დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველო კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1364 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 04/10/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 9, 26/04/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.190.070.05.001.001.055 |
საქართველოს კანონი
„საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლში სიტყვები „საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობისა და სხვა კოალიციის“ შეიცვალოს სიტყვებით „საპარლამენტო კოალიციის, უმრავლესობისა და უმცირესობის“.
2. VI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი VI. საპარლამენტო კოალიცია, უმრავლესობა და უმცირესობა
მუხლი 22. საპარლამენტო კოალიცია
საერთო პოლიტიკური შეხედულების მქონე ორ ან მეტ საპარლამენტო ფრაქციას, ამ ფრაქციებს მიმხრობილ პარლამენტის წევრებს, საერთო პოლიტიკური პლატფორმის საფუძველზე შეუძლიათ შექმნან საპარლამენტო კოალიცია.
მუხლი 23. საპარლამენტო უმრავლესობა
1. თუ საპარლამენტო ფრაქციაში ან კოალიციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა გადააჭარბებს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარს, ფრაქცია ან კოალიცია იძენს საპარლამენტო უმრავლესობის სტატუსს.
2. საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა შეუძლიათ საპარლამენტო ფრაქციებს, ამ ფრაქციებს მიმხრობილ პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი არც ერთ ფრაქციაში, ან/და საპარლამენტო კოალიციებს, თუ მათში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა გადააჭარბებს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარს.
მუხლი 24. საპარლამენტო უმცირესობა
1. საპარლამენტო უმრავლესობის შექმნის შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას საპარლამენტო უმცირესობა.
2. თუ საპარლამენტო ფრაქციაში ან კოალიციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა გადააჭარბებს საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს, ფრაქცია ან კოალიცია თავისი მოთხოვნის საფუძველზე იძენს საპარლამენტო უმცირესობის სტატუსს.
3. საპარლამენტო უმცირესობის შექმნა შეუძლიათ საპარლამენტო ფრაქციებს, ამ ფრაქციებს მიმხრობილ პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი არც ერთ ფრაქციაში, ან/და საპარლამენტო კოალიციებს, თუ მათში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა გადააჭარბებს საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს.
მუხლი 25. საპარლამენტო კოალიციის, საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო უმცირესობის რეგისტრაცია
1. საპარლამენტო კოალიცია, საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო უმცირესობა უფლებამოსილებას იძენენ პარლამენტის ბიუროს მიერ მათი რეგისტრაციის შემდეგ.
2. რეგისტრაციისათვის საპარლამენტო კოალიციის ლიდერი, უმრავლესობის ლიდერი, უმცირესობის ლიდერი ბიუროს წარუდგენენ განცხადებებს, რომლებშიც აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისად საპარლამენტო კოალიციის, უმრავლესობის, უმცირესობის ლიდერებისა და წევრების ვინაობა.
3. განცხადებას უნდა დაერთოს საპარლამენტო კოალიციის, უმრავლესობის, უმცირესობის პოლიტიკური პლატფორმა და დებულება ხელმოწერილი კოალიციის, უმრავლესობის, უმცირესობის ლიდერებისა და კოალიციაში, უმრავლესობაში, უმცირესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა თავმჯდომარეების მიერ.
4. საპარლამენტო კოალიციის, უმრავლესობის, უმცირესობის ჩამოყალიბებისა და რეგისტრაციის წესები განისაზღვრება ამ კანონის მე-7-9 მუხლების შესაბამისად.
მუხლი 251. საპარლამენტო კოალიციის, უმრავლესობისა და უმცირესობის აპარატები
1. საპარლამენტო კოალიციის, უმრავლესობისა და უმცირესობის საქმიანობას უზრუნველყოფენ მათი აპარატები, რომლებიც იქმნება დადგენილი წესით.
2. საპარლამენტო კოალიციის, უმრავლესობისა და უმცირესობის აპარატების საშტატო ერთეულების რაოდენობა განისაზღვრება კოალიციაში, უმრავლესობაში, უმცირესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა აპარატების საშტატო ერთეულების ხარჯზე.
3. საპარლამენტო კოალიციის, უმრავლესობისა და უმცირესობის შიდაორგანიზაციული საკითხები და საქმიანობის წესი რეგულირდება მათი დებულებებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2002 წლის 10 აპრილი.
№1364–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები