არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ

  • Word
არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1105
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/11/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 46, 03/12/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 19/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 330.090.000.05.001.000.300
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1105
14/11/1997
პარლამენტის უწყებანი, 46, 03/12/1997
330.090.000.05.001.000.300
არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (02/03/2007 - 18/12/2007)

საქართველოს კანონი

არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ

ეს კანონი აწესრიგებს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების და ამ სფეროში მონაწილე ყველა სუბიექტის უფლებებს, მოვალეობებს და პასუხისმგებლობის საკითხს.

საქართველოს 2001  წლის 22 ივნისი ს კანონი № 992 - სსმ I, № 23 , 11.07 .2001 წ., მუხ. 91

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსისა და დადგენილი წესით შეთანხმებული პროექტის მოთხოვნათა სრული დაცვით არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა.

საქართველოს 2001  წლის 22 ივნისი ს კანონი № 992 - სსმ I, № 23 , 11.07 .2001 წ., მუხ. 91

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობა – არქიტექტურული, საპროექტო-საძიებო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ჩატარება;

ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექცია (შემდგომში – მთავარი არქმშენინსპექცია), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულების არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები;

გ) სიმტკიცე – სამშენებლო ნაკეთობისა და კონსტრუქციის, მათი შეერთების კვანძების, შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გრუნტის თვისება, რღვევის გარეშე აიტანოს დატვირთვების საანგარიშო მაჩვენებლები;

დ) მდგრადობა – შენობა-ნაგებობის უნარი, შეინარჩუნოს მდგრადი წონასწორობა საანგარიშო დატვირთვების ზეგავლენისას;

ე) საიმედოობა – შენობა-ნაგებობის, მისი ინჟინრული სისტემების, მზიდი კონსტრუქციების ნორმებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება ექსპლუატაციის მთელ პერიოდში;

ვ) დამკვეთი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც სამუშაოს უკვეთავს საპროექტო ან/და სამშენებლო ორგანიზაციას;

ზ) მენარდე – იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც ასრულებს საპროექტო-საძიებო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს;

თ) მშენებლობის ნებართვა – უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესითა და ფორმით, განსაზღვრული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც გაიცემა ობიექტზე და წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს;

ი) დარღვევა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში – სამშენებლო ნორმებითა და წესებით, პროექტებით, მშენებლობისა და საშენ მასალათა მრეწველობის სფეროს სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების უგულებელყოფა, ასევე ქმედება, რომლის შედეგადაც ობიექტების მშენებლობისას ირღვევა დადგენილი წესები, აგრეთვე განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში შენობა-ნაგებობის კონსერვაციისა და სამშენებლო მოედნის უსაფრთხოებისათვის დადგენილი წესების დარღვევა;

კ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევა:

კ.ა) ობიექტის მშენებლობის დაწყება, მშენებლობის წარმოება ან/და ობიექტის დემონტაჟი სათანადო ნებართვის გარეშე;

კ.ბ) ობიექტზე საინფორმაციო დაფის განუთავსებლობა ან დაფაზე არასრული ინფორმაციის განთავსება;

კ.გ) მშენებარე ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობის ან/და მშენებარე ობიექტის შემომფარგვლელი დამცავი ბადის დადგენილი წესის დარღვევით განთავსება ან განუთავსებლობა;

კ.დ) ობიექტის ფუნქციონირება ექსპლუატაციაში მიუღებლად;

კ.ე) მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვება;

კ.ვ) დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამშენებლო ობიექტის პროექტით გათვალისწინებული კეთილმოწყობითი სამუშაოების შეუსრულებლობა;

კ.ზ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიწერილობის შეუსრულებლობა ან არადროულად შესრულება;

კ.თ) ნორმატიული აქტით განსაზღვრული საორგანიზაციო წესების სხვა დარღვევა;

კ.ი) იმ ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომლის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;

ლ) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონა – საქართველოს კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ტერიტორიები, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიები, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები, საკურორტო-სარეკრეაციო და სხვა ზონები, სადაც ობიექტის მშენებლობის ნებართვის გაცემისას დადგენილია დამატებითი პირობები;

მ) ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსი – სამშენებლო ნორმები და წესები, აგრეთვე დადგენილი წესით დამტკიცებული საპროექტო დოკუმენტაცია;

