დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საპარლამენტო ფრაქციის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 848 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/09/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 41, 08/10/1997 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.190.070.05.001.000.237 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (22/06/2012 - 01/05/2015)
საპარლამენტო ფრაქცია (შემდგომ – ფრაქცია) არის პარლამენტის წევრთა გაერთიანება საერთო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
საქართველოს 2005 წლის 10 მარტის კანონი №1067 - სსმ I, №11, 29.03.2005 წ., მუხ.66
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6534 - ვებგვერდი, 03.06.2012წ.
მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი განსაზღვრავს ფრაქციის ჩამოყალიბების, რეგისტრაციის, საქმიანობისა და გაუქმების წესს, ფრაქციის უფლებამოსილებას, აგრეთვე საპარლამენტო კოალიციის, უმრავლესობისა და უმცირესობის კოალიციის სამართლებრივ მდგომარეობას.
საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №171 - სსმ I, №8, 15.03.2000 წ., მუხ.16
საქართველოს 2002 წლის 10 აპრილის კანონი №1364 - სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.42
მუხლი 3. საქართველოს კანონმდებლობა ფრაქციის შესახებ
საქართველოს კანონმდებლობა ფრაქციის შესახებ მოიცავს საქართველოს კონსტიტუციას, ამ კანონს, სხვა საკანონმდებლო და ნორმატიულ აქტებსა და პარლამენტის რეგლამენტს.
ფრაქციის ამოცანებია:
ა) გამოხატოს და გაატაროს საკუთარი პოლიტიკური კურსი საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის საგარეო და საშინაო საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) მონაწილეობა მიიღოს პარლამენტისა და მისი ორგანოების საქმიანობის სრულყოფაში, ხელი შეუწყოს პარლამენტის წევრთა შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას და მათი აქტიურობის გაზრდას, ასევე მათ მიერ პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა შესრულებასა და საპარლამენტო ქცევის სტანდარტების დაცვას;
გ) გამოხატოს ფრაქციის შეჯერებული აზრი პარლამენტის უმთავრესი ფუნქციის – კანონშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელებაში.
თავი II. ფრაქციის ჩამოყალიბებისა და გაუქმების წესი
მუხლი 5. ფრაქციის ჩამოყალიბების პირობები
1. ფრაქციის ჩამოყალიბების უფლება აქვს არანაკლებ ექვს პარლამენტის წევრს, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა.
2. პარლამენტის წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში.
3. ფრაქციის ჩამოყალიბება შესაძლებელია როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე.
4. დაუშვებელია ფრაქციის სახით პარლამენტის წევრთა ისეთი გაერთიანების ჩამოყალიბება, რომელიც მიზნად ისახავს პირადი, პროფესიული, ადგილობრივი ან რელიგიური ინტერესების დაცვას.
5. ერთი პარტიული სიით არჩეულმა ერთი პარტიის წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქცია. პარლამენტის წევრს, გარდა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული პარლამენტის წევრისა, თუ მისი პარტიის წევრებმა შექმნეს ფრაქცია, უფლება არა აქვს იყოს სხვა ფრაქციის წევრი.
საქართველოს 2005 წლის 10 მარტის კანონი №1067 - სსმ I, №11, 29.03.2005 წ., მუხ.66
საქართველოს 2008 წლის 20 ივნისის კანონი №44 - სსმ №11, 04.07.2008 წ., მუხ.85
საქართველოს 2008 წლის 23 ოქტომბრის კანონი №401 - სსმ I, №29, 04.11.2008 წ., მუხ.175
მუხლი 6. ფრაქციის ჩამოყალიბება
1. ფრაქციის ჩამოყალიბების მსურველი პარლამენტის წევრთა ჯგუფი შეიმუშავებს ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმასა და წესდებას.
2. ფრაქცია ჩამოყალიბებულად ითვლება მასში გაერთიანებული არანაკლებ ექვსი პარლამენტის წევრის მიერ ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმისა და წესდების მიღების მომენტიდან.
3. ახალჩამოყალიბებული ფრაქცია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს. თავმჯდომარის არჩევის წესსა და პროცედურას განსაზღვრავს ფრაქციის წესდება.
4. სავალდებულოა ახალჩამოყალიბებული ფრაქციის რეგისტრაცია.
საქართველოს 2008 წლის 20 ივნისის კანონი №44 - სსმ №11, 04.07.2008 წ., მუხ.85
საქართველოს 2008 წლის 23 ოქტომბრის კანონი №401 - სსმ I, №29, 04.11.2008 წ., მუხ.175
მუხლი 7. ფრაქციის რეგისტრაცია ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე
ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე ფრაქციის თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელ პირთა და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს დაუყოვნებლივ განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია. თუ დროებითი სამანდატო კომისია პარლამენტის პირველსავე სხდომაზე არ მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრირებულად ჩაითვლება დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს დროებითი სამანდატო კომისიის გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დააყენოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2885 - სსმ I, №11, 01.05.2006 წ., მუხ.81
მუხლი 8. ფრაქციის რეგისტრაციის წესი და პირობები
1. ფრაქციის რეგისტრაციისათვის, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, ფრაქციის შექმნიდან 1 კვირის ვადაში ფრაქციის თავმჯდომარე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელ პირთა და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება. პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც თავის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე. თუ პარლამენტის ბიურო აღნიშნული კომიტეტის დასკვნის განხილვისას არ მიიღებს სხვა მოტივირებულ გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრირებულად ჩაითვლება პარლამენტის თავმჯდომარისათვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ეცნობება პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე და გამოქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.
2. თუ ფრაქცია არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს, მას უარი ეთქმება რეგისტრაციაზე. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დააყენოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2885 - სსმ I, №11, 01.05.2006 წ., მუხ.81
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6534 - ვებგვერდი, 03.06.2012წ.
მუხლი 8 1 . ფრაქციაში გაწევრიანება
1. ფრაქციაში გაწევრიანების მსურველი პარლამენტის წევრი წერილობითი განცხადებით მიმართავს ფრაქციის თავმჯდომარეს .
2. ფრაქცია პარლამენტის წევრის განცხადებას განიხილავს ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას .
3. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე 3 დღის ვადაში წერილობით აცნობებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს და პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს.
საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2885 - სსმ I, №11, 01.05.2006 წ., მუხ.81
საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2885 - სსმ I, №11, 01.05.2006 წ., მუხ.81
მუხლი 10. ცვლილებები ფრაქციაში
1. პარლამენტის წევრს უფლება აქვს ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციიდან, რის შესახებაც 3 დღის ვადაში წერილობით აცნობებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს და პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი აღნიშნულ ფაქტს პარლამენტს აცნობებს უახლოეს პლენარულ სხდომაზე.
1 1 . ფრაქციის წევრის განცხადება ფრაქციიდან გასვლის შესახებ ძალაში შედის განცხადების წარდგენის დღიდან მე-7 დღეს.
2. ფრაქციას უფლება აქვს ფრაქციის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიიღოს ახალი წევრი ან ფრაქციიდან გარიცხოს წევრი.
3. ფრაქციიდან წევრის გარიცხვის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე 3 დღის ვადაში წერილობით აცნობებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს და პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს.
4. ფრაქციის თავმჯდომარისა და სხვა ხელმძღვანელი პირების არჩევის, გადაყენების, გადადგომის, ფრაქციის შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების, აგრეთვე ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესწორების შეტანის შესახებ 3 დღის ვადაში წერილობით ეცნობება პარლამენტის თავმჯდომარესა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.
5. ამ კანონის 8 1 მუხლსა და ამ მუხლის პირველ−მე-4 პუნქტებში აღნიშნული ცვლილებების შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი აცნობებს პარლამენტს. ეს ინფორმაცია ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.
საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2885 - სსმ I, №11, 01.05.2006 წ., მუხ.81
საქართველოს 2008 წლის 20 ივნისის კანონი №44 - სსმ №11, 04.07.2008 წ., მუხ.85
საქართველოს 2008 წლის 23 ოქტომბრის კანონი №401 - სსმ I, №29, 04.11.2008 წ., მუხ.175
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6534 - ვებგვერდი, 03.06.2012წ.
