დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 663-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 12/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020060.05.001.102638 |
|
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისთვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარების ან სოციალური პროექტის, სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამის განხორციელებისთვის.“; ბ) 12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 პუნქტი: „13. გრანტად მიიჩნევა აგრეთვე ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მიზნის მისაღწევად ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გრანტის გამცემის (დონორის) მიერ ამავე კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული გრანტის მიმღებისთვის გაწეული ტექნიკური დახმარება ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით.“. 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული ან სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია (მათ შორის, საერთაშორისო სპორტული ასოციაცია, ფედერაცია, კომიტეტი), სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტი, აგრეთვე უცხო ქვეყნის მთავრობა ან მისი წარმომადგენლობა, უცხოეთის სამეწარმეო (თუ გრანტის მიმღები არის სახელმწიფო ან საქართველოს მთავრობა) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;“. 3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის წერილობითი ხელშეკრულება (განურჩევლად იმისა, იგი ერთი დოკუმენტით არის წარმოდგენილი თუ რამდენიმე, ერთმანეთთან დაკავშირებული დოკუმენტით, და მიუხედავად მისი კონკრეტული სახელწოდებისა), აგრეთვე უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) წერილობითი გადაწყვეტილება, მათ შორის, საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის ოფიციალური წერილობითი გადაწყვეტილება საქართველოს სპორტული ფედერაციისთვის ან კლუბისთვის მიზნობრივი დანიშნულების მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების (მათ შორის, ფულადი სახსრების) გამოყოფის შესახებ. აღნიშნულ ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს გრანტის გაცემის მიზანი, მისი მოცულობა, სახსრების გამოყენების კონკრეტული მიმართულება, მათი ათვისების ვადები და ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს.“. 4. 51 მუხლის: ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის გაცემაზე ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ან/და საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი წესები.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლით დადგენილი წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციისა და კომიტეტის მიერ გაცემულ გრანტებზე, საქართველოს ფარგლების გარეთ ზოგადი განათლებისა და უმაღლესი განათლების მიღებისა და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ ფინანსურ დახმარებაზე, აგრეთვე ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“ („Horizon Europe“), ევროკავშირის პროგრამის „ერაზმუს+“ („Erasmus+“) ფარგლებში, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ და საქართველოსა და ევროკავშირს შორის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ („Creative Europe“) ფარგლებში გაცემულ გრანტებზე.“; გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ამ მუხლით გათვალისწინებული უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის გაცემის საქართველოს მთავრობასთან ან მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირთან/ორგანოსთან შეთანხმების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 12 ივნისი 2025 წ. N663-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები