საპარლამენტო ფრაქციის შესახებ

საპარლამენტო ფრაქციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 848
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/09/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 41, 08/10/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010.190.070.05.001.000.237
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
848
16/09/1997
პარლამენტის უწყებანი, 41, 08/10/1997
010.190.070.05.001.000.237
საპარლამენტო ფრაქციის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (20/06/2008 - 23/10/2008)

საქართველოს კანონი

საპარლამენტო ფრაქციის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. საპარლამენტო ფრაქცია

საპარლამენტო ფრაქცია (შემდგომში – ფრაქცია) არის პარლამენტში საქმიანობის კოორდინაციის მიზნით საერთო პოლიტიკური შეხედულებებისა და ინტერესების მქონე პარლამენტის წევრთა ნებაყოფლობითი გაერთიანება.

საქართველოს 2005 წლის 10 მარტის კანონი №1067 - სსმ I, №11, 29.03.2005 წ., მუხ.66

    მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი განსაზღვრავს ფრაქციის ჩამოყალიბების, რეგისტრაციის, საქმიანობისა და გაუქმების წესს, ფრაქციის უფლებამოსილებას, აგრეთვე საპარლამენტო კოალიციის, უმრავლესობისა და უმცირესობის კოალიციის სამართლებრივ მდგომარეობას.

საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №171 - სსმ I, №8, 15.03.2000 წ., მუხ.16

საქართველოს 2002 წლის 10 აპრილის კანონი №1364 - სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.42

    მუხლი 3. საქართველოს კანონმდებლობა ფრაქციის შესახებ

საქართველოს კანონმდებლობა ფრაქციის შესახებ მოიცავს საქართველოს კონსტიტუციას, ამ კანონს, სხვა საკანონმდებლო და ნორმატიულ აქტებსა და პარლამენტის რეგლამენტს.

    მუხლი 4. ფრაქციის ამოცანები

ფრაქციის ამოცანებია:

) გამოხატოს და გაატაროს საკუთარი პოლიტიკური კურსი საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის საგარეო და საშინაო საკითხებთან დაკავშირებით;

) მონაწილეობა მიიღოს პარლამენტისა და მისი ორგანოების საქმიანობის სრულყოფაში, ხელი შეუწყოს პარლამენტის წევრთა შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას და მათი აქტიურობის გაზრდას, ასევე მათ მიერ პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა შესრულებასა და საპარლამენტო ქცევის სტანდარტების დაცვას;

) გამოხატოს ფრაქციის შეჯერებული აზრი პარლამენტის უმთავრესი ფუნქციის კანონშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელებაში.

თავი II

ფრაქციის ჩამოყალიბებისა და გაუქმების წესი

    მუხლი 5. ფრაქციის ჩამოყალიბების პირობები

1. ფრაქციის ჩამოყალიბების უფლება აქვს არანაკლებ შვიდ პარლამენტის წევრს, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა.

2. პარლამენტის წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში.

3. ფრაქციის ჩამოყალიბება შესაძლებელია როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე.

4. დაუშვებელია ფრაქციის სახით პარლამენტის წევრთა ისეთი გაერთიანების ჩამოყალიბება, რომელიც მიზნად ისახავს პირადი, პროფესიული, ადგილობრივი ან რელიგიური ინტერესების დაცვას.

5. ერთი პარტიული სიით არჩეულმა ერთი პარტიის წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქცია. პარლამენტის წევრს, გარდა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული პარლამენტის წევრისა, თუ მისი პარტიის წევრებმა შექმნეს ფრაქცია, უფლება არა აქვს იყოს სხვა ფრაქციის წევრი.

საქართველოს 2005 წლის 10 მარტის კანონი №1067 - სსმ I, №11, 29.03.2005 წ., მუხ.66

საქართველოს 2008 წლის 20 ივნისის კანონი №44 - სსმ №11, 04.07.2008 წ., მუხ.85

    მუხლი 6. ფრაქციის ჩამოყალიბება

1. ფრაქციის ჩამოყალიბების მსურველი პარლამენტის წევრთა ჯგუფი შეიმუშავებს ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმასა და წესდებას.

