შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 763
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997
ძალაში შესვლის თარიღი 14/08/1997
სარეგისტრაციო კოდი 010.300.000.05.001.000.219
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
763
12/06/1997
პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997
010.300.000.05.001.000.219
შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! მიმდინარეობს დოკუმენტის კონსოლიდაცია. ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას.

კონსოლიდირებული ვერსია (22/12/2018 - 02/04/2019)

საქართველოს კანონი

 

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ

 

თავი I. ძირითადი ნაწილი

    მუხლი 1

შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების წესს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცი , საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო  ნორმატიულ  აქტები.

საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3401 - სსმ I, №5, 04.03.2004 წ., მუხ.16

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4266 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.451

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.

    მუხლი 2

1. ეს კანონი აწესრიგებს პირების მიერ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლების განხორციელებას − წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.

2. ამ მუხლის  პირველ პუნქტში აღნიშნული უფლება არ ვრცელდება  იმ პირებზე, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში.

3. ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვა უნდა იყოს: 

ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით დაცული სიკეთეების მიღწევისაკენ მიმართული;

ბ) კანონით გათვალისწინებული;

გ)  დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელი;

დ) არადისკრიმინაციული;

ე) პროპორციულად შემზღუდველი;

ვ) ისეთი, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.

4. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორები და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ვალდებული არიან, ხელი არ შეუშალონ პროფესიულ საქმიანობაში მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე ჟურნალისტებს, რომლებიც აშუქებენ შეკრებას ან მანიფესტაციას. პასუხისმგებლობა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.

საქართველოს 2018 წლის 5  სექტემბრის  კანონი №3395  –  ვებგვერდი, 26.09.2018წ.

    მუხლი 3

ამ კანონის მიზნებისათვის :

ა) „შეკრება“ არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით;

ბ) „მანიფესტაცია“ არის მოქალაქეთა დემონსტრაცია, მასობრივი საჯარო გამოსვლა, ქუჩაში მსვლელობა სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით, ან მსვლელობა პლაკატების, ლოზუნგების, ტრანსპარანტების და სხვა სახვითი საშუალებების გამოყენებით;

გ) „მარწმუნებელი“ არის შეკრების ან მანიფესტაციის ინიციატორი;

დ) „რწმუნებული“ არის შეკრების ან მანიფესტაციის ინიციატორის მიერ ნდობით აღჭურვილი პირი;

ე) „ორგანიზატორი“ არის შეკრების ან მანიფესტაციის ინიციატორის მიერ აქციის ორგანიზების ხელმძღვანელობისთვის გამოყოფილი პირი;

ვ) „პასუხისმგებელი პირები“ არიან შეკრების ან მანიფესტაციის რწმუნებული და ორგანიზატორი;

ზ) უფლებამოსილი წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად გამოყოფილი პირი;

თ) „შეზღუდვის პროპორციულობა“ არის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით დაცული სიკეთეების შესაბამისი შეზღუდვა, რომელიც ამ მიზნის მიღწევის ყველაზე ეფექტიანი და ყველაზე ნაკლებად შემზღუდველი საშუალებაა. უფრო მკაცრი ზომები გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით დაცული სიკეთეების მიღწევა სხვაგვარად შეუძლებელია;

ი) თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში მყოფ პირად ითვლება:

ი.ა) საქართველოს პროკურატურის მუშაკი (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა);

ი.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე;

ი.გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი;

ი.დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურე;

ი.ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურე;

ი.ვ)  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელი;

ი.ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურე;

ი.თ) საქართველოს თავდაცვის ძალების მოსამსახურე;

ი.ი) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურე;

ი.კ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურე;

ი.ლ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი;

ი.მ) (ამოღებულია - 22.12.2018, №4099);

ი.ნ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოსამსახურე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №2/482,483,487,502 - ვებგვერდი, 27.04.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.

საქართველოს 2018 წლის 5  სექტემბრის  კანონი №3395  –  ვებგვერდი, 26.09.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 22  დეკემბრის კანონი №4099 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

   მუხლი 4 . (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.

   მუხლი 5

1. ამ კანონით გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტრანსპორტის მოძრაობა  გადაკეტილია შეკრებისაგან ან მანიფესტაციისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებ ისა და ჩატარებისათვის სავალდებულოა რწმუნებულის/ რწმუნებულების მიერ სათანადო გაფრთხილების შეტანა ადგილობრივი თვით მმართველობის აღმასრულებელ ორგანოში შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილის მიხედვით. გაფრთხილებას ხელს აწერენ შეკრების ა მანიფესტაციის ორგანიზებ ისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირები.

