„არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4282
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5, 15/01/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 19/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 330.090.000.05.001.002.692
  • Word
4282
29/12/2006
სსმ, 5, 15/01/2007
330.090.000.05.001.002.692
„არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997, გვ. 72) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის:

ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევა:

კ.ა) ობიექტის მშენებლობის დაწყება, მშენებლობის წარმოება ან/და ობიექტის დემონტაჟი სათანადო ნებართვის გარეშე;

კ.ბ) ობიექტზე საინფორმაციო დაფის განუთავსებლობა ან დაფაზე არასრული ინფორმაციის განთავსება;

კ.გ) მშენებარე ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობის ან/და მშენებარე ობიექტის შემომფარგვლელი დამცავი ბადის დადგენილი წესის დარღვევით განთავსება ან განუთავსებლობა;

კ.დ) ობიექტის ფუნქციონირება ექსპლუატაციაში მიუღებლად;

კ.ე) მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვება;

კ.ვ) დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამშენებლო ობიექტის პროექტით გათვალისწინებული კეთილმოწყობითი სამუშაოების შეუსრულებლობა;

კ.ზ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიწერილობის შეუსრულებლობა ან არადროულად შესრულება;

კ.თ) ნორმატიული აქტით განსაზღვრული საორგანიზაციო წესების სხვა დარღვევა;

კ.ი) იმ ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომლის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;“;

ბ) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები:

„პ) მიწერილობა – ამ კანონის მიზნებისათვის, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნა დამრღვევის მიმართ, განსაზღვრულ გონივრულ ვადაში ნებაყოფლობით შეასრულოს მიწერილობაში მითითებული პირობები დარღვევის გამოსასწორებლად;

ჟ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევა:

ჟ.ა) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევა;

ჟ.ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევა.“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:

„დ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე, იმ შემთხვევაში, როდესაც დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი;

ე) იმ სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე, რომლის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.“.

3. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში მშენებლობაში მონაწილეთათვის გასცენ მიწერილობა პროექტის სამშენებლო ნორმებისა და წესების და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ. მიწერილობა გაიცემა იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშენებლობის ობიექტზე არსებული (შემოტანილი) სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ უპასუხებს დადგენილ მოთხოვნებს და მათი გამოყენება უნდა აიკრძალოს. მიწერილობა გაიცემა აგრეთვე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევისათვის. დამრღვევი მიწერილობის შეუსრულებლობის შემთხვევაში დადგენილებით ჯარიმდება როგორც მიწერილობის შეუსრულებლობისათვის ან არადროულად შესრულებისათვის, ასევე არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევისათვის, რომლის გამოსასწორებლადაც გაიცა მიწერილობა.“.

4. 41 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 41. არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება

1. არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები ხელმძღვანელობენ ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

2. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო დამრღვევის მიმართ საქმის წარმოებას იწყებს მიწერილობის გაცემით.

3. მიწერილობით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მიწერილობის პირობებთან მიმართებით, კერძოდ:

ა) მიწერილობა შესრულდა;

ბ) მიწერილობა არ შესრულდა;

გ) მიწერილობა არადროულად სრულდება.

4. შემოწმების აქტის საფუძველზე, თუ აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას:

ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;

ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;

გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

5. თუ დარღვევა გამოსწორებულია და არ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების მიღების საფუძველი, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

6. თუ მშენებარე ობიექტზე არსებული დარღვევების გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას მშენებლობის შეჩერების თაობაზე და გასცემს მიწერილობას დარღვევების გამოსწორების შესახებ.

7. დადგენილების მიღებამდე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია დამრღვევს უწყებით აცნობოს არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირი.

8. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული დადგენილება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის აღსრულება ხდება ამ კანონითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილება უნდა იყოს დასაბუთებული და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ რეკვიზიტებთან ერთად უნდა შეიცავდეს მითითებას იმ ორგანოზე, რომელშიც შეიძლება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, აღნიშნული ორგანოს მისამართსა და გასაჩივრების ვადას.

9. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა გაეცნოს დადგენილებაში მითითებულ მხარეს.

10. არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაწესებული ჯარიმა ბიუჯეტში ჩაირიცხება „საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით.

11. თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მიწერილობის, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების გაცნობა (პირდაპირი ჩაბარებით), გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვლება მისი განთავსება მიწერილობაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება:

ა) საინფორმაციო დაფა;

ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა;

გ) მშენებარე ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული თვალსაჩინო ადგილების არარსებობისას თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება მშენებარე ობიექტის ფასადი.

13. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას მიღებული დადგენილების გასაჩივრების ვადა განისაზღვრება ამ კანონით.

14. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში. ამასთანავე, გასაჩივრება არ აჩერებს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში.“.

5. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. პასუხისმგებლობა არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევისათვის

1. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე სუბიექტები (მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), რომლებიც ითვლებიან დამკვეთად ან რომლებსაც შეთავსებული აქვთ დამკვეთისა და მენარდის ფუნქციები, ჯარიმდებიან:

ა) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის;

ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევისათვის.