2. ფრაქცია ჩამოყალიბებულად ითვლება მასში გაერთიანებული არანაკლებ შვიდი პარლამენტის წევრის მიერ ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმისა და წესდების მიღების მომენტიდან.

3. ახალჩამოყალიბებული ფრაქცია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს. თავმჯდომარის არჩევის წესსა და პროცედურას განსაზღვრავს ფრაქციის წესდება.

4. სავალდებულოა ახალჩამოყალიბებული ფრაქციის რეგისტრაცია.

საქართველოს 2008 წლის 20 ივნისის კანონი №44 - სსმ №11, 04.07.2008 წ., მუხ.85

    მუხლი 7. ფრაქციის რეგისტრაცია ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე

ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე ფრაქციის თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელ პირთა და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს დაუყოვნებლივ განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია. თუ დროებითი სამანდატო კომისია პარლამენტის პირველსავე სხდომაზე არ მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრირებულად ჩაითვლება დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს დროებითი სამანდატო კომისიის გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დააყენოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2885 - სსმ I, №11, 01.05.2006 წ., მუხ.81

    მუხლი 8. ფრაქციის რეგისტრაციის წესი და პირობები

1. ფრაქციის რეგისტრაციისათვის, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, ფრაქციის შექმნიდან 1 კვირის ვადაში ფრაქციის თავმჯდომარე განცხადებით მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს. განცხადებაში აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელ პირთა და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება. პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის შემოსულ მასალებს დაუყოვნებლივ გადასცემს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც თავის დასკვნას პარლამენტის ბიუროს წარუდგენს უახლოეს სხდომაზე. თუ პარლამენტის ბიურო კომიტეტის დასკვნის განხილვისას არ მიიღებს სხვა მოტივირებულ გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრირებულად ჩაითვლება პარლამენტის თავმჯდომარისათვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება და ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტების ტექსტი ეცნობება პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე და გამოქვეყნდება პარლამენტის უწყებანში“.

2. თუ ფრაქცია არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს, მას უარი ეთქმება რეგისტრაციაზე. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დააყენოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2885 - სსმ I, №11, 01.05.2006 წ., მუხ.81

    მუხლი 8 1 . ფრაქციაში გაწევრიანება

1. ფრაქციაში გაწევრიანების მსურველი პარლამენტის წევრი წერილობითი განცხადებით მიმართავს ფრაქციის თავმჯდომარეს.

2. ფრაქცია პარლამენტის წევრის განცხადებას განიხილავს ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

3. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე 3 დღის ვადაში წერილობით აცნობებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს და პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს.

საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2885 - სსმ I, №11, 01.05.2006 წ., მუხ.81

    მუხლი 9. (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2885 - სსმ I, №11, 01.05.2006 წ., მუხ.81

    მუხლი 10. ცვლილებები ფრაქციაში

1. პარლამენტის წევრს უფლება აქვს ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციიდან, რის შესახებაც 3 დღის ვადაში წერილობით აცნობებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს და პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი აღნიშნულ ფაქტს პარლამენტს აცნობებს უახლოეს პლენარულ სხდომაზე.

2. ფრაქციას უფლება აქვს ფრაქციის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიიღოს ახალი წევრი ან ფრაქციიდან გარიცხოს წევრი.

3. ფრაქციიდან წევრის გარიცხვის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე 3 დღის ვადაში წერილობით აცნობებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს და პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს. თუ ფრაქციაში დარჩა შვიდზე ნაკლები პარლამენტის წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ფრაქციის გაუქმების შესახებ უახლოეს პლენარულ სხდომაზე აცნობებს პარლამენტს.

4. ფრაქციის თავმჯდომარისა და სხვა ხელმძღვანელი პირების არჩევის, გადაყენების, გადადგომის, ფრაქციის შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების, აგრეთვე ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესწორების შეტანის შესახებ 3 დღის ვადაში წერილობით ეცნობება პარლამენტის თავმჯდომარესა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.

5. ინფორმაციას ამ კანონის 8 1 მუხლსა და ამ მუხლის პირველ და მე-2– მე-4 პუნქტებში აღნიშნული ცვლილებების შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი აცნობებს პარლამენტს და ქვეყნდება პარლამენტის უწყებანში“.

საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2885 - სსმ I, №11, 01.05.2006 წ., მუხ.81

საქართველოს 2008 წლის 20 ივნისის კანონი №44 - სსმ №11, 04.07.2008 წ., მუხ.85

    მუხლი 11. ფრაქციის გაუქმება

თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა შვიდზე ნაკლები პარლამენტის წევრი, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება, რასაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე აცნობებს პარლამენტს და ქვეყნდება „პარლამენტის უწყებანში“.

საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2885 - სსმ I, №11, 01.05.2006 წ., მუხ.81

საქართველოს 2008 წლის 20 ივნისის კანონი №44 - სსმ №11, 04.07.2008 წ., მუხ.85

თავი III

ფრაქციის უფლებამოსილებანი

    მუხლი 12. ფრაქციის უფლებამოსილების დადგენა

ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ფრაქცია ახორციელებს ჩამოყალიბების მომენტიდან. ყველა სხვა უფლებამოსილებას ფრაქცია იძენს მხოლოდ დადგენილი წესით რეგისტრაციის შემდეგ.

    მუხლი 13. საკანონმდებლო ინიციატივის უფლება

საქართველოს კონსტიტუციის 67- მუხლის თანახმად, ფრაქციას აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება.

    მუხლი 14. შეკითხვის უფლება

ფრაქციას უფლება აქვს, შეკითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ, პასუხისმგებელ ორგანოს და მთავრობის ცალკეულ წევრს, რომლებიც ვალდებულნი არიან უპასუხონ დასმულ შეკითხვას.

    მუხლი 15. პარლამენტის ორგანოებში წარმომადგენლობის უფლება

1. ფრაქცია წარმომადგენლობის მეშვეობით მონაწილეობს პარლამენტის კომიტეტების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების, საპარლამენტო დელეგაციების საქმიანობაში.

2. ფრაქციის წარმომადგენელთა რაოდენობა პარლამენტის ორგანოებში, როგორც წესი, განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად.

3. პარლამენტის ორგანოში ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი წყვეტს საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით ფრაქციიდან გარიცხვის, გასვლის ან ფრაქციის მიერ ამ ორგანოდან გამოწვევის შემთხვევაში. ფრაქციას უფლება აქვს წარადგინოს ახალი კანდიდატი, რის შესახებაც პარლამენტის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი აცნობებს პარლამენტს.

4. ფრაქციათა შექმნის, შეერთების, გაყოფის ან გაუქმების შემთხვევაში პარლამენტის ბიურო გადაანაწილებს პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს. თუ ფრაქცია არ ეთანხმება ბიუროს გადაწყვეტილებას, საკითხი წყდება პარლამენტის სხდომაზე.

5. კვოტირების ნორმების შეცვლის შემთხვევაში პარლამენტის ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხებს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია.

6. ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესი არ ვრცელდება პარლამენტის იმ წევრებზე, რომელთაც პარლამენტის ორგანოებში არჩევითი თანამდებობები უკავიათ.

    მუხლი 16. ინფორმაციის გავრცელების უფლება

1. ფრაქციას უფლება აქვს, გამოაქვეყნოს თავისი თვალსაზრისი " პარლამენტის უწყებანში", მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, გამოუშვას საინფორმაციო ბიულეტენი.

2. პარლამენტის აპარატი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, პარლამენტის წევრებს შორის გაავრცელოს ფრაქციის ოფიციალური მიმართვა.

3. ფრაქციის მიერ გავრცელებულ ყველა დოკუმენტს ხელს აწერს ფრაქციის ხელმძღვანელი პირი.

