დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
გრანტების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 331 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/06/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/07/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 190.020.060.05.001.000.154 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (21/07/2010 - 01/07/2011)
საქართველოს კანონი
გრანტების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. გამოყენების სფერო
ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში გრანტის გაცემის, მიღებისა და გამოყენების საერთო პრინციპებს.
მუხლი 2. გრანტი
1. გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის.
2. გრანტად არ ჩაითვლება სამეწარმეო და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები.
მუხლი 3. გრანტის გამცემი
გრანტის გამცემი (დონორი) შეიძლება იყოს:
ა) საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია (მათ შორის, საერთაშორისო სპორტული ასოციაცია, ფედერაცია და კომიტეტი), საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტი, უცხო ქვეყნის მთავრობა ან მისი წარმომადგენლობა, აგრეთვე უცხოეთის სამეწარმეო (თუ გრანტის მიმღები არის სახელმწიფო ან საქართველოს მთავრობა) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;
ბ) საქართველოს ის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის ძირითადი საწესდებო მიზანია ქონების დაგროვება საქველმოქმედო, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი ან საზოგადოებრივად სასარგებლო სხვა საქმიანობის ხელშეწყობისათვის;
გ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო გრანტების გაცემა.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1166-სსმI, №11, 29.03.2005წ., მუხ.73
საქართველოს 2006 წლის 22 დეკემბრის კანონი №3974-სსმI, №48, 22.12.2006წ., მუხ.341
საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2959-სსმI, №23, 04.05.2010წ., მუხ.133
მუხლი 4. გრანტის მიმღები
გრანტის მიმღები შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს სახელმწიფო საქართველოს პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილი ორგანოს (ორგანიზაციის) სახით;
ბ) საქართველოს მთავრობა საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი ორგანოს სახით;
გ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;
დ) საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მისი წარმომადგენლობა, ფილიალი, განყოფილება;
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
ვ) საქართველოს მოქალაქე;
ზ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
საქართველოს 2006 წლის 22 დეკემბრის კანონი №3974-სსმI, №48, 22.12.2006წ., მუხ.341
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3566-სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.298
თავი II
გრანტის გაცემის საერთო პრინციპები
მუხლი 5. გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველი
1. გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის, აგრეთვე საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის ოფიციალური წერილობითი გადაწყვეტილება საქართველოს სპორტული ფედერაციის ან კლუბისათვის მიზნობრივი დანიშნულების მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების (მათ შორის ფულადი სახსრების) გამოყოფის შესახებ. ხეშეკრულება უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და იმ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს.
2. გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის. სხვა მიზნებისათვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემის (დონორის) თანხმობით.
3. გრანტის სახით მიღებულ ფასეულობათა რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ქმედება წინასწარ იყო გათვალისწინებული გრანტის გაცემის ხელშეკრულებაში.
მუხლი 6. ხელშეკრულების პირობების დარღვევა და პასუხისმგებლობა
1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის მხარეები პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სხვადასხვა ქვეყნის რეზიდენტ პირთა ან მოქალაქეთა შორის წამოჭრილი დავა მოურიგებლობის შემთხვევაში წყდება იმ ქვეყნის სასამართლო წესით, რომელსაც მხარეები წინასწარ აირჩევენ, თუ ამგვარი შეთანხმება ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული, დავა გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობით.
თავი III
გრანტის დაბეგვრა
მუხლი 7. გრანტის დაბეგვრის ზოგადი წესი
გრანტის დაბეგვრის წესი განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 8. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს პრეზიდენტი
თბილისი,
1996 წლის 28 ივნისი.
№331-II
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1166-სსმI, №11, 29.03.2005წ., მუხ.73
2. საქართველოს 2006 წლის 22 დეკემბრის კანონი №3974-სსმI, №48, 22.12.2006წ., მუხ.341
3. საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2959-სსმI, №23, 04.05.2010წ., მუხ.133
4. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3566-სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.298
დოკუმენტის კომენტარები