2. ამ კანონით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ჯარიმის დაკისრებიდან ყოველი სამი თვის შემდეგ, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები ჯარიმდებიან წინა ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით.

3. მიწის ნაკვეთის გასხვისების შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილება აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ხოლო დარღვევის გამოსწორების ვალდებულება ეკისრება ახალ მესაკუთრეს.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია მოახდინოს განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტის მიწის ნაკვეთის რეალიზაცია აუქციონის ჩატარების გზით.

5. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო აუქციონს ატარებს ამ კანონის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესის მოთხოვნათა დაცვით.

6. უნებართვოდ და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების გამოვლენისა და დაჯარიმების შემდეგ მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს შეუძლია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება ამ ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს (გარდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მოთხოვნებისა).“.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51–510 მუხლები:

     „მუხლი 51. პასუხისმგებლობა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის

1. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე სუბიექტების მიერ სამშენებლო ნორმებითა და წესებით, პროექტებით, მშენებლობისა და საშენ მასალათა მრეწველობის სფეროს სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების უგულებელყოფა, ასევე ქმედება, რომლის შედეგადაც ობიექტების მშენებლობისას ირღვევა დადგენილი წესები:

ა) განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით;

ბ) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ. თბილისის ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;

გ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;

დ) მუნიციპალიტეტში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;

ე) დასახლების ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

2. განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში შენობა-ნაგებობების კონსერვაციისა და სამშენებლო მოედნის უსაფრთხოებისათვის დადგენილი წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 52. უნებართვო მშენებლობა ან დემონტაჟი

ობიექტის მშენებლობის დაწყება, მშენებლობის წარმოება ან/და ობიექტის დემონტაჟი სათანადო ნებართვის გარეშე:

ა) განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით;

ბ) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ. თბილისის ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით;

გ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით;

დ) მუნიციპალიტეტში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;

ე) დასახლების ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

    მუხლი 53. ობიექტზე საინფორმაციო დაფის განუთავსებლობა ან დაფაზე არასრული ინფორმაციის განთავსება

ობიექტზე საინფორმაციო დაფის განუთავსებლობა ან დაფაზე არასრული ინფორმაციის განთავსება:

ა) განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;

ბ) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ. თბილისის ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;

გ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;

დ) მუნიციპალიტეტში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით;

ე) დასახლების ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

    მუხლი 54. მშენებარე ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობის ან/და მშენებარე ტერიტორიის შემომფარგვლელი დამცავი ბადის დადგენილი წესის დარღვევით განთავსება ან განუთავსებლობა

მშენებარე ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობის ან/და მშენებარე ობიექტის შემომფარგვლელი დამცავი ბადის დადგენილი წესის დარღვევით განთავსება ან განუთავსებლობა:

ა) განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით;

ბ) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ. თბილისის ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;

გ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;

დ) მუნიციპალიტეტში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით;

ე) დასახლების ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

    მუხლი 55. ობიექტის ფუნქციონირება ექსპლუატაციაში მიუღებლად

ობიექტის ფუნქციონირება ექსპლუატაციაში მიუღებლად:

ა) განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით;

ბ) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ. თბილისის ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;

გ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;

დ) მუნიციპალიტეტში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;

ე) დასახლების ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

    მუხლი 56. მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვება

მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვება:

ა) განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით;

ბ) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ. თბილისის ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით;

გ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;

დ) მუნიციპალიტეტში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;

ე) დასახლების ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

    მუხლი 57. დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამშენებლო ობიექტის პროექტით გათვალისწინებული კეთილმოწყობითი სამუშაოების შეუსრულებლობა

დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამშენებლო ობიექტის პროექტით გათვალისწინებული კეთილმოწყობითი სამუშაოების შეუსრულებლობა:

ა) განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით;

ბ) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ. თბილისის ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;

გ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;

დ) მუნიციპალიტეტში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;

ე) დასახლების ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

    მუხლი 58. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიწერილობის შეუსრულებლობა ან არადროულად შესრულება

არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიწერილობის შეუსრულებლობა ან არადროულად შესრულება:

ა) განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;

ბ) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ. თბილისის ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით;

გ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;

დ) მუნიციპალიტეტში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;

ე) დასახლების ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

    მუხლი 59. ნორმატიული აქტით განსაზღვრული საორგანიზაციო წესების სხვა დარღვევა

ნორმატიული აქტით განსაზღვრული საორგანიზაციო წესების სხვა დარღვევა:

ა) განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;

ბ) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ. თბილისის ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;

გ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით;

დ) მუნიციპალიტეტში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;

ე) დასახლების ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

    მუხლი 510. იმ ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომლის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას

იმ ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომლის არსებობა რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის გარეშე უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას:

ა) განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით;

ბ) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ. თბილისის ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;

გ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;

დ) მუნიციპალიტეტში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;

ე) დასახლების ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“.

7. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. ზიანისა და ხარჯების ანაზღაურება

1. დაჯარიმება დამრღვევს არ ათავისუფლებს დარღვევის გამოსწორებისა და დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისაგან.

2. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს თანამდებობის პირი, აგრეთვე სხვა მუშაკი მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. იმ პირებს, რომლებმაც ხარჯები გაიღეს მათ საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობის იერსახის შენარჩუნებისა და სამშენებლო მოედნის უსაფრთხოებისათვის, თუ ამ ხარჯების გაღება გამოწვეულია მომიჯნავე ნაკვეთში მშენებლობისას სამშენებლო ნორმებისა და კონსერვაციის რეჟიმის დაუცველობით, უფლება აქვთ მოსთხოვონ დამრღვევს გაწეული ხარჯების ანაზღაურება. ხარჯების ანაზღაურებაზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო.

4. დადგენილ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, თუ დარღვევის დაუყოვნებლივ გამოუსწორებლობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს შეუძლია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მიწერილობის პირობების თავის მიერ ან მესამე პირთა მეშვეობით ან/და საკუთარი ხარჯით შესრულების თაობაზე. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.

5. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია მოსთხოვოს დამრღვევს ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაწეული ხარჯების ანაზღაურება. ხარჯების ნებაყოფლობით ანაზღაურებაზე უარის თქმის შემთხვევაში არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს დამრღვევისათვის გაწეული ხარჯების დაკისრებისა და გადახდის მოთხოვნით.“.

8. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტის მიწის ნაკვეთის დაყადაღება და რეალიზაცია

1. შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო დამრღვევის მიერ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში უფლებამოსილია კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტის მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადების მიზნით მიმართოს სასამართლოს.

2. შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე დადებული ყადაღა უქმდება ჯარიმის თანხის სრულად დაფარვისთანავე.

3. დამრღვევის დაყადაღებული მიწის ნაკვეთის რეალიზაციას ახორციელებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო აუქციონის წესით.

4. აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს განსაზღვრავს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო, რის შესახებაც იგი აუქციონის ჩატარებამდე 30 დღით ადრე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ავრცელებს განცხადებას, რომელშიც უნდა აღინიშნოს:

ა) აუქციონის ჩატარების დრო და ადგილი;

ბ) მიწის ნაკვეთის მესაკუთრის რეკვიზიტები (სახელი და გვარი/დასახელება, მისამართი);

გ) გასაყიდი მიწის ნაკვეთის დასახელება (ქონების მოკლე აღწერა);

დ) მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი, რომელიც ყადაღის დადების აქტში მითითებული დაყადაღებული ნივთის საბაზრო ფასია;

ე) რომ მესამე პირები, რომელთაც აქვთ უფლებები ამ მიწის ნაკვეთზე, ვალდებული არიან, ამ უფლებათა დამადასტურებელი საბუთები წარადგინონ აუქციონის დაწყებამდე;

ვ) აუქციონის პირობები.

5. აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს აუქციონზე გასაყიდად გამოტანილ მიწის ნაკვეთს.

6. მიწის ნაკვეთის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში დაიფარება:

ა) დაყადაღებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები;

ბ) ჯარიმის თანხა.

7. მიწის ნაკვეთის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში დაფარული ხარჯების (თანხის) შემდეგ დარჩენილი სახსრები უბრუნდება დამრღვევს.

8. დაყადაღებული მიწის ნაკვეთის რეალიზაცია შეწყდება, თუ დამრღვევი აუქციონის ჩატარებამდე უზრუნველყოფს ჯარიმის თანხის, დაყადაღებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების დაფარვას.

9. დაყადაღებული მიწის ნაკვეთის აუქციონის ჩატარების გზით რეალიზაციის წესებს ადგენს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო.“.

9. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2008 წლის 1 იანვრამდე განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში მშენებარე ობიექტთან დაკავშირებით არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს დადგენილების მოქმედებას შემდეგ შემთხვევებში:

ა) უნებართვო მშენებლობის დროს;

ბ) როდესაც უშუალო საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;

გ) მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. 2007 წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობამ მიიღოს შემდეგი დადგენილებები:

ა) „მშენებარე ობიექტის კონსერვაციის წესის შესახებ“;

ბ) „მშენებლობის უსაფრთხოების წესების შესახებ“.

    მუხლი 2

ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სა-ხელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებმა 2007 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ უვადოდ ან/და მშენებლობის დამთავრებამდე გაცემული იმ ობიექტების მშენებლობის დაწყების ნებართვების გაუქმება, რომელთა მშენებლობაც ამჟამად შეჩერებულია ან არ არის დაწყებული.

    მუხლი 3

ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 5 აპრილის №1-1/284 ბრძანება „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მშენებარე ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“.

    მუხლი 4

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4282–რს