3 . შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირები არ შეიძლება იყვნენ პირები, რომლებსაც არ შესრულებიათ 18 წელი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №2/482,483,487,502 - ვებგვერდი, 27.04.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/5/525 – ვებგვერდი, 21.12.2012წ.

    მუხლი 6 . (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.

    მუხლი 7 . (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.

    მუხლი 8

1. გაფრთხილება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებ ისა და ჩატარების შესახებ ადგილობრივი თვით მმართველობის აღმასრულებელ ორგანოში შეტანილ უნდა იქნეს მის ჩატარებამდე არა უგვიანეს 5 დღისა.

2. გაფრთხილებაში უნდა აღინიშნოს:

ა) შეკრების ან მანიფესტაციის ფორმა, მიზანი, ჩატარების ადგილი ან სვლაგეზი, დაწყებისა და დამთავრების დრო, თარიღი, მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა;

ბ) მარწმუნებლის ვინაობა;

გ) პასუხისმგებელი პირების ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი (მისამართი), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, გაფრთხილების შეტანის თარიღი და დრო.

3. გაფრთხილებას თან უნდა ერთვოდეს რწმუნების დამადასტურებელი საბუთი. წერილობით უნდა აღინიშნოს შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირების მიერ აქციის მსვლელობისას სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ფორმა.

4. გაფრთხილებას ხელს აწერენ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირები.

5. ადგილობრივი მმართველობის ორგანო არ მიიღებს გაფრთხილებას, თუ :

ა) გაფრთხილება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ მოთხოვნებს ;

ბ) შეკრება ან მანიფესტაცია ჩატარების ფორმის, დროისა და ადგილის მიხედვით ემთხვევა სხვა შეკრებას, მანიფესტაციას, რომლის შესახებ გაფრთხილება უფრო ადრე იქნა წარდგენილი, ანდა სხვა  მასობრივ აქციას;

გ) შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებით საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ უშიშროებასა და წესრიგს, სხვა ადამიანების კონსტიტუციურ უფლებებს და თავისუფლებებს.  (არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი)  -  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2002 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/2/180-183 - სსმ IV, 19.11.2002 წ., გვ.2

6. (ამოღებულია – 01.07.2011, №4980).

7. ადგილობრივი თვით მმართველობის აღმასრულებელი ორგანო გაფრთხილების მიღებისთანავე მის ასლზე ადასტურებს გაფრთხილების მიღების თარიღსა და დროს.

8. გაფრთხილების მიმღები თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, განუმარტონ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელ პირებს ამ კანონის მოთხოვნები და გააფრთხილონ ისინი დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ.

9. შეკრება ან მანიფესტაცია ტარდება გაფრთხილებაში აღნიშნულ დროსა და ადგილას, მასში მითითებული მიზნისა და სვლაგეზის შესაბამისად.

10. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებ ისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირები და მისი მონაწილენი ვალდებული არიან, დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და შეასრულონ გაფრთხილებით ნაკისრი ვალდებულებანი.

საქართველოს 1998 წლის 15 მაისის კანონი №1392 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №19-20, 30.05.1998 წ., გვ.76

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2002 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/2/180-183 - სსმ IV, 19.11.2002 წ., გვ.2

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.

     მუხლი 9

1. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება შემდეგ შენობებში და მათი შესასვლელებიდან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე:

ა) საქართველოს პროკურატურის, პოლიციის, პენიტენციური დაწესებულებებისა და სამართალდამცავი ორგანოების შენობები;

ბ) რკინიგზის სადგურები, აეროპორტები, პორტები.

1 1. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში და მისგან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე.

2. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სამხედრო ნაწილებსა და ობიექტებში და მათი შესასვლელებიდან ასი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე.

3. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის ბლოკირება.

4 . ადმინისტრაციული ორგანო, რომლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზედაც ტარდება შეკრება ან მანიფესტაცია, შენობის ბლოკირებისა და დაწესებულების საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არა უმეტეს ოცი მეტრისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული გარემოებისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით, ისე, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების არსი  არ იყოს უგულებელყოფილი.

5. სასამართლო, რომლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზედაც ტარდება შეკრება ან მანიფესტაცია, შენობის ბლოკირების, დაწესებულების საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის მიზნით უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არა უმეტეს ოცი მეტრისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული გარემოებისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით, ისე, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების არსი არ იყოს უგულებელყოფილი.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4266 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.451

საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1502 - სსმ I, №21, 03.08.2009 წ., მუხ.114

საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2724 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.60

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №2/482,483,487,502- ვებგვერდი, 27.04.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.

საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3542 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

საქართველოს 2017 წლის  1   ივნისის   კანონი №951  - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

    მუხლი 10

1. საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, ტრანსპორტის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი თვით მმართველობის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, გაფრთხილების მიღებიდან სამი დღის განმავლობაში, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირების თანდასწრებით განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილისა და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და წერილობით გადასცეს მათ რეკომენდაცია ამის შესახებ, თუ:

ა) შეკრება ან მანიფესტაცია რეალურ საფრთხეს უქმნის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას;

ბ) სხვა აქციის (რომელზედაც გაფრთხილება უფრო ადრე იქნა შეტანილი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში) ჩატარება დაგეგმილია იმავე ადგილზე და იმავე დროს.

2. ადგილობრივი თვით მმართველობის აღმასრულებელი ორგანო ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ვადაში გამოყოფს უფლებამოსილ წარმომადგენელს და ამის შესახებ წერილობით ატყობინებს შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებ ისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელ პირებს.

საქართველოს 1998 წლის 15 მაისის კანონი №1392 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №19-20, 30.05.1998 წ., გვ.76

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.

    მუხლი 11

1. დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებ ისას და ჩატარებისას მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ ან ძალადობით შეცვლისაკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ან ისეთი მოწოდება, რომელიც არის ომისა და ძალადობის პროპაგანდა, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.

2. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ:

ა) იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი;

ბ) იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც  გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით;

გ) იქონიონ ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერება;

დ) იქონიონ ალკოჰოლიანი სასმელები;

) განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილების თვის, მათ შორის, დაარღვიონ ამ კანონის 111  მუხლის მოთხოვნები .

3. დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის მიმდინარეობისას ისტორიული, არქეოლოგიური, არქიტექტურული ან/და სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობის, ძეგლის, მემორიალის ბლოკირება, ვიზუალური მხარის დამახინჯება, დაზიანება ან/და  სხვაგვარი ხელყოფა.

საქართველოს 1998 წლის 15 მაისის კანონი №1392 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №19-20, 30.05.1998 წ., გვ.76

საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1502 - სსმ I, №21, 03.08.2009 წ., მუხ.114

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.

     მუხლი 111

1. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო  უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია. როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო არ ახორციელებს ან ვერ ახორციელებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შესახებ. 

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შეუძლებელია და დაცულია ამ კანონით დადგენილი ყველა წესი.  

3. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო ან საქართველოს მთავრობა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული გარემოებისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.

4. დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრები ან მანიფესტაციი მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის  ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა.

5.  შეკრების  ან მანიფესტაციის  მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის აუცილებლობის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები  ვალდებული არიან  უზრუნველყონ მათი  უსაფრთხოება  და ტრანსპორტის სავალი ალტერნატიული მარშრუტის განსაზღვრა.

საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1502 - სსმ I, №21, 03.08.2009 წ., მუხ.114

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.

    მუხლი 112  

1.  შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია დაიცვას ბალანსი შეკრების ან მანიფესტაციის თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან იმ ადგილებში, სადაც მიმდინარეობს შეკრება ან მანიფესტაცია. აღნიშნულ პირებს ხელი არ უნდა შეეშალოთ, რათა განაგრძონ თავიანთი საქმიანობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბალანსის დაცვის მიზნით შეიძლება დაწესდეს დროისა და ადგილის შეზღუდვა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით და მოხდეს ალტერნატიული ვარიანტების შეთავაზება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით დროისა და ადგილის შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს ორი, ერთმანეთთან დაუკავშირებელი შეკრების ან მანიფესტაციის არსებობის შემთხვევაში.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ წესდება, თუ ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა უფლებები დროის მცირე მონაკვეთში იზღუდება.

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.

    მუხლი 12

1. ადგილობრივი თვით მმართველობის აღმასრულებელი ორგანოები ვალდებული არიან უზრუნველყონ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებ ისა და ჩატარებისათვის სათანადო პირობები და განსაზღვრონ ტრანსპორტის სავალი ალტერნატიული მარშრუტი.

2. სახელმწიფო დაწესებულებებს, თანამდებობის პირებსა და მოქალაქეებს უფლება არა აქვთ, ხელი შეუშალონ ამ კანონით დადგენილი წესის დაცვით შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციასა და ჩატარებას, მოქალაქეთა მიერ საკუთარი შეხედულებების საჯაროდ გამოხატვას.

3. (ამოღებულია – 01.07.2011, №4980).

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.