ნ) საპროექტო დოკუმენტაცია (მშენებლობის პროექტი) – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტთა ერთობლიობა, რომლის საფუძველზედაც ხორციელდება სამშენებლო სამუშაოები;

ო) განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონა – დედაქალაქის, ავტონომიური რესპუბლიკების დედაქალაქების, საკურორტო და სარეკრეაციო ზონების ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიების ის ნაწილი, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით;

პ) მიწერილობა – ამ კანონის მიზნებისათვის, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნა დამრღვევის მიმართ, განსაზღვრულ გონივრულ ვადაში ნებაყოფლობით შეასრულოს მიწერილობაში მითითებული პირობები დარღვევის გამოსასწორებლად;

ჟ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევა:

ჟ.ა) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევა;

ჟ.ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევა.

საქართველოს 2001  წლის 22 ივნისი ს კანონი № 992 - სსმ I, № 23 , 11.07 .2001 წ., მუხ. 91

საქართველოს 2005  წლის 22 დეკემბრის კანონი №2405 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.4

საქართველოს 2006  წლის 29 დეკემბრის კანონი №4282 - სსმ I, №5, 15.01.2007 წ., მუხ.65

    მუხლი 3. კანონის მოქმედების სფერო

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება:

ა) იურიდიული და ფიზიკური პირების, ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი ან სხვა სპეციალური სამუშაოები;

ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში;

გ) ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ სამშენებლო საქმიანობის განხორციელებაზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა;

დ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე, იმ შემთხვევაში, როდესაც დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი;

ე) იმ სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე, რომლის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.

საქართველოს 2001  წლის 22 ივნისი ს კანონი № 992 - სსმ I, № 23 , 11.07 .2001 წ., მუხ. 91

საქართველოს 2005  წლის 22 დეკემბრის კანონი №2405 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.4

საქართველოს 2006  წლის 29 დეკემბრის კანონი №4282 - სსმ I, №5, 15.01.2007 წ., მუხ.65

    მუხლი 31. მთავარი არქმშენინსპექციისა და უფლებამოსილი ორგანოების მართვა

1. მთავარ არქმშენინსპექციას ხელმძღვანელობს მთავარი არქმშენინსპექციის უფროსი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. მთავარი არქმშენინსპექციის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.

3. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებას ახორციელებენ თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები, რომლებსაც მეთოდურ ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას უწევს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო მთავარი არქმშენინსპექციის, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების მეშვეობით.

4. მთავარი არქმშენინსპექცია:

ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე და ამ მიზნით საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოებისათვის ადგენს ამ ობიექტებზე ზედამხედველობის გეგმას და იღებს ინფორმაციას მისი შესრულების შესახებ. იმ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე სახელმწიფო ზედამხედველობას, რომლებზედაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მშენებლობის ნებართვებს გასცემენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებები და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე მდებარე თვითმმართველი ქალაქების თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები, ასევე ახორციელებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები;

ბ) ხელს უწყობს სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას;

გ) ახორციელებს უფლებამოსილი ორგანოების საქმიანობის მონიტორინგსა და მეთოდურ ხელმძღვანელობას;

დ) ადგილზე ახორციელებს უფლებამოსილი ორგანოების საქმიანობის შერჩევით შემოწმებებს და შემოწმებისას გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების მიზნით საკითხს აყენებს მათი ზემდგომი ორგანოების წინაშე, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ამ უფლებამოსილებას აგრეთვე ახორციელებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები.

5. უფლებამოსილი ორგანოები უზრუნველყოფენ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, მთავარ არქმშენინსპექციას აწვდიან ინფორმაციას თავისი საქმიანობის შესახებ მისი ანალიზისა და სტატისტიკურ მონაცემთა ბაზის შესადგენად და საჯაროობის უზრუნველსაყოფად.

6. უფლებამოსილი ორგანოების საქმიანობა განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით დამტკიცებული დებულებებით.

საქართველოს 2001  წლის 22 ივნისი ს კანონი № 992 - სსმ I, № 23 , 11.07 .2001 წ., მუხ. 91

საქართველოს 2005  წლის 22 დეკემბრის კანონი №2405 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.4

საქართველოს 2007  წლის 2 მარტის კანონი №4407 - სსმ I, №8, 23.03.2007 წ., მუხ.71

თავი II

არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა

    მუხლი 4. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ფუნქციები, ამოცანები და უფლებები

1. მთავარი არქმშენინსპექცია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ზედამხედველობას უწევენ კანონით განსაზღვრულ სხვა ობიექტებს, და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე ქ. თბილისისა და თვითმმართველი ქალაქების თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო ზედამხედველობას იმ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე და კანონით განსაზღვრულ სხვა ობიექტებზე, რომლებზედაც გასცემენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მშენებლობის ნებართვებს, უზრუნველყოფენ მშენებლობაში მონაწილეთა მიერ მშენებლობის უსაფრთხოებასა და შენობა-ნაგებობის საექსპლუატაციო საიმედოობას.

2. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების უფლებამოსილება ვრცელდება როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა, რომლებიც აშენებენ ობიექტებს საქართველოს ტერიტორიაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების მიერ შემოწმებას ექვემდებარება ისეთი სამშენებლო საქმიანობის განხორციელება, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა.

3. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ამოცანებია:

ა) მშენებლობაში მონაწილეთა მიერ მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე.

4. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები შემოწმებით მიღებულ შედეგებს აანალიზებენ, განაზოგადებენ და შეიმუშავებენ წინადადებებს ნორმატიული, მეთოდური და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტაციის სრულყოფისათვის.

5. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევებს განიხილავენ მათი ხასიათისა და სახეობის, ფაქტობრივი ან მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით და იღებენ გადაწყვეტილებას დამრღვევის მიმართ სანქციების გატარების თაობაზე.

6. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები თავის საქმიანობას ახორციელებენ ამ კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე.

7. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებს უფლება აქვთ:

ა) შეამოწმონ მათ კონტროლს დაქვემდებარებული სამშენებლო ობიექტები;

ბ) მოსთხოვონ მშენებლობაში მონაწილეებს ყველა აუცილებელი საპროექტო, ნორმატიული, საშემსრულებლო და სამშენებლო მასალების შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

გ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში მშენებლობაში მონაწილეთათვის გასცენ მიწერილობა პროექტის სამშენებლო ნორმებისა და წესების და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ. მიწერილობა გაიცემა იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშენებლობის ობიექტზე არსებული (შემოტანილი) სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ უპასუხებს დადგენილ მოთხოვნებს და მათი გამოყენება უნდა აიკრძალოს. მიწერილობა გაიცემა აგრეთვე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევისათვის. დამრღვევი მიწერილობის შეუსრულებლობის შემთხვევაში დადგენილებით ჯარიმდება როგორც მიწერილობის შეუსრულებლობისათვის ან არადროულად შესრულებისათვის, ასევე არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევისათვის, რომლის გამოსასწორებლადაც გაიცა მიწერილობა;

დ) ამ კანონის 41 მუხლით დადგენილი წესით შეაჩერონ კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი. კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების საფუძველი შეიძლება იყოს:

დ.ა) მშენებლობის ან დემონტაჟის განხორციელება სათანადო ნებართვის გარეშე;

დ.ბ) მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების, სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობა, რომლის გამოსწორება მშენებლობის შეჩერების გარეშე შეუძლებელია;

დ.გ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების მიწერილობის შეუსრულებლობა დადგენილ ვადაში;

ე) დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში მოსთხოვონ მშენებლობის დამკვეთს ან მშენებელ ორგანიზაციას დამატებითი ლაბორატორიული გამოცდებისა და გაზომვების ჩატარება. თუ დარღვევა დადასტურდა, ლაბორატორიული გამოკვლევების ხარჯებს გაიღებს დამრღვევი, წინააღმდეგ შემთხვევაში – არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები;

ვ) მიიღონ დადგენილება კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ. დადგენილების მიღების საფუძველი შეიძლება იყოს:

ვ.ა) უნებართვო მშენებლობის თაობაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების მიწერილობის შეუსრულებლობა;

ვ.ბ) მშენებლობის განხორციელება პროექტის მნიშვნელოვანი დარღვევით, რის გამოც არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა და საიმედოობა;

ვ.გ) შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხო ექსპლუატაციის პირობებს და არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა, საიმედოობა და ამ დარღვევების გამოსწორება ტექნიკურად შეუძლებელია.

საქართველოს 2001  წლის 22 ივნისი ს კანონი № 992 - სსმ I, № 23 , 11.07 .2001 წ., მუხ. 91

საქართველოს 2005  წლის 22 დეკემბრის კანონი №2405 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.4

საქართველოს 2006  წლის 29 დეკემბრის კანონი №4282 - სსმ I, №5, 15.01.2007 წ., მუხ.65

საქართველოს 2007  წლის 2 მარტის კანონი №4407 - სსმ I, №8, 23.03.2007 წ., მუხ.71

     მუხლი 4 1 . არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება

1. არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები ხელმძღვანელობენ ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

2. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო დამრღვევის მიმართ საქმის წარმოებას იწყებს მიწერილობის გაცემით.

3. მიწერილობით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მიწერილობის პირობებთან მიმართებით, კერძოდ:

ა) მიწერილობა შესრულდა;

ბ) მიწერილობა არ შესრულდა;

გ) მიწერილობა არადროულად სრულდება.

4. შემოწმების აქტის საფუძველზე, თუ აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას:

ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;

ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;

გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

5. თუ დარღვევა გამოსწორებულია და არ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების მიღების საფუძველი, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

6. თუ მშენებარე ობიექტზე არსებული დარღვევების გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას მშენებლობის შეჩერების თაობაზე და გასცემს მიწერილობას დარღვევების გამოსწორების შესახებ.

7. დადგენილების მიღებამდე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია დამრღვევს უწყებით აცნობოს არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირი.

8. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული დადგენილება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის აღსრულება ხდება ამ კანონითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილება უნდა იყოს დასაბუთებული და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ რეკვიზიტებთან ერთად უნდა შეიცავდეს მითითებას იმ ორგანოზე, რომელშიც შეიძლება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, აღნიშნული ორგანოს მისამართსა და გასაჩივრების ვადას.

9. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა გაეცნოს დადგენილებაში მითითებულ მხარეს.

10. არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაწესებული ჯარიმა ბიუჯეტში ჩაირიცხება „საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით.

11. თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მიწერილობის, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების გაცნობა (პირდაპირი ჩაბარებით), გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვლება მისი განთავსება მიწერილობაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება:

ა) საინფორმაციო დაფა;

ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა;

გ) მშენებარე ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული თვალსაჩინო ადგილების არარსებობისას თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება მშენებარე ობიექტის ფასადი.

13. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას მიღებული დადგენილების გასაჩივრების ვადა განისაზღვრება ამ კანონით.

14. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში. ამასთანავე, გასაჩივრება არ აჩერებს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში.

საქართველოს 2005  წლის 22 დეკემბრის კანონი №2405 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.4

საქართველოს 2006  წლის 29 დეკემბრის კანონი №4282 - სსმ I, №5, 15.01.2007 წ., მუხ.65

    მუხლი 5. პასუხისმგებლობა არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევისათვის

1. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე სუბიექტები (მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), რომლებიც ითვლებიან დამკვეთად ან რომლებსაც შეთავსებული აქვთ დამკვეთისა და მენარდის ფუნქციები, ჯარიმდებიან:

ა) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის;

ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევისათვის.

2. ამ კანონით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ჯარიმის დაკისრებიდან ყოველი სამი თვის შემდეგ, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები ჯარიმდებიან წინა ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით.

3. მიწის ნაკვეთის გასხვისების შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილება აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ხოლო დარღვევის გამოსწორების ვალდებულება ეკისრება ახალ მესაკუთრეს.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია მოახდინოს განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტის მიწის ნაკვეთის რეალიზაცია აუქციონის ჩატარების გზით.

5. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო აუქციონს ატარებს ამ კანონის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესის მოთხოვნათა დაცვით.

6. უნებართვოდ და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების გამოვლენისა და დაჯარიმების შემდეგ მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს შეუძლია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება ამ ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს (გარდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მოთხოვნებისა).