    მუხლი 17. პარლამენტისა და კომიტეტის სხდომებში მონაწილეობის უფლება

ფრაქციას უფლება აქვს, პარლამენტისა და კომიტეტის სხდომებზე, პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, გამოთქვას თავისი მოსაზრება პარლამენტის მიერ ასარჩევი, დასანიშნი ან დასამტკიცებელი კანდიდატების მიმართ, მონაწილეობა მიიღოს კამათში, მოითხოვოს პოლიტიკური დებატების გამართვა, განახორციელოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

  მუხლი 171. სასჯელაღსრულების დასებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება

ფრაქციას უფლება აქვს თავისი საქმიანობის საჭიროებიდან გამომდინარე, პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული წესის შესაბამისად დასვას საკითხი მის შემადგენლობაში შემავალი პარლამენტის წევრისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების შესახებ.

საქართველოს 2000 წლის 20 აპრილის კანონი №255 - სსმ I, №16, 02.05.2000 წ., მუხ.40

    მუხლი 18. ფრაქციის წესდება

1. ფრაქციის შიდაორგანიზაციულ საკითხებს საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად აწესრიგებს ფრაქციის წესდება.

2. ფრაქციის წესდებაში განსაზღვრული უნდა იყოს ფრაქციის ჩამოყალიბების, მის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის წესი, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება. ფრაქციის მიზნები და ამოცანები, სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი მდგომარეობა, აგრეთვე წესდების ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის წესი.

3. ფრაქციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფრაქციის სხდომა.

თავი IV

ფრაქციის სტრუქტურა

    მუხლი 19. ფრაქციის სხდომა

1. ფრაქციის უმაღლესი ორგანოა ფრაქციის სხდომა.

2. ფრაქციის სხდომა ღიაა. წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეიძლება გამოცხადდეს დახურული სხდომა.

3. ფრაქციის სხდომა იმართება პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ დღეს, აგრეთვე საჭიროებისამებრ.

4. ფრაქციის სხდომა უფლებამოსილია:

) გადაწყვიტოს საპარლამენტო უმრავლესობაში, უმცირესობაში ან სხვა კოალიციაში ფრაქციის გაერთიანების საკითხი;

) შეიტანოს ცვლილებები და დამატებები ფრაქციის წესდებაში;

) მიიღოს გადაწყვეტილება პარლამენტის სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ფრაქციის ერთიანი პოზიციის გამოხატვის თაობაზე;

) აირჩიოს ფრაქციის თანამდებობის პირები;

) გადაწყვიტოს ფრაქციის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №171 - სსმ I, №8, 15.03.2000 წ., მუხ.16

    მუხლი 20. ფრაქციის ხელმძღვანელი პირები

1. ფრაქციის ხელმძღვანელი პირები არიან: ფრაქციის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და მდივანი.

2. ფრაქციის თავმჯდომარე:

) ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობას;

) წარმოადგენს ფრაქციას პარლამენტში და მის გარეთ;

) თანამდებობრივად შედის პარლამენტის ბიუროს შემადგენლობაში;

) წარმართავს ფრაქციის სხდომებს;

) ახორციელებს ფრაქციის წესდებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე თავმჯდომარის დავალებით ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს და, საჭიროებისამებრ, წესდებით გათვალისწინებული წესით, ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობას.

4. ფრაქციის მდივანი ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის დავალებებს, ხელმძღვანელობს ფრაქციის შიდაორგანიზაციულ საქმიანობას, ახორციელებს ფრაქციის წესდებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და ხელმძღვანელი პირების არჩევის წესს და მათ კომპეტენციას განსაზღვრავს ფრაქციის წესდება.

თავი V

ფრაქციის საქმიანობის გარანტიები

    მუხლი 21. ფრაქციის საქმიანობის უზრუნველყოფა

1. ფრაქციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება სათანადო პირობები და გამოიყოფა შესაბამისი თანხა.

2. ფრაქციას პარლამენტის სხდომათა დარბაზში გამოეყოფა შესაბამისი ადგილი, ხოლო პარლამენტის შენობაში სამუშაო ფართობი.

