შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 763
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997
ძალაში შესვლის თარიღი 14/08/1997
სარეგისტრაციო კოდი 010.300.000.05.001.000.219
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
763
12/06/1997
პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997
010.300.000.05.001.000.219
შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

 

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ

 

თავი I. ძირითადი ნაწილი

    მუხლი 1

შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების წესს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცი , საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო  ნორმატიულ  აქტები.

საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3401 - სსმ I, №5, 04.03.2004 წ., მუხ.16
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4266 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.451
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.

    მუხლი 2

1. ეს კანონი აწესრიგებს პირების მიერ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლების განხორციელებას − წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.

2. ამ მუხლის  პირველ პუნქტში აღნიშნული უფლება არ ვრცელდება  იმ პირებზე, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში.

3. ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვა უნდა იყოს: 

ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით დაცული სიკეთეების მიღწევისაკენ მიმართული;

ბ) კანონით გათვალისწინებული;

გ)  დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელი;

დ) არადისკრიმინაციული;

ე) პროპორციულად შემზღუდველი;

ვ) ისეთი, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.

4. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორები და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ვალდებული არიან, ხელი არ შეუშალონ პროფესიულ საქმიანობაში მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე ჟურნალისტებს, რომლებიც აშუქებენ შეკრებას ან მანიფესტაციას. პასუხისმგებლობა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3395 – ვებგვერდი, 26.09.2018წ.

    მუხლი 3

ამ კანონის მიზნებისათვის :

ა) „შეკრება“ არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით;

ბ) „მანიფესტაცია“ არის მოქალაქეთა დემონსტრაცია, მასობრივი საჯარო გამოსვლა, ქუჩაში მსვლელობა სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით, ან მსვლელობა პლაკატების, ლოზუნგების, ტრანსპარანტების და სხვა სახვითი საშუალებების გამოყენებით;

1) „სპონტანური შეკრება/მანიფესტაცია“ არის შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც დაუგეგმავად, დაუყოვნებლივ იმართება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენის გამო და რომლის წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო;

გ) (ამოღებულია - 06.02.2025, №274);

დ) (ამოღებულია - 06.02.2025, №274);

ე) „ორგანიზატორი“ არის შეკრების ან მანიფესტაციის ინიციატორი, აგრეთვე პირი, რომელიც ხელმძღვანელობს ან/და სხვაგვარად უწევს ორგანიზებას შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას;

ვ) „პასუხისმგებელი პირი“ არის შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორი;

ზ) უფლებამოსილი წარმომადგენელი არის ამ კანონით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი პირი;

თ) „შეზღუდვის პროპორციულობა“ არის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით დაცული სიკეთეების შესაბამისი შეზღუდვა, რომელიც ამ მიზნის მიღწევის ყველაზე ეფექტიანი და ყველაზე ნაკლებად შემზღუდველი საშუალებაა. უფრო მკაცრი ზომები გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით დაცული სიკეთეების მიღწევა სხვაგვარად შეუძლებელია;

ი) თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში მყოფ პირად ითვლება:

ი.ა) საქართველოს პროკურატურის მუშაკი (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა);

ი.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე;

ი.გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი;

ი.დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურე;

ი.ე) (ამოღებულია - 29.11.2019, №5405);

ი.ვ)  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელი;

ი.ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურე;

ი.თ) საქართველოს თავდაცვის ძალების მოსამსახურე;

ი.ი) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურე;

ი.კ) (ამოღებულია - 26.06.2025, №774).

ი.ლ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი;

ი.მ) (ამოღებულია - 22.12.2018, №4099);

ი.ნ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოსამსახურე;

ი.ო) (ამოღებულია - 26.06.2025, №809).

ი.პ) (ამოღებულია - 24.06.2025, №710). 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №2/482,483,487,502 - ვებგვერდი, 27.04.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3395 – ვებგვერდი, 26.09.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 22  დეკემბრის კანონი №4099 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4408 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5405 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6993-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2200 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3993 – ვებგვერდი, 26.12.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №274 - ვებგვერდი, 06.02.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №710 - ვებგვერდი, 25.06.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №774 - ვებგვერდი, 27.06.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №809 - ვებგვერდი, 30.06.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1203 – ვებგვერდი, 11.12.2025წ.

    მუხლი 4 . (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.

     მუხლი 5

1. ამ კანონით გათვალისწინებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის ან ხალხის მოძრაობას აფერხებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის სავალდებულოა, პასუხისმგებელმა პირმა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილის მიხედვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეიტანოს სათანადო, ხელმოწერილი გაფრთხილება.

3 . შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირები არ შეიძლება იყვნენ პირები, რომლებსაც არ შესრულებიათ 18 წელი.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია გონივრულ ვადაში საჯაროდ გამოაქვეყნოს ამ მუხლით გათვალისწინებული გაფრთხილება, ხოლო არასპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შემთხვევაში − მის მიერ შეთავაზებული შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული დრო ან/და ადგილი ან სვლაგეზი, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასეთი შეთავაზების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №2/482,483,487,502 - ვებგვერდი, 27.04.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/5/525 – ვებგვერდი, 21.12.2012წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი  №6993-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №274 - ვებგვერდი, 06.02.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1203 – ვებგვერდი, 11.12.2025წ.

    მუხლი 6 . (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.

    მუხლი 7 . (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.

      მუხლი 8

1. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ გაფრთხილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეტანილი უნდა იქნეს თითოეული შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 დღისა.

11. სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ორგანიზების/ჩატარების შემთხვევაში დასაშვებია, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ გაფრთხილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის დაუცველად იქნეს შეტანილი. ამ შემთხვევაში განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადაში, მას შემდეგ, რაც პასუხისმგებელი პირისთვის ცნობილი გახდება სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ორგანიზების/ჩატარების შესახებ ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიძლება განსაზღვროს აღნიშნული გაფრთხილების შეტანის განსხვავებული ფორმა და წესი.

2. გაფრთხილებაში უნდა აღინიშნოს:

ა) შეკრების ან მანიფესტაციის ფორმა, მიზანი, ჩატარების ადგილი ან სვლაგეზი, დაწყების დრო, დამთავრების დრო, თარიღი, მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა;

ბ) პასუხისმგებელი პირის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი (მისამართი), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, გაფრთხილების შეტანის თარიღი და დრო.

3. გაფრთხილებაში უნდა აღინიშნოს აგრეთვე პასუხისმგებელი პირის მიერ შეკრების ან მანიფესტაციის მსვლელობისას სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ფორმა.

4. გაფრთხილებას ხელს აწერენ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირები.

5. ადგილობრივი მმართველობის ორგანო არ მიიღებს გაფრთხილებას, თუ :

ა) გაფრთხილება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ მოთხოვნებს ;

ბ) შეკრება ან მანიფესტაცია ჩატარების ფორმის, დროისა და ადგილის მიხედვით ემთხვევა სხვა შეკრებას, მანიფესტაციას, რომლის შესახებ გაფრთხილება უფრო ადრე იქნა წარდგენილი, ანდა სხვა  მასობრივ აქციას;

გ) შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებით საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ უშიშროებასა და წესრიგს, სხვა ადამიანების კონსტიტუციურ უფლებებს და თავისუფლებებს.  (არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი)  -  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2002 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/2/180-183 - სსმ IV, 19.11.2002 წ., გვ.2

6. (ამოღებულია – 01.07.2011, №4980).

7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაფრთხილების მიღებისთანავე მის ასლზე ადასტურებს გაფრთხილების მიღების თარიღსა და დროს.

8. გაფრთხილების მიმღები თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, განუმარტონ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელ პირებს ამ კანონის მოთხოვნები და გააფრთხილონ ისინი დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ.

9. შეკრება ან მანიფესტაცია ტარდება გაფრთხილებაში აღნიშნულ დროსა და ადგილას, მასში მითითებული მიზნისა და სვლაგეზის შესაბამისად.

10. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებ ისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირები და მისი მონაწილენი ვალდებული არიან, დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და შეასრულონ გაფრთხილებით ნაკისრი ვალდებულებანი.

საქართველოს 1998 წლის 15 მაისის კანონი №1392 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №19-20, 30.05.1998 წ., გვ.76
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2002 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/2/180-183 - სსმ IV, 19.11.2002 წ., გვ.2
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6993-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება №3/3/1635  – ვებგვერდი, 18.12.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №274 - ვებგვერდი, 06.02.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1203 – ვებგვერდი, 11.12.2025წ.

     მუხლი 9

1. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება შემდეგ შენობებში და მათი შესასვლელებიდან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე:

ა) საქართველოს პროკურატურის, პოლიციის, პენიტენციური დაწესებულებებისა და სამართალდამცავი ორგანოების შენობები;

ბ) რკინიგზის სადგურები, აეროპორტები, პორტები.

1 1. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში და მისგან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე.

12. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის დახურულ სივრცეში/შენობაში ჩატარება მისი მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

2. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სამხედრო ნაწილებსა და ობიექტებში და მათი შესასვლელებიდან ასი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე.

3. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, რკინიგზის ბლოკირება, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული იმგვარი სატრანსპორტო კვანძების ბლოკირება, რომელთა შეფერხებაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას ან/და მნიშვნელოვნად შეაფერხებს სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილებას.

4. ადმინისტრაციული ორგანო, რომლის შენობაშიც ან რომლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზეც ტარდება შეკრება ან მანიფესტაცია, შენობის ბლოკირებისა და ამ ორგანოს საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არაუმეტეს 20 მეტრისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული გარემოებისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით, ისე, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების არსი არ იყოს უგულებელყოფილი.

5. სასამართლო, რომლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზედაც ტარდება შეკრება ან მანიფესტაცია, შენობის ბლოკირების, დაწესებულების საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის მიზნით უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არა უმეტეს ოცი მეტრისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული გარემოებისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით, ისე, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების არსი არ იყოს უგულებელყოფილი.

6. დაუშვებელია საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და ისეთი მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ამ პუნქტის მიზნებისთვის ტერმინი „პოპულარიზაცია“ განიმარტება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4266 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.451
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1502 - სსმ I, №21, 03.08.2009 წ., მუხ.114
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2724 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.60
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №2/482,483,487,502- ვებგვერდი, 27.04.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3542 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №951 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4451 – ვებგვერდი, 03.10.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №274 - ვებგვერდი, 06.02.2025წ.

      მუხლი 10

1. საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალური მუშაობის, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელი გადაადგილების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში, ხოლო სპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შემთხვევაში − მისი ჩატარების ადგილზე განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების დროის ან/და ადგილის ან სვლაგეზის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და წერილობით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, ხოლო სპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შემთხვევაში − ზეპირად მისცეს ორგანიზატორს ან/და შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს შესასრულებლად სავალდებულო მითითება ამის შესახებ, თუ:

ა) შეკრება ან მანიფესტაცია რეალურ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს, ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ მუშაობას, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს;

ბ) სხვა აქციის (რომლის ჩატარების შესახებ გაფრთხილება უფრო ადრე იქნა შეტანილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში) იმავე ადგილზე და იმავე დროს ჩატარებაა დაგეგმილი.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჭიროებისამებრ გამოყოფს უფლებამოსილ წარმომადგენელს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითებით შეიძლება განისაზღვროს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული დრო ან/და ადგილი, აგრეთვე ალტერნატიული სვლაგეზი.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეკრება ან მანიფესტაცია ტარდება იმავე პუნქტით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითებით განსაზღვრული ალტერნატიული დროის ან/და ადგილის, აგრეთვე ალტერნატიული სვლაგეზის შესაბამისად.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. გასაჩივრება არ აჩერებს ამ მითითების მოქმედებას.

საქართველოს 1998 წლის 15 მაისის კანონი №1392 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №19-20, 30.05.1998 წ., გვ.76
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6993-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1203 – ვებგვერდი, 11.12.2025წ.

    მუხლი 11

1. დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებ ისას და ჩატარებისას მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ ან ძალადობით შეცვლისაკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ან ისეთი მოწოდება, რომელიც არის ომისა და ძალადობის პროპაგანდა, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.

2. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ:

ა) იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება, ცივი იარაღი ან პიროტექნიკური ნაწარმი;

1) იქონიონ ლაზერული გამოსხივების ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ისეთი საშუალება, რომლის გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას ან/და მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკურ საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას;

2) სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა;

ბ) იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც  გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით;

გ) იქონიონ ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერება;

დ) იქონიონ ალკოჰოლიანი სასმელები;

ე) განზრახ შექმნან დაბრკოლებები ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის, მათ შორის, დაარღვიონ ამ კანონის 111 მუხლის მოთხოვნები;

ვ) მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, აფერხებს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალურ ფუნქციონირებას, მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ან/და მისი მოწყობა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება;

ზ) მონაწილეობა მიიღონ იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში, რომელიც ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყდა.

3. დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის მიმდინარეობისას ისტორიული, არქეოლოგიური, არქიტექტურული ან/და სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობის, ძეგლის, მემორიალის ბლოკირება, ვიზუალური მხარის დამახინჯება, დაზიანება ან/და  სხვაგვარი ხელყოფა.

საქართველოს 1998 წლის 15 მაისის კანონი №1392 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №19-20, 30.05.1998 წ., გვ.76
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1502 - სსმ I, №21, 03.08.2009 წ., მუხ.114
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №176 - ვებგვერდი, 29.12.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №274 - ვებგვერდი, 06.02.2025წ.

     მუხლი 111

1. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის ან ხალხის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შეუძლებელია და დაცულია ამ კანონით დადგენილი ყველა წესი.  

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული გარემოებისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.

4. დაუშვებელია ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. ასევე დაუშვებელია ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციით ან/და საგნით გადაკეტვა.

5. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის გადაკეტვის აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ალტერნატიული მარშრუტის განსაზღვრა.

საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1502 - სსმ I, №21, 03.08.2009 წ., მუხ.114
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი  №6993-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №274 - ვებგვერდი, 06.02.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1203 – ვებგვერდი, 11.12.2025წ.

    მუხლი 112  

1.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია დაიცვას ბალანსი შეკრების ან მანიფესტაციის თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ იმ ადგილებში, სადაც შეკრება ან მანიფესტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ პირებს ხელი არ უნდა შეეშალოთ, რათა მათ განაგრძონ თავიანთი საქმიანობა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე ვალდებულია დაიცვას ბალანსი შეკრების ან მანიფესტაციის თავისუფლებასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებასა და ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს შორის. ამ მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების დროის ან/და ადგილის ან სვლაგეზის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილზე ორგანიზატორს ან/და შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ზეპირად მისცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითება ამის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბალანსის დასაცავად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს სავალდებულო მითითებით შესთავაზოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული დრო ან/და ადგილი, აგრეთვე ალტერნატიული სვლაგეზი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ წესდება, თუ ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა უფლებები დროის მცირე მონაკვეთში იზღუდება.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეკრება ან მანიფესტაცია ტარდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეთავაზებული ალტერნატიული დროის ან/და ადგილის, აგრეთვე ალტერნატიული სვლაგეზის შესაბამისად.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. გასაჩივრება არ აჩერებს ამ გადაწყვეტილების მოქმედებას.

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.

აქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6993-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №274 - ვებგვერდი, 06.02.2025წ.

საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1203 – ვებგვერდი, 11.12.2025წ.

      მუხლი 12

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის სათანადო პირობები და განსაზღვროს ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ალტერნატიული მარშრუტი.

2. სახელმწიფო დაწესებულებებს, თანამდებობის პირებსა და მოქალაქეებს უფლება არა აქვთ, ხელი შეუშალონ ამ კანონით დადგენილი წესის დაცვით შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციასა და ჩატარებას, მოქალაქეთა მიერ საკუთარი შეხედულებების საჯაროდ გამოხატვას.

3. (ამოღებულია – 01.07.2011, №4980).

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი  №6993-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1203 – ვებგვერდი, 11.12.2025წ.

    მუხლი 13

1. ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა მასობრივად დარღვევის შემთხვევაში შეკრება ან მანიფესტაცია დაუყოვნებლივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნისთანავე უნდა შეწყდეს. შეკრების ან მანიფესტაციის არშეწყვეტის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები შეკრების ან მანიფესტაციის შესაწყვეტად და მის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.

2. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის მოთხოვნათა მასობრივად დარღვევის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, მიმართოს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან/და ორგანიზატორს და გააფრთხილოს ისინი, რომ, თუ ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის მოთხოვნათა მასობრივი დარღვევა უახლოესი 15 წუთის განმავლობაში არ შეწყდება, მთლიანი შეკრება ან მანიფესტაცია უკანონოდ ჩაითვლება, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მისი შეწყვეტის შესახებ და შეიძლება გამოყენებულ იქნეს საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. ამ გაფრთხილების მიღებისთანავე ორგანიზატორი ვალდებულია შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს აღნიშნული დარღვევის აღმოფხვრისკენ მოუწოდოს და განახორციელოს ყველა გონივრული ქმედება.

3. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა მასობრივად დარღვევის ან/და ამ კანონის 111 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევით ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის მასობრივად გადაკეტვის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, მიმართოს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან/და ორგანიზატორს და გააფრთხილოს ისინი, რომ, თუ მასობრივად გადაკეტილი ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილი უახლოესი 15 წუთის განმავლობაში არ გაიხსნება, მთლიანი შეკრება ან მანიფესტაცია უკანონოდ ჩაითვლება, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მისი შეწყვეტის შესახებ და შეიძლება გამოყენებულ იქნეს საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. ამ გაფრთხილების მიღებისთანავე ორგანიზატორი ვალდებულია შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დარღვევის აღმოფხვრისკენ მოუწოდოს და განახორციელოს ყველა გონივრული ქმედება, რათა გაიხსნას ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილი, აღდგეს ტრანსპორტის ან ხალხის მოძრაობა ან/და განხორციელდეს დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟი. ამასთანავე, სათანადო გაფრთხილების მიღების შემდეგ დროებითი კონსტრუქციის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი ან შეკრების ან მანიფესტაციის შესაბამისი მონაწილე ვალდებულია განახორციელოს მისი დემონტაჟი.

4. თუ ორგანიზატორმა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში ჩამოთვლილი დარღვევების აღმოსაფხვრელად გაფრთხილებიდან უახლოესი 15 წუთის განმავლობაში არ მოუწოდა შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს და არ მიმართა ყველა გონივრულ ქმედებას, მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. 

5. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ ამ კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნათა ინდივიდუალურად დარღვევის შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

51. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილისთვის კანონის დარღვევის შესაწყვეტად 15 წუთის მიცემა არ გულისხმობს იმას, რომ, თუ იგი ამ 15 წუთის განმავლობაში კანონის დარღვევას შეწყვეტს, მას ეს კანონდარღვევა ჩადენილად არ ეთვლება. შეკრების ან მანიფესტაციის აღნიშნულ მონაწილეს კანონდარღვევის ჩადენის მომენტიდან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ეკისრება.

6. თუ ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში  შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებმა გაფრთხილებიდან უახლოესი 15 წუთის განმავლობაში იმავე პუნქტით გათვალისწინებული მასობრივი კანონდარღვევა არ შეწყვიტეს ან ორგანიზატორმა ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით დადგენილი ვალდებულება არ შეასრულა ან შეასრულა, თუმცა მასობრივი კანონდარღვევა გაფრთხილებიდან 15 წუთის განმავლობაში მაინც არ შეწყდა, მთლიანი შეკრება ან მანიფესტაცია უკანონოდ ითვლება. ამ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტის შესახებ, ამასთანავე, გამოიყენოს საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

7. შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელიც სამი სამუშაო დღის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს ამ გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს თითოეულ ინსტანციაში .

8. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევით საჯაროდ შეკრების ან/და მანიფესტაციის ჩატარების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურე ამ შეკრების ან/და მანიფესტაციის მონაწილეებს განუმარტავს აღნიშნული შეკრების ან/და მანიფესტაციის კანონსაწინააღმდეგო ხასიათს და მოსთხოვს მის შეწყვეტას. თუ ამ მოთხოვნიდან 15 წუთის განმავლობაში შეკრება ან/და მანიფესტაცია არ შეწყდა, სამართალდამცავი ორგანო მის შესაწყვეტად გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1502 - სსმ I, №21, 03.08.2009 წ., მუხ.114
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №2/482,483,487,502- ვებგვერდი, 27.04.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4451 – ვებგვერდი, 03.10.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №274 - ვებგვერდი, 06.02.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1203 – ვებგვერდი, 11.12.2025წ.

    მუხლი 14

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია არ დაუშვას შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ არსებობს პოლიციის მიერ შემოწმებული აშკარა მონაცემები, რომელთა შესაბამისად, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შედეგად უშუალო საფრთხე ემუქრება კონსტიტუციურ წყობილებას, მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე უფლებამოსილია არ დაუშვას საჯაროდ შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება, თუ არსებობს პოლიციის მიერ შემოწმებული აშკარა მონაცემები, რომელთა შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ეს შეკრება ან/და მანიფესტაცია მიმართული იქნება ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ამ პუნქტის მიზნებისთვის ტერმინი „პოპულარიზაცია“ განიმარტება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების აკრძალვის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელიც 2 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2002 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/2/180-183 - სსმ IV, 19.11.2002წ., გვ.2
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6993-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4451 – ვებგვერდი, 03.10.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №274 - ვებგვერდი, 06.02.2025წ.

    მუხლი 15

შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას სახელმწიფოსათვის, ორგანიზაციისა და მოქალაქისათვის მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 16

ამ კანონით დადგენილი შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარების წესის დამრღვევ პირებს ეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

თავი II. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 17

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

    მუხლი 18

ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 15 ივნისის დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკაში მიტინგების, დემონსტრაციებისა და სხვა პოლიტიკური ხასიათის აქციების ორგანიზაციისა და ჩატარების წესის შესახებ“ (საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ. I, 1995წ., მუხ. 76).

 

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

 

თბილისი,

1997 წლის 12 ივნისი.

№763– IIს

26. 10/12/2025 - საქართველოს კანონი - 1203-IVმს-XIმპ - ვებგვერდი, 11/12/2025 25. 26/06/2025 - საქართველოს კანონი - 809-IIმს-XIმპ - ვებგვერდი, 30/06/2025 24. 26/06/2025 - საქართველოს კანონი - 774-IIმს-XIმპ - ვებგვერდი, 27/06/2025 23. 24/06/2025 - საქართველოს კანონი - 710-IIმს-XIმპ - ვებგვერდი, 25/06/2025 22. 06/02/2025 - საქართველოს კანონი - 274-IIმს-XIმპ - ვებგვერდი, 06/02/2025 21. 13/12/2024 - საქართველოს კანონი - 176-Iმს-XIმპ - ვებგვერდი, 29/12/2024 20. 17/09/2024 - საქართველოს კანონი - 4451-XVIმს-Xმპ - ვებგვერდი, 03/10/2024 19. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3993-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 26/12/2023 18. 14/12/2023 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 3/3/1635 - ვებგვერდი, 18/12/2023 17. 30/11/2022 - საქართველოს კანონი - 2200-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 16. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6993-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 15. 29/11/2019 - საქართველოს კანონი - 5405-Iს - ვებგვერდი, 10/12/2019 14. 02/04/2019 - საქართველოს კანონი - 4408-IIს - ვებგვერდი, 08/04/2019 13. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4099-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 12. 05/09/2018 - საქართველოს კანონი - 3395-Iს - ვებგვერდი, 26/09/2018 11. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 951-IIს - ვებგვერდი, 20/06/2017 10. 01/05/2015 - საქართველოს კანონი - 3542-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 9. 14/12/2012 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/5/525 - ვებგვერდი, 21/12/2012 8. 01/07/2011 - საქართველოს კანონი - 4980 - ვებგვერდი, 110714023, 14/07/2011 7. 18/04/2011 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/482,483,487,502 - ვებგვერდი, 110421001, 27/04/2011 6. 09/03/2010 - საქართველოს კანონი - 2724 - სსმ, 12, 24/03/2010 5. 17/07/2009 - საქართველოს კანონი - 1502 - სსმ, 21, 03/08/2009 4. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4266 - სსმ, 51, 31/12/2006 3. 24/02/2004 - საქართველოს კანონი - 3401 - სსმ, 5, 04/03/2004 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 05/11/2002 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/2/180-183 - სსმ, 19, 19/11/2002 1. 15/05/1998 - საქართველოს კანონი - 1392 - პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/05/1998