საქართველოს 2001  წლის 22 ივნისი ს კანონი № 992 - სსმ I, № 23 , 11.07 .2001 წ., მუხ. 91

საქართველოს 2005  წლის 22 დეკემბრის კანონი №2405 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.4

საქართველოს 2006  წლის 29 დეკემბრის კანონი №4282 - სსმ I, №5, 15.01.2007 წ., მუხ.65

     მუხლი 51. პასუხისმგებლობა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის

1. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე სუბიექტების მიერ სამშენებლო ნორმებითა და წესებით, პროექტებით, მშენებლობისა და საშენ მასალათა მრეწველობის სფეროს სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების უგულებელყოფა, ასევე ქმედება, რომლის შედეგადაც ობიექტების მშენებლობისას ირღვევა დადგენილი წესები:

ა) განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით;

ბ) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ. თბილისის ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;

გ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;

დ) მუნიციპალიტეტში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;

ე) დასახლების ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

2. განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში შენობა-ნაგებობების კონსერვაციისა და სამშენებლო მოედნის უსაფრთხოებისათვის დადგენილი წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2006  წლის 29 დეკემბრის კანონი №4282 - სსმ I, №5, 15.01.2007 წ., მუხ.65

     მუხლი 52. უნებართვო მშენებლობა ან დემონტაჟი

ობიექტის მშენებლობის დაწყება, მშენებლობის წარმოება ან/და ობიექტის დემონტაჟი სათანადო ნებართვის გარეშე:

ა) განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით;

ბ) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ. თბილისის ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით;

გ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით;

დ) მუნიციპალიტეტში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;

ე) დასახლების ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2006  წლის 29 დეკემბრის კანონი №4282 - სსმ I, №5, 15.01.2007 წ., მუხ.65

     მუხლი 53. ობიექტზე საინფორმაციო დაფის განუთავსებლობა ან დაფაზე არასრული ინფორმაციის განთავსება

ობიექტზე საინფორმაციო დაფის განუთავსებლობა ან დაფაზე არასრული ინფორმაციის განთავსება:

ა) განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;

ბ) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ. თბილისის ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;

გ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;

დ) მუნიციპალიტეტში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით;

ე) დასახლების ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2006  წლის 29 დეკემბრის კანონი №4282 - სსმ I, №5, 15.01.2007 წ., მუხ.65

     მუხლი 54. მშენებარე ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობის ან/და მშენებარე ტერიტორიის შემომფარგვლელი დამცავი ბადის დადგენილი წესის დარღვევით განთავსება ან განუთავსებლობა

მშენებარე ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობის ან/და მშენებარე ობიექტის შემომფარგვლელი დამცავი ბადის დადგენილი წესის დარღვევით განთავსება ან განუთავსებლობა:

ა) განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით;

ბ) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ. თბილისის ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;

გ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;

დ) მუნიციპალიტეტში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით;

ე) დასახლების ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2006  წლის 29 დეკემბრის კანონი №4282 - სსმ I, №5, 15.01.2007 წ., მუხ.65

     მუხლი 55. ობიექტის ფუნქციონირება ექსპლუატაციაში მიუღებლად

ობიექტის ფუნქციონირება ექსპლუატაციაში მიუღებლად:

ა) განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით;

ბ) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ. თბილისის ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;

გ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;

დ) მუნიციპალიტეტში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;

ე) დასახლების ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2006  წლის 29 დეკემბრის კანონი №4282 - სსმ I, №5, 15.01.2007 წ., მუხ.65

     მუხლი 56. მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვება

მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვება:

ა) განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით;

ბ) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ. თბილისის ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით;

გ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;

დ) მუნიციპალიტეტში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;

ე) დასახლების ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2006  წლის 29 დეკემბრის კანონი №4282 - სსმ I, №5, 15.01.2007 წ., მუხ.65

     მუხლი 57. დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამშენებლო ობიექტის პროექტით გათვალისწინებული კეთილმოწყობითი სამუშაოების შეუსრულებლობა

დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამშენებლო ობიექტის პროექტით გათვალისწინებული კეთილმოწყობითი სამუშაოების შეუსრულებლობა:

ა) განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით;

ბ) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ. თბილისის ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;

გ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;

დ) მუნიციპალიტეტში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;

ე) დასახლების ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2006  წლის 29 დეკემბრის კანონი №4282 - სსმ I, №5, 15.01.2007 წ., მუხ.65

