დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1392 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/05/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/05/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.300.000.05.001.000.358 |
საქართველოს კანონი
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:
„5. ადგილობრივი მმართველობის ორგანო არ მიიღებს გაფრთხილებას, თუ:
ა) გაფრთხილება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ მოთხოვნებს;
ბ) შეკრება ან მანიფესტაცია ჩატარების ფორმის, დროისა და ადგილის მიხედვით ემთხვევა სხვა შეკრებას, მანიფესტაციას, რომლის შესახებ გაფრთხილება უფრო ადრე იქნა წარდგენილი, ანდა სხვა მასობრივ აქციას;
გ) შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებით საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ უშიშროებასა და წესრიგს, სხვა ადამიანების კონსტიტუციურ უფლებებს და თავისუფლებებს.
6. ადგილობრივი მმართველობის ორგანო ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ გადაწყვეტილებას იღებს გაფრთხილების შეტანიდან ორი დღის ვადაში. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“.
2. მე-8 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს მე-7 და მე-8 პუნქტებად.
3. მე-10 მუხლიდან ამოღებულ იქნეს პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, ხოლო „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებად.
4. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ხელისუფლება უფლებამოსილია შეწყვიტოს შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც კანონის მოთხოვნათა დარღვევით იმართება.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 15 მაისი
№1392-IIს
დოკუმენტის კომენტარები