დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება №2/2/180-183 | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2/2/180-183 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო |
მიღების თარიღი | 05/11/2002 |
დოკუმენტის ტიპი | საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 19, 19/11/2002 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
მეორე კოლეგიის
გადაწყვეტილება №2/2/180-183
2002 წლის 5 ნოემბერი
ქ. თბილისი
(ამონარიდი)
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ მოსარჩელეთა მოთხოვნა არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი, აგრეთვე მე-14 მუხლის პირველი პუნქტის დებულება „ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი წარმომადგენელი.“.
2. არ დაკმაყოფილდეს: ა) 180-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელზე სასარჩელო მოთხოვნა, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტები, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-9 მუხლის პირველი პუნქტი, მე-14 მუხლის პირველი პუნქტი, გარდა არაკონსტიტუციურად ცნობილი დებულებისა; ბ) აგრეთვე, 183-ე ნომრით რეგისტრირებულ სარჩელზე სასარჩელო მოთხოვნა არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტი, მე-5 მუხლის მეორე პუნქტი, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, მე-7, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტები, მე-9, მე-10, მე-11, მე-13 მუხლები და მე-14 მუხლის პირველი პუნქტი, გარდა არაკონსტიტუციურად ცნობილი დებულებისა, და მეორე პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის მე-19, 24-ე და 25-ე მუხლებთან მიმართებით.
3. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას და გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილების პირები გაეგზავნოთ მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს, უზრუნველყოს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტსა და სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული სათანადო გარემოებების გათვალიწინებით „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
7. გადაწყვეტილება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში.
ოთარ ბენიძე
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
ლამარა ჩორგოლაშვილი
ზაურ ჯინჯოლავა
დოკუმენტის კომენტარები