    მუხლი 13

1. ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა მასობრივად დარღვევის შემთხვევაში შეკრება ან მანიფესტაცია უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ,  უფლებამოსილი წარმომადგენლის მოთხოვნისთანავე. შეკრების ან მანიფესტაციის არშეწყვეტის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები შეკრების ან მანიფესტაციის შესაწყვეტად და მის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.

2. ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა არამასობრივად დარღვევის, ასევე ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის მოთხოვნათა  დარღვევის შესახებ უფლებამოსილი წარმომადგენლის გაფრთხილებიდან უახლოესი 15 წუთის განმავლობაში ორგანიზატორი ვალდებულია დარღვევის აღმოსაფხვრელად მოუწოდოს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს და მიმართოს  ყველა გონივრულ ქმედებას.

3. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნის დარღვევის ან/და ამ კანონის 11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში  გაფრთხილებიდან უახლოესი 15 წუთის განმავლობაში ორგანიზატორი ვალდებულია მოუწოდოს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს და მიმართოს  ყველა გონივრულ ქმედებას, რათა გაიხსნას ტრანსპორტის სავალი ნაწილი ან/და აღდგეს ტრანსპორტის მოძრაობა.

4. თუ ორგანიზატორმა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში ჩამოთვლილი დარღვევების აღმოსაფხვრელად გაფრთხილებიდან უახლოესი 15 წუთის განმავლობაში არ მოუწოდა შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს და არ მიმართა ყველა გონივრულ ქმედებას, მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. 

5. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ ამ კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნათა ინდივიდუალურად დარღვევის შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

6. თუ ორგანიზატორმა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი ვალდებულება არ შეასრულა ან შეასრულა, მაგრამ ვერ აღმოფხვრა დარღვევა გონივრულ ვადაში, სამართალდამცავი ორგანოები დარღვევის აღმოსაფხვრელად, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გასახსნელად ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.

7. შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელიც სამი სამუშაო დღის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს ამ გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს თითოეულ ინსტანციაში .

საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1502 - სსმ I, №21, 03.08.2009 წ., მუხ.114

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №2/482,483,487,502- ვებგვერდი, 27.04.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.

    მუხლი 14

1. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, არ დაუშვას შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ არსებობს პოლიციის მიერ შემოწმებული აშკარა მონაცემები, რომელთა შესაბამისად, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შედეგად უშუალო საფრთხე ემუქრება კონსტიტუციურ წყობილებას, მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი წარმომადგენელი.  (არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის დებულება „ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი წარმომადგენელი“) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2002 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/2/180-183 - სსმ IV, 19.11.2002 წ., გვ.2

2. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების აკრძალვის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელიც ორი სამუშაო დღის განმავლობაში იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2002 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/2/180-183 - სსმ IV, 19.11.2002 წ., გვ.2

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.

    მუხლი 15

შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას სახელმწიფოსათვის, ორგანიზაციისა და მოქალაქისათვის მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 16

ამ კანონით დადგენილი შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარების წესის დამრღვევ პირებს ეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

თავი II. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 17

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

    მუხლი 18

ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 15 ივნისის დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკაში მიტინგების, დემონსტრაციებისა და სხვა პოლიტიკური ხასიათის აქციების ორგანიზაციისა და ჩატარების წესის შესახებ“ (საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ. I, 1995წ., მუხ. 76).

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 12 ივნისი.

№763– IIს

14. 02/04/2019 - საქართველოს კანონი - 4408-IIს - ვებგვერდი, 08/04/2019 13. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4099-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 12. 05/09/2018 - საქართველოს კანონი - 3395-Iს - ვებგვერდი, 26/09/2018 11. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 951-IIს - ვებგვერდი, 20/06/2017 10. 01/05/2015 - საქართველოს კანონი - 3542-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 9. 14/12/2012 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/5/525 - ვებგვერდი, 21/12/2012 8. 01/07/2011 - საქართველოს კანონი - 4980 - ვებგვერდი, 110714023, 14/07/2011 7. 18/04/2011 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/482,483,487,502 - ვებგვერდი, 110421001, 27/04/2011 6. 09/03/2010 - საქართველოს კანონი - 2724 - სსმ, 12, 24/03/2010 5. 17/07/2009 - საქართველოს კანონი - 1502 - სსმ, 21, 03/08/2009 4. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4266 - სსმ, 51, 31/12/2006 3. 24/02/2004 - საქართველოს კანონი - 3401 - სსმ, 5, 04/03/2004 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 05/11/2002 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/2/180-183 - სსმ, 19, 19/11/2002 1. 15/05/1998 - საქართველოს კანონი - 1392 - პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/05/1998
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.