დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 217 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/06/2004 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 19, 15/07/2004 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 26/03/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.330.000.05.001.001.513 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 1992 წელი, მუხ.100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაწესდეს საქართველოს შემდეგი სახელმწიფო ჯილდოები – ორდენები და მედლები:
ა) ეროვნული გმირის ორდენი;
ბ) წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი;
გ) დავით აღმაშენებლის ორდენი;
დ) ოქროს საწმისის ორდენი;
ე) ვახტანგ გორგასლის ორდენი – I, II, III ხარისხისა;
ვ) ღირსების ორდენი;
ზ) მედალი „მხედრული მამაცობისათვის“;
თ) მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“;
ი) ღირსების მედალი.“.
2. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დაწესდეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებზე ერთდროული ფულადი პრემია:
ა) ეროვნული გმირის ორდენზე – შრომის ანაზღაურების 500 მინიმალური ოდენობით;
ბ) წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე – შრომის ანაზღაურების 300 მინიმალური ოდენობით;
გ) დავით აღმაშენებლის ორდენზე – შრომის ანაზღაურების 200 მინიმალური ოდენობით;
დ) ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენზე – შრომის ანაზღაურების 100 მინიმალური ოდენობით;
ე) ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენზე – შრომის ანაზღაურების 50 მინიმალური ოდენობით;
ვ) ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენზე – შრომის ანაზღაურების 30 მინიმალური ოდენობით;
ზ) ღირსების ორდენზე – შრომის ანაზღაურების 30 მინიმალური ოდენობით;
თ) მედალზე „მხედრული მამაცობისათვის“ – შრომის ანაზღაურების 20 მინიმალური ოდენობით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 24 ივნისი.
№217–რს
დოკუმენტის კომენტარები