თუ ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა 6-ზე ნაკლები პარლამენტის წევრი, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის შესახებ განცხადების წარდგენის დღიდან მე-7 დღეს. ამ პერიოდში ფრაქცია ინარჩუნებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ უფლებებს. ფრაქციის გაუქმების შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი აცნობებს პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე.
საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2885 - სსმ I, №11, 01.05.2006 წ., მუხ.81
საქართველოს 2008 წლის 20 ივნისის კანონი №44 - სსმ №11, 04.07.2008 წ., მუხ.85
საქართველოს 2008 წლის 23 ოქტომბრის კანონი №401 - სსმ I, №29, 04.11.2008 წ., მუხ.175
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6534 - ვებგვერდი, 03.06.2012წ.
თავი III. ფრაქციის უფლებამოსილებანი
მუხლი 12. ფრაქციის უფლებამოსილების დადგენა
ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ფრაქცია ახორციელებს ჩამოყალიბების მომენტიდან. ყველა სხვა უფლებამოსილებას ფრაქცია იძენს მხოლოდ დადგენილი წესით რეგისტრაციის შემდეგ.
მუხლი 13. საკანონმდებლო ინიციატივის უფლება
საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის თანახმად, ფრაქციას აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება.
ფრაქციას უფლება აქვს, შეკითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს მთავრობის ცალკეულ წევრებს. ისინი ვალდებული არიან, უპასუხონ შეკითხვას.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6534 - ვებგვერდი, 03.06.2012წ.
მუხლი 15. პარლამენტის ორგანოებში წარმომადგენლობის უფლება
1. ფრაქცია წარმომადგენლობის მეშვეობით მონაწილეობს პარლამენტის კომიტეტების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების, საპარლამენტო დელეგაციების საქმიანობაში.
2. ფრაქციის წარმომადგენელთა რაოდენობა პარლამენტის ორგანოებში, როგორც წესი, განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად.
3. პარლამენტის ორგანოში ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი წყვეტს საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით ფრაქციიდან გარიცხვის, გასვლის ან ფრაქციის მიერ ამ ორგანოდან გამოწვევის შემთხვევაში. ფრაქციას უფლება აქვს წარადგინოს ახალი კანდიდატი, რის შესახებაც პარლამენტის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი აცნობებს პარლამენტს.
4. ფრაქციათა შექმნის, შეერთების, გაყოფის ან გაუქმების შემთხვევაში პარლამენტის ბიურო გადაანაწილებს პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს. თუ ფრაქცია არ ეთანხმება ბიუროს გადაწყვეტილებას, საკითხი წყდება პარლამენტის სხდომაზე.
5. კვოტირების ნორმების შეცვლის შემთხვევაში პარლამენტის ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხებს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია.
6. (ამოღებულია – 22.06.2012, №6534).
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6534 - ვებგვერდი, 03.06.2012წ.
მუხლი 16. ინფორმაციის გავრცელების უფლება
1. ფრაქციას უფლება აქვს, გამოაქვეყნოს თავისი თვალსაზრისი პარლამენტის ვებგვერდზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, გამოუშვას საინფორმაციო ბიულეტენი.
2. პარლამენტის აპარატი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, პარლამენტის წევრებს შორის გაავრცელოს ფრაქციის ოფიციალური მიმართვა.
3. ფრაქციის მიერ გავრცელებულ ყველა დოკუმენტს ხელს აწერს ფრაქციის ხელმძღვანელი პირი.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6534 - ვებგვერდი, 03.06.2012წ.
მუხლი 17. პარლამენტისა და კომიტეტის სხდომებში მონაწილეობის უფლება
ფრაქციას უფლება აქვს, პარლამენტისა და კომიტეტის სხდომებზე, პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, გამოთქვას თავისი მოსაზრება პარლამენტის მიერ ასარჩევი, დასანიშნი ან დასამტკიცებელი კანდიდატების მიმართ, მონაწილეობა მიიღოს კამათში, მოითხოვოს პოლიტიკური დებატების გამართვა, განახორციელოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
ფრაქციას უფლება აქვს, თავისი საქმიანობის საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული წესის შესაბამისად დასვას საკითხი მის შემადგენლობაში შემავალი პარლამენტის წევრისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების შესახებ.
საქართველოს 2000 წლის 20 აპრილის კანონი №255 - სსმ I, №16, 02.05.2000 წ., მუხ.40
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2699 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.48
1. ფრაქციის შიდაორგანიზაციულ საკითხებს საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად აწესრიგებს ფრაქციის წესდება.
2. ფრაქციის წესდებაში განსაზღვრული უნდა იყოს ფრაქციის ჩამოყალიბების, მის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის წესი, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება. ფრაქციის მიზნები და ამოცანები, სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი მდგომარეობა, აგრეთვე წესდების ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის წესი.
3. ფრაქციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფრაქციის სხდომა.
1. ფრაქციის უმაღლესი ორგანოა ფრაქციის სხდომა.
2. ფრაქციის სხდომა ღიაა. წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეიძლება გამოცხადდეს დახურული სხდომა.
3. ფრაქციის სხდომათა გამართვის პერიოდულობა განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.
4. ფრაქციის სხდომა უფლებამოსილია:
ა) გადაწყვიტოს ფრაქციის საპარლამენტო უმრავლესობაში ან საპარლამენტო უმცირესობაში გაერთიანების საკითხი;
ბ) შეიტანოს ცვლილებები და დამატებები ფრაქციის წესდებაში;
გ) მიიღოს გადაწყვეტილება პარლამენტის სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ფრაქციის ერთიანი პოზიციის გამოხატვის თაობაზე;
დ) აირჩიოს ფრაქციის თანამდებობის პირები;
ე) გადაწყვიტოს ფრაქციის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №171 - სსმ I, №8, 15.03.2000 წ., მუხ.16
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6534 - ვებგვერდი, 03.06.2012წ.
მუხლი 20. ფრაქციის ხელმძღვანელი პირები
1. ფრაქციის ხელმძღვანელი პირები არიან: ფრაქციის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და მდივანი.
2. ფრაქციის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს ფრაქციას პარლამენტში და მის გარეთ;
გ) თანამდებობრივად შედის პარლამენტის ბიუროს შემადგენლობაში;
დ) წარმართავს ფრაქციის სხდომებს;
ე) ახორციელებს ფრაქციის წესდებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე თავმჯდომარის დავალებით ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს და, საჭიროებისამებრ, წესდებით გათვალისწინებული წესით, ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობას.
4. ფრაქციის მდივანი ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის დავალებებს, ხელმძღვანელობს ფრაქციის შიდაორგანიზაციულ საქმიანობას, ახორციელებს ფრაქციის წესდებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და ხელმძღვანელი პირების არჩევის წესს და მათ კომპეტენციას განსაზღვრავს ფრაქციის წესდება.
თავი V. ფრაქციის საქმიანობის გარანტიები
მუხლი 21. ფრაქციის საქმიანობის უზრუნველყოფა
1. ფრაქციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება სათანადო პირობები და გამოიყოფა შესაბამისი თანხა.
2. ფრაქციას პარლამენტის სხდომათა დარბაზში გამოეყოფა შესაბამისი ადგილი, ხოლო პარლამენტის შენობაში – სამუშაო ფართობი.
3. ფრაქციის საქმიანობას უზრუნველყოფს ფრაქციის აპარატი. ფრაქციის აპარატის თანამშრომელთა სახელფასო ფონდს, რომელიც განისაზღვრება ფრაქციის წარმომადგენლობის პროპორციულად, პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.
4. ფრაქციის აპარატის თანამშრომლებს სამსახურში იღებს და სამსახურიდან ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი ფრაქციის თავმჯდომარის წარდგინებით, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე, ასეთი ხელშეკრულებისათვის შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ფრაქციის აპარატის საშტატო ოდენობა, ფრაქციისათვის პარლამენტის შენობაში გამოყოფილი სამუშაო ფართობი და ფრაქციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად გამოყოფილი თანხა, როგორც წესი, განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1983 - სსმ I, №20 (27), 09.06.1999 წ., მუხ.80
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6534 - ვებგვერდი, 03.06.2012წ.
თავი VI. საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო უმცირესობა
საქართველოს 1999 წლის 25 ნოემბრის კანონი №8 - სსმ I, №45(52), 26.11.1999 წ., მუხ.234
საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №171 - სსმ I, №8, 15.03.2000 წ., მუხ.16
საქართველოს 2002 წლის 10 აპრილის კანონი №1364 - სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.42
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6534 - ვებგვერდი, 03.06.2012წ.
საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №171 - სსმ I, №8, 15.03.2000 წ., მუხ.16
საქართველოს 2002 წლის 10 აპრილის კანონი №1364 - სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.42
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6534 - ვებგვერდი, 03.06.2012წ.
მუხლი 23. საპარლამენტო უმრავლესობა
1. თუ ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარს, ფრაქცია იძენს საპარლამენტო უმრავლესობის სტატუსს.
2. საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა შეუძლიათ ფრაქციებს და მათდამი მიმხრობილ პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, თუ გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარს.
საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №171 - სსმ I, №8, 15.03.2000 წ., მუხ.16
საქართველოს 2002 წლის 10 აპრილის კანონი №1364 - სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.42
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6534 - ვებგვერდი, 03.06.2012წ.
მუხლი 24. საპარლამენტო უმცირესობა
1. საპარლამენტო უმრავლესობის შექმნის შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას საპარლამენტო უმცირესობა.
2. თუ ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს, ფრაქცია თავისი მოთხოვნის საფუძველზე იძენს საპარლამენტო უმცირესობის სტატუსს.
3. საპარლამენტო უმცირესობის შექმნა შეუძლიათ ფრაქციებს და მათდამი მიმხრობილ პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, თუ გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს.
საქართველოს 1999 წლის 25 ნოემბრის კანონი №8 - სსმ I, №45(52), 26.11.1999 წ., მუხ.234
საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №171 - სსმ I, №8, 15.03.2000 წ., მუხ.16
საქართველოს 2002 წლის 10 აპრილის კანონი №1364 - სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.42
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6534 - ვებგვერდი, 03.06.2012წ.
მუხლი 25. საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო უმცირესობის რეგისტრაცია
1. საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო უმცირესობა უფლებამოსილებას იძენენ პარლამენტის ბიუროს მიერ მათი რეგისტრაციის შემდეგ.
2. რეგისტრაციისათვის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი პარლამენტის ბიუროს წარუდგენენ განცხადებებს, რომლებშიც უნდა აღინიშნოს შესაბამისად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის და მათი წევრების ვინაობა.
3. განცხადებებს უნდა დაერთოს საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო უმცირესობის პოლიტიკური პლატფორმები და დებულებები, რომლებიც ხელმოწერილია შესაბამისად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის და უმრავლესობასა და უმცირესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა თავმჯდომარეების მიერ.
4. საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო უმცირესობის ჩამოყალიბებისა და რეგისტრაციის წესები განისაზღვრება ამ კანონის მე-7 და მე-8 მუხლებით.
საქართველოს 1999 წლის 25 ნოემბრის კანონი №8 - სსმ I, №45(52), 26.11.1999 წ., მუხ.234
საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №171 - სსმ I, №8, 15.03.2000 წ., მუხ.16
საქართველოს 2002 წლის 10 აპრილის კანონი №1364 - სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.42
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6534 - ვებგვერდი, 03.06.2012წ.
მუხლი 25 1 . საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო უმცირესობის აპარატები
1. საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო უმცირესობის საქმიანობას უზრუნველყოფენ მათი აპარატები, რომლებიც იქმნება დადგენილი წესით.
2. საპარლამენტო უმრავლესობის, საპარლამენტო უმცირესობის აპარატის საშტატო ერთეულების რაოდენობა განისაზღვრება შესაბამისად უმრავლესობაში, უმცირესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა აპარატების საშტატო ერთეულების ხარჯზე.
3. საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო უმცირესობის შინაორგანიზაციული საკითხები რეგულირდება და საქმიანობის წესი განისაზღვრება მათი დებულებებით.
საქართველოს 2002 წლის 10 აპრილის კანონი №1364 - სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.42
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6534 - ვებგვერდი, 03.06.2012წ.
თავი VII. დასკვნითი დებულებანი
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს 1995 წლის 21 დეკემბრის კანონი "საპარლამენტო ფრაქციის შესახებ".
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1997 წლის 16 სექტემბერი.
№848–Iს
დოკუმენტის კომენტარები