დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3401 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/02/2004 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 5, 04/03/2004 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.300.000.05.001.001.464 |
საქართველოს კანონი
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 39) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლება არ ვრცელდება სამხედრო ძალების, უშიშროების სამსახურის, პოლიციისა და ფინანსური პოლიციის შემადგენლობაში მყოფ პირებზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 24 თებერვალი
№3401–რს
დოკუმენტის კომენტარები