3. ფრაქციის საქმიანობას უზრუნველყოფს ფრაქციის აპარატი. ფრაქციის აპარატის თანამშრომლების რაოდენობას და ანაზღაურების პირობებს, პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით, ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

4. ფრაქციის აპარატის თანამშრომლებს სამსახურში იღებს და სამსახურიდან ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი ფრაქციის თავმჯდომარის წარდგინებით, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე, ასეთი ხელშეკრულებისათვის შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ფრაქციის აპარატის საშტატო ოდენობა, ფრაქციისათვის პარლამენტის შენობაში გამოყოფილი სამუშაო ფართობი და ფრაქციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად გამოყოფილი თანხა, როგორც წესი, განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1983 - სსმ I, №20 (27), 09.06.1999 წ., მუხ.80

თავი VI

საპარლამენტო კოალიცია, უმრავლესობა და უმცირესობა

საქართველოს 1999 წლის 25 ნოემბრის კანონი №8 - სსმ I, №45(52), 26.11.1999 წ., მუხ.234

      საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №171 - სსმ I, №8, 15.03.2000 წ., მუხ.16

      საქართველოს 2002 წლის 10 აპრილის კანონი №1364 - სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.42

    მუხლი 22. საპარლამენტო კოალიცია

საერთო პოლიტიკური შეხედულების მქონე ორ ან მეტ საპარლამენტო ფრაქციას, ამ ფრაქციებს მიმხრობილ პარლამენტის წევრებს, საერთო პოლიტიკური პლატფორმის საფუძველზე შეუძლიათ შექმნან საპარლამენტო კოალიცია.

საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №171 - სსმ I, №8, 15.03.2000 წ., მუხ.16

საქართველოს 2002 წლის 10 აპრილის კანონი №1364 - სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.42

    მუხლი 23. საპარლამენტო უმრავლესობა

1. თუ საპარლამენტო ფრაქციაში ან კოალიციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა გადააჭარბებს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარს, ფრაქცია ან კოალიცია იძენს საპარლამენტო უმრავლესობის სტატუსს.

2. საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა შეუძლიათ საპარლამენტო ფრაქციებს, ამ ფრაქციებს მიმხრობილ პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი არც ერთ ფრაქციაში, ან/და საპარლამენტო კოალიციებს, თუ მათში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა გადააჭარბებს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარს.

საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №171 - სსმ I, №8, 15.03.2000 წ., მუხ.16

საქართველოს 2002 წლის 10 აპრილის კანონი №1364 - სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.42

     მუხლი 24. საპარლამენტო უმცირესობა

1. საპარლამენტო უმრავლესობის შექმნის შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას საპარლამენტო უმცირესობა.

2. თუ საპარლამენტო ფრაქციაში ან კოალიციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა გადააჭარბებს საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს, ფრაქცია ან კოალიცია თავისი მოთხოვნის საფუძველზე იძენს საპარლამენტო უმცირესობის სტატუსს.

3. საპარლამენტო უმცირესობის შექმნა შეუძლიათ საპარლამენტო ფრაქციებს, ამ ფრაქციებს მიმხრობილ პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი არც ერთ ფრაქციაში, ან/და საპარლამენტო კოალიციებს, თუ მათში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა გადააჭარბებს საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს.

საქართველოს 1999 წლის 25 ნოემბრის კანონი №8 - სსმ I, №45(52), 26.11.1999 წ., მუხ.234

საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №171 - სსმ I, №8, 15.03.2000 წ., მუხ.16

საქართველოს 2002 წლის 10 აპრილის კანონი №1364 - სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.42

           მუხლი 25. საპარლამენტო კოალიციის, საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო უმცირესობის რეგისტრაცია

1. საპარლამენტო კოალიცია, საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო უმცირესობა უფლებამოსილებას იძენენ პარლამენტის ბიუროს მიერ მათი რეგისტრაციის შემდეგ.

2. რეგისტრაციისათვის საპარლამენტო კოალიციის ლიდერი, უმრავლესობის ლიდერი, უმცირესობის ლიდერი ბიუროს წარუდგენენ განცხადებებს, რომლებშიც აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისად საპარლამენტო კოალიციის, უმრავლესობის, უმცირესობის ლიდერებისა და წევრების ვინაობა.

3. განცხადებას უნდა დაერთოს საპარლამენტო კოალიციის, უმრავლესობის, უმცირესობის პოლიტიკური პლატფორმა და დებულება ხელმოწერილი კოალიციის, უმრავლესობის, უმცირესობის ლიდერებისა და კოალიციაში, უმრავლესობაში, უმცირესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა თავმჯდომარეების მიერ.

4. საპარლამენტო კოალიციის, უმრავლესობის, უმცირესობის ჩამოყალიბებისა და რეგისტრაციის წესები განისაზღვრება ამ კანონის მე-7-9 მუხლების შესაბამისად.

საქართველოს 1999 წლის 25 ნოემბრის კანონი №8 - სსმ I, №45(52), 26.11.1999 წ., მუხ.234

საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №171 - სსმ I, №8, 15.03.2000 წ., მუხ.16

საქართველოს 2002 წლის 10 აპრილის კანონი №1364 - სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.42

    მუხლი 251. საპარლამენტო კოალიციის, უმრავლესობისა და უმცირესობის აპარატები

1. საპარლამენტო კოალიციის, უმრავლესობისა და უმცირესობის საქმიანობას უზრუნველყოფენ მათი აპარატები, რომლებიც იქმნება დადგენილი წესით.

2. საპარლამენტო კოალიციის, უმრავლესობისა და უმცირესობის აპარატების საშტატო ერთეულების რაოდენობა განისაზღვრება კოალიციაში, უმრავლესობაში, უმცირესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა აპარატების საშტატო ერთეულების ხარჯზე.

3. საპარლამენტო კოალიციის, უმრავლესობისა და უმცირესობის შიდაორგანიზაციული საკითხები და საქმიანობის წესი რეგულირდება მათი დებულებებით.

საქართველოს 2002 წლის 10 აპრილის კანონი №1364 - სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.42

თავი VII

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 26. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს 1995 წლის 21 დეკემბრის კანონი " საპარლამენტო ფრაქციის შესახებ".

 

საქართველოს პრეზიდენტი                                 ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 16 სექტემბერი.

848– Iს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1983 - სსმ I, №20 (27), 09.06.1999 წ., მუხ.80

2. საქართველოს 1999 წლის 25 ნოემბრის კანონი №8 - სსმ I, №45(52), 26.11.1999 წ., მუხ.234

3. საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №171 - სსმ I, №8, 15.03.2000 წ., მუხ.16

4. საქართველოს 2000 წლის 20 აპრილის კანონი №255 - სსმ I, №16, 02.05.2000 წ., მუხ.40

5. საქართველოს 2002 წლის 10 აპრილის კანონი №1364 - სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.42

6. საქართველოს 2005 წლის 10 მარტის კანონი №1067 - სსმ I, №11, 29.03.2005 წ., მუხ.66

7. საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2885 - სსმ I, №11, 01.05.2006 წ., მუხ.81

8. საქართველოს 2008 წლის 20 ივნისის კანონი №44 - სსმ №11, 04.07.2008 წ., მუხ.85

13. 06/12/2018 - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი - 3875-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 12. 01/05/2015 - საქართველოს კანონი - 3535-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 11. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6534-Iს - ვებგვერდი, 03/07/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 09/03/2010 - საქართველოს კანონი - 2699 - სსმ, 12, 24/03/2010 9. 23/10/2008 - საქართველოს კანონი - 401 - სსმ, 29, 04/11/2008 8. 20/06/2008 - საქართველოს კანონი - 44 - სსმ, 11, 04/07/2008 7. 14/04/2006 - საქართველოს კანონი - 2885 - სსმ, 11, 01/05/2006 6. 10/03/2005 - საქართველოს კანონი - 1067 - სსმ, 11, 29/03/2005 5. 04/10/2002 - საქართველოს კანონი - 1364 - სსმ, 9, 26/04/2002 4. 20/04/2000 - საქართველოს კანონი - 255 - სსმ, 16, 02/05/2000 3. 24/02/2000 - საქართველოს კანონი - 171 - სსმ, 8, 15/03/2000 2. 25/11/1999 - საქართველოს კანონი - 8 - სსმ, 45(52), 26/11/1999 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 28/05/1999 - საქართველოს კანონი - 1983 - სსმ, 20(27), 09/06/1999