"საპარლამენტო ფრაქციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
"საპარლამენტო ფრაქციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 171
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/02/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 8, 15/03/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010.190.070.05.001.000.734
  • Word
171
24/02/2000
სსმ, 8, 15/03/2000
010.190.070.05.001.000.734
"საპარლამენტო ფრაქციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.12.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლში სიტყვები „უმრავლესობისა და ფრაქციათა“ შეიცვალოს სიტყვებით „უმრავლესობის, უმცირესობისა და სხვა“.

2. მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვები „ან ფრაქციათა“ შეიცვალოს სიტყვებით „უმცირესობაში ან სხვა“.

3. მე-6 თავის სათაურში სიტყვა „ფრაქციათა“ შეიცვალოს სიტყვით „სხვა“.

4. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩაითვალოს მე-2 პუნქტად, ხოლო პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმრავლესობა იქმნება როგორც ერთი ფრაქციის, ისე საერთო პოლიტიკური შეხედულების მქონე ორი ან მეტი საპარლამენტო ფრაქციის, ამ ფრაქციებს მიმხრობილი პარლამენტის წევრებისაგან, თუ მასში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა გადააჭარბებს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარს.“

5. 221 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

          „მუხლი 221. საპარლამენტო უმცირესობა

1. საპარლამენტო უმცირესობა იქმნება საპარლამენტო უმრავლესობის შექმნის შემთხვევაში, საერთო პლატფორმის საფუძველზე იმ საპარლამენტო ფრაქციისაგან, ფრაქციებისაგან, მათდამი მიმხრობილი პარლამენტის წევრებისაგან ან მათი ნაწილისაგან, რომლებიც არ გაერთიანდნენ უმრავლესობაში. საპარლამენტო უმცირესობაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა უნდა შეადგენდეს საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარზე მეტს.

2. საპარლამენტო უმცირესობა შეიძლება შეიქმნას საპარლამენტო უმრავლესობის შექმნის შემთხვევაში, თუ:

ა) მასში გაერთიანდებიან მხოლოდ პარლამენტის წევრები, რომელთა რაოდენობა აღემატება საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა ნახევარს;

ბ) პარლამენტის წევრები და საპარლამენტო ფრაქციები ერთიანი პლატფორმის საფუძველზე გაერთიანდებიან საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტის რაოდენობით.“ .

6. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

         „მუხლი 23. სხვა კოალიცია

1. საპარლამენტო ფრაქციები და პარლამენტის წევრები, რომლებიც არ შედიან საპარლამენტო უმრავლესობაში ან უმცირესობაში, ითვლებიან მიუმხრობლებად.

2. მიუმხრობლებმა შეიძლება შექმნან სხვა კოალიცია, თუ:

ა) მასში გაერთიანებულია მიუმხრობელ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი;

ბ) მიუმხრობელი პარლამენტის წევრები და საპარლამენტო ფრაქციები ერთიანი პლატფორმის საფუძველზე გაერთიანდებიან მიუმხრობელ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტის რაოდენობით.“

7. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

         „მუხლი 24. საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობისა და სხვა კოალიციის რეგისტრაცია

1. საპარლამენტო უმრავლესობა, საპარლამენტო უმცირესობა და სხვა კოალიცია უფლებამოსილებას იძენენ პარლამენტის ბიუროს მიერ მათი რეგისტრაციის შემდეგ. რეგისტრაციისათვის საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერები, სხვა კოალიციის თავმჯდომარე ბიუროს წარუდგენენ განცხადებას, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერების, სხვა კოალიციის თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის, საპარლამენტო უმცირესობისა და სხვა კოალიციის წევრთა ვინაობა. განცხადებას თან ერთვის საპარლამენტო უმრავლესობის, საპარლამენტო უმცირესობისა და სხვა კოალიციის პოლიტიკური პლატფორმა და დებულება, საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერების, სხვა კოალიციის თავმჯდომარის და საპარლამენტო უმრავლესობაში, საპარლამენტო უმცირესობასა და სხვა კოალიციაში გაერთიანებული ფრაქციების თავმჯდომარეთა ხელმოწერები.

2. ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობის, საპარლამენტო უმცირესობისა და სხვა კოალიციის რეგისტრაციის შესახებ ეცნობება პარლამენტს და ქვეყნდება „პარლამენტის უწყებანში“.

8. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

         „მუხლი 25. საპარლამენტო უმრავლესობის, საპარლამენტო უმცირესობისა და სხვა კოალიციის აპარატები

1. საპარლამენტო უმრავლესობის, საპარლამენტო უმცირესობისა და სხვა კოალიციის საქმიანობას უზრუნველყოფენ მათი აპარატები, რომლებიც იქმნება დადგენილი წესით.

2. საპარლამენტო უმრავლესობის, საპარლამენტო უმცირესობისა და სხვა კოალიციის აპარატების საშტატო ერთეულების რაოდენობა განისაზღვრება საპარლამენტო უმრავლესობაში, საპარლამენტო უმცირესობასა და სხვა კოალიციაში გაერთიანებულ ფრაქციათა აპარატების საშტატო ერთეულების ხარჯზე.

3. საპარლამენტო უმრავლესობის, საპარლამენტო უმცირესობისა და სხვა კოალიციის შიდაორგანიზაციული საკითხები და საქმიანობის წესი რეგულირდება შესაბამისად მათი დებულებებით.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2000 წლის 24 თებერვალი.

№171–IIს