„საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 401
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/10/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 04/11/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010.190.070.05.001.003.296
  • Word
401
23/10/2008
სსმ, 29, 04/11/2008
010.190.070.05.001.003.296
„საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

               მუხლი 1. „საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 36) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფრაქციის ჩამოყალიბების უფლება აქვს არანაკლებ ექვს პარლამენტის წევრს, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა.“.

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფრაქცია ჩამოყალიბებულად ითვლება მასში გაერთიანებული არანაკლებ ექვსი პარლამენტის წევრის მიერ ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმისა და წესდების მიღების მომენტიდან.“.

3. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფრაქციიდან წევრის გარიცხვის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე 3 დღის ვადაში წერილობით აცნობებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს და პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს. თუ ფრაქციაში დარჩა ექვსზე ნაკლები პარლამენტის წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ფრაქციის გაუქმების შესახებ უახლოეს პლენარულ სხდომაზე აცნობებს პარლამენტს.“.

4. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 11. ფრაქციის გაუქმება

თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა ექვსზე ნაკლები პარლამენტის წევრი, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება, რასაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე აცნობებს პარლამენტს და ქვეყნდება „პარლამენტის უწყებანში“.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 23 ოქტომბერი.

№401–IIს