       მუხლი 58. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიწერილობის შეუსრულებლობა ან არადროულად შესრულება

არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიწერილობის შეუსრულებლობა ან არადროულად შესრულება:

ა) განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;

ბ) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ. თბილისის ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით;

გ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;

დ) მუნიციპალიტეტში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;

ე) დასახლების ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2006  წლის 29 დეკემბრის კანონი №4282 - სსმ I, №5, 15.01.2007 წ., მუხ.65

     მუხლი 59. ნორმატიული აქტით განსაზღვრული საორგანიზაციო წესების სხვა დარღვევა

ნორმატიული აქტით განსაზღვრული საორგანიზაციო წესების სხვა დარღვევა:

ა) განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;

ბ) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ. თბილისის ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;

გ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით;

დ) მუნიციპალიტეტში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;

ე) დასახლების ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2006  წლის 29 დეკემბრის კანონი №4282 - სსმ I, №5, 15.01.2007 წ., მუხ.65

    მუხლი 510. იმ ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომლის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას

იმ ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომლის არსებობა რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის გარეშე უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას:

ა) განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით;

ბ) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ. თბილისის ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;

გ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;

დ) მუნიციპალიტეტში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;

ე) დასახლების ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2006  წლის 29 დეკემბრის კანონი №4282 - სსმ I, №5, 15.01.2007 წ., მუხ.65

    მუხლი 6. ზიანისა და ხარჯების ანაზღაურება

1. დაჯარიმება დამრღვევს არ ათავისუფლებს დარღვევის გამოსწორებისა და დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისაგან.

2. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს თანამდებობის პირი, აგრეთვე სხვა მუშაკი მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. იმ პირებს, რომლებმაც ხარჯები გაიღეს მათ საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობის იერსახის შენარჩუნებისა და სამშენებლო მოედნის უსაფრთხოებისათვის, თუ ამ ხარჯების გაღება გამოწვეულია მომიჯნავე ნაკვეთში მშენებლობისას სამშენებლო ნორმებისა და კონსერვაციის რეჟიმის დაუცველობით, უფლება აქვთ მოსთხოვონ დამრღვევს გაწეული ხარჯების ანაზღაურება. ხარჯების ანაზღაურებაზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო.

4. დადგენილ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, თუ დარღვევის დაუყოვნებლივ გამოუსწორებლობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს შეუძლია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მიწერილობის პირობების თავის მიერ ან მესამე პირთა მეშვეობით ან/და საკუთარი ხარჯით შესრულების თაობაზე. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.

5. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია მოსთხოვოს დამრღვევს ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაწეული ხარჯების ანაზღაურება. ხარჯების ნებაყოფლობით ანაზღაურებაზე უარის თქმის შემთხვევაში არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს დამრღვევისათვის გაწეული ხარჯების დაკისრებისა და გადახდის მოთხოვნით.

საქართველოს 2001  წლის 22 ივნისი ს კანონი № 992 - სსმ I, № 23 , 11.07 .2001 წ., მუხ. 91

საქართველოს 2005  წლის 22 დეკემბრის კანონი №2405 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.4

საქართველოს 2006  წლის 29 დეკემბრის კანონი №4242 - სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.393

საქართველოს 2006  წლის 29 დეკემბრის კანონი №4282 - სსმ I, №5, 15.01.2007 წ., მუხ.65

    მუხლი 61. (ამოღებულია)

საქართველოს 2001  წლის 22 ივნისი ს კანონი № 992 - სსმ I, № 23 , 11.07 .2001 წ., მუხ. 91

საქართველოს 2004  წლის 29 დეკემბრის კანონი №857 - სსმ I, №42, 31.12.2004 წ., მუხ.227

საქართველოს 2005  წლის 22 დეკემბრის კანონი №2405 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.4

    მუხლი 7. კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტის მიწის ნაკვეთის დაყადაღება და რეალიზაცია

1. შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო დამრღვევის მიერ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში უფლებამოსილია კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტის მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადების მიზნით მიმართოს სასამართლოს.

2. შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე დადებული ყადაღა უქმდება ჯარიმის თანხის სრულად დაფარვისთანავე.

