საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 255
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/04/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 16, 02/05/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000
  • Word
255
20/04/2000
სსმ, 16, 02/05/2000
000000000.00(0).00.000000
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:

     „მუხლი 151.   სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება

პარლამენტის წევრს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული წესის შესაბამისად შეიძლება მიეცეს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება“.

II. „საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, №002, 9.03.1996) დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი:

     „მუხლი 191

კომიტეტს უფლება აქვს თავისი საქმიანობის საჭიროებიდან გამომდინარე, პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული წესის შესაბამისად დასვას საკითხი მის შემადგენლობაში შემავალი პარლამენტის წევრისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების შესახებ“.

III. „საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997) დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:

     „მუხლი 171. სასჯელაღსრულების დასებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება

ფრაქციას უფლება აქვს თავისი საქმიანობის საჭიროებიდან გამომდინარე, პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული წესის შესაბამისად დასვას საკითხი მის შემადგენლობაში შემავალი პარლამენტის წევრისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების შესახებ“.

IV. „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №008, 8.05.1996) 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„კომისიას უფლება აქვს თავისი საქმიანობის საჭიროებიდან გამომდინარე, პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული წესის შესაბამისად დასვას საკითხი მის შემადგენლობაში შემავალი პარლამენტის წევრისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების შესახებ“.

V. „საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. დროებით კომისიას უფლება აქვს თავისი საქმიანობის საჭიროებიდან გამომდინარე, პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული წესის შესაბამისად დასვას საკითხი მის შემადგენლობაში შემავალი პარლამენტის წევრისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების შესახებ“.

VI. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.

თბილისი,

2000 წლის 20 აპრილი.

№255-IIს