.330.000.05.001.004.053 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 1992 წელი, მუხ. 100) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
1. პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:
„ვ1) მედალი „სამოქალაქო თავდადებისათვის“;“.
2. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დაწესდეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებზე ერთდროული ფულადი პრემია:
ა) ეროვნული გმირის ორდენზე – 10 000 ლარი;
ბ) წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე – 6 000 ლარი;
გ) დავით აღმაშენებლის ორდენზე – 4 000 ლარი;
დ) თამარ მეფის ორდენზე – 1 000 ლარი;
ე) ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენზე – 1 000 ლარი;
ვ) ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენზე – 2 000 ლარი;
ზ) ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენზე – 1 000 ლარი;
თ) ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენზე – 600 ლარი;
ი) ღირსების ორდენზე – 600 ლარი;
კ) მედალზე „სამოქალაქო თავდადებისათვის“ – 1 000 ლარი;
ლ) მედალზე „მხედრული მამაცობისათვის“ – 400 ლარი.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 18 ივნისი.
№3110–Iს
დოკუმენტის კომენტარები