3. დამრღვევის დაყადაღებული მიწის ნაკვეთის რეალიზაციას ახორციელებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო აუქციონის წესით.

4. აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს განსაზღვრავს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო, რის შესახებაც იგი აუქციონის ჩატარებამდე 30 დღით ადრე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ავრცელებს განცხადებას, რომელშიც უნდა აღინიშნოს:

ა) აუქციონის ჩატარების დრო და ადგილი;

ბ) მიწის ნაკვეთის მესაკუთრის რეკვიზიტები (სახელი და გვარი/დასახელება, მისამართი);

გ) გასაყიდი მიწის ნაკვეთის დასახელება (ქონების მოკლე აღწერა);

დ) მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი, რომელიც ყადაღის დადების აქტში მითითებული დაყადაღებული ნივთის საბაზრო ფასია;

ე) რომ მესამე პირები, რომელთაც აქვთ უფლებები ამ მიწის ნაკვეთზე, ვალდებული არიან, ამ უფლებათა დამადასტურებელი საბუთები წარადგინონ აუქციონის დაწყებამდე;

ვ) აუქციონის პირობები.

5. აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს აუქციონზე გასაყიდად გამოტანილ მიწის ნაკვეთს.

6. მიწის ნაკვეთის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში დაიფარება:

ა) დაყადაღებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები;

ბ) ჯარიმის თანხა.

7. მიწის ნაკვეთის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში დაფარული ხარჯების (თანხის) შემდეგ დარჩენილი სახსრები უბრუნდება დამრღვევს.

8. დაყადაღებული მიწის ნაკვეთის რეალიზაცია შეწყდება, თუ დამრღვევი აუქციონის ჩატარებამდე უზრუნველყოფს ჯარიმის თანხის, დაყადაღებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების დაფარვას.

9. დაყადაღებული მიწის ნაკვეთის აუქციონის ჩატარების გზით რეალიზაციის წესებს ადგენს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო.

საქართველოს 2005  წლის 22 დეკემბრის კანონი №2405 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.4

საქართველოს 2006  წლის 29 დეკემბრის კანონი №4282 - სსმ I, №5, 15.01.2007 წ., მუხ.65

თავი III

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 8. გარდამავალი დებულებანი

1. 2008 წლის 1 იანვრამდე განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში მშენებარე ობიექტთან დაკავშირებით არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს დადგენილების მოქმედებას შემდეგ შემთხვევებში:

ა) უნებართვო მშენებლობის დროს;

ბ) როდესაც უშუალო საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;

გ) მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

2. სასამართლოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ერთ თვეს.

3. 2006 წლის 1 მარტამდე:

ა) საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცეს ბრძანებულებები:

ა.ა) „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე“;

ა.ბ) „განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონების დამტკიცების შესახებ“;

ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა დაამტკიცოს:

ბ.ა) დებულება „მთავარი არქმშენინსპექციის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“;

ბ.ბ) (ამოღებულია );

ბ.გ) (ამოღებულია) .

4. 2007 წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობამ მიიღოს შემდეგი დადგენილებები:

ა) „მშენებარე ობიექტის კონსერვაციის წესის შესახებ“;

ბ) „მშენებლობის უსაფრთხოების წესების შესახებ“.

საქართველოს 2005  წლის 22 დეკემბრის კანონი №2405 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.4

საქართველოს 2006  წლის 29 დეკემბრის კანონი №4282 - სსმ I, №5, 15.01.2007 წ., მუხ.65

    მუხლი 9. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 14 ნოემბერი.

№1105–Iს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2001  წლის 22 ივნისის კანონი №992 - სსმ I, №23, 11.07.2001 წ., მუხ.91

2. საქართველოს 2004  წლის 29 დეკემბრის კანონი №857 - სსმ I, №42, 31.12.2004 წ., მუხ.227

3. საქართველოს 2005  წლის 22 დეკემბრის კანონი №2405 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.4

4. საქართველოს 2006  წლის 29 დეკემბრის კანონი №4242 - სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.393

5. საქართველოს 2006  წლის 29 დეკემბრის კანონი №4282 - სსმ I, №5, 15.01.2007 წ., მუხ.65

6. საქართველოს 2007  წლის 2 მარტის კანონი №4407 - სსმ I, №8, 23.03.2007 წ., მუხ.71