„არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1158
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/04/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 13/04/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 19/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 330.090.000.05.001.003.501
  • Word
1158
07/04/2009
სსმ, 9, 13/04/2009
330.090.000.05.001.003.501
„არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997, გვ. 72) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია სამშენებლო რეგლამენტებისა და სამშენებლო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნათა სრული დაცვით არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობა – არქიტექტურული, საპროექტო-საძიებო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ჩატარება;

ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექცია (შემდგომში – მთავარი არქმშენინსპექცია), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები;

გ) სიმტკიცე – სამშენებლო ნაკეთობისა და კონსტრუქციის, მათი შეერთების კვანძების, შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გრუნტის თვისება, რღვევის გარეშე აიტანოს დატვირთვების საანგარიშო მაჩვენებლები;

დ) მდგრადობა – შენობა-ნაგებობის უნარი, შეინარჩუნოს მდგრადი წონასწორობა საანგარიშო დატვირთვების ზეგავლენისას;

ე) საიმედოობა – შენობა-ნაგებობის, მისი საინჟინრო სისტემების, მზიდი კონსტრუქციების ნორმებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება ექსპლუატაციის მთელ პერიოდში;

ვ) დამკვეთი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც სამუშაოს უკვეთავს საპროექტო ან/და სამშენებლო ორგანიზაციას;

ზ) მენარდე – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც ასრულებს საპროექტო-საძიებო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს;

თ) მშენებლობის ნებართვა – უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესითა და ფორმით, განსაზღვრული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია;

ი) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ კანონით;

კ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება – არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების ან/და დამრღვევის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება;

ლ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორება – არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიწერილობის ან/და დადგენილების საფუძველზე დამრღვევის მიერ განხორციელებული მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტის ან/და სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა (არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა);

მ) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონა – საქართველოს კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ტერიტორიები, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიები, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები, საკურორტო-სარეკრეაციო და სხვა ზონები, სადაც ობიექტის მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის დადგენილია დამატებითი პირობები;

ნ) სამშენებლო დოკუმენტაცია – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტთა ერთობლიობა, რომლის საფუძველზედაც ხორციელდება სამშენებლო სამუშაოები;

ო) განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონა – საქართველოს დედაქალაქის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების დედაქალაქების, საკურორტო და სარეკრეაციო ზონების ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიების ის ნაწილები, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით;

პ) მიწერილობა – არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მითითება დამრღვევის მიმართ, განსაზღვრულ გონივრულ ვადაში ნებაყოფლობით შეასრულოს მიწერილობაში მითითებული პირობები არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. მიწერილობა არის არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველი და იგი გასაჩივრებას ექვემდებარება დადგენილებასთან ერთად.“.

2. 41 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას საურავის დაკისრების შესახებ.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა დამრღვევმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ დამრღვევს დაერიცხება საურავი დადგენილებით განსაზღვრული საჯარიმო თანხის ოდენობით.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თვითმმართველი ერთეულის საამისოდ უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, გარდა მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების განმსაზღვრელი საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების მოთხოვნებისა.“.

4. 51 და 52 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 51. უნებართვო მშენებლობა

უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება გამოიწვევს დაჯარიმებას:

ა) განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში – 15000 ლარის ოდენობით;

ბ) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ. თბილისის ტერიტორიაზე, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, – 10000 ლარის ოდენობით;

გ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, – 3000 ლარის ოდენობით;

დ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, – 2000 ლარის ოდენობით;

ე) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, – 200 ლარის ოდენობით.

    მუხლი 52. სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა

სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას:

ა) განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში:

ა.ა) მეორე კლასის შენობა-ნაგებობებისათვის – 4000 ლარის ოდენობით;

ა.ბ) მესამე კლასის შენობა-ნაგებობებისათვის – 5000 ლარის ოდენობით;

ა.გ) მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობებისათვის – 6000 ლარის ოდენობით;

ა.დ) მეხუთე კლასის (განსაკუთრებული მნიშვნელობის) შენობა-ნაგებობებისათვის – 10000 ლარის ოდენობით;

ბ) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ. თბილისის ტერიტორიაზე, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა:

ბ.ა) მეორე კლასის შენობა-ნაგებობებისათვის – 2000 ლარის ოდენობით;

ბ.ბ) მესამე კლასის შენობა-ნაგებობებისათვის – 3000 ლარის ოდენობით;

ბ.გ) მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობებისათვის – 4000 ლარის ოდენობით;

ბ.დ) მეხუთე კლასის (განსაკუთრებული მნიშვნელობის) შენობა-ნაგებობებისათვის – 5000 ლარის ოდენობით;

გ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, – 1000 ლარის ოდენობით;

დ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, – 500 ლარის ოდენობით;

ე) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, – 200 ლარის ოდენობით.“.

5. 54 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 54. მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა

მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას:

ა) განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში – 3000 ლარის ოდენობით;

ბ) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ. თბილისის ტერიტორიაზე, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, – 1000 ლარის ოდენობით;

გ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, – 500 ლარის ოდენობით;

დ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, – 200 ლარის ოდენობით;

ე) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, – 50 ლარის ოდენობით.“.

6. 55 მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. 57 მუხლი ამოღებულ იქნეს.

8. 59 მუხლი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

1. საქართველოს პრეზიდენტმა 2009 წლის 1 მაისამდე გამოსცეს ბრძანებულება „ლეგალიზებას დაქვემდებარებული უნებართვოდ ან/და სამშენებლო დოკუმენტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების განსაზღვრის და ლეგალიზების წესის დამტკიცების შესახებ“.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებულების გამოცემისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულება „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 7 აპრილი.

თბილისი,